Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 63 გამოხმაურება

#1 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • ძაღლის საკვები და კვების რეჟიმი

    b64e8dfc537e.jpg

    ძაღლის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს რთული ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები, რის შედე იხარჯება ზოგიერთი ნივთიერებების საკმაო რაოდენობა, რომლებიც გამიზნულია სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად, ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსამუშავებლად, და სხვა. ამიტომ, ძაღლის ორგანიზმმა ეს დანახარჯები უნდა შეავსოს ყოველდღიურად, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური მარილების, ვიტამინების და წყლის საკმაო ოდენობის მიღების გზით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძაღლის კვების რეჟიმის საკითხს, ვინაიდან კვების რეჟიმის დარღვევას და აგრეთვე უხარისხო პროდუქტებით კვებას შეიძლევა მოჰყვეს ორგანიზმის საერთო დასუსტება და საბოლოო ჯამში ძაღლის დაავადება. ასევე უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს გადამეტებული კვებაც, რა დროსაც ძაღლი სუქთება, მოთენთილი ხდება, ნაკლებად მოძრავია და იძენს სხვადასხვა დაავადებისაკენ მიდრეკილებას. როგორც წესი ძაღლი უნდა გამოვკვებოთ ყოველდღიურად, განსაზღვრულ დროს, საკმაო და ხარისხიანი საკვებით. კვების სწორ ორგანიზაციაზე მიუთითებს ძაღლის გარეგნული შეხედულება და ქცევა, იგი მხიარულადაა, მოძრავია და სიამოვნებით ასრულებს პატრონის მოთხოვნებს.

    დღეს-დღეობით ზოო-მაღაზიებში დიდი ასორტიმენტით მოგვეწოდება ძაღლის კვება. სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოწოდებული მშრალი საკვები, კონსერვები, ჟელეს სახით, ვიტამინიზირებული ტექნოლოგების მიერ დახვეწილი ხარისხიანი, თუმცა არსებობს მოსაზრება ამ საკვების საწინააღმდეგოდ. მე თავს შევიკავებ რეკომენდაციისგან, რადგანაც ეს საკითხი დღეს-დღეობით სადისკუსიო საკითხია და ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მაინც შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა საჭირო პროდუქტებს: ძაღლის ძირითად საკვებს პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცი, ცხიმი (მცირე რაოდენობით), ბურღული, კარტოფილი, ბოსტნეული და მარილი. გარდა აღნიშნულისა, ძაღლის კვების რაციონში შეიძლება ჩავრთოთ: თევზი, პური, ხაჭო, მაწონი, უმარილო ყველი, ნადუღი და სხვა.

    ხორცი მდიდიარია ცილებით და ცხიმებით, მას კარგად ითვისებს ძაღლის ორგანიზმი, ძირითადად გამოიყენება საქონლის, ქათმის ხორცი. თევზის ქონი, როგორც ვიტამინის წყარო გამოიყენება ლეკვების და მოზარდი ძაღლების გამოსაკვებად.

    ბურღულებიდან უნდა ვიხმაროთ: ქერი, ჰერკულესი, მუხუდო, წიწიბურა, ბრინჯი.

    სასურველია ძაღლის ყოველდღიურ საკვებ რაციონში შევიტანოთ კარტოფილი და ბოსტნეული: კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, რომლებიც ნახშირწყლების და ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენენ.

    უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის საკვები ზომიერად უნდა იყოს შეზავებული სუფრის მარილის საკმაო რაოდენობით. დიდი ოდენობით მარილის გამოყენება არ არის სასურველი. ძაღლის კვების ძირითადი მოთხოვნაა, რომ ყველა პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ახალი.

    ლეკვები უნდა ვკვებოთ განსკაუთრებულათ: 4-5-ჯერადად.
    1 კვება - ჰერკულესი რძით. (ნაკლებ ცხიმიანუ რძე) და ვაშლის პიურე.
    2 კვება - ხორცის მოხარშული ფარში, წიწიბურას ფაფა და დამატებით კალციუმისა და ვიტამინების შეჯერება.
    3 კვება - ბურღულეული რძით და სამი სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო, ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
    4 კვება - მოხარშული ქათმის ხორცი დაქუცმაცებული და ბრინჯის ფაფა.


    2 თვემდე ასაკის ლეკვს დღეში 4-5 ჯერ აჭმევენ ყოველ სამ საათში ერთხელ.
    2–დან 4 თვემდე ლეკვს დღეში 5–ჯერ ყოველ 4 სააში.
    4–დან 6 თვემდე ლეკვს დღეში 4–ჯერ ყოველ 5 სააში.
    6–დან 9 თვემდე ლეკვს დღეში 3–ჯერ ყოველ 6 სააში.
    გაზრდილ ძაღლებს კი დღეში 1–2ჯერ ჭირდებათ ჭამა ეს დამოკიდებულია მათ მადაზე.

    არ დაგავიწყდეთ რომ ლეკვის კვების რეჟიმი ზუსტად უნდა დაიცვათ და ლეკვს ერთსა და იმავე დროს დაუდგათ საკვები. 


    • 0

    #2 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30603 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    დევი რა ტაბლეტები გადაყლაპა მითხარი ბდა ეხლავე გადაურეკავ ვეტერინარებს


    • 0

    4f6ca3f9042c.jpg

     

    #3 Share
    სტუმარი_devi_*

    სტუმარი_devi_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • სახელი დამავიწყდა ..ცალობით ვუყიდე ...ვერ გავიხსენე სახელი

    :@@


    • 0

    #4 Share
    სტუმარი_devi_*

    სტუმარი_devi_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • არა ბაბუ შემეშალა ეგ წამალი არ არის .....ჯერ კარგ ხასიათზეა და რავიცი მერე რამეზე იმოქმედებს ტუ არა


    • 0

    #5 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30603 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    ეხლა ველაპარაკე დავით ნანობაშვილს და დიდი დიდი აღებინოსო..... ნუ შეგეშინდება დევო, უბრალოდ წყალი ედგას და შენ უყურე ...მაინც , ნა ვსიაკი სლუჩი... ხო იცი...ლეკვია და.... ;)


    • 0

    4f6ca3f9042c.jpg

     

    #6 Share
    სტუმარი_devi_*

    სტუმარი_devi_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • დიდი მადლობა ბაბუ ..წყალი დავუდგი ეგრევე ....ეხლა ითამაშა და დაიძინა...

    ვერ ვამაგრებ ამ პატარა ეშმაკს

    ყველაფერზე დადის 


    • 0

    #7 Share
    სტუმარი_თაზო_*

    სტუმარი_თაზო_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • მადლობა ღმერთს.
    • 0

    #8 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30603 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    ყველაფერი კარგად იქნება დევო. მაგ პატარა ლეკვუნიამ შეგაშინა? შენ გენაცვალე მაგ ჯიგრიან გულში!

    არც არაფერი ნარ მოხდება მაგრამ ნა ვსიაკი სლუჩი ტელეფონს არასოდეს ვთიშავ და როცა დაგჭირდეს დარეკე .

    ჩემგან მოკითხვა ზიზის


    • 0

    4f6ca3f9042c.jpg

     

    #9 Share
    სტუმარი_devi_*

    სტუმარი_devi_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • გაიხარეთ ძმებო....ჯიგრები ხართ.
    • 0

    #10 Share
    სტუმარი_devi_*

    სტუმარი_devi_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • მოკლედ ძმებო დღეს ერთმა ვეტერინარმა პატიოსანმა ადამიანმა მითხრა როიალ კანინი შეიცავს ღორის ქონს და ძაღლის ღვიძლისათვის საშიში არისო ...

     

    მერე ჩატარებული კვლევის ფურცელი მაჩვენა და პროვაკმა აცვენა ყველაზე კარგი შემცველობა ძაღლისათვის.ასე რომ მემგონი გასათვალისწინებელია


    • 0

    #11 Share
    სტუმარი_თაზო_*

    სტუმარი_თაზო_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • დევი ვინ ვეტერინარია??? ყველას ნათქვამს ნუ დაიჯერებ ძმაო. როიალს ებვრძვის ბევრი კომპანია და იმ კვლევას ვინ ადასტურებს ან რამე მაგდაგვარი? დაგედო საიტზე ჩვენთან ბარემ... როიალზე მყავდა ბუბუ ძმაო თავიდან და ძვირი სიამოვნება კი არის მარა დღითიდღე ზრდიდა ძაღლს. პროვაკ პერფორმარსიც იგივე ღირს 7 ლარს ურტყავს და ეგ ჯობია როიალსო და მეეეც რაც ლეკვისთვის უკეთესი იქნებათქო და ეგრევე გავარდი გლდანში ჰქონდათ. უკეთესი კი არა იმის ნახევარი შედეგი მაინც ჰქონოდა ნეტა. გახდა ძაღლი და მადაც დაეკარგა..რავიცი ძმაო პოინტერი ზოგადად წუნია ძაღლებიც არის და ფაქიზები და არ ვიცი შენი როგორ შეჭამს მაგრამ ჩემთან ასე მოხდა. პ.ს ის მომენტი არ იყო როიალის მერე არ შეჭამდა პროვაკს და მაგიტო გახდაო. 10 დღე იგივე ტემპით გააგრძელა ჭამა და ნელნელა დაეტყო რო ვერ ირგებდა საკვებს. როიალი დღესდღეისობით ერთერთი საუკეთესოა და ეგ რო მართლა ეგრე იყის, ხმას არ ამოაღებინებდნენ. რავი მე ახლაც მაგას ვაჭმევ. თავიდან სტარტექსი, მერე ჯუნიორი პატარებისთვის, ახლა მედიუმს ვაჭმევ, ცოტა ხანში ედალთზე გადავუყვან. იყო პერიოდი ვერ ვყიდულობდი ფასის გამო ამას, თან 1 კგ 2 დღის მეტს ვერ უქაჩავს მარა ბოლო 2 თვე იქნება სულ მაგაზე მყავს და ძაღლი ისეთ ენერგიაზე მოყავს, რო რავიცი. ზოოპარკშიც ეგ მითხრეს, ენერგიას მატებს ძაან მაგრადო. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ჯიშის მიხედვით, ასაკისა დს წონის მიხედვით ეძლევა სხვადასხვანაირი როიალი და პროვაკი გინდ ლეკვი იყოს და გინდ 5 წლის ძაღლი, მიდი უბერე, ერთნაირი შემცველობა აქვს სულ.
    • 0

    #12 Share
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19366 პოსტი
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    რაღაც თაზოს პოსტი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება :))


    • 0

    #13 Share
    სტუმარი_devi_*

    სტუმარი_devi_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • უცხოელების კვლევა იყო და დასაბუთებული

    ჩემმამ უპრობლემოდ შეჭამა როიალზე უფრო ძალით ჭამდა ..ერთი კვირა ამაზე მეყოლება და შევხედავ ...


    • 0

    #14 Share
    სტუმარი_devi_*

    სტუმარი_devi_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • მე საჭიროდ ჩავთვალე და დავწერე .


    • 0

    #15 Share
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19366 პოსტი
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    ოქრო ხარ დევი ოქროო...


    • 0

    #16 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30603 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    ოკლედ საკვებს  აწერია პროტეინი და ცხიმიანობა (ისე შემცველობასაც მიაქციეტ ყურადღება)

      ერთიც არის ხანდახან უკრაინული როიალიც გამოჩნდება და მაგას არავის გირჩევთ.

    ერთს გეტყვით კიდევ რომ ერთი და იგივევსაკვებს არ ვაძლევ ჩემებს. ზაფხულში სხვა შემჩველობას და ზამთარში სხვას.

    ზამთარში  ცხიმიანობას მიაქციეთ, ყურადღება და ა.შ......


    • 0

    4f6ca3f9042c.jpg

     

    #17 Share
    სტუმარი_თაზო_*

    სტუმარი_თაზო_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • მე ნახარშებსაც ვაძლევ ეტაპობრივად რო მარტო კორმაზე არ იყოს და დამატებითი ვიტამინები მიიღოს. მე კმაყოფილი ვარ, სანამ შრვძლებ მეყოლება ამაზე. ისე უკეთესზე უკეთესი არ ილევა, და არის ძათლები რომლებსაც სხვა საკვები უხდება და ირგებს ვიდრე როიალს ან პროვაკს მსრს მე პირადად რაც ამას ვუყურე 20 დღის განმავლობაში, აცრილი ვარ პროვაკზე თორე თავიდან ჩემთვის ორივე ერთნაირი იყო. არც ერთი ვიცოდი რს იყო და არც მეორე. საერთოდ ყველაზე კარგი ბუნებრივ საკვებზრ ყოფნაა, ბოსტნეულის სუპები, საქონლის ხორცი და ა. შემდეგ. თან კორმას რო ვაჭმევთ ბევრ წყალს სვამს და ჩვეულებრივ საკვებზე იმდენად არა.
    • 0

    #18 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30603 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    ხოო , ბუნებრივს და ბოსტნეულის ნახარშა არც არაფერი სჯობს....


    • 0

    4f6ca3f9042c.jpg

     

    #19 Share
    სტუმარი_თაზო_*

    სტუმარი_თაზო_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • გაიხარე დევი ინფოსთვის. ოქრო ხარ
    • 0

    #20 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30603 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    მებო და 2 თვის ლეკვს ერთ მიცემაზე (კურცხარს) რამდენი ეკუთვნის?


    • 0

    4f6ca3f9042c.jpg

     

    #21 Share
    samo

    samo

      პოინტერისტი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPipPip
    • 893 პოსტი
  • ასაკი:21
    • მისამართი:ჰაჰაჰა
    • წარმოშობა:მთიანი საქართველო
    wonas gaachnia. da ramdenjer achmev
    40 50 grami 4 jer tu achmev.
    • 0

    #22 Share
    სტუმარი_devi_*

    სტუმარი_devi_*
    • სტუმარი
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • ბაბუ მე ა გავაკეეტე იცი ?

     

    არ დამცინოთ პატაარა ლეკვი რომ მოვიყვანე  და საწმლის წონა მინდოდა დამედგინა ტუ რამდენი მეჭმია

     

    ავირე 100 გრამი საჭმელი და დავუდგიპირველ ჯერზე რაც შეჭამა ავართვი დარჩენილი და ავწონე ...გამოვიდა   54გრამი..ამითი მივხვდი რა დოზა უნდა დამედგა მაგრა მ სამჯერ ვაჭმევდი..

    სამუშია არ დამცინო :0030:  :0030:


    • 0

    #23 Share
    მეტეორა

    მეტეორა

      პატარა მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 3315 პოსტი
  • ასაკი:31
    • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
    • წარმოშობა:ქართლი

    რამე მირჩიეტ ეს ჩემი უბედური მაქსი როგორ მოვასუქო , მინდორში რომ დარბის ესე მგონია ეხლა დაეცემა და მოკვდებათქო. რა საჭმელი არ ვცადე ჭიაზეც 1 თვის წინ დავამუშავე და არაფერი, აღარ შემიძლია მაგის საცოდაობით , არადა რაღაც მაგარ მუღამში მომიყვანა მაგ დამპალმა და მინდა რომ სულ ჯანზე და ხოდზე იყოს, ცოტა მინდა მოვასუქო და რას მირჩევთ ?


    • 0

    პატივისცემით

     

    მეტეორა

     

    კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

    გამგეობის წევრი


    #24 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30603 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    კატოზალი გაუკეთე , კანქვეშ დღეგამოშვებით 5 ჯერ . წონა მითხარი ძმა????? მადი ხვადია შეიძლება 2 ნემსიც ეყოს , მასრა რად გინდა მერე შეიძლება ტანკივით გახდეს....


    • 0

    4f6ca3f9042c.jpg

     

    #25 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30603 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    ვიკის გაუკეთე და ხო ნახე......


    • 0

    4f6ca3f9042c.jpg

     

    #26 Share
    მეტეორა

    მეტეორა

      პატარა მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 3315 პოსტი
  • ასაკი:31
    • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
    • წარმოშობა:ქართლი

    კატოზალი გაუკეთე , კანქვეშ დღეგამოშვებით 5 ჯერ . წონა მითხარი ძმა????? მადი ხვადია შეიძლება 2 ნემსიც ეყოს , მასრა რად გინდა მერე შეიძლება ტანკივით გახდეს....

     

     

    ჯიგარ ბაბულიკ დაახლოებით 25 კგ მდე  :ki: , მემგონი ეგრე დაახლოებით ეგრე უნდა იყოს


    • 0

    პატივისცემით

     

    მეტეორა

     

    კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

    გამგეობის წევრი


    #27 Share
    მეტეორა

    მეტეორა

      პატარა მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 3315 პოსტი
  • ასაკი:31
    • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
    • წარმოშობა:ქართლი

    ვიკის გაუკეთე და ხო ნახე......

     

     

    აუფ ნეტა ავიკისნაირად იყოს ალბათ არასდროს არ დაიღლებოდა მერე  :0024:


    • 0

    პატივისცემით

     

    მეტეორა

     

    კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

    გამგეობის წევრი


    #28 Share
    ninika

    ninika

      ოპციონი

    • ლეგიონერი
    • PipPipPip
    • 76 პოსტი
  • ასაკი:21
    • მისამართი:rustavi
    • წარმოშობა:poloneti

    ლეკვს რო სუხარი მისცე საჭმელად რამეა ? :D


    • 0

    #29 Share
    ninika

    ninika

      ოპციონი

    • ლეგიონერი
    • PipPipPip
    • 76 პოსტი
  • ასაკი:21
    • მისამართი:rustavi
    • წარმოშობა:poloneti

    2 თვის ლეკვს მარტო პედიგრს ვაჭმევ და წყალს და სხვა რამეც ხო არ უნდა ?

     


    • 0

    #30 Share
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19366 პოსტი
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    ამბობენ არაო, მაგრამ მე ხანდახან მოხარშულ ხორცს და ზამთრში თევზასც ვაჭმევდი...


    • 1





    საკვანძო სიტყვები: კვების რეჟიმი, ძაღლის საკვები, ზოომაღაზიებიკლინიკა, ძაღლი, ნახშირწყლები, ქიმიური, ბიოლოგიური, პროცესები, ნივთიერებები, რაოდენობა, ტემპერატურა, ცილები, ცხიმები, მინერალები, მარილები, დაავადება, საქართველო, ლეგიონი, მიდრეკილება, ტექნოლოგიები, ორგანიზმი, ორგანიზება, ქერი, ბურღულეული, ჭარხალი, სტაფილო, ვიტამინები, ხორცი

    0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

    0 წევრი, 0 stumari,


    ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 26 წევრს:


      mantis, babu, buba20, გუგა დუმბაძე, monadire95, FinTi, dima71, ganja1981, giorgi nanskani, keti7909, green, nodari 1981, Dzigo, LoorDii, kobavar, გიორგი ლომთაძე (რაჭველა), Giorgi.chitadze, levani182, goga_para, gorda, tornike, kurzhaar123, gelanika, ლევან, shalva, გიორგი^
    IPB skins by Skinbox