Jump to content

სურათი

ძველი აღმოსავლეთის ისტორია - საქართველოს გარეშე?!

- - - - - ჩვენი მეგობრები

ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
ძველი აღმოსავლეთის ისტორია - საქართველოს გარეშე?!
de18a6b9eeffd38a8a347d6479e5b004.jpg
 

ორი წლის წინ მოსკოვის სახელმწიფო საოლქო უნივერსიტეტის ეგიდით დაიბეჭდა წიგნი "ძველი აღმოსავლეთის ისტორია". მისი ავტორები გახლავან მ.დ. ბუხარინი, ი.ა. ლადინინი, ბ.ს. ლიაპუსტინი და ა.ა. ნემიროვსკი. აღვნიშნავთ იმასაც, რომ წიგნი შესაბამისი ინსტანციის მიერ დამტკიცებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ მომავალი ჰუმანიტარებისთვის.

დასახელებულ წიგნზე ჩვენი ყურადღების გამახვილება მაინცდამაინც არ ღირდა, რომ არა ერთი გარემოება. იგი გადმოსცემს ძველი აღმოსავლეთის მრავალათასწლიან ისტორიას ახ.წ. III-V საუკუნეებამდე და თითქმის სრულიად უგულებელყოფს საქართველოს ისტორიას. არადა, ელემენტარული ფაქტი გახლავთ, რომ ჩვენი ძველი ისტორია ამ სამყაროს ერთ-ერთი შემადგენელი (თუმცა პერიფერიული) ნაწილი იყო, ანტიკურ ქვეყნებთან (საბერძნეთი და რომი) მჭიდრო კონტაქტებთან ერთად.

რასაკვირველია, საქართველოში ცივილიზაციის წარმოშობამ მეტად დაიგვიანა ძველი აღმოსავლეთის მოწინავე ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ამ გარემოებას გააჩნია თავისი მიზეზები: ჯერ ერთი, ქართული ცივილიზაცია გეოგრაფიულად დიდად დაშორებული იყო მოწინავე ცენტრებისგან და მეორე, ბუნებრივი პირობების გამოისობით (ტყეების ფართო მასივები, მაგარი ნიადაგები) ჩვენში ცივილიზაციის საფეხურის მიღწევა მხოლოდ რკინის მეტალურგიის ფართო გავრცელების პირობებში იყო შესაძლებელი.

9dabc666c2d1f29ab9c3f8a048164f7f.jpgგარდა აღნიშნულისა, თვით წიგნის მიხედვითაც ძველაღმოსავლური ცივილიზაციები გაშლილი იყვნენ კავკასიონის ქედიდან და ჩრდილოეთით დიდი სტეპიდან (როგორ მოგწონთ ასეთი გეოგრაფიული თანამიმდევრობა?) ეთიოპიასა და ინდოეთის ოკეანემდე (გვ. 10).

თუ წიგნის ავტორებს ვერწმუნებით, არათუ საქართველო, არამედ აღმოსავლეთი ამიერკავკასიაც, რომელიც ისტორიულად ალბანეთს ეკავა, დაუსახლებელი ყოფილა. ცხადია, თურმე არ ჩანს აქ ჩვენი წინაპრების ნაკვალევიც. ჩვენს სამხრეთ-დასავლეთით სახლებულან აფხაზურ-ადიღეური მოდგმის ხალხი (მათ შორის კასკები), სამხრეთით ხურიტები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზაგროსის მთიანეთში - დაღესტნური მოდგმის ეთნოსი (კუტიები). სომხების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე წიგნში საკმაოდ არის ნათქვამი, ასე რომ, ამ მხრივ სომხებს ავტორებისადმი არაფერი სასაყვედურო არ ექნებათ.
357-ე გვერდზე მოთავსებულ რუკაზე ფიგურირებენ "ხალიბები", რომელთა ეთნიკურ კუთვნილებაზე წიგნი დუმს. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ავტორები მათ არ უკავშირებენ ქართველურ მოდგმას.

355-ე გვერდზე (იხ. აგრეთვე გვ. 360) ვკითხულობთ, რომ კავკასიონის უღელტეხილები წარმოადგენდნენ თავისებურ კარებს მიგრაციისთვის. რომ "მოსულები, როგორც წესი, ბინავდებოდნენ რეგიონში და მას უკვე აღარ ტოვებდნენ. ასე რომ, ეს ტერიტორია გახდა ნამდვილი "ნაკრძალი" ეთნოსებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან აქ აღწევდნენ ათასწლეულების განმავლობაში". აქაც იკვეთება ჩვენი ძველი ისტორიის სიბნელე.

მხოლოდ წიგნში დართულ ერთ რუკაზე (გვ. 357) ფიგურირებს "კოლხა" (თანამედროვე აჭარისა და სამცხის ტერიტორიაზე, ჭოროხის აუზი გამორიცხულია), ხოლო მტკვრის სამხრეთით (თანამედროვე თრიალეთში) - კურიანი, რომლის თაობაზეც, კერძოდ ეთნიკურ ვინაობაზე, ავტორები არაფერს გვეუბნებიან. ერთ-ერთი რუკის (გვ. 337) თანახმად, ძვ.წ. VII საუკუნისთვის საქართველოს აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილები სკვითების ბატონობის სფეროში არიან ნაჩვენები, თუმცა აქაური მოსახლეობა წიგნის მიხედვით კვლავაც ანონიმური რჩება.

357-ე გვერდზე ვკითხულობთ: "უცნობია, როდის და საიდან შეაღწიეს მტკვრის ზემოთში ქართველებმა (პროტოქართველურმა ტომებმა), მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ისინი აქ არ ყოფილან ავტოქთონები".

ისე, არაქსისა და მტკვრის ფართო ველები ძალიან ხელსაყრელი ყოფილან მიწათმოქმედებისთვის (გვ. 355).
მაგრამ ისტორიის წყალობით ფაქტია, რომ ჩვენ, ქართველები ვარსებობთ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ცხადია, ვარსებობდით წინა ათასწლეულების განმავლობაშიც, ადგილი ჰქონდა წინარექართველური ერთობის და შემდეგ ეთნიკურ დიფერენციაციას, თუმცა, ჩანს, მავან რუს ისტორიკოსებს ამაში ეჭვი ეპარებათ.

ავტორები გვამცნობენ, რომ სახელმძღვანელოში, ჩვეულებრივი ტრადიციისგან განსხვავებით, მოტანილია სხვადასხვა თვალსაზრისიც (გვ. 6). მაგრამ ამ მხრივ გამონაკლისი გახლავთ აღმოსავლელი მუშქების საკითხი, რომელიც რუს ისტორიკოს იგორ დიაკონოვის (ავტორები რომ "თანამედროვე სამამულო ასიროლოგიის ნამდვილ კორიფედ" მოიხსენიებენ) კვალდაკვალ (გვ. 187) კატეგორიული სახით მხოლოდ სომხების წინაპრებად არიან გამოცხადებულნი. გვაქვს კი სათანადო საფუძველი, რომ მუშქებში ჩვენი მესხებიც ვიგულისხმოთ.

რასაკვირველია, ქართველთა ეთნოგენეზისის საკითხის თაობაზე დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალი გაურკვევლობა სუფევს, მაგრამ არქეოლოგოსთა და ისტორიკოსთა ძალისხმევით გარკვეულობანიც სახეზეა. წარმოჩენილია მტკვარ-არაქსის, კოლხური და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის არქეოლოგიური კულტურები, რომლებიც უეჭველად ჩვენს წინაპრებსაც მოიცავდნენ. დიდად სამწუხაროდ, "ძველი აღმოსავლეთის ისტორიის" ავტორებმა, ჩანს, ყოველივე ამის შესახებ არაფერი იციან.

შეგახსენებთ, რომ გასულ ათწლეულებში, 1950-იანი წლებიდან მოკიდებული, საქართველოს საბჭოთა კავშირის, ფაქტობრივად რუსეთის შემადგენლობაში ყოფნისას რუსი ავტორები შეეცადნენ (სამგზის მაინც) ძველი აღმოსავლეთის ისტორიის წარმოდგენისას ჩვენი ძველი ისტორიისთვისაც დაეთმოთ ადგილი. სხვა ამბავია, რამდენად პროფესიულად გააკეთეს მათ ეს და რომ საკითხის გაშუქებისას ისინი გაურბოდნენ კერძოდ ქართველ ავტორებს.

ამჯერად კი სულ სხვა რამეს ვაწყდებით. ასე რომ, გვაქვს საფუძველი დავასკვნათ - საქმე გვაქვს აღვირახსნილ რუსულ იმპერიალიზმთან, რომლის ინტერესებში სრულიადაც არ შედის ისტორიის ობიექტურობა. დასასრულ, მსგავსი ტენდენცია გამოსჭვივის იმაშიც, რომ ჩვენი ცნობილი მეცნიერი გიორგი მელიქიშვილი რუსეთელ (росийский) ისტორიკოსადაა გამოცხადებული (გვ. 354).


გურამ ყორანაშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გადასატანია"რას წერენ ჩვენზე" -ში


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

!!!!!!!!!გადასატანია....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
VeraSikharulidze

VeraSikharulidze

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართველი

ისტორია იყო და არის პოლიტიკის ნაწილი. ასე რომ არ არის გასაკვირი ასეთი ნაშრომები



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისტორია იყო და არის პოლიტიკის ნაწილი. ასე რომ არ არის გასაკვირი ასეთი ნაშრომები

სამწუხაროდ , სიმართლეა :0036:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?