Jump to content


ამ თემას აქვს 218 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
ცარიელი პასუხები კლავენ სამართლიან კითხვებს და გონებას საქმის ძირითადი არსიდან სწყვეტენ
ალექსანდრ გერცენი

წყარო/Source: https://www.ambebi.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

დიმიტრი უზნაძე: "რა აკლია ქართველს?"

ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.

მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.

საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს.

აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ზუსტად არის აღწერილი ქართველი ადამიანი.

:bravo:  :bravo:  :bravo:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი
მე შენ მიყვარხარ , მე შენ მიყვარხარ !- გაჰკიოდა გამყინავი ხმით,-მე შენ მიყვარხარ,ჟამთა სიავის მიუხედავად...მე შენ მიყვარხარ!

"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

რემარკი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

არც დიმიტრი უზნაძეს ვეთანხმები არც ჟორჟიკას და არც ზაზას აპლოდისმენტებს. არც ღატაკია ქართველი ადამიანი არც გლახა და არც მონა. 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

“თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით!”

“ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”
* * *
“…ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ იფიქრებთ პოლიტიკური კლიშეებით ვისი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, დაიწყეთ საკუთარი თავით და საქმით, რადგან ჯერ ისედაც გვაკლია პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება და თუ ასე ერთი ხელის მოსმით გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, მალევე გავირიყებით ნაპირზე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…”
* * *

მერაბ მამარდაშვილი.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

სიღატაკეზე და ეგოზე ხო არ წერს ეს ბუმბერაზი კაცი ბესო, ქართველი კაცის ფსიქოლოგიაზე წერს..

 

მე ვეთანხმები ! ძალიან ზუსტად არის გამოხატული ჩვენი ავადმყოფობა ამ ტექსტში..

 

მამარდაშვილის ტექსტი კი ადამიანის პიროვნებას ეხება და არა ნაციონალურ ჩამოყალიბებულ მენტალურ მდგომარეობას, 

რაც ჩემი აზრით ძალიან ზუსტია და არანაირად ეწინააღმდეგება უზნაძის სიტყვებს...



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

მე და შენ ჩემო ბესარიონ უფრო შოვინისტები ვართ როგორც ჩანს , იმაში არ ვეთანხმები უზნაძეს და არ ვზიარებ ამ აზრს იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ჟინი და სიცოცხლის წყურვილი ყველა ერზე მოჭარებული აქვს ყველა ერთან შედარებით და + ამას ყველას ერთ ვაბში მოხარშვა არ შეიძლება , მთელ ერზე ამ შეხედულებას ვერ გავიზიარებ ნამდვილად !



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

აქ საქმის კეთების ჟინზე იყო საუბარი...

კარგი, თქვენ კარგად იყავით, ამ კუთხით რატო უნდა აფასებდეთ ამას ვერ ვხვდები..

პირადად მე ამ ნაწერმა თავის დროზე მეტი ოპტიზმი შემძინა და დამაფიქრა რაღაცეებზე..



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

ზოგადაგ ეთნიკური ქართველი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით არაფრით სხვაზე

 მეტი და არც არაფრით ნაკლები , და ის რასაც მე არ ვეთანხმები ზუსტად დამასწრო კვაპამ ზოგადად ერზე ასეთი აზრის ჩამოყალიბება მაღიზიანებს

 და არასოდეს არ გავიზიარებ.

 რაც შეეხემა კონკრეტულ გამოვლინებებს , მე არ ვკამათობ იმაზე რა სიმახინჯეს ჩემ ქვეყანაში მინახავს. ნამდვილად

მინახავს და დღესაც ვხედავ, მაგრამ საბედნიეროდ ლამაზიც ბევრია და თან ისეთი ლამაზი როგორიც სხვაგან იშვიათად თუ შეგხვდება .  



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბატონებო , ერთ უცნაურ თვისებას ვაკვირდები  ჩვენში!  ქართველი, პიროვნულად ცოტა სხვანაირია და როდესაც საზოგადოთ ქართულ ხასიათზეა საუბარი იქ ცოტა სხვა თვისებებია თვალში საცემი.   


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არც ასაკი და არც სქესი შეღავათს არ იძლევა ხელოვნებაში".(კონსტანტინე გამსახურდია)


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა". (ჭაბუა ამირეჯიბი)


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
ცარიელი პასუხები კლავენ სამართლიან კითხვებს და გონებას საქმის ძირითადი არსიდან სწყვეტენ
ალექსანდრ გერცენი

წყარო/Source: .ambebi.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

წაშლილა პოსტები  ;)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?