Jump to content

ძაღლის სწორი კვების ათი წესი


ამ თემას აქვს 24 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ძაღლის სწორი კვების ათი წესი


1985 წელს ალფორში (საფრანგეთი) ნაციონალური ვეტერინალური კოლეჯის პროფესორმა რ. ვოლტერმა ჩამოაყალიბა ძაღლის სწორი კვების 10 წესი. ჩვენ გთავაზობთ ათ პრინციპულ მოთხოვნას (შემოკლებული ვარიანტით), რომლის დაცვით ძაღლის მფლობელები (მეპატრონეები) ულუფის შედგენისას თავაიდან აიცილებემ მოსალოდნელ შეცდომებს.

1. მიეცით ძაღლს წყალი ნებაზე
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის მოთხოვნილება წყალზე განსხვავებულია წლის პერიოდების მიხედვით, მისთვის განკუთვნილ ჯამში მუდმივად უნდა ესხას სუფთა, გამჭირვალე, უსუნო, ოთახის ტემპერატურის სასმელი წყალი. ე. ი. აუცილებელია სასმელი წყალის ხშირად გამოცვლა. წყლის საშუალო მოხმარება დღიურად ძაღლის ცოცხალი წონის 1 კგ-ზე 60 მლ. ლიტრია. თუმცა ლეკვებისთვის, მაწოვარი და მომსახურე ძაღლებისთვის წლის ცხელ პერიოდში წყალზე მოთხოვნილება აჭარბებს ნორმით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს. 

2. ძაღლი სხვა სახის საკვებ პროდუქტზე თანდათანობით უნდა გადაიყვანოთ
ძაღლის ერთი სახის პროდუქტიდან მეორეზე გადასვლა უნდა განვახორციელოთ თანდათანობით, ერთი კვირის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში ძაღლი განიცდის ადაპტაციას, ეჩვევა საკვების გემოს, უადვილდება მისი მონელება და შეთვისება.

3. ძაღლს ესაჭიროება რეგულარული კვება
ძაღლისთვის საუკეთესო ვარიანტია მაშინ, როცა იგი ერთსადაიგივე საკვებ პროდუქტს ღებულობს ყოველდღე, მკაცრად დადგენილ დროზე და ერთსადაიმავე ადგილას. საკვების რაოდენობა არ არის ერთნაირი ყველა ძაღლისათვის და დამოკიდებულია ძაღლის ტანის სიდიდეზე, ბიოლოგიურ მდგომარეობაზე და ჯიშზე. აქედან გამომდინარე ძაღლის კვების ნორმები საჭიროებს ხშირ გადასინჯვას.

4. მუდმივად უნდა გააკონტროლოდ მიღებული საკვების რაოდენობა
ამ პროცედურას ახორციელებენ ძაღლის მიერ ენერგიის დღიური გამოყენების აუცილებელი რაოდენობისა და საკვებ პროდუქტებში მისი შემადგენლობის გამოთვლის გზით. ძაღლისათვის განკუთვნილი სავების რაოდენობა რეგულარულად უნდა აიწონოს. საკვების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თუ თითოეული მათგანი რა რაოდენობის და სახის საზრდო ნივთიერებებს შეიცავს, როგორია მათი კალორიანობა და გადამუშავებისას მათი დანაკარგის პროცენტი. ამით თქვენ ძაღლს აარიდებთ არასასურველ სიმსუქნეს.

5. მიეცით ძაღლს ბალანსირებული საკვები
ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები, იმისდამიუხედავად საშინაო პირობებშია დამზადებული თუ ქარხნული წესით (სპეციალიზირებული _ მზა წარმოებით), იგი უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო საზრდო ნივთიერებას, ინგრედიენტს შესაბამისი რაოდენობისა და პროცენტის მიხედვით. ამ დროს გასათვალისწინებელია ძაღლის ზომა (დიდი, საშუალო, პატარა), ფიზიოლოგიური მდგომარეობა (მაწოვარი, მაკე), დანიშნულება _ ფიზიოლოგიური სტატუსი (მომსახურე, სანაშენე, სპორტული), ასაკი (ლეკვი, მოზრდილი, ასაკოვანი). ამროგად, სხვადასხვა სქესის, ასაკისა და დანიშნულების მქონე ძაღლს განსხვავებული ყუათიანობის საკვები უნდა მიეცეს.

6. ძაღლისთვის საგულდაგულოდ შეარჩიეთ საკვები
საკვებმა, რომელსაც ძაღლი ღებულობს, უნდა შეავსოს ორგანიზმიდან ყველა ენერგეტიკული და მარეტიალური დანაკარგები. აქედან გამომდინარე, ყველა საზრდო ნივთიერებებით დაბალანსებული საკვების ულუფის შერჩევა იოლი არ არის, თუმცა, პირველ რიგში, დაბალანსებული ულუფის შერჩევისას გასათვალისწინებელია შემდეგი კრიტერიუმები: 1. ასაკი (ლეკვი მოზარდი, ზრდასრული); 2. ძაღლის ფიზიკური აქტივობის და ფიზიოლოგიური მდგომარეობის დონე (აქტიური, სპორტული, სანაშენე); 3. ზომა (დიდი, საშუალო, პატარა).

7. ძაღლისთვის საკვები რაციონალურად გამოიყენეთ
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რა საკვებით იკვებება თქვენი ძაღლი. სპეციალიზებული საკვების მიცემის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელი ფირმის ინსტრუქცია. შირაურ პირობებში დამზადებული საკვების შემთხვევაში, პრინციპულად უარჰყავით შემდეგი ფრაზები: `ის ჭამს იმას, რასაც მე~, `ის ჭამს იმას, რაც მოესურვება~, `ის ჭამს მხოლოდ ამას~, და ბოლოს, მოარიდეთ ძაღლი სუფრის ნარჩენებს და ტკბილეულს.

8. ძაღლის საკვების ჰიგიენა უნდა ესადაგებოდეს სათანადო მოთხოვნილებებს
სპეციალიზებული საკვები უზრუნველყოფს საუკეთესო ჰიგიენას. მისი სწორად მოხმარება მოწამვლის რისკს მთლიანად გამორიცხავს. გახსნილი კონსერვები, ახალი თუ გაყინული საკვები უნდა ინახებოდეს გრილ ადგილზე, ხოლო შეფუთული `კროკეტები~ _ მშრალ ადგილას. თუ ძაღლმა კვების შემდეგ საკვები დატოვა ნარჩენები უნდა გადაყაროთ. ძაღლის საკვები ჯამები ყოველდღიურად გაირეცხოს.

9. დააკვირდით კვების შედეგებს
ულუფის ეფექტურობა და მის მიმართ ძაღლის შემგუებლობა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, დააკვირდეთ ბეწვის საფარის ხარისხს, ფეკალის კონსტიტენციას (კუჭის მოქმედებას), მადას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

10. ნუ მოერიდებით კუნსულტაციის მიღებას ექიმი ვეტერინარისგან
ვეტერინარი ექიმის გამოცდილება უფლებამოსილებას იძლევა იყოს კარგი დიეტოლოგი. მადის გაუარესება, სიგამხდრე, ჭარბი წონა, ფაღარათი, ყაბზობა, ზოგადად მოუსვენრობა (შფოთიანობა) ან ფიზიკური მდგომარეობის სისუსტე შეიძლება სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს; ამის შემდეგ საჭიროა ძაღლს ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევა ექიმ-ვეტერინარის მიერ. წყარო www.vipanimals.ge 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამოსადეგი რჩევებია. ყოჩაღ მუსიე რ. ვოლტერი.უცნაურია რომ ა1985 წლამდე ეს თავში არავის მოსვლია


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აქამდე როგორ მოვიდა ისე ეს ძაღლები?

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აქამდე როგორ მოვიდა ისე ეს ძაღლები?

 

მგლის ჯიში არაა......
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგი რჩევებეია ყველამ უნდა გაითვალისწინოს!

 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაზაფხულია და კვებასთან ერთად ვიტამინებიც მიახმარეთ ...მაგობრებო!


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zuka1

zuka1

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:რუსთავი
  • წარმოშობა:რუსთავი

ორი დღეა ვიყიდე ლაბრადორი 1 თვის და 10 დღის.. საგრძნობლად ჩამორჩება ზომაშიც და წონაშიც იმას რაც უნდა იყოს (თუმცა გამხდარი არაა) .. ალბათ ვისგანაც ვიყიდე არ აჟმევდა სათნადოდ და ახლა რა ვქნა.. საჭმელთან ერთად დამატებითად რა მივცე.. 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზუკა , საერთოდ ჯობია , კარგ ვეტერინართან მიიყვანო, გაატარო საერთო დისპანზერიზაცია, ( ბრჭყალებს დააჭრის, თათებს და საერთოთ რაქიტზე შეამოწმებს, ყურებს გამოუწმინდავს, ჭიაზე დაამუშავებს, მერე კომპლექსურ და ცოფის აცრებს გაუკეთებს...გაუხსნის სამედიცინო პასპორტს,  და ა.შ. ) .საერთოთ ასე ჯობია ლეკვის გაზრდა , მოვლა-პატრონობის დაწყება....

გაგვეცანი სად ცხოვრობ და რამოდენიმე კარგ ვეტერინარის ვიცნობთ სხვადასხვა უბანში და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიუყვანო ....


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ამ თემას ცოტა წამოვწევ ზევით....

საინტერესო და ძალიან გამოსადეგი თემაა და მიტომ... :)



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

lekvebis patronebiსთვის -განსაკუთრებით


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

გამარჯობა, 

 

საინტერესო თემაა და ამავდროულად ჩემთვის ცოტა მტკივნეული :)  ლეკვის სწორ კვებასთან დაკავშირებით უამრავი სტატია წავიკითხე ბოლო წელიწად ნახევარში და თითქმის ზედმიწევნიდ ვასრულებდი, მაგრამ თანდათან მივხდი, რომ ზედმეტი თანგადაყოლა და ფუფუნება ცოტა მავნებელიც ყოფილა :)  ერთ წლამდე ძაღლი ისე გავზარდე, რომ მაწონი, ხაჭო, მოხარშული ბრინჯი (ქათმის ფილესთან ერთად) და როიალ კანინის მეტი არაფერი მიმიცია, მაგრამ ყოველი გარეთ გაყვანა ძაღლის რაგაც პრობლემით მთავრდებოდა თუ პატარა რაიმეს შეჭმას მაინც მომასწრებდა ქუჩაში დაგდებულის (ერთხელ მეზობლის ბავშვა ხაჭაპური დაუგდო და მერე იმაზეც კი სამი დღე ფაღარათი ჰქონდა:) 

 

ამიტომ შევეცდები, რომ შემდეგში ძაღლი ძაღლუდად გავზარდო :):)

 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ოთო,

არ მგონია რომ კვების ბრალი იყოს ის პრობლემები რაც შენ ჩამოთვალე.. 

როგორც ჩანს შენს მეგობარს კუჭნაწლავის პრობლემები ქონდა... არამგონიე რომ ეგ სწორ კვებას გამოეწვია...

როგორ სტერილურ გარემოშიც არ უნდა გაზარდო ხაჭაპურზე ეგრე ცუდად არ უნდა გამხდარიყო...

მინდორში რომ გაგყავდა ბალახებს ჭამდა და მერე გულს ირევდა?



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
გუგა გამარჯობა,
ბალახს კი ჭამდა მაგრამ გულს არ ირევდა, ეს ბოლო ღAმოდენიმე თვეა გამოსწორდა თორე წლამდე მაგარი გამაწვალა.

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
?

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ოთოს გაუმარჯოს. არაფერი საგანგაო მაგაში არ არის. ზედმეტი არაფერი ვარგა. ძაღლი მგელივით უნდა იყოს. ყველაფერს უნდა ჭამდეს (ქათმის ბარკლის ძვლები, ღორის ქონიანი ხორცი, და ეგეთებს არ ვგულისხმობ). ჩემბი კალიასაც გეახლებიან და რკოსაც გემრიელად აკნტუნებენ. ანუ თუ ძაღლი არ იქნა გარშემო გარემოსთან შეგუებული , ყოველთვის პრობლემა შეემნება. ხან მღვრიე გუბის წყალს დალევს და ხან დავარდნილ კალბასსაც წაეტანება. მონადირე ძაღლს ვერ იყოლიებ როგორც პარკეტის ფინიას. რომელსაც ქუჩაში პავადოკით გაასეირნებ. ასე რომ თუ იმუნიტეტი არ განუვითარდა , მაშინ სუტი ჯანმრთელობა ექნება და ყოველთვის იწვალებს და შენც გაგაწვალებს. ნლ-ნელა მიაჩვიე "ძაღლურ "ცხოვრებას. (გრელკაშემოხვეულ პირსახოცზე ნუ დააძინებ, ნურც მანქანის კრესლოში ნუ აუშვებ დასაჯდომად და ნურც ხაშლამის კაი ნაჭრებს ნუ მიაჩვევ. ;)

ჩვეულებრივ ბუტკაში აცხოვრე(დაუთბუნებელში), მანქანაში , ფეხებში ჩაწვეს , და ხანდახან ხმელი პურიც უნდა ენატრებოდეს. ხო და გეყოლება მგელივით , ენერგიული და სტამბულის კაჟივით ჯანმრთელი.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?