Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჭეჭკეტასოკო

270px-lactarius_volemus_var._flavus_1009

 

 

 

ჭეჭკეტასოკო (Lactarius volemus)

ჭეჭკეტასოკო ხორცოვანი ქუდიანი სოკოა.ქუდის დიამეტრია 15 სმ,

მოწითალო-ყავისფერი, ნარინჯისფერი-ყავისფერი ან მოყვითალოა;

ჯერ ამობურცულია, მომწიფებისას შუაში ჩაღრმავდება და ხშირად

დახეთქილი ზედაპირი აქვს.

 

სამეფო : სოკოები

კლასი : ბაზიდიუმიანი სოკოები

ნაყოფსხეულის (განსაკუთრებით ფირფიტების) დაზიანებისას გამოიყოფა თეთრი,

რძისმაგვარი სითხე, რომელიც ჰაერზე წენგოსფერი და წებოვანი ხდება,

გაშრობისას მის ადგილას ჩნდება მურა ლაქა.

იზრდება ფოთლოვან წიწვოვან ტყეებში ზაფხულში და შემოდგომით

საჭმელად იხმარება ახალი — შემწვარი, ზოგჯერ უმიც. დასავლეთში

იგი დელიკატესად მიიჩნევა.

5c0b63922100.jpg

 

 

 

მოიპოვება თბილ ზომიერ მხარეებში, ასევე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს

სუბტროპიკულ და ტროპიკულ მხარეებში. იზრდება განცალკევებით,

ზოგჯერ პატარა ჯგუფებით. ჭეჭკეტასოკო ფართოდ არის გავრცელებული

მთელი ევროპის ტერიტორიაზე. მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი

ნიდერლანდებში.

ჭეჭკეტასოკო აზიაშიც არის ცნობილი. აქ მისი გავრცელების არეალია : ჩინეთი,

იაპონია,ინდოეთი,კორეა,ნეპალი და ვიეტნამი.მისი კოლექციები

შეგროვებულია ირანსა და თურქეთში.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

რა გემრიელად გამოიყურება?გააქვთ ვინმეს განასინჯი?



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რაჭაში სავსეა....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მერე არ დავკრიფოთ?



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მერე არ დავკრიფოთ?

 

?????? ვერ მიგიხვდი??????
 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?