Jump to content


ამ თემას აქვს 29 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მელა

1305214459_animals_laliko.com-51.jpg

 

cnihd7nrr1vs5n9q0o.jpg

მელა - მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სხეულის სიგრძე 90სმ, კუდის 40-60სმ, წონა 10კგ. დინგი

წაგრძელებულია, ყურები გრძელი და სამკუთხისებრი. ბეწვი ხშირი და რბილი, ბეწვის შეფერილობა ქარვისფერი, მკერდსა და მუცელზე თეთრი, კუდის ბოლო ჩვეულებრივ თეთრი.

ბინადრობენ  ტყეში, ველებსა და უდაბნოებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებენ. იყენებს ბუნებრივ თავშესაფრებს - მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქვეული ხეების ფუღუროებს და სხვა ადგილებს.
აქტიურია დღისითაც და ღამითაც. მხედველობა შედარებით სუსტი აქვს, სმენა და ყნოსვა - კარგი. გამოირჩევა სიფრთხილით და მოხერხებულობით.

1305214367_animals_laliko.com-46.jpg

იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით.
წელიწადში ერთხელ მრავლდება. შობს 3-12 ლეკვს, რომელთაც 1,5 თვე რძით კვებავს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 10-11 თვისა. ტყვეობაში 15-20 წელი ცოცხლობს, ბუნებაში - სულ რამდენიმე წელი.

მელა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ბეწვს). სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით.  მაგრამ სასარგებლო ნადირ-ფრინველთა შორის მელა დიდ ზიანს აყენებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს: მწყერს, ხოხობს, დურაჯს, კაკაბს, გნოლს და სხვა.
საშიშია როგორც ცოფის მტარებელი და გამავრცელებელი. ზიანს აყენებს ადამიანსაც შინაური ფრინველის განადგურებით.
tetri_mela.jpg
ბაკურიანის მენადირეობის მეურნეობაში მიღებულია ბაკურიანული თეთრი მელა, ქართული თეთრი მელა, რომელიც შავ-ვერცხლისფერი მელიებისგან ბუნებრივი მუტაციის შედეგად გამოიყვანეს.
აქვს თოვლივით თეთრი ბეწვი, შავი ყურები და შავი ზოლი ზურგზე, რაც მისი დომინანტური ნიშან-თვისებაა.
მელაზე ნადირობა აკრძალულია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მელაზე ნადირობა
 

მელა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ცხოველია, გვხდება თითქმის ყველგან სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონასა და ლანდშაფტში, ტყეებში, სტეპებში, უდაბნოებში, მაღალმთიანეთში, შედარებით ნაკლებია დიდ უღრან ტყეებში. იგი მეტად ცბიერი, მოქნილი და ფრთხილი მტაცებელია. საერთოდ, მრავალფეროვანი საკვების მჭამელია. ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომაზე ეტანება ხილს, ყურძენს, ბაღჩეულ კულტურებს, ზამთარში საკვების ნაკლებობისას არც მძორზე ამბობს უარს, მაგრამ მისი ძირითადი საკვები თაგვისებური მღრნელებია. იგი გატაცებით და მოხერხებულათ ნადირობს მათზე და ამით, ცხადია დიდი საერგებლობის მომტანია, მაგრამ საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ, როგორც დადასტურებულია, მისი რაციონის დაახოვებით 10% კურდღელი, მიწაზე მობუდარი ფრინველი და მათი კვერცხებია. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ზამთარში მატულობს: ამ დროს მელა არცთუ იშვიათად შვლის ნუკრებსაც ესხმის თავს. ასე რომ, იქ, სადაც დურაჯი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი, კურდღელი და სხვა ცხოველებია, მელას სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია და მისი რიცხოვნობის რეგულირებაა აუცილებელი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მელაც ცოფის ერთ-ერთი ძირითადი გადამტანია, ტურის მსგავსად მასზე ნადირობის აკრძალვა ყოვლად დაუსაბუთებელი და არასწორია. მით უმეტეს, რომ ჩვენში უმთავრესად მელაზე მდევრებით ნადირობენ, რომელიც მხოლოდ სპორტულ ხასიატს ატარებს და ამ ცხოველის პოპულაციას ზიანს ვერ მიაყენებს.
მელაზე მდევრებით ნადირობა ტურაზე ნადირობის ანალოგიურია.

მელაც აქტიურ ცხოვრებას მზის ჩასვლის შემდეგ იწყებს და მთელ ღამეს საკვების ძებნაში ატარებს. გამთენიისას დასასვენებელ ადგილს ირჩევს და იქ ისვენებს. მელიები, თუ ლეკვები არ ჰყავთ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სოროში არ შედიან. ძლიერ ყინვაშიც კი, თუ განსაკუთრებული ქარბუქი არ არის, სადმე ბუჩქნარში ან ლელქაშში ურჩევნიათ გაჩერება. ამიტომ მდევრებს მისი წამოგდება უჭირთ. რადგან დასაწოლად წასული მელა კურდღელივით არ აორკვალებს და არავითარ ეშმაკობას არ მიმართვას. ზოგჯერ შეიძება გრძელი ნახტომი გააკეთოს და ისე დაწვეს, რომ საკუთარ კვალს უყურებდეს.
როგორც წესი, მდევრების უმრავლესობა მელას კარგად დასდევს, ისინიც კი რომლებიც ტურას დიდ მანძილზე არ მიჰყვებიან. ტურასაგან განსხვავებით მელა უფრო დიდ წრეებზე ტრიალებს ხოლმე და დაეჭვებული ხშირად საკმაოდ შორს მიდის და უკან აღარ ბრუნდება. გადამკიდე მდევრები, ცხადია, თავს არ ანებებენ და, რადგან ხმაც აღარ ისმის, ამ დროს ძაღლების სხვადასხვა მიზეზით დაკარგვის შემთხვევები ხშირია. ამიტომ მონადირეები რაც შეიძლება ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ დროულად გადაინაცვლონ იმ მიმართულებით საითაც დევნა გრძელდება…

მელაზე ნადირობის სხვადასხვა ხერხიდან ყველაზე ეფექტურად მორეკვით ნადირობის ერთ-ერთი ვარიანტი ითვლება. რომელიც ჩვენში იშვიათად გამოიყენება. არადა საკმაოდ შედეგიანი და საინტერესოა.
ამ ნადირობისათვის საჭიროა 2-3 კმ-ის სიგრძის წვრილი, მაგრამ მტკიცე ზონარი, რომელზეც ყოველი 70 – 100 სმ-ის დაშორებით პატარა წითელი ნაჭრები – ე.წ. „ალმებია“ დამაგრებული. ნადირობა ყველაზე მოხერხებული ზამთარში, თოვლის მოსვლის შემდეგაა, ამ დროს მელა მყარად წევს და შედარებით უფრო უხალისოდ ტოვებს საფას. თან თოვლის კვალზე ერთ-ერთი გამოცდილი მონადირე წინასწარ ამოწმებს და დიდი ალბათობით რწმუნდება, რომ სავარაუდო ადგილიდან ცხოველი გასული არ არის, შემდეგ ორივე მონადირე საწყისი ადგილიდან ერთმანეთისაგან საპირისპიტო მხარეს მიემართებიან და ზედმეტი ხმაურისა და ფაცი-ფუცის გარეშე ზონარს ბუჩქებზე ან ტოტებზე ამაგრებენ. ალმები მიწიდან 10 – 15 სმ-ის სიმაღლეზე უნდა ფრიალებდეს, რომ ცხოველმა იგი ადვილათ შენიშნოს, წრის შეკვრის შემდეგ. შემავალი კვალის სიახლოვეს, გზაზე ორი მონადირე ჩერდება, ერთი კი მორეკვას იწყებს, მორეკვისას ზედმეტი ხმაური არაა საჭირო, საკმარისია ფეხის ხმაურიანად დაბიჯება ან ჯოხების ერთმანეთზე დაკაკუნება. მელა ამ უმნიშვნელო ხმაურზეც სწრაფად დგება და გაპარვას ლამობს. როცა ზონარს მიადგება, რომელსაც ადამიანის სუნი ასდის, ფრთხილი ნადირი ვერ ბედავს მის გადაკვეთას და გასასვლელის ძებნაში წრიალს იწყებს. თუ მონადირე კარგათ შენიღბულია (სასურველია თეთრი ხალათი და თავსაბურავი) და უძრავად დგას, მელა მასთან საკმაოდ ახლოს მიდის ხოლმე და ადვილი მოსაკლავია. საერთოდ, მელას საუცხოო ყნოსვა და სმენა აქვს, მხედველობა კი უარესი. სწრაფად მხოლოდ მოძრავ საგანზე რეაგირებს…

მელაზე ნადირობისას 2 ან 3 ნომერით დატენილი ხარისხიანი ვაზნებია საჭირო.

სტატია დათო ცხვედიანი

ჟურნალი “ნადირობა”


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კარგი თემაა მდევრებით ნადირობა ვისაც უყვარს.

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მდევრებითაც მინადირია ამ აფერისტ და მავნე ცხოველზე და იაგებითაც. განსაკუთრებით სახალისო ის იყო, მდევრები მოსდევდნენ და ძველ გაზის ტრუბაში შეძვრენ, გზად ერთი სტარიკი მონადირე შეგვხდა, გამოვკითხეთ ერთმანეთს ამბები როგორც ხდება ხოლმე და დაღონებული ამბობდა, სდიეს ძაღლებმა და ტრუბაში შეასწროო და ვერ შედიანო. იაგები არც ყავდა ნანახი როგორ ნადირობდა და რა ჯიშიც იყო. საჩხერეში ვიყავით. მე გიო და ჩვენი ძმაკაცი ირაკლი. შევუშვით გიოს დუჩე და ატყდა ყეფა, 30 მეტრიანი ტრუბა იყო. ერთი მხრიდან ძაღლი შევუშვით მეორედან თავზე ვედექით, გიო ძაღლს აძლევდა ყიჟინას . 5 წუთი არ გასუკა და ორი მელა გამოძვრა ტრუბიდან. სურათი კომპში მაქვს სამწუხაროდ აქ არა და როცა იქნება დავდებ. კარგიბდასამახსოვრებელი დღე იყო.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ატ შენ წესიერო ბრაკონიერო :good:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
დევი დღეს ყველა ვისაც ბუნებაზე შესტკივა გული ცოტათი მაინც და ტყეში გადის ბრაკობიერია :D სხვა გზა არაა ამათი დედა ვატირე, სადაც ვნახავ იქ დავადუღებ!

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე დევი ....ოქრო ხარ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ნინოწმინდაში ძალიან ლამაზი მელიებია ვერცხლისფერი შეფერილობის ..



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვერცხლისფერი რა გითხრა , მარა ესეთები ყველგან მოდებულია...

marinusanimalgifs1.gif


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
noko

noko

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 343 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი

და არამარტო ნინოწმინდაში გორშც ყოფილა როგორც ჩანს



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
bakurianidan chamovida albat

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

1901440_366058663537276_1590063012_n.jpg



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)

აი ესაა მეგობრობა :დ მელას ბეწვი დროის რა პერიოდშია ყველაზე უკეთესი ხარისხის ხომ არ იცით?



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ბაბუს დადებულ სურათში რა დრიფტით შემოდის ის მელა :D





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?