Jump to content


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.

 

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იმის გარდა რომ ულამაზესი ადგილებია და ბალნეოლოგიური კურორტიც. ასევე ძალიან ძალიან საინტერესო და საიდომლოებით მოცული ნუნისის გამოქვაბულებია. რასაც გივი ალაზნისპირელმა დიდი ნაშრომი მიუძღვნა და რასაც შუმერებამდე მივყავართ.

ისე ცნობისათვის  ნუნისი ქართულად აბსოლუტურად არაფერს , მაგრამ შუმერთა ენაზე კი სამყაროს საშოს ნიშნავს


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნუნისი – ამოუხსნელი საიდუმლო 0000372sj.jpg   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან კურორტი 22 კმ.-ით არის დაშორებული. სოფელ მოლითის რკინიგზის სადგურიდან სამთა ნუნისამდე 6 კმ.-ია. კურორტიდან 1,5 კმ. მანძილზე უახლოესი დასახლებული პუნქტია ამავე სახელწოდების სოფელი.
 

   სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი. ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.

   კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით, მაგრამ ეს არ ეხება თავგადასავლებისა და ანომალიის მაძიებლებს , რადგან ამ ადგილთან დაკავშირებით უცნაური ლეგენდები არსებობს: ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც «ბერების კლდეს» ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული, ლეგენდის თანახმად ნუნისის ღვთის¬მშობლის ტაძარი ოდითგან საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა "ბერების კლდეს"
   
   როგორც ალბათ ბევრს გსმენიათ, არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც ნოეს კიდობანი სწორედ აქ, სოფელ ნუნისში იყო.
 
   ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ 4-5 წლის წინ(თუ 3-4), გაზეთ ასავალ-დასავალში გამოაქვეყნეს ვინმე გივი ალაზნისპირელის (ალაზნისპირელი არის ფსევდონიმი) სტატია, რომელიც წერდა რომ საქართველოში, კერძოდ კი სოფელ ნუნისში არის ნოეს კიდობანი . . . სოფელი ნუნისი არის მთიან რეგიონში, და ნოეს კიდობანიც არის ერთ-ერთი მთა . . . ანუ, ნოეს კიდობანი არ ტივტივებდა წყალზე, ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ კიდობანი (მთა, გამოქვაბული) დაიკეტა ჰერმეტიულად. ბატონი გივი ამბობდა, რომ ამ მთაში აღმოაჩინეს 13 ოთახი, რომელთაგანაც მხოლოდ 12 გახსნეს . . . და მეცამეტე კი არ გახსნეს იმიტომ, რომ მისგან სასტიკი კვნესა, კივილი და სხვა შემაძრწუნებელი ხმები მოდიოდა . . . და მეცნიერებმა დაასკვნეს (ან ბატონმა გივიმ…), რომ ეს მე13 კარები იყო ჯოჯოხეთში ჩასასვლელი (შესასვლელი). 

tskhra_beris_sadzvale_1.jpg  mghvimeshi_chakiruli_lodebi.jpg

   არის კიდევ ის დასკვნა რომ სვეტიცხოველზე გამოსახულ ხელი რომელსაც "კუთხე” ხესაწყო უჭირავს სინამდვილეში, იგივე ალაზნისპირელის აზრით, პროპორციულად მისანიშნი ნიშანი ყოფილა კიდობანისკენ, ანუ როგორც მახსოვს თვითონ "კუთხე”-ს სიგრძის პროპორციული გაზრდის შემდეგ ზუსტად ისაზღვრება კიდობანის ადგილ მდებარეობა რომელიც ისევ და ისევ ნუნისს უთითებს.

   რამდენიმე წლის განმავლობაში აქ საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ «იბერიონთა საძმოს» წევრები, რომლის დროსაც ცხრა მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ლოდით ამოქოლილი შესასვლელი მიწისქვეშეთში და რომელიც, «იბერიონთა საძმოს» მტკიცებით, წინაპართა დატოვებულ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს. მათივე მტკიცებით ამ კლდის მიღმა დარბაზში დევს წიგნი, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია «ლაზარედ» და მზის შუქს ელოდება, რომ ნუნისი სამყაროს ცენტრია და აქ არის ნოეს კიდობანი. ეს მტკიცება ჯერ გამოკვლეული არ არის.

   არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელთა მიხედვით ამ კლდეში ინახება უძველესი რელიქვია, რომელიც თამარ მეფის დავალებით წამოიღეს ქათველებმა წმინდა მიწიდან. ეს არის ერთერთი შუბი, რომლითაც ქრისტე განგმირეს, და მაცხოვრის სისხლმა შუბი სასწაულმოქმედი გახადა. სხვა ვერსიის თანახმად, აქ ინახება იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.

  ჯერჯერობით ყოველივე ეს ლეგენდად და ვარაუდად რჩება. იმედია მალე გავიგებთ დაზუსტებულ ცნობებს ნუნისის გამქვაბულის შესახებ.

e75add26d72f.jpg

 

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

post-19-1220901622.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ამ ნაშრომიდან.

 


ჩემო საყვარელო ერო!..

მეორე ნაწილი

ჩემო ტკბილო და საყვარე ერო, ტკბილი გულის მატარებელო, სტუმარ-მასპინძლის მოყვარულო, ქართველო ერო, ძალიან ბევრი მაქვს მოსათხრობი შენთვის და ღმერთსა ვთხოვ, ვთხოვ მადლს, და ვთხოვ მის ძალას, რათა ლოცვისა და სიყვარულის მადლით მოგითხროთ ჩემს გულში ნააზრევი და გაგათავისებინოთ ის, რაც ღმერთმა დასაბამიდან დღევანდელ დღემდე ლამაზად შემოგვინახა მისი რჩეული შვილებით, მისი რჩეული ერით, დაუღალავი ერით, მშრომელი ერით, - ქართველი ერით.

არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე პოეტი; არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე მგოსანი, რომელსაც ეყოფა ძალა მთლიანად ხოტბა შეგასხას შენ, ჩემო ძვირფასო და ტანჯულო ერო. და მეც, გლახაკი ესე შენს წინაშე მდგომი, რომელნი ეგე ჩემს სიტყვას ისმენთ, უძლური ვარ მთლიანობაში გადმოგცეთ ის, რაც ღმერთის ცოდნამ, ღვთაებრივმა ცეცხლმა გადმოიტანა დედამიწაზე და საიდუმლოებაში შთაფლო, რათა ჟამი გასულიყო და აღმოცენებულიყო.

საქართველოში ლაზარს ტაბუ აღმოცენდა ისე, როგორც აღმოცენდება ულამაზესი ყვავილი; ისე, როგორც აღმოცენდება ბუნების პირველი ნიშანი, მისი ხალასი სიმწვანე და გაგვახარებს თავისი გაზაფხულით. ყური მივუგდოთ ბუნების ახალ და სამომავლო ფუსფუსს და თანაზიარ ვექმნეთ მას ჩვენი სიმღერით, ჩვენი ფსალმუნით, ჩვენი გალობით, ქორწილით, სიხარულით, ჭირითაც და ვარამით იმიტომ, რომ ჩვენ მარადიული სოფლიდან – ზენაარიდან მოსული შვილები ვართ; ზენაარიდან მოსული შვილები, რომლებიც ღვთის მადლით განვხორციელდით და დღეს მიწაზე უძლიერესი, უძველესი, ბებერ მუხასავით მდგომი ქართველი ერი, ქართველი სულის მატარებელი ხალხი ვართ.

ადამიანებო, უსაყვარლესო მეგობრებო, დებო და ძმებო, ბაბუებო, შვილებო, ქალებო, ვაჟებო, გულისყური მომაპყარით და სიყვარულით დაგლოცავთ უფალი იესო ქრისტეს სახელით და სამების მადლით. ზენაარიდან დალოცვილებო, მიწაზეც დამელოცეთ და მეკურთხებინეთ მარადჟამს. მომცეს ღმერთმა ძალი და მადლი, რათა თქვენს გვერდით ვიყო, სანამდისაც პირში სული მიდგას და ძარღვებში ქართული სისხლი მიჩქეფს.

დღეს მოგიყვებით კიდევ ერთ ლამაზ მთაზე, რომელიც საქართველოშია დავანებული. დედაბერას მთიდან – იმ დედაბერას მთიდან, რომლის ჩრდილოეთ კალთისკენ საქომარის მთა არის დაშენებული; სადაც ნოეს კიდობნად წოდებული უძველესი საიდუმლოებაა დღემდე გადანახული; სამარხ – სამალავი, ჩვენი გენეტიკის თუ სულიერების გადამრჩენი – “ვეშაპი” დიდი გამოქვაბული; სალოცავი და ნიშანი ბოლო ჟამისა, ვინაიდან უფალმა თქვა – ბოლო ჟამი ემსგავსოს სასწაულსა იონასა და “ისე ვითარცა იონა იყო ვეშაპის მუცელში სამ დღე და სამ ღამე, ასე იყოს ძე კაცისა სამ დღე და სამ ღამე გულსა ქვეყანისასა”. ეს ქვეყანა საქართველოა და საქართველოს გული სწორედ ის “ლიხის ქედია”, სადაც გადამალულია საიდუმლოება და იქ არის დავანებული მთა, რომელსაც “დედაბერა” ჰქვია და მთის ფერდობზე მის ჩრდილოეთ მხარეს, ჩრდილო-აღმოსავლეთს რომ გაჰყურებს, დაშენებულია დიდი სალოცავი ვეშაპის მსგავსი, რომელიც იონას სასწაულის ნიშნისსაგები და სამომავლო საიდუმლოს გამმჟღავნებელია.

თუ უფლის სიტყვებს გამოვიყენებთ და მისი ძალით შევალთ იონა წინასწარმეტყველის წიგნში; და თუ მის სათაურსაც დავაკვირდებით მცხეთურ ხელნაწერში, მივხვდებით, რომ განსხვავებულად სიტყვისა “წინასწარმეტყველი” ჩვენ წავაწყდებით სიტყვას “წინაწარმეტყველი” (ასო “ს”-ს გარეშე). სიტყვები “წინასწარმეტყველი” და “წინაწარმეტყველი” განსხვავდებიან, რამეთუ “წინასწარმეტყველი” არის კაცი, რომელიც ღმერთისაგან მიღებულს დებს და სამომავლოდ იდეას აგზავნის, ხოლო ‘წინაწარმეტყველი” – აღმსრულებელია, ვინაიდან წინ უნდა წარიმეტყველოს მან არსი და აღასრულოს იგი. ჰოდა, ამ წინაწარსამეტყველებელ არსობრივ წინასწარმეტყველებაში დევს საიდუმლო, რომ იონა შთანქა და გადაყლაპა არა ზღვის ვეშაპმა, არამედ უფლის ტაძარმა, რომელიც ვეშაპის სახელწოდებით არის წოდებილი და “ვეშაპმა” განაგდო შემდეგ იონა “ხმელსა ზედა”. მაგრამ თუ ბიბლიას გადავშლით და ამ მონაკვეთს დავაკვირდებით, იონა თვითონ გვეტყვის, რომ იგი მთათა ნაპრალებში შედის და ასე ამბობს – “ნაპრალებსა მთათასა, შთავხედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ” (იონა; 2-7). აქედან ირკვევა, რომ “ვეშაპი” – ეს არის მთები და ამ მთაში არსებული მღვიმე-გამოქვაბულები, რომელშიდაც იონა იმყოფება, რათა წარდგეს უფლის წინაშე, წარდგეს ლოცვით, რათა უნდა გავიდეს ჟამი ბოლო მოოხრებისა, რომ განიწმინდოს ერი და განწმენდის ნიშნად ღმერთმა უნდა მოამზადოს გზა და ეს გზა უნდა გადაეცეს კაცს, რომელმაც უნდა წარმოსთქვას სიტყვა ისე, ვითარცა ნათქვამი იყო გამოცხადებაში. დედამიწაზე ახალი სიტყვა უნდა მოვიდეს და ეს ახალი იქნება – ძველი, ერზასავით, მატეანესავით, რომელიც მიეცა წინასწარმეტყველს, შესჭამა მან, მუცელი დაუმწარა და პირში თაფლივით ტკბილი გაუხდა. ჰოდა, აქედან, აი ამ ლამაზი მთიდან, ამ კიდობნიდან, ამ საიდუმლოებით მოცული ადგილიდან, ჰკიდებულ ბანიდან, იმ ბანიდან, რომლის სახელი ყველა ჩვენს ლამაზ სიტყვაში ჩახლართულ-ჩაქსოვილია, რომელიც დევს ჩვენი ლამაზი ენის ანბანურ გამოხატვაშიც, მის სახელწოდებაშიც, რომელსაც ჩვენ ვეძახით “ანი”-სა და “ბანის” – “ან-ბანს”იმიტომ, რომ ანბანის წარმომავლობის ნიშანიც ასე უკავშირდება იმ დაკიდებულ ბანს, იმ კიდობანს, რომელიც ნოემ აღაშენა უფლის მადლით. ვინაიდან უფალი ეუბნება ნოეს – ჰკიდო შენ ბანი ნოე, გააკეთე შენი კიდობანი და “მოჰკირო იგი შინაით და გარეგნით კირითა”, და ეს რომ მართლა არსობრივი და არა მარტო ფიზიკური ჭურჭელია გადარჩენისა, გამჟღავნებულია ჩვენთვის დიდი პოეტის – შოთა რუსთაველის ბაგით, რამეთუ იგი ამბობს: “ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა ვით ქვითკირსა” – მიგვანიშნებს შოთა ბრძენი. და გაგვიხარებს გულს, როდესაც ჯაჭვს ჯაჭვზე ვაბამთ არსისას და აზრისას.

გავუყვეთ ჩვენს ლამაზ ხეობას, გავცდეთ ხარაგაულს, გადავხედოთ მარჯვნივ და მარცხნივ იმ ლამაზ მთებს. დავფიქრდეთ და ღრმად შევიდეთ იმ შემეცნებაში რომელ შემეცნებასაც სიტვის შემეცნება ჰქვია, ვინაიდან ამ სიტყვაში და ამ ენაშია დამარხული ყოველი საიდუმლო. ყოველი ეს ძნელად სათქმელია, ძნელად გასაგებია, მაგრამ თუკი მივყვებით, დიდ მთასაც გადავივლით, რაც არ გინდა ძნელად გადასავლელი იყოს.

მე მჯერა, რომ ვარ რაინდი ერის შვილი და თვით მინდა ვიყო რაინდი; თვით მინდა თქვენთან ერთად ვიზეიმო ის გამარჯვება, რომელსაც სულის რაინდობა და სულის სიყვარული ჰქვია.

იმ ლამაზი ხეობის ერთ-ერთი სოფლის სახელწოდებაა “მოლითი”, სადაც ჩვენ დღევანდელ დღეს მივემგზავრებით, ვჩერდებით, გადმოვდივართ და ავდივართ კიდობანთან. თვით სახელწოდება “მოლითიც” დიდი არსის დამტევნელია და იგი იმ მოლის, ღვთაებრივი მოლის აღმნიშვნელია და ნიშნის მმგებია გაზაფხულისა, ვინაიდან ამწვანებული და აყვავებული მოლი ნიშანია გაზაფხულისა. მოლის ყვავილი, რომელსაც მაგიურ მედეას ბალახსაც უწოდებენ; რომელიც ჩვენს დავითიანის დროშას ახლავს გერბად და ნიშნად, თეთრი შროშანი, ნიშანია იმისა, რომ ამ სოფლის ეს სახელწოდება შემთხვევითი არ არის. და თუ ჩვენ ამ ლამაზ ხეობას გამოვუყვებით გავცდებით ხარაგაულს, მთაში დატყვევებული ქალაქის – უბისას ხეობის გამოვლით გამოვემართებით ქალაქ ზესტაფონისაკენ. რატომ მოვყვებით ფიქრებით ამ მთებს, ამ ბილიკებს, თქვენ გეტყვით თვითონ “ზესტაფონი” – ზესთა განფონება იმ საიდუმლოების დამტევია, რომელიც ამ კუთხეში დავანებული ერთ-ერთი ლამაზი ქართველი ტომის სახელწოდებაში დევს. “იმერელნი” – იმისი ერნი; მისი მსგავსნი; ღმერთის შვილნი; ღმერთის დიდების მატარებელნი; ზესთა არსის განფონების ადგილი, სადაც ქართველი მამები იკრიბებოდნენ; მისი მსგავსნი; მისი ხატებანი; მისი ფიქრის მატარებელნი; მისი სიყვარულის დამტეველნი; მისნი ვენახნი; იმ დიდი ვაზისგან დაბადებულნი, არსობრივი ვაზისგან, რომელიც ნოემ დარგო და ეს ვაზი არ არის მარტო მცენარე, იგი არის ტოტემი დიდი საიდუმლოებისა, ვინაიდან ჩვენ ვუმღერით უფალსაც და ღვთისმშობელსაც – “შენ ხარ ვენახი”! უფალი ამბობს – თვითონ მე ვაზი ვარ სვეტიცხოვლისა და ამ სიტყვით იძახის იგი, რომ თვითონ არს ვაზი და იგი ამბობს – მე ვენახები ერსა ჩენსა (და)ვენახები, და ვენახები, (და)ვენახები და ამ ვენახების ზვარში ჩატევნულია ყოველივე არსი ზიარებისა, ვინაიდან ამ მცენარემ ღვთაებრივი ზიარების ღვინო და სასმისი უნდა მოგვცეს, რომელსაც ჩვენ ქრისტეს სისხლს ვუწოდებთ, და ამ ფერდობებზე იზრდება ის პური, როგორც ფიზიკური ისე ღვთაებრივი, რომელიც არის პური არსობისა და პური ცხოვრებისა, რომლითაც ჩვენ ვეზიარებით უფალს და რომლითაც ჩვენ ვმთლიანდებით ჭეშმარიტებასთან.

თუ აქ, ამ ლამაზი ქალაქის ფერდობებს თვალს შევავლებთ, ყოველმა მაცხოვრებელმა კარგად იცის, რომ ერთ-ერთი ულამაზესი მთა რომელიც გადმოჰყურებს ზესტაფონს თავისი ზეგანით, ეს არის “მაყვლარიანის” მთა. გავიხსენოთ ის საიდუმლო წერილი, რომლითაც ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ ამ მთას. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მოსეს ღმერთი ეცხადება, ეცხადება ის მაყვლის ბუჩქთან. მაყვლის ბუჩქს ალი აქვს მოდებული და მაყვლის ბუჩქი არ იწვის და გამოიცემის იქიდან ხმა, და ამ სახელწოდების მთა მთელს დედამიწაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთია. თანაც იმ სირთულის კონტექსტში, რომ იგი “გეთსამანიის” დიდი ბაღის წინაშე დგას. “გეთსამანია”, ო, რა ახლოს არის იგი ჩვენთან; ო, რა ახლოს არის ის განცდა; და ო, რა შორს არის ჩვენი ფესვებგადგმული წარსული. ერთ-ერთი ლამაზი არსიც მინდა მოგაწოდოთ, იმიტომ, რომ მოსეს სახელწოდებაც შემთხვევითი არ არის. ისიც ხომ ქართული ენით – ლაზარს ენით იხსნება, ვინაიდან ამავე ენით დაიბეჭდა. დავაკვირდეთ:

კაცი, რომელიც ძლევამოსილია თავისი სიბრძნით, ძლევამოსილებით იქმს იგი საქმესა ღვთაებრივსა თუ წუთისიფლისასა. და როდესაც მასთან შეგირდი აღსაზრდელად მიდის, ბრძენი ჰმოსავს მას, აძლევს სიბრძნეს და აღზრდის. შემდეგ, როდესაც თვით შეგირდი ხდება ოსტატი და ძლევამოსილი ხდება ვით მისი მასწავლებელი და მოძღვარი, მაშინ თავისუფლად ღვთაებრივი ნათლობის შემდეგ, მოძღვარი ეუბნება თავის სულიერ შვილს, ოსტატს, გაზრდილს, ძლევამოსილს – შვილო, შენ უკვე მოსილი ხარ ცოდნით და შეგიძლია სხვაც მოსო, ადექი და მოსე! ალბათ მიხვდებით ამ სიტყვიდან, რომ ეს სახელწოდებაც ქართულია, ასე ლამაზად რომ უკავშირდება მაყვლის ბუჩქს და მერე თვითონ მის სადიდებელ მთას, იმ მთას, რომელსაც აქაურები “მაყვლარიანს” უწოდებენ, -- მაყვლოვანის მთას, რომლის წვეროც ასე ლამაზად, მშვენებით უერთდება “გეთსემანიის” ქედს და “გეთსემანიის” ბაღს. ეს ყოველივე უბრალოებით არის დანიშნული და შემთხვევითობით რომ არ არის მოტანილი, მთა არა მარტო სიმაღლის და არა მარტო სახელთა შენახვის საიდუმლოებაა, ეს მთა განწმენდისა და ამაღლების საიდუმლოებაა. მთა არის სული, რომელიც ღმერთის სულთან გვაახლოებს დედამიწაზე და მიწიურ წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ, როდესაც ჩვენ დროებით გავცილდებით-ხოლმე ყოველდღიურ ყოფას და მთის ბუნებას შევერწუმით, ვგრძნობთ როგორ ამაღლებულნი ვხვდებით და როგორ მშვიდდება ჩვენი სული. ჰოდა, მთაგორიანო, ფერდობებიანო, ციცაბოკლდეებიანო, სულით მაღალო, ღმერთთან შერწყმულო ტკბილო ერო, დამილოციხარ და მიკურთხებიხარ. და ფიქრმა შენმა ცამდის გატაროს და მოგატაროს ის ბილიკები, ჩვენ წინაპართა ნაშრომ და ნაღვაწ გამოქვაბულებში რომ მიგიყვანს.

გელოცოს, გაგეცოცხლებინოს და აგემაღლებინოს შენი სული, რათა ამაღლებული და დამშვენებული, მრავალთათვის სარკე გამხდარიყავი, და მრავალთათვის გაგეწოდოს დახმარების ხელი შენი გაღვიძებისა და ჭეშმარიტების ცეცხლის ანთების შემდეგ. ნურაფრის შეგეშინდება იმიტომ, რომ შენს წინ დგას შენი ღმერთი, რომელსაც შენ მამას უწოდებ და მეც გულგახსნილი იმიტომ გელაპარაკებით, რომ ვიცი, დიდია უფალი და მოწყალეა მისი ძალი და მოწყალეა მადლით და შეგვეწევნის ჩვენ, რაჟამს ჩვენ ჩვენი მიზნით შევუდგებით მას, ვითარცა ჩვილნი მამას, და გავითავისებთ მის ცოდნას, რითაც ჩვენ ღვთაებრივნი გავხდებით. ღვთაებრივნი, ვინაიდან ჩვენს ფესვში, ჩვენს გენში, ჩვენს სულში მიძინებული ღვთაებრიობა დევს საძირკვლად. და ღვთის ამ შთანაბერს დღეს გაღვიძება და მიზნისაკენ მიმართბა უნდა, რათა ჩვენი სულით და ჩვენი სიყვარულით ისევ წრსულის ერთი მთლიანი ფესვი – ერთ მთლიან ხედ განვაერთიანოთ და ისევ სიყვარულით შევერწყათ ერთმანეთს.

უფალი იესო ქრისტეს სახელით დაგლოცავთ, ჩემო საყვარელო ქართველო ერო, გაკურთხოს გამჩენის მადლმა!

გიორგი იონთა იბერიონი


დედაბერას მთა

a71e7f4091b5.jpg


მაყვლარიანის - მაყვლოვანის მთა

66eef6782fb8.jpg


--------------------

და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი

 

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რადგან ჩვენს მიერ გახსნილ თემას ქვია "ნოეს საკურთხეველი საქართველოშია", კარგი იქნება თუ გავიხსენებთ სხვადასხვა ეპოსში, როგორ არის გადმოცემული წარღვნა, ნოეს ისტორია და სხვა.

1-ლი ნაწილი

თქმულება წარღვნზე
(გილგამეშიანიდან)

ასე უთხრა გილგამეშმა უტ-ნაპიშტიმს, განდეგილსა:
` ო, ნათელო უტ-ნაპიშტიმ, გიყურებ ცქერით ვტკბები.
შენი სახე არ მაშინებს, ჯუფთი ხარ და მსგავსი ჩემი,
მსგავსი ხარ, და ტოლი ჩემი, გარჩევაც კი გაჭირდება.
შენი გული ვარგისია, რომ იცინოს ბრძოლის ველზე,
როცა გძინავს, ზურგზე წევხარ, როგორც ყველა დანარჩენი!
რად აღხევდი, დაგამკვიდრეს მაინც უკვდავ ღმერთთა შორის!
უტ-ნაპიშტიმს გაეღიმა, უპასუხა გილგამეშსა:
`მე გაგანდობ, გილგამეშო, საიდუმლო სიტყვას ჩემსას,
დიად ღმერთთა საიდუმლოს გაგიმჟღავნებ, მომისმინე,
შურიპაკი, ის ქალაქი, შენ რობ იცი,
და ევფრატის მღვრიე ტალღებს გადასცქერის,
ძველებური ქალაქია, ღბერთებისა,
აქ ანიშნა გულმა ღმერთებს – წარღვენითო!
აქ მოგროვდნენ დიდი ანუ, მამა-ღმერთი,
ბელ – მებრძოლი, მეომარი და მრჩეველი,
და ენუგი, წინამძღოლი ღმერთებისა,
ბრძენთაბრძენი ეაც აქვე ბრძანდებოდა.
მათი სიტყვა მან გდასცა ლერწმის ღობეს:
`ღობევ, ღობევ! ზღუდევ, ზღუდევ, გაგვიგონეთ!
მოგვისმინე, შეისმინე, ლერწმის ღობევ!
შურიპაკის მკვიდრო კაცო, ტატუს ძეო,
დაანგრიე სახლი – გემი ააშენე,
მიატოვე ქონება და იხსენ თავი,
სიცოცხლისთვის შეიძულე სიმდიდრე და
შენს ხომალდზე აიტანე ყველა თესლი.
ჯერ გაზომე კარგად მისი სიგრძე-განი,
დიდი იყოს გემი, შენ რომ ააშენებ,
სიგანე და სიგრძე ქონდეს ზომიერი,
შემდეგ ზღვაში შეაცურე გაბედულად!`
გავიგონე და ვუთხარი უფალს ეას:
` ო, უფალო, ყველაფერი, რაც მითხარი,
გულისყურით ვისმინე და შესრულდება,
მაგრამ ხალხს და ბერიკაცებს რაღა ვუთხრა?
ეამ ბაგე გააპო და მიპასუხა,
თავის მსახურს მიპასუხა:
` ეს უთხარი შენს ხალხს და ბერიკაცებს:
- ბელსა ვძულვარ, თქვენს ქალაქში არ ვიცხოვრებ,
არ დავადგამ ფეხსაც ბელის მიწაწყალზე,
ზღვაში ჩავალ, ვესტუმრები ბატონ ეას,
თქვენ ის უხვად მოგიგზავნით წარღვნის წყალსა.
ფრინველების წერა ხართ თევზთა ლუკმა,
უწმინდურ წყალს დაღვრის ღვარად ღმერთი ციდან`.
როგორც ინათა, შევუდექი, საგულდაგულოდ,
ხუთი დღე ვხაზე, დავასრულე ბოლოს ნახაზი.
კედლების სიგრძე ას ოცი წრთა ვივარაუდე,
და გემის ბანიც ას ოცი წრთა იქნებოდა.
ჯერ მოვხაზე და მერე გემი დავხატე კიდეც,
კედლებს ექვსმაგი ტყავის გარსი გადავაკარი
და შვიდ ნაწილად სახურავი დავყავი მისი,
შიგნით გავტიხრე, ვხრა ნაწილად დავყავი გემი,
შუა ადგილას დავდგი მისი მოწყობილობა,
საჭე გავმართე და მოვაწყე, რაც საჭიროა,
ექვსი საწყაო იატაკზე ფისი დავღვარე,
ექვსი საწყაო იატაკზე კულრი დავღვარე,
მონებმა ზეთი მომიტანეს სამი საწყაო:
ერთი სამსხვერპლო ცეცხლისათვის გამოვიზოგე,
მენავემ ორი დანარჩენი შემოინახა.
ხალხისთვის ხარებს ვკლავდი ხოლმე, და ვკლავდი თხასა,
ყოველდღე თითო ვაცსა ვკლავდი,
ღვინოს, კენკრის წვენს და ზეთს ვასხავდი ისე,
როგორც უბრალო წყალსა.
დღესასწაული საახალწლო გავმართე გემზე,
გავხსენ ბეღლები, ამოვიღე ძვირფასი მური,
შებინდებამდე დავასრულე გემის შენება,
ბოლოს მშენებელთ მომიტანეს მაღალი ანძა
და ყოველივე, რაც მქონდა, ავზიდე გემზე
მთელი ის ოქრო, რაც გამაჩნდა, ავზიდე გემზე.
მის სენაკებში შევიყვანე მთელი ოჯახი,
მხეცი, ნადირი, საქონელი, ფრინველი, მწერი. . .
მერე შამაშმა დამინიშნა დრო და საათი:
-საღამოს ბინძურ წყალს დაუშვებს ბინდის მეუფე,
შედი გემში და საიდუმლოდ ჩაგმანე კარი.
საბედისწერო დადგა წუთი წინასწართქმული!
მწუხრისYჟამსბინდის მბრძანებელმა დაუშვა წყალი.
დღეს რომ შევხედე შემაძრწუნა: ამინდი წახდა,
გემში შევედი, დავხურე კარი,
ნაოსანს, პოზურ-ბედს მივანდე მართვა გემისა,
მთელი ხომალდის მოვლა და პატრონობა.
კიდეც ინათა, წამოვიდა შავი ღრუბელი,
შიგა ღმუოდა ცის სიღრმიდან კუშტი ალალი,
ნაბი და მეფე წამოვიდნენ, ავის მერცარნი.
გადმოიარეს ველ-მინდვრები, მაღალი მთები. . .
ნერგალმა ანძა გადაატეხა, გასტყორცნა ზღვაში.
მოდის ნინიბი, მოიჩქარის, ბრძოლა სწყურია.
ანუნაკებმა ჩირაღდნები ააგიზგიზეს
და მათი შუქით გაანათეს პირი მიწისა.
ადადის გრგვინამ ზეცის თაღი შეაზანზარა
და რაც ნათელი იყო, შტანთქა წარღვნის წყვდიადმა.
ძმა ვეღარ ხედავს ალალ ძმას, მშობელი მშობელს,
და ადამიანს ვეღარა ცნობს ადამიანი.
ღმერთებს აშინებთ წარღვნის წყალი, ძრწიან შფოთავენ,
გარბიან ზევით აფარებენ ანუს ცას თავსა.
იქ ძაღლებივით სხდებიან და კედლებს ეკვრებიან.
უხმობს იშტარი დარაჯივით ღმერთებს ხმამაღლა,
ხმით საოცარი უხმობს ცის დედოფალი:
`ის დღე დაიწვას, დაიფერფლოს, ნაცარ-მტვრად იქცეს,
რა დღესაც ღმერთებს ჩავასმინე საქმე საზარი:
წარღვენით-მეთქი, მოსპეთ კაცის სახსენებელი,
რომ ზღვა დაფაროს გვამმა, როგორც თევზის ქვირითმა!`
აქ აკუნაკმა სხვა ღმერთებსაც ადინა ცრემლი,
ისმის ტირილი, გულდაკოდილ ღმერთთა გოდება,
სხედან, უსიტყვოდ ცახცახებენ პირმოკუმულნი,
ქარი, წყალი და ურაგანი დანავარდობენ
ექვს დღეს, ექვს ღამეს, ცას და მიწას აზანზარებენ. . .
მეშვიდე დღეს კი ურაგანი დადგა, დამშვიდდა,
წარღვნის ჯარივით რომ იბრძოლა მძვინვარე ფრთებით.
ზღვაც მაშინ დაცზრა, ქარიც ჩადგა, წარღვნა დავარდა.
ზღვას გადავხედე, არ ისმოდა ტალღების ჩქამი,
კაცობრიობა ქცეულიყო შლამად,
სახურავებზე მაღლა იდგა ჭაობის წყალი!
კარი გავაღე, გამინათა დღემან ღაწვები,
გიჟს დავემსგავსე, ვიჯექი და ვსტიროდი ჩემთვის.
მოწანწკარებდა ჩემს ლოყებზე მდუღარე ცრემლი.
გავხედე ზღვათა წიაღსა ქვეყნიერებასა,
ოც დღის სავალზე პაწაწინა კუნძული ჩანდა,
ჩემმა ხომალდმა მიაშურა ნიზირის მთასა.
დღე პირველი და დღე მეორე მას არ უშვებენ,
დღე მესამე და დღე მეოთხე გზას არ აძლევენ,
არც მეხუთე და არც მეექვსე. . . არ მეშვიდეც!
როგორც ინათა, გავაფრინე გემიდან მტრედი.
გაფრინდა მტრედი, იფრინა და მოფრინდა უკან,
თითქოს ადგილი ვერ იპოვა, დაბრუნდა გემზე
ახლა მერცხალი გავაფრინე გემის სარკმლიდან,
დიდხანს იფრინა და მოფრინდა ხელახლა უკან,
მშრალი ადგილი ვერ იპოვა, მოფრინდა უკან.
ბოლოს ყორანი ავიყვანე და გავაფრინე,
გაფრინდა შორს და შეამჩნია, წყალმა დაიკლო,
ჭამდა, ფრინავდა, ყრანტალებდა, აღარ დაბრუნდა.
მეც ის ოთხსავე ქარს ვანდე და ზეთის წაქცევით
მსხვერპლი შევწირე უზენაესს მაღალ მწვერვალზე.
დავდგი თოთხმეტი სალოცავი სამსხვერპლო ურნა,
მური, კედარი და ლერწამი დავფინე დაბლა.
ღმერთებმა მსხვერპლების სუნი იკრეს, კეთილი სუნი,
და ბუზებივით დაეხვივნენ მსხვერპლის შემწირველს.
ბოლოს ღმერთების დედოფალიც მოვარდა მაღლით,
აღმართა ანუს ნაჩუქარი სამკაულები:
ისე არც ამ დღის შვებას მიეცენ დავიწყებასა!
მიუახლოვდით, მაშ, ღმერთებთ სამსხვერპლო ცეცხლსა!
ოღონდ ბედმა არ გაბედოს, არ გაეკაროს,
რადგან მოიქცა განუსჯელად, წარღვნა მოაწყო,
ჩემს ადამიანს სავალალო ბედი არგუნა.
მაშინ მოვარდა ღმერთი ბელი, გემი იხილა,
რისხვით აევსო დამღუპველი სასტიკი გული,
აღშფოთებულმა ღმერთ იგიგას ასე მიმართა:
`განა გადარჩა მკვდართაგანი?
სიტყვა ნინიბმა აიღო და გმირ ბელს მიმართა:
`ვინ არის ქმნილების შემოქმედი, ეას კიდეგან?
მართოდენ მართო ეამ იცის ქვეყნის ამბავი’’
ბაგე გახლიჩა დიდმა ეამ, გმირ ბელს მიმართა:
`შენ ბრძენთაბრძენო ღმერთთა შორის, მძლე მეომარო,
აბა როგორ არ დაუფიქრდი,წარღვნა მოაწყვე
ცოდვა მოჰკითხე ცოდვილსა და არა ქვეყანასა!
დანაშაული დააკისრე დამნაშავესა?
დე, თუნდაც ღორი მოსულიყო, ეგლიჯა ხალხი! რისთვის წარღვენი?
თუნდაც ავაზა მოსულიყო, ეჭამა ხალხი!
რისთვის წარღვენი?
დაე, შიმშილი მოვლენოდა, ექცია მიწა!
რისთვის წარღვენი?
დაე, შავი ჭირი მოსულიყო, ეწყვიტა ხალხი!
დიდი ღმერთების საიდუმლო ხალხს არ გავანდე,
გამოვეცხადე სიზმარში და გავანდე ბრძანება!
ასე ვიხსენი ჩემი ხალხი. . .’’
ღმერთებმა რჩევა ჰკითხეს ბელსა: გემზე ავიდა,
ჩამავლო ხელი ბრძანება ბელმა, ამწია მაღლა.
ცოლიც ასწია, დაგვაყენა ერთად ორივე.
სახეზე ხელი შეგვახო და ასე დაგვლოცა:
` უტ- ნაპიშტიმი იყო ერთი მოკვდავთაგანი,
დღეიდან იყოს ის უკვდავი, ღმერთების მსგავსად
ცოლიც ეახლოს, დაემკვიდროს შესართავთანო!’’
გამიყვანეს და დამასახლეს მდინარის პირას.

This post has been edited by becka144 on 17 Jun 2012, 11:23


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაზეთი "ნოე" 1996წ. აპრილი
გივი ალაზნისპირელის ინტერვიუ გიორგი იონთა იბერიონთან

ტურაიდის სამხრეთ კარიბჭესთან – ნუნისიდან რიგაში

403cc4095c79.jpg

რამდენიმე წლით უკან, ნუნისის რეგიონის გამოსაკვლევად ლატვიიდან რიგელი სპეციალისტების 22 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. მათ გიორგი იონთა იბერიონმა უმასპინძლა. ეს გახდა ლატვიელი და ქართველი ეზოთერიკების დამეგობრების საბაბი. გავიდა წლები და ლაზარს ეზოთერული კვლევა ლატვიაშიც გაგრძელდა. რა საერთო აქვს “ლაზარე”ს ტაბუს ლატვიასთან? – ბევრნი გვეკითხებიან.
როგორც ახლა ვფიქრობთ, დედამიწის ერთ-ერთი ცენტრალური ნერვი ბალტიისპირეთში პროექცირდება, ქალაქ რიგასთან, და რომ იქ ტაბუდადებულია ლაზარს ერთ-ერთი კარიბჭე ჩასასვლელი, ოღონდ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ლატვიაც დიდრონ სიცარიელეზე ზის. აქ უკვე ლაპარაკია მიწაში ჩაშენებულ რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრის ფართის მქონე დარბაზზე, სადაც ადამიანის ხელი ურევია, ხოლო თვით ჩასასვლელს ვეშაპის მაგვარი ნაგებობა წარმოადგენს. ვისაც დააინტერესებს რა კავშირი აქვს ამ მიწისქვეშა ნაგებობას ლაზარეს არსთან, გთავაზობთ ქვემოთ განაგრძოთ ამ ტექსტის კითხვა.
ვიდრე გიორგი იონთა იბერიონთან ჩაწერილ ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, თავს ნებას ვაძლევ მცირე კომენტარი გავაკეთო აღმოჩენილის ირგვლივ.

როდესაც უწინდელ საქართველოში სადმე გონიერ კაცს გადააწყდებოდნენ, ბავშვს მოანათლინებდნენ - ბავშვიც გონიერების მადლით შეიმოსებაო! მაშასადამე, როგორ ველშიც გაებმება, ბავშვიც ისეთია. ველმა კი არ იცის რას ნიშნავს ცნებები „შორს“, „მატერია“, „სივრცე“, „წინააღმდეგობა“ ... ე.ი. ყოვლად დასაშვებია, გონიერ ნათლიას ეცხოვრა, ერთ რომელიმე კონტინენტზე, ხოლო მისი ნათლული სხვა კონტინენტზე ყოფილიყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში ნათლული ნათლიის დადებითი ველით იკვებება, მაშ დავასკვნათ:
აზრის სიჩქარე მატერიისადმი ნოლის ტოლია!

იბადება შეკითხვა: დავუშვათ ახალი ქალაქის მშენებლობას ჩეყარა საფუძველი და გვსურს გონიერმა საზოგადოებამ იცხოვროს იქ. როგორ გავნათლოთ (ახალი ქალაქი?) ე.ი. სად არის დიდი ნათლია და როგორ მივამაგროთ ახალშობილი ქალაქი სამყაროს დადებით ველს. ამ საკითხს ასე განმარტავს თბილისის რერიხის საზოგადოების თავმჯდომარე, ბატონი თამაზ თავაძე: „როდესაც სადმე დიდი რეგიონის მშენებლობა იწყებოდა, მის ქვეშ (მეტა აქტიურ ზონაში) ჯერ ქვის მომცრო ვეშაპს ჩააშენებდნენ“. მაშასადამე ყოველი ძლიერი ხუროთმოძღვარი, ვისაც მისტერიის შემეცნების უნარი ჰქონდა, ცდილობდა მის მიერ აგებულ ნაგებობას რაიმენაირი კავშირი ჰქონოდა პლანეტის მისტერიის ცენტრთან, რამეთუ აზრთა ბუდესთან სულის სენსორული კავშირი - უხვი ველით კვებას ნიშნავს! ალბათ სავარაუდოა, რომ ყველა უძველესი ქალაქის ფუძედ “ვეშაპი” ძევს. ქვის ამგვარი თევზები ზოგან დღეისათვის ნაპოვნია, ბევრიც არა. ერთი ასეთი ვეშაპი ოდესღაც ლატვიაშიც ჩაუშენებიათ მიწაში, „ტურაიდის სამხრეთ კარიბჭესთან“ . აი ეს აღმოაჩინა გიორგი იონთა იბერიონმა იქ.

... მაგრამ უფრო საინტერესო ის არის - საიდან იცოდა ეს ამბავი გიორგიმ აქ, თბილისში, რიგაში წასვლამდე. შეკითხვაზე, იყო კი მანამდე იონთა იბერიონი ლატვიაში ნამყოფი, გიორგი გვპასუხობს: -- ამ ყოფაში არასოდეს!
ახლა კი თვით გიორგი იონთა იბერიონს გავესაუბროთ – ბაბალოს (ასე მივმართავთ მას მეგობრები), ოღონდ პირველი შეკითხვა ჩვენებურად უნდა მოვუქციო:

--ბჯოო, რას ეძებ მიწისქვეშ ყველგანა, რა, მიწის ზემოთ ვერღა ეტევიი?! (ბაბალოს გულიანად გაეცინა). კარგით ვიხუმრე... ახლა კი სრული სერიოზულობით აგვიხსენი გიორგი, ვიდრე ამ საკითხშიც დიდი მითქმა-მოთქმა დაწყებულა (თუმც ფაქტები უამრავია, -- ბალტიისპირეთში მიწისქვეშა ჩასასვლელია მიგნებული), რამ გიკარნახა რიგაში ჩასვლა და რისი იმედით თხრიდი ყვითელ “პესოკს” ოთხი თვე.

-- ხილვა მქონდა, ჩემო გივი, იქაც ხილვით მივედი. ალბათ გახსოვს, რთველში რომ ვიყავით კახეთში, მამაშენის ვენახში ჩვენთან ერთად ტედი რომ იყო, ბალტიისპირელი ბიჭი... იმ ღამეს შენს სახლში ხილვა ვიხილე, ქალი
ვიხილე, ჰოდა რიგაში, რომ ჩავედი იქ ვნახე ის „ქალი“, ძეგლი უდგათ, “ლატვიის დედას” ეძახიან, ხმლით დგას და ვიღაცის მოლოდინში სამხრეთისაკენ იცქირება.

--კერპია ის “ქალი” მათი თუ...

--40-იან წლებში, ვიდრე ჰიტლერი დაიწყებდა დაპყრობას, მათმა სულიერმა საძმომ ბევრი რამ იცოდა მისტერიის საიდუმლოებისა და დიდი მონუმენტი გაუკეთებიათ, სადაც ფალოსის იმიტირებაც შეინიშნება. იქ კიდევ რევოლუციური სცენებია გაკეთებული, კომუნისტების თვალის ასახვევად... მაგრამ თვით “ლატვიის დედას” ხელში უკავია სამი ვარსკვლავი და ისეა ეს ვარსკვლავები დალაგებული, სამ ალმიან გვირგვინს მოგვაგონებს.

--რა გენიშნა ხილვის მომენტში?

-- ვიხილე ლამაზად, დედოფალივით ჩაცმული ქალი. მალევე მივხვდი, რომ ეს იყო ციური ხილვა. შემდეგ ქალმა ცისკენ გაიშვირა თითი და ამახედა, სადაც ამოვიდა სამი, მზის მაგვარი მანათობელი ბირთვი. ამის შემდეგ “ქალმა” საქომარისკენ გაიშვირა თითი... საქომარზე იდგა ქართულად მოწნული კალათი. სამივე მზე ჩაეშვა ამ კალათაში და გაანათა ოქროსფრად. შემდეგ მომესმა ხმა „შენ მოგიწევს უკიდურეს ჩრდილოეთში წასვლა და ამ საიდუმლოებას გაიზიარებს სამი ვარსკვლავის ქვეყანა“. ეს იყო პირველი ნიშანი. მართლაც ლატვიელებს მათ გერბზე აქვთ სამი ვარსკვლავი.

--რაზე მიგვითითებს ეს სამი ვარსკვლავი და რა საერთო აქვს საქართველოსთან?

--ბუდისტურ ლიტერატურაში შენახულია ერთი ესეთი წინასწარმეტყველური ინფორმაცია, რომ, როდესაც სამი ვარსკვლავის ქვეყანა შვიდი ვარსკვლავის ქვეყანას შეუერთდება, მაშინ დაიწყება სიკეთის დასაბამი. ეს ტექსტები რერიხმა და მისმა ორგანიზაციამ თარგმნა და ინდოეთიდან გამოაგზავნეს. ეს არის პიქტოგრამული ნაშრომი, სადაც მითითებულია, რომ დადგებოდა დრო და ლატვიასა და საქართველოს შორის გაიდებოდა ეს საიდუმლო ხიდი.

--თუ გიფიქრია, რა მექანიზმია ამ შემთხვევაში ლატვიაში გადამალული?

--ახლა წარმოვიდგინოთ დიდი ნამდვილი კიდობანი და მაკეტი რომ გაკეთდეს, მიკრომაკეტი, ოღონდ მისი ერთ-ერთი გასაღებია აქედან გატანილი. ე.ი. აქ დაატაბუირეს და იქ გაიტანეს შენახვის მიზნით, მაგრმ რატომ, მაინცდამაინც იქ, ამას სხვა საფუძველი აქვს.

--რით დაიწყე რიგაში შენი საქმიანობა?

--მე რომ რიგაში ჩავედი, გადავწყვიტე მთავრობა გამეფრთხილებინა. შევედი კულტურის მინისტრთან - რაიმონდ პაულსთან. კულტურის მინისტრმა კულტურულად მომისმინა და მითხრა - მორალურად მხარს გიჭერთ, მაგრამ დიდად განსაცვიფრებელი იქნება ქართველმა კაცმა საქართველოში ხილვა იხილოს და იგი შუაგულ ლატვიაში არსებობდესო, თანაც ასეთი დიდი მნიშვნელობის საიდუმლოება, თან გაუკვირდა რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ბიბლიურ ნოეს კიდობანთან. ბატონმა პაულსმა თავისებური დავალებები, მისცა იქ ხალხს... შემდეგ მივედით ლატვიის განათლების მინისტრთან - კანიპასისთან. ფაქტიურად თითქმის იგივე პოზიცია შეინარჩუნა ჩვენთან განათლების მინისტრმა... შემდეგ ჩემმა მასპინძლებმა წამიყვანეს მუზეუმში. შიგნით რომ შევედით, მიჩვენეს მათი მხატვრის დახატული ძველი ლატვიური სურათი. ამ სურათის შინაარსით დგანან ლატვიელი სულიერი მამები, იმერული ქუდებით, ანაფორებით, იქვე შემოსაზღვრულია წრე ქვებით, ამ ლოდების შუაში დევს შუბი და შემოყავთ თეთრი ცხენი. ეს ყველაფერი დახატულია. ამ ცხენმა უნდა გადააბიჯოს შუბს. იქ მოსულია ბერიკაცი კრიალოსანით და რაღაცას უხსნის იქ მყოფთ. თუ ცხენმა წრეში მარჯვენა ფეხით გადააბიჯა, ცხენი ამ დროს დაადასტურებს, რომ მათთან მოსული კაცი მართალია, და თუ ცხენმა მარცხენა ფეხით გადააბიჯა, კაცს თავს აჭრიან, ესე იგი ცრუა. იმ სურათზე იქვე მიწაში სარებია ჩარჭობილი და სარებზე მოჭრილი თავებია ჩამოცმული. მაშასადამე სურათში „შერცხვენის“ ალეგორიაა ჩადებული, რომ თუ რაღაც შეგეშლება , როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე “თავი მოგეჭრება”. ამ სურათს ჰქვია “საბედისწერო ნაბიჯი”. მასპინძლებმა მიმანიშნეს, რომ თუ შენი სიტყვა სიცრუე აღმოჩნდება, იგივე გელისო. მაშასადამე მათ წინაშე შერცხვენილი დავრჩებოდი. ეს ხდება რიგაში!

მომაწოდეს ქსოვილის გრძელი ქამარი, რომელსაც ისისნი “იელვარდეს” ეძახიან. მომცეს აგრეთვე იქაური ძველი ლიტერატურა, რომელიც ეროვნული სიბრძნის ლიტერატურად არის ცნობილი. ამ ლიტერატურას ლატვიაში „დაინი“ ეწოდება - “დაინები”. რაც შეეხება თვით ხალხს, უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მეგობრების გარდა ცივად შემხვდნენ, ნორდიული ხასიათის ბუნებით მიმიღეს, მაგრამ მიმიღეს საღი გონებით. მოისურვეს ჩემი პიროვნების შემოწმება, რამეთუ ერს საჩიჩქნად ვერ გავხდითო.
საინტერესო იყო, ის რომ სასტუმროს ლაზარეტე, ერქვა სადაც ვცხოვრობდი. დამიტოვეს გამოუცნობი საკითხები და მითხრეს: “თუ შენ ამ საკითხებს ახსნი, მოგეცემა უფლება კვლევითი სამუშაოები დაიწყო”! ცოტა არ იყოს დავიბენი. თან წაღებული მქონდა ნოეს საკურთხევლის მიწა, ავიღე ეს მიწა, სასტუმროს ბაღში გავედი და ეს მიწა მათ რელიქვიურ ქვა-სანიშნეზე დავყარე, შემდეგ კი ლატვიელი მამების მიმართ ვილოცე - ხომ იცით, მე აქ ქურდად არ ჩამოვსულვარ, დამეხმარეთ, რათა თქვენი ერის წარმომადგენლებმა უარყოფითად არ ჩამთვალონ მეთქი, უცაბედად ასტრალში შემომესმა „ცით იარე“! მხოლოდ ამ მომენტში მივხვდი, რომ ქამარზე , რომელიც მათ დამიტოვეს, დიდი საიდუმლო ეწერა - ვარსკვლავიერი ზეცის საიდუმლო!
გახარებული შევედი სასტუმროში აქედან წაღებული ლიტერატურა ამოვალაგე, საჭირო ინფორმაციის ძებნა დავიწყე, უცაბედად თავში ერთი აზრი მომივიდა - “იელვარდე”, „იელი“ და „ვარდი“. იელი ყვითელი ფერის ყვავილია, თავს ატკივებს, ვარდი - ვარდია, წითელი, მათრობელა გონებაზე მოქმედებს, მე ჩემთვის ნახაზს მივაწერე - “გონებითა და გულით იარე”! (ბოდიშს მოვიხდი, რაც იმ დღეებში იმ ღამით ამოვიკითხე, ყველაფრის თქმა ამჯერად დაუშვებელია).
დილით ვურეკავ მასპინძლებს და ვეუბნები: წამოიღეთ სათხრელი იარაღები: წერაქვი, ნიჩაბი, წამოიღეთ გონიო, ლატვიურ ენაზე შედგენილი ძველი ლატვიური რუკა, და მოდით თქვენი საიდუმლო გახსნილია. მოვიდნენ მოიტანეს XIII საუკუნის რუკა. როდესაც რუკას დავხედე, განცვიფრება ვერ დავფარე: შუაგულ ლატვიას ჰქვია „ედემის მიწები“ და „იმერეთი“!

პირველი ნაწილი

94bb9b2fe3c1.jpg





* * *
ტურაიდის სამხრათ კარიბჭესთან - ნუნისიდან რიგაში
მეორე ნაჭილი

168078322286.jpg

--და ზუსტად როგორ ეწერა ეს სახელები. . .
--ახლა, ლატვიურა ისინი “ეთის’ს არ ამატებენ და ამბობენ “იმერი”! რაც შეეხება “ედემის მიწება” ამგვარად არის რუკებზე დაწერილი “ედომსკიე”, “ზემლი ედომსკიე”! ნახეთ როგორ შემოუნახავთ სიტყვიერი კოდი, ხოლო ქალაქს ჰქვია – “სიგულდა”. დააკვირდით, სიტყვის შუაში “გული” ფიგურირებს, ლატვიურად კი “გულ” ნიშნავს მტრედს, და მენიშნა, რომ აქაც “სი” და “და”(დო) ისევ ფიგურირებს, როგორც ჩვენში – “სი-და”, “სი-დო”(ნია)!
--გიორგი, შორს არისე ს ქალაქი რიგიდან?
--ასე, როგორც ხარაგოული საქართველოს გული, ასევეა “სიგულდა” ლატვიისათვის, თითქმის იგივე განლაგებაა.
--რას ნიშნავს “ტურაიდი”?
-- ქალაქს სადაც ლატვიელი მამები მოღვაწეობდნენ, ჰქვია “ტურაიდა”, ეს იყო ციხე - ქალაქი. სიტყვა „ტურა” (იდა) ეგვიპტურ და ძველქართულ მისტერიებშიც აღნიშნავდა ხევხუვებში და დაფარულ ადგილებში მოსიარულე ბერიკაცს, ერთგვარი ნიღაბი იყო. ე.ი. “ტურა” არის მთის ნაპრალებში გადანახული სიბრძნის ტოტემი, ვინც იცოდა ეს დიდი ტაბუ. მაშასადამე იმ დიდი ცოდნის მცველი - “ტურა”, “ურ”თან გვაკავშირებს, „ტ-ურა“, „ტ-ური“, „-ური“! ეგვიპტეში ტურისთავიანი ღვთაებები იცავდნენ ოსირისთან დაკავშირებულ ქვესკნელის საიდუმლოებას.
--რატომ მაინცდამაინც ტურა?
--იმიტომ, რომ იგი დაძვრება , კვალს ეძებს ხევებში და მიუვალში ბინადრობს.

--გიორგი რატომ აღმოჩნდი მაინცდამაინც სიგულდაში?

--მხატვარმა, რომ მოწაფეს ცნობილი სურათის გადახატვა დაავალოს, ასე ვიყავი მეც. ის რაც საქართველოშია მიკვლეული, ეს ხომ უკვე ვიცოდი. მაშ, საჭირო იყო ანალოგიის მოძებნა, ამჯერად ლატვიაში! ბევრი რამ, ის რაც წინათ საქართველოში იცოდნენ, განმეორდა სხვათა მიწებზეც, - ანალოგიის თვალსაზრისით. ალბათ იცის უკვე მკითხველმა, რომ რაიმეს ასლი ნიშნავს ისეთივეს, ესე იგი იმდენად ვალდებულნი იყვნენ განვლილ საუკუნეებში სულიერ მამებს საქართველოს ანალოგიები შეექმნათ, რომ დაკვირვებულ კაცს აღარ გაუჭირდება მიხვდეს რა უნდა ეძიოს ან სად. ძიებისა და დამალვის პრინციპები ერთიდაიგივეა, - და პირიქით! ნახეთ როგორ არის როგორც აქ მთა დედაბერას ბორჯომის მხრიდან მდინარე მტკვარი ჩაუდის, ასევეა იქ და ამ კომპლექსს მდინარე გაუია ჩამოუდის. ერთი განსხვავებით, რომ თუ ჩვენში მაღალი მთებია, მათთან ხომლებია. რაც შეეხება გამოქვაბულებს , ისინი იქ ქვიშა ქვაშია გამოთლილი.

--რა სიღრმეზე ჩახვედით?

--როდესაც ნუნისის გათხრები დავიწყე, 9 მეტრით ჩავედით, ხოლო ლატვიაში, გათხრების დროს ინტუიტიურად მივხვდი, რომ 7 მეტრის ჩათხრაც საკმარისი იყო. მათ ტაბუს 9 მეტრის სიღრმე არ ექნებოდა, ამ ციფრის არსი ჩვენმა ბერებმა არავის გაატანეს. ამიტომ გავთვალე, რომ დაფარული თაღი 7 მეტრზე ზემოთ არ იქნებოდა, მაგრამ არც ცხრა მეტრის ჩათხრა დამჭირდებოდა - „ცხრის“ კოდი მხოლოდ ჩვენშია ცნობილი, ნახეთ როგორ არის იგი ძველ აღთქმაში გამოყენებული: “და აკურთხა ღმერთმან დღე მეშვიდე და წმინდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დ ა ს ც ხ რ ა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად (შესაქმისაი; 2-3). ე.ი. ამ ტექსტის თხრობით შვიდიანი პირდაპირ გადადის ცხრიანში, მერვე გამოტოვებულია, ბიბლიამ და-ფარა, (ფარა, ფარი, ფარად შეგვინახა) ეს ციფრი.

--წარმოგიდგენია? გიორგი, მხოლოდ ქართველებმა ვიცით, რომ კვირაში რვა დღეა და მხოლოდ ჩვენ განვიცდით იმ მე-8 დღეს, და ისიც ვიცით, რომ ყოველი კვირის ყოველი მერვე დღე შენახულია, რომელიც უდროობად - ათასწლიან “ოქროს ხანად” დაგროვილა.

--კი, კი ნამდვილად არსებობს მე-8 დღეც მაგრამ „მოტეხილია“ ჩუმად, დიდი აღდგომისათვის გადაუნახავთ ჩვენებს (გაიღიმა გიორგიმ). გავწმინდეთ თუ არა თაღი და, რაც კი ქსოვილის ქამარზეა ამონაქსოვი, სიმბოლური გასაღებები, ის კედელზე აღმოჩნდა აღბეჭდილი. ესე იგი სწორად მივედი. ახლა განსაკუთრებული რა მოხდა მანდ: ძალიან დიდი შენობა, ასე დაახლოებით 10 კვ. მეტრი (სიმაღლით 4-5 მეტრამდე) პირველი დიდი ოთახი განთავისუფლდა. მიწისქვეშ ეს იყო პირველი ოთახი ლაბირინთისა, მაგრამ საოცრება ის იყო, რომ ეს პირველი ლაბირინთი ორად გაიყო. მე მათ ვუთხარი შეაჩერეთ მუშაობა, რადგან ამ ქვებზე უნდა ეწეროს შემდეგ როგორ გავაგრძელოთ თხრა. - ოთხი თვე ვთხარე მიწა და ვიპოვე.

a5a0f64ebcfb.jpg

* * *

_(განმაცვიფრებს ეს კაცი)... ბიჯოო, ნამყოფი არ ხარ მანამდე ლატვიაში, აზრზე არ ხარ რა ხდება იქ ან ვინ არიან საერთოდ ისინი; ჩადიხარ და მიწისქვეშეთის კარიბჭეს პოულობ, რა გჭირს შე კაი კაცო, მოდი მეც მითხარი ვინ გეუბნება ამ ყველაფერს; ანდა რა თავში საცემი გაუხადე იმ ხალხს ის ჩასასვლელი, გაზეთი არ არის მაგაზე არ იყოს დაწერილი. მას შემდეგ იკვლევენ და სულ იკვლევენ. იურის არბუზოვმა წიგნიც კი დაწერა ამ ყველაფერზე, აგერ შინ მიდევს თაროზე.

--მე არ ჩამოგიტანე ეგ წიგნი?

--გიორგი, შენ ამბობ, რომ სამუშაო შეაჩერეთ, ნიშანი ვერ იპოვეთ. რა სახით უნდა ეწეროს – “გააგრძელეთ თხრა”?

--არა, ასე არა! ქვის შემდეგი ნატეხი უნდა მოგვეძია.

--და გაგეთხარათ და მოგეძებნათ!

--მესამე ნატეხი (ქვის) სიგულდას მიდამოებში არ აღმოჩნდა.

-- როგორი გამოხმაურება მოჰყვა, შენს ჩასვლას მათ პრესაში?

--ერთ-ერთ გაზეთში დაწერეს, რომ ჩამოსულია შამბალას ქართველი ბერი და ლატვიის საგანძურს ეძებსო. ეს დაწერა ვულგარულმა გაზეთმა, ამის გამო ცნობისმოყვარე ჟურნალისტები გამოჩნდნენ ტყეში. გაჩნდა სხვა ინფორმაციებიც. თავდაპირველად იმდენი დამხმარე მოვიდა, რომ მუშაობაში ერთმანეთს ხელს უშლიდნენ, მაგრამ ერთი თვე იმუშავეს და ჩემთან იმ ხალხის მხოლოდ გარკვეული ნაწილი დარჩა.

--ყური დამიგდე გიორგი, რას წარმოადგენს სიგულდაში ის ტერიტორია, შენ რომ ლამის ძირი გააგდებინე.

--ეს არის ნაციონალური პარკი, სრულიად დაცული, ხეების მოჭრა აკრძალულია.

--და შენც ჩახვედი და იქაურობა გადაუთხარე.

--ხილვაში მომეცა, ჩემო ძმაო, მიდი და ნუ გათხრი.

ff8f338c04b3.jpg

--კარგი, მიხვედი გაუიას სანაპიროსთან, იქ ტყეა, სუფთა ჰაერი მასპინძლებმაც არაფერი იცოდნენ ამ საიდუმლოს შესახებ, რატომ დაიწყე თხრა მაინცდამაინც იქ?

--როგორც გავიგე, სწორედ იმ ადგილის მიმართ, სადაც ვთხრიდი, ხმები ყოფილა დარხეული, თითქოს ეს რეგიონი იყო ცუდი ხალხის სამყოფელი. ესე იგი, შეგნებითაა ასეთი ხმები გავრცელებული რათა არავინ მისულიყო იქ, თითქოს იმ სოფელში ოდესღაც კუ-დიანები ცხოვრობდნენო. სინამდვილეში მე ვიმყოფებოდი იმ რეგიონში, სადაც უკავშირდება ჩვენი სვეტიცხოველის ერთ-ერთი გამსვლელი ფრთა. ესე იგი, ლატვიის ეს რეგიონი არის სამყაროს მეტაფიზიკური ღერძის განვრცობის არეალი, ჩრდილოეთის ერთ-ერთი ნერვი კიდობნიდან გადის რიგასთან ახლოს, სადაც უშუალოდ ვიმყოფებოდი.

--აშკარაა საქართველოდანაა გატანილი ყველა დიდი ინფორმაცია. ნაცნობი სიტყვები თუ შეგხვდა?

--თქვენ იცით, რომ ლატვიელმა კაცმა რომ მათ ენაზე დაგლოცოს და გითხრას „გაგამარჯვებინოს ღმერთმა”ო იმათ ენაზე ასეა --„უზვარულე“, ე.ი. “ზვარეში წადიო”. ნოეს კამპლექსს, ხომ შემოსასვლელი ზვარეს მხრიდან აქვს, ხოლო ლატვიის ერთ-ერთ უძველეს ნაგებობას (კირით არის აშენებული) ჰქვია „სტაბურაძე“, იმერული გვარი გვახსენდება, თანაც ამ სიტყვაში “ტაბუ”ა ჩასმული, მაშასადამე “სტაბურაძე” – “ძე-ს ტაბუ”-აო. ერთ დღეს, უხუცეს ნიკოლაი კალერტთან, რომ წამიყვანეს, მატარებლის გაჩერებაზე ჩამოვედით და ვეკითხები რა ჰქვია ამ რეგიონს? “დალბე”-ო მიპასუხეს. მართლაც რბილი და დამბალი მიწა იყო იქ, ჭაობებით, ტბებით... ერთსაც გეტყვით: ლატვიურად “დილა მშვიდობისა” არის “ლაბრითი”, ხოლო ვინც ჩემთან იყო მოსული, იგი გვარად არის “ტამიში” და სწორედ ტამიშში (საქართველო, აფხაზეთი) ჩამოდის მდინარე “ლაბრითი”. კიდობნის მოპირდაპირედ 90 გრადუსიანი კუთხით მოვიკვლიე დამ ანდ, სოფელ “მონასტერთან” არის მწიგნობართა მონასტერი, სადაც სულხან-საბაც მოღვაწეობდა.

--სად, სად?..

--სოფელ “მონასტერთან”, “ბულბულის” ციხესთან. აქ საქართველოში, ჩვენ კიდობანთან ვნახე ნიშანი, რომელსაც ლატვიელები „აუსიკლს“ ეძახიან, სირიუსის ვარსკვლავის ნიშანია, გამოყენებული აქვთ სახელმწიფო გერბში. ეს ნიშანიც აქ ვნახე, ამოხატულია ქრისტეანულ ეკუდერზე.
ერთი საინტერესო ფაქტიც: ლატვიაში ეკლესიებზე და შენობებზე უზით მამალი. ახლა რას ნიშნავს ეს: ჩვენ ვიცით, რომ ვიდრე გათენდებოდეს, სამჯერ უნდა იყივლოს მამალმა, ხოლო მოციქული პეტრე ამის შემდეგ იწყებს ტირილს. ლატვიელთა ისტორიის XII საუკუნეში, თითქოს მოხდა ერთხელლ “მამლის ყივილი”, მაგრამ რომის პაპმა გააგზავნა ვიღაც ფულიანი კაცი (ასე იციან მათ) და მოისყიდა საძმოს ხალხი, რის გამოც ლატვიის სულიერი აღორძინების პირველი მცდელობა მოკვდა, რამეთუ რომის პაპის რეზიდენცია პეტრეს სამეუფოა. იგივე განმეორდა 400 წლის შემდეგ, XVI საუკუნეში, ისევე ჩააჩუმეს ეს საქმე... და ახლა რომ ჩავედი და მესამეჯერ მოხდა საძმოს გამოღვიძების მცდელობა, კიდევ არ მიიღეს და ეს აღმოჩენა მიაჩუმეს. მაშასადამე, რადგან მესამედაც უარყვეს, გამთენია უნდა მოვიდეს.
როდესაც მიწის მასას ვიღებდით, შიგნით რომ შევედით, შვიდი მეტრის სიღრმეზე ვნახეთ ურთულესი კომპლექსი. იმ ადგილზე უხვევს მდინარე და მდინარის ქვეშ გაკეთებულია წყლის ჰიდრავლიკური წნეხი. თუ არასწორად შევა იქ ვინმე, მოსალოდნელია ამ სისტემის მორღვევა და ფაქტიურად, ჩაგპრესავს წყლის მასა შიგ. გავხსენით თუ არა ეს კომპლექსი, შიგნით შესასვლელს წარმოადგენს „ვეშაპის“ ხახა. აღმოჩნდა სიმბოლოებით დაწერილი უდიდესი ლიტერატურა, ჩაჯდომა და წაკითხვა უნდა.

--და, გიორგი, ლოდებით არის ეს კომპლექსი ნაგები?

--ეს არის ქვიშა ქვით გაკეთებული კომპლექსი, მაგრამ გათვალისწინებულია, რომ ქვიშა-ქვა დროთა განმავლობაში ატარებს კირის დანალექებს და მაგრდება. ამგვარი მშენებლობა შედარებით სუსტია და არასაიმედო, ვიდრე ქართული სამალავები, მაგრამ ლაბირინთული თვალსაზრისით მასაც აქვს განსაკუთრებული სირთულე. საოცრება ის იყო, რომ იქ მიწისქვეშა სისტემაში ვნახე ასომთავრული ასოები. გადაღებულია ზღვა მასალა, მაგრამ სულ არ გამოუტანებიათ, ნაწილი მე ჩამოვიტანე, ნაწილი იურისთან დარჩა (იურის არბუზოვი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ძლიერ დაინტერესდა ლაზარს თემით). მხოლოდ სურათები კი არა, ამას გარდა ჩამოვიტანე უამრავი დოკუმენტური მასალა, -- ქვები, ნიშნიანი ქვები, წარწერიანი ქვები, ვიპოვეთ პეტრეს მამლის კვერცხი (სიმბოლოები) და მამლის ბიბილო ზემოდან დადებული და სარკოფაგი. ტაბუს ეს სამი გასაღები ერთ ქვაში დევს და კიდევ ვიპოვეთ...

--დაიცა ერთი წუთით, რაღაც მინდა მკითხველს ვუამბო:
მე ახლა განსახილველად შემოგთავაზებთ ლატვიელი ეზოთერიკის მიერ საქართველოში ჩამოტანილ ჟურნალს, რომელსაც ჰქვია „რიგას ლაიკს” იგი სუპერ ფერადი და იდალური ხარისხის 90 გვერდიანი ჟურნალია; გამოიცემა ლატვიურ ენაზე. რატომ ვამახვილებ ამ ჟურნალის ხარისხზე ყურადღებას, რომ იგი მათი ელიტის ჟურნალია, სადაც არ იბეჭდება მისტერიასთან დაკავშირებული მოსაზრებები, არ სჯერათ ჩვენ ყველა ფანატიკოსები ვგონივართ. მიუხედავად ამ ყუველაფრისა, ამ ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში ორი სრული გვერდი დაეთმო, გია მაზიაშვილის არქეოლოგიურ კვლევას სიგულდას რეგიონში. კერძოდ, ამ ჟურნალში მოთხრობილია იქ აღმოჩენილი ორი უცნაური ქვის შესახებ. ლატვიელმა ეზოთერიკმა იოსეფმა მიამბო: „ სიგულდას გათხრების დროს მიწისქვეშ აღმოჩენილი თაღის სიახლოვეს ვიპოვეთ წამახვილებული ქვა, რომელსაც ადამიანის ხელი ეტყობოდა - იგი ნათალი იყო! მაგრამ როდესაც გათხრები გაგრძელდა , მიწის სიღრმეში აღმოვაჩინეთ ამ ქვის მეორე ნახევარი, რომლებიც თითქოს შეერთდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დატოვა ამ ორმა ქვამ, თითქოს ისინი დედალ-მამალი ყოფილიყვნენ. და რომ სპეციალურად იყო რაღაც დროით განცალკევებული. ლატვიელ სპეციალისტებს მიაგვაჩნია, რომ თუ ეს ორი ნათალი ქვა შეგნებით არის მიწის სიღრმეში ცალ-ცალკე შენახული, მაშასადამე იქ ნამყოფია ვინმე, ვინც ეს ორი ქვა გააცალკევა და დამალა. ე.ი. წინაპრებმა იცოდნენ და სავარაუდო იყო ამ ორი ქვის მოძებნისა და შეერთების აუცილებლობა. ეს ორი ქვა დღეს ნამდვილად აღმოჩენილია და იგი მახვილს მოგვაგონებს. მაგრამ რას ამბობს რას გვპიდება ეს მახვილი?

4b0905ac06d4.jpg

* * *

--გიორგი რა მოსაზრება გაქვს ამ ქვებზე?

--ეს ქვები არის “კარის ქვები”. თუ სწორად მიდიხარ, ჯერ ერთი ნაწილი გიდევს და თუ სწორედ იარე, შემდეგ მეორე ნაწილი უნდა ნახო შესასვლელში. რომ შეადებ ერთმანეთს, ესე იგი სწორ გზაზე დგახარ, არ უნდა გადასცდე, უნდა მოძებნო, სანიშნე ქვებია. აქ მთავარი რა არის, რომ ლაბირინთი არ უნდა შეგეშალოს, ამაზე მამებმა იფიქრეს თავის დროზე და გიცავენ. ქვამ უნდა გითხრას მიმართულება. ამიტომ არის ქართულ ენაში “თ-ქვა” და “ქვა” ამგვარად ჩამოყალიბებული, ამ ორი სიტყვის ფუძე “ქვა” არის. ჩვენ ბევრი სიმბოლური და სპეციალურად დანიშნული ქვები ამოვიღეთ მიწიდან, რომლებიც ლაბირინთის სირთულეზე გვაფრთხილებდნენ. მაგალითად ერთ-ერთმა იქაურმა გოგონამ არ გაითვალისწინა, რომ არ შეიძლება დაუკითხავად და ცოდნის გარეშე იქ ჩასვლა, გამოსაგველად ჩავიდა და ვეშაპის ხახის ერთი დიდი ლოდი თავში დაეცა, დიდი ხანი იწვა ის ბავშვი საავადმყოფოში.

--თქვენ ეს ორი ქვა იპოვეთ, რომლებიც მართლაც მახვილს მოგვაგონებენ, მაგრამ რომელი იდო პირველი დედალი ქვა თუ მამალი?

--პირველად ყველა შემთხვევაში დედალი ქვები დევს, რომლებიც საშოზე მიგვანიშნებენ. შემდეგ მამალი ქვებიც ვიპოვეთ, გველი ქვაც ვიპოვეთ, ისეთ ადგილზე იდო მამალი ქვა და სარკოფაგი, რომ მზის სხივი ურტყავდა იქ. აქვე დავამატებ, რომ ლაბირინთში შესვლისას შეგვხვდა ნიშანი, რომ ამას იქით არ წახვიდეთ! ამ ორი ქვის ერთ-ერთი მესამე ნაწილი დევს გერმანიაში, წითელ ქალაქში - როტენბურგში! ვიდრე იმ ნატეხსაც არ მოვიძიებთ, სამუშაოების გაგრძელებას აზრი არ ექნება. შენ შემთხვევით არ ჩასულხარ გერმანიაში.

--გიორგი, გერმანიაში ყოფნისას მე საერთოდ არ ვყოფილვარ ამ ქალაქში.

--ეგ არაფერია, ხომ ჩახვედი, მიგიღეს? რა ამბავიც ჩაიტანე გაიზიარეს? არა ხომ, სწორია პირველად უარით უნდა შეგხვედროდნენ, მაგრამ დაწერილია, რომ ყველაზე ძლიერი ჩვენი გვერდზე დგომა ექნებათ გერმანელებს, ამისი წინასწარმეტყველებაც არსებობს, მაგალითად გერმანიაში, „ნიბელუნგებში“ ინახება ისეთი ინფორმაცია, რომ მსოფლიოსათვის დღესდღეობით არ არის ცნობილი თუ არსებობდა საერთოდ ასეთი ცივილიზაცია და რომ თურმე იგი საქართველოდან არის წაღებული.

--კი,კი გამახსენდა, ამას წინათ ერთ წიგნში წავიკითხე, როგორ ეძებდა ჰიტლერი კავკასიაში წმინდა ქალაქს და ამ წიგნში წერია, რომ ეს წმინდა ქალაქი აღმოსავლეთში, დიდრონი მთების ქვეშ უნდა ვეძებოთო. (ამ წიგნს ჰქვია „მოგვთა დილა“). რამაც ყველაზე მეტად გამაოცა ის იყო, რომ ჰიტლერის საზოგადოების საიდუმლო კასტა, რატომღაც 144 კაცისგან შესდგებოდა. რაშია საქმე და და საიდან იცოდა იმ წლებში გერმანიის მთავრობამ ამ ციფრის არსი.? წიგნის შინაარსიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ ამ დიდი ტაბუს ამბავი ჰიტლერს გურჯიევმა ჩაუტანა, ჩემი აზრით.

--შენ თუ იცი, ჩემო გივი, რომ როდესაც საქართველოდან ოდინის საიდუმლოს ატანდნენ, იგი გაატანა აქაურმა “იმირმა” და უთხრა -- მოვა დრო და თქვენში აღდგება “მგელი”, რომელიც ყველას და ყველაფერს შეჭამს ირგვლივ, მაგრამ პურისა და ღვინის ქვეყანას ვერ მოერევა და ვანებთან დამარცხდებაო. ჰიტლერი მართლაც პირველად „ედელვაისის“ გეგმის შესრულების დროს გატყდა წელში კავკასიაში.

--რატომ უნდა ინახებოდეს „ოდინის“ საიდუმლო გერმანიაში და რატომ ეძებ ამ ორი ქვის მესამე ნაწილს გერმანიაში?

--“იმიერმა” ენუ “იმერმა” (ე.ი. ვინც იმ მომენტში იმერეთში მსახურობდა, დიდი მამა), იმიტომ გაატანა სკანდინავიაში “ოდინის” საიდუმლოება, რომ იცოდა მომავალში ამ დიდი ტაბუს საძიებლად მომავალში წამოვიდოდა მგელი. მანაც ადგა და ცხვირწინ დაუდო ეს დიდი ცოდნა, როცა რომ კაცი ვერ იფიქრებდა ჩემ სახლში დამალაო? მაგრამ ვერ მიხვდნენ რა უნდა ეძებნათ მასში, კოდი იყო დამალული, კოდს თავისი ველი აქვს. ეს ველი არ შეიკვრება ვიდრე ამ სამ მიმართულებას არ შევაერთებთ.

5ddb9a7705d0.jpg

* * *
--მაშასადამე, რამდენი ხანი მუშაობდი სულ ლატვიაში?

--პირველად მთელი ერთი ზაფხული ვიმუშავე, შემდეგ რამდენჯერმა ჩავაკითხე, რადგან იქაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ აღმოჩენამ, ცოტ-ცოტა მუქარასაც ჰქონდა ადგილი.

--და მომისმინე, როდესაც რიგელები ნუნისში ჩამოვიდნენ, აქვე უთხარი მათ იმის შესახებ, რომ ჩახვიდოდი და...

--არა, ამის შესახებ მათთვის აქ არაფერი მითქვამს. როდესაც მათი ექსპედიცია საქართველოში ჩამოვიდა, აქვე ორად გაიყვნენ და ერთ-ერთმა მხარემ მითხრა – ფრთხილად იყავი გიორგი, ჩვენთან ერთად არის დაზვერვაც. ზუსტად არ ვიცოდით ვინ იყო, წამოსვლის დროს ხელს გვიშლიდნენო! მაგრამ ვგრძნობდით, რომ ნუნისიდან ხდება ინფორმაციების გაჟონვა. ჩვენ კეთილად მივიღეთ რიგელი სტუმრები, ცოდნა მივეცით, ბიბლიის გასაღებში ჩავახედეთ. დაპატიჟებული კი ვიყავი რიგაში კეთილი გულით, მაგრამ გასამგზავრებელი ფინანსები არ მქონდა; არც იმაზე ვფიქრობდი მე იქ რაღაც გამეხსა. მე არ მიტაცებს ევროპული საიდუმლოება, მაგრამ თუ ლატვიას ასეთი ღრმა ფესვები ექნებოდა სულიერებაში და ქართულ ტაბუსთან იქნებოდა ჩართული; თანაც ქართველები რაღაცას უგონებენო თავის თავს ეს რომ არა თქვან, პირველი დიდი საკრალური ტაძარი გახსნილია ლატვიაში. ახლა ნახეთ რა ხდება: საქართველოს დიდება და ამისი ნაწილი რომ ლატვიაშია გატანილი, ამის შესახებ დაწერეს არა ლატვიაში, სულიერმა მამებმა, არამედ ამის შესახებ წერდნენ ტიბეტელი ლამები და მოგვები, რაც რერიხმა ჩამოიტანა, რომ, როცა სამი ვარსკვლავის ქვეყანა შვიდი ვარსკვლავის ქვეყანა


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნოეს საკურთხეველი საქართველოშია! ასე გაისმა გამოსაღვიძებელი ზარი ბოლო ჟამისა 1989 წლის აპრილში ბიბლიისეული ძახილის ნიშნით – “რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!”
პირველი ფაქტობრივი მტკიცებულება – სამი ნაწილისაგან შემდგარი თეთრი ქვა, თევზისა და მთის გამოსახულების სფინქსირება, ანუ კლდის ვეშაპის გასაღები წილად ერგო იბერიონთა საძმოს მამამთავარს გიორგი იონთა იბერიონს. გახმიანდა დედამიწაზე საქართველოს კიდობნობა გადარჩენის ნიშნით კაცობრიობისა, ვითარცა “იონას” სასწაული. კვლავ გაჟღერდა წარღვნის შემდგომი კაცობრიობის პირველი მამის ნოეს სახელი მისივე გადარჩენის კიდობნიდან და გაშენებული “ვენახიდან”, ანუ საქართველოდან და აი 12 წლის შემდგომ გიორგი იონთა იბერიონი კვლავ საზოგადოების წინაშეა თავისი მისიითა და “წინასწარმეტყველების” აღმსრულებლის სიტყვით ბიბლიის კვალდაკვალ.
გაზეთის რედაქცია საზოგადოებას სთავაზობს გონითა და სულით შესაცნობ ბოლო ჟამისეული ინფორმაციული წერილების პუბლიკაციებს. ვითვალისწინებთ რა ქართველი ერის სულის დასაბამისეულობის რანგს, ზეაღმატებული ღვთიურობის მადლის სიწმინდით და სახარებისეული სიბრძნით – “ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ” (გალატელთა 4-7), იწვევს მკითხველის გონიერ სულს სულიწმინდით მასში შესაღწევად და აღსაშენებლად. ვინაიდან ბიბლია გვასწავლის: “ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება” (იობი 33-14), მოგიწოდებთ გონივრული კრიტიკით განვსაჯოთ და კიდევ ერთხელ ცეცხლის ალში გავატაროთ ინფორმაციულ წერილთა სიწრფელე და სწორხაზოვნება, რათა გამარჯვებით გავიკაფოთ, გზა ჭეშმარიტების შესამეცნებლად და უფალი ღმერთის სადიდებლად.

ბიბლიური წინასწარმეტყველებანი და მათი აღმასრულებელნი

პირველი ნაწილი

წინასწარმეტყველი მალაქია გვამცნობს: “და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის.”(მცხეთური ხელნაწერი. მალაქია 4; 5-6).

წინასწარმეტყველებიდან ვგებულობთ, რომ ღმერთი არ ტოვებს კაცობრიობას და კვლავ უგზავნის წინასწარმეტყველ კაცს, კონკრეტულად ილია თეზბიტელს, იესო ქრისტე ნაზარეველის მიერ დასახელებულს, როგორც ყველაზე დიდს წინასწარმეტყველთა შორის.
“რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს. და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! “ (მათე 11; 12-15).

“იგი არს ილია, რომელი მოვალს”, გვამცნობს თვით უფალი. კაცობრიობის ისტორიისა და ევოლუციის ამ ურთულეს ეტაპზე, რომელსაც წერილის მიხედვით მერვე წარღვნის დრო ჰქვია, ღმერთი გვაძლევს გადარჩენის შანსს, მის მიერ წარმოგზავნილი შუამავლის მეშვეობით.

უფალი იესო ქრისტეს ნათლია იოანე, იგივე ილია, იყო ორიათასი წლის წინ უფლის გზის განმზადებელი და კვლავ ორიათასი წლის დასასრულსა და ახალი ერისა და ახალი ეპოქის დასაბამში უნდა ასწოროს გზანი უფლისა, ე.ი. ამჟამად.

“და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს.” (მარკოზი 9; 11-12).

როგორც წერილიდან ვხვდებით ილიამ ახალი ეპოქის კარიბჭეები უნდა შეხსნას, ღმერთის დახმარებით უნდა წარმართოს, როგორც მწყემსმა კაცობრიობისამ, ურთულეს დროიდან, კაცობრიობის ისტორიის იმ ეტაპისა, რომელიც მოიცავს ძველი ეპოქის დასასრულის თორმეტწლიან ციკლს, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, გუელვეშაპის წელიწადიდან – გუელვეშაპის წელიწადამდე და ახალი ეპოქის დასაწყისის დრაკონის წელიდან – დრაკონის წლამდე, ხოლო შემდგომ თორმეტწლიან ციკლით უნდა ააგოს ახალი წინასწარმეტყველებანი ურჩხულის ჟამიდან – ურჩხულის ჟამამდე, სულ სამგზის თორმეტი, ე.ი. ოცდათექვსმეტწლიანი ციკლით. (სხვადასხვა სიმბოლური დასახელებანი, ლოგოსური ტაბუირებული დატვირთვით ჩემს მიერაა განსაკუთრებული მნიშვნელობების აღსანიშნავად წარმოჩინებული).

გავერკვეთ ამ წინასწარმეტყველის ნათლობის სახელებში, როგორც წარმართობის დროს ვლინებულში, ასევე იესოს ნათლობის წინამორბედობისას და ახლი ცისა და ახალი დედამიწის ანუ განახლებული სამყაროს დაბადების დღიდან.

ილია – ჩემი ღმერთი – ჩემი სიმაგრე, ანდა ღმერთი არს მეუფე მბრძანებელი. ასე გვასწავლის მისი სახელის ეზოთერულ მნიშვნელობას ბიბლიური ლექსიკონები. ილია ასურული ენით ფესვიტელია, გალაადის სოფლის ფესვის დასახლებიდან. გავიხსენოთ ნებროთის შვილი ასური, რომელიც უძლიერესი მონადირის შთამომავალია და რომელმაც აღაშენა ქალაქი ნინევი, შექმნა ასურული დამწერლობა. მოგეხსენებათ, რომ ბიბლიური ტექსტები რამდენიმე საფარის ანუ ტაბუირებული ლოგოსური საფარველის შინაარსშია ჩაწნული. ამიტომაც დავიწყოთ წარხდა საიდუმლოებათა, რათა ჩინდეს ჭეშმარიტება მასში შეწნული.

ბაბილონის შენება დაკავშირებულია ნებროთთან. სანამ რამე აშენდება, ჯერ მზადდება იდეა, მერე გადმოიტანება საწერით საწერზე, ამისათვის კი საჭიროა ენა და დამწერლობა. ამ დროისათვის ერთ ენაზე საუბრობდა კაცობრიობა, აქედან ჰქონდა ერთი დამწერლობა. “და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.” (დაბადება 11-1). სანამ კაცობრიობას დავუდებთ წინ საბუთებსა და უტყუარ დოკუმენტებს რომ ეს ენა და დამწერლობა ქართული ენისა და ფესვის მქონებელია, ანუ დასაბამისეული ენაა და დამწერლობაა, როგორც დედა-ენა, დღევანდელი ქართულის აბსოლუტური პირდაპირი შემქმნელი წინაპარია და ასევე ადამისეული ლოგოსის მატარებელი, მანამ გავყვეთ ისევე ილიას წარმომავლობის კვლევას.

ილია იყო დასახლებიდან, რომლის სახელია ფესვი. ვნახოთ დალოცვილი კაცის მიერ შექმნილ და შეკინძულ ლექსიკონში ფესვის მნიშვნელობა. ფესვი – ძირის ჩინჩლი, ხოლო ჩინჩლი ნიშნავს წვრილ ფესვს, ძაფსავით ხისა და ბალახის ფესვებს. ახლა ვნახოთ ბიბლიაში სად არის მოხსენებული განსაკუთრებული მნიშვნელობით ხე და ბალახები: “და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.” (დაბადება 1-11)

დედამიწაზე ღმერთის ბრძანებით შეიქმნა მცენარეული საფარველი, მაგრამ შემდეგ თავში ვიგებთ, რომ ღმერთი ირჩევს განსაკუთრებულ ადგილს დედამიწაზე და განსაკუთრებული ჯიშის მცენარეებს თავად უვლის და აღმოაცენებს. ეს ის ადგილია, სადაც ღმერთმა პირველ კაცს მიუჩინა სამყოფელი. “და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა. და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა - შორის სამოთხესა და ხე იგი - ცნობად კეთილისა და ბოროტისა. (დაბადება 2;8-9)

ედემის ბაღში ღმერთი მრავალ მშვენიერ ხეს აღმოაცენებს, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ორ ხეს ენიჭება, აქედან ერთ-ერთის, კერძოდ ხე ცნობადისას ნაყოფი ადამის მოდგმამ უკვე ჭამა, თუმცა ღმერთმა აუკრძალა ამ ნაყოფის მიღება, რადგანაც მას შემდეგ კაცობრიობა განიცდის სიკუდილს, ხოლო ამ ცოდვის ნაყოფთაგან კაცობრიობაში დაგროვილი ცოდვის გამოსასყიდად ჯუარს ეცვა უფალი იესო ქრისტე, ძე კაცისა და ძე ღვთისა, ორბუნებოვანი ღმერთკაცი. ქართველთათვის და მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლური ერისათვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოში აგებულია განსაკუთრებული ტაძარი სვეტი-ცხოველი. მისი განსაკუთრებულება იმაშია, რომ თუ სიონის ტაძრება დედად მოისაზრება ქრისტიანულ მართლმადიდებლურ მისტერიულ გააზრებაში და ჩვილი იესო ყველგან მარიამ ღვთისმშობელს უზის კალთაზე ხატწერით გადმონაცემში, სამაგიეროდ სვეტი-ცხოვლის ტაძარში ღვთისმშობელი მამა-კაცია და იესო მას უჯენია მუხლზე. სვეტი-ცხოველის ტაძრის ფრესკული მოხატულობა წარმოადგენს წინასწარმეტყველურ ხატებს, სადაც ჰარმონიულად გადმოცემულია წარსული, აწმყო და მომავალი. ეს კი იმას მიგვანიშნებს, რომ სვეტიცხოველი წარმოადგენს ეპოქათა ცვლის ამსახველ ტაძარს ოქროს ხანაში შესასვლელ სულიერ კარიბჭეში. დავაკვირდეთ სვეტიცხოველის მთავარ ხატს, სადაც ხის ფესვის ქვეშ დასაფლავებულია წმინდა სიდონია, რომელსაც გულში ჩახუტებული აქვს იესოს ხვთაებრივი კვართი.

გავიხსენოთ წინა აბზაცები, ილია იყო იმ გალაადის დასახლებიდან, რომლის სახელია ფესვი, უხვდებით ალბათ გააზრების შინაარს, მოვიშველიოთ სულხან საბა ორბელიანი და ამოვიკითხოთ: გალაადი – “უხვად მიცემის მოწმობა, გინა საწამებელი”.

ჯერ ჩავწვდეთ იმას, რომ ფესვი ასაზრდოებს ხეს და ნაყოფს, ხოლო სულიერი თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ ილიას ცოდნამ უნდა ასაზრდოოს ახალი ხის, ანუ ძველ ფესვზე ახლი ყლორტის აღმოცენების გზა, ასევე დაარიგიანოს შემეცნება ახალი წინასწარმეტყველების აღსაქმელად. გალაადური ფესვი კი ნიშნავს იმას, რომ ახალი წინასწარმეტყველება უხვად მისცემს იმის მოწმობას, რაც უნდა მოხდეს და ახდეს, ე სკი გახდება საწამებელი.

ილია წინასწარმეტყველის სახელი, ხან ელიათი მოიხსენიება, ხოლო ქართულ-მცხეთურ ხელნაწერებში მისი სრული სახელია ელია თეზბიტელი. მე მოგაწოდებთ ჩემეული ქართული ენით გააზრებულს და თქვენთვის მომინდვია მკითხველო ილიას ანუ იგივე ელიას წარმომავლობის ამოცნობა.
* * *
--ელია თეზბიტელი, უპირველესად სახელი მისი ელია დანიშნავს, რომ იგი წინასწარმეტყვ-ელია. ამასთან ერთად იგი ქართვ-ელია, ხოლო ის თეზბიტ-ელია, ეს კი მოგვობის დამნიშვნ-ელია. მოგვი ვარსკვლავთმრიცხვ-ელია და ღვთაებრივი ცოდნის მფლობ-ელია.

მოგვ-ები აღმოსავალიდან და არა აღმოსავლეთიდან, იესოს დაბადების მახარობელნი ლაზარს შუა გზის დამნიშვნელნი, საქართველოს შვილები არიან და კერძოდ ედემის ბაღიდან, სამოთხიდან აღიძვრნენ სახარობელად: “და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელი შექმნა.” (დაბადება 2-8).

დასაბამისეული ცოდნის წყაროს ნაზიარებნი და იმ ადგილის დედასთან შერწყმულნი, სადაც ადამსა და ევას, კაცობრიობის დედ-მამას ესაუბრებოდა და მოძღვრავდა თვით ღმერთი, წარმომავლობით დავითის ნათესავნი, ქართველი მოგვები არიან. “ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა. “ (მათე 2; 1-2). როგორც წმინდა სახარება გვამცნობს, იესოს დაბადება ხვედრით წინასწარმეტყველებით აღსრულდა, რაც ძუელ აღთქმაში იყო ჩაწნული, შემდგომი დროის გააწმყოება ანგელოზის ხარებით აითვლება. თუმცა დედამ უპირველესად იცის, რომ იგი ნაყოფის მატარებელია, ანგელოზის დასტურით კი მშობლებს ეხმარება აღიმეცნონ მომავალი სახელითა უფლისაითა! აღმოსავალის მოგვებს კი ევალებათ განსოციალურებული ხარება.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ წინასწარმეტყველთა და მოგვთა მამას ილიასა და ელიას სახელსა და საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ წერილს როცა მოვრჩები, მიხვდებით ამ ორ სახელს, ერთი პიროვნების დამნიშვნელს, რა დროს რომელი სახელი ჰქვია:

-- ფორმულით კი ასე: წინასწარმეტყველებანი აღსრულდნენ, ესე იგი დრო ილია, და წინასწარმეტყველებანი აღსასრულებელია, ესე იგი დროს აღსრულებისას ელიან. ამასთან ერთად, აწმყოში ელია მას ცოდნა ვისაც ელიან. ელია მოთმინება და ელია სძალია, ე სკი “ძნელია”!

გასრულდა აბრაამის ოთხიათასწლიანი ეპოქა, ლაზარს სამარეში ყოფნის დრო და დადგა მიჯნა ახალისა და ძუელი ეპოქისა. ახალი ეპოქის დასაბამს ისევ ილია ააღორძინებს, ასე აქვს მაცხოვარს ნაბრძანები – და ისევ ვარსკვლავი იქნება ნიშანი ახალი დაბადებისა და ისევ მოგვნი მიხვდებიან სამყაროსეულ ამ ახალ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მადლსა და სიმწარეს: - “მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალე განთიადისაჲ.” (გამოცხ. იოანესი 22;16)

ქართული ენა, უფლისაგან ლაზარედ ხმობილი, სადაც გასამაროვნდა, იქ უნდა აღსდგეს, რადგანაც მოგვი-ანე-ბითით დრომ გამოიღოს ნაყოფი და აღდგომა ფესვიდან ტანისათი გახილდეს და გახილულდეს.

ფესვი – ტანი – ნაყოფი, ხე სიცოცხლის აღმსახველი ლაზარს სამი არეა.

ფესვი ხე სიცოცხლისა – მოგვი-ჭედა და მოგვი-ანდერძა უფალმა მთესველმა ჩუენისა ენისა.

გამოგვა-ბრძნო, გა-მოგვ-ჭედა და ტანი მოგვ-აბა უფალმა შემოქმედმა.

ნაყოფს მივიღებთ სიცოცხლისას მოგვ-ურს, მოგვ-არება-ლითს მოგვი-ანებით.


ესე არსით მოგვ-ან-დო უფალმა შემოქმედება თვისი.

მოგვ-ანატრა თავი უფალმა, მოგვ-ური ცოდნის გამმჟღავნებელმა, მოგვ-ეძღვნას მოგვთა სიბრძნე ცისკრისა, მოგვ-მადლოს და მოგვ-ირწყოს მისმიერი სულის წყალობით ნათელი მოგვ-არებული, ნათელი გულის წიაღით მოგვ-იცისკრდეს.

ციდან მოგვ-ჩერებია მარადიულად მზე და ვარსკვლავი ცისკრისა გზათა მჩენად დროთა სივრცეებში სვლისათვის, მოგვ-დომებოდეს მარად ლოცვა ამ სილამაზისათვის!!!

აგვამაღლებს და მოგვ-ეპარება სძალი მაღლისა, ლაზარს ენით მოგვ-ანდობს სულის სიძლიერეს. “და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ.” (გამოცხ. იოანესი 22;17).

ჯერ ელია ამზადებს გზას, და მერე უფალი იესო ქრისტე უნდა უნდა შემობრძანდეს ჩვენს სამშობლოში, და აქედან დაიწყოს მსოფლიოსათვის ოქროს ხანის, ანუ უზუსტესად ოქროს ეპოქის სულიერი ახალი მოძღვრების ქადაგება. მანმადე, როგორც ძველები იტყვიან მრავალმა წყალმა უნდა ჩაიაროს და არც თუ შემთხვევით ვახსენე წყალი, გაიხსენეთ, წინ წარღვნის თორმეტწლიანი ციკლია განსავლელი.

იმ კაცობრიობის ნაწილისათვის, რომელიც არცთუ მცირე და უზიარებელნი არიან იერარქიულ ჭეშმარიტებას, ცალკე მექნება დაწვლილვით აღწერილი ახალი დაბადების წინასწარმეტყველებანი და წინა წარმეტყველებანი.

ახალი ეპოქა ორი ორიათასწლიანი ერის ნაჯამია, ახალი ერა ახალ ერზაზე იწერება, ერთ დასბამისეულ ერში და ეს ერია ქართველი ერი, ღმერთის ერთობის მადიდებელი.

დასაბამის წიაღის შვილები, დასაბამიდან ერთ ღმერთს ერთვოდა და ადიდებდა ერთდროულად და ერთობით, უგალობდა ერთადერთი ენით, ლაზარს ენით!

ერთით ადამით იშვა წინარე დასაბამისეული ერა და ერქვა ამ ერას ადამიანური გზის მკვალავთა ერა, ღმერთის ერთი საიდუმლოების, ხე შემეცნების საიდუმლოების მთქმელი აღმსახველი ერა. და წერილი ამ ერის არსობრივი, მასთან ერთად კი აზრობრივი შინაარსისა დაიწერა – ერთი ერის, ქართველი ერის მოგვ-ური კალმით ერთ ერზაზე, ერთში ერთადერთ ერში!

ვის ელიან ქართველები, როცა გულისხმობენ ღმერთისაგან ხსნას? – ელიას! ელია წინასწარმეტყვ-ელია და დიდი ღმერთის გზის მკვალავი, მიზნიანი სიტყვის განმცხადებ-ელია.

ელია გრაალის მცველთა მამა წინასწარმეტყვ-ელია. მართალია, ძირმწარე და კისკას ქალდევ-ელთა გამა-ერთი-ანებ-ელია.

მღვდელმთავარია, ისაა ვისაც ელია ღვთაებრივი სიბრძნე და შეეჭამა მატიანე მუცლის დამამწარებ-ელი, ბაგით ნატკბობი მომავლის გზამფენ-ელი.

“და აღვიღე წიგნი იგი ჴელთაგან ანგელოზისათა და შევჭამე. და იყო პირსა შინა ჩემსა ტკბილ ვითარცა თაფლი. და რაჟამს შევჭამე იგი, დაამწარა მუცელი ჩემი. და მრქუა მე: ჯერ-არს შენდა კუალად წინაწარმეტყუელებაჲ ერთა ზედა და წარმართთა და ენათა და მეფეთა ქუეყანისათა. “(გამოცხ. იოანესი 10; 10,11).

ელია, იგივე იოანე, იგივე ილია თეზბიტელი გალაადის დასახლების საცხოვრისიდან, რომლის სახელია ფესვი ასურულად.

გავშიფროთ თვითოეული არსობრივი აზრი ამ წინადადებაში ჩაწვენილი. ის ჩემი ნაკრებია, რადგანაც სრული ტექსტები შეგიძლიათ წმინდა წერილებიდან ამოიკითხოთ.

ა) ელია – უფალი ღმერთი ჩემი (სულხან-საბა). ამ წინადადების არსს რომ ჩავწვდეთ, გავიხსენოთ სიბრძნე სახარებისეული იოანეს მიერ აღწერილი: “პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.”

ელია წინასწარმეტყვ-ელია არა თავისი ნებითა და გონებით, როგორც მრავალ, ვითომდა დღევანდელ ცრუ “წინასწარმეტყველს” ჰგონია. არამედ იგი იბარებს დაფარულში მყოფი ღმერთისაგან სიტყვას, ლოგოსის სძალით შემოსილსა და აღვსილს, რათა გადასცეს კაცობრიობას შემოქმედის ნება და გამიზვნანი. ამიტომაც იტყვის ელია: უფალი ღმერთი ჩემი. და ამიტომაც ელიას სიტყვას აქვს სძალი იმოქმედოს უჭოჭმანოდ განმცხადებლად შემოქმედის სიტყვისა.

შემოვიდა ის დრო, როდესაც ჯერ ქართველმა ერმა უნდა განდევნოს ერიდან ყველა ცრუ წინასწარმეტყველი და ყველა ცრუ მისანი, რომლებიც მისტიკის ფარდას ამოფარებული, ხელი-ხელ ჩაკიდებულები ტვინს, სულსა და გულს ურევენ ერის ქრისტიანულ ნაზარეველთა ნაზარებ არსს. და ამათთან ერთად, ჯერ წითელი ეშმაკების სადაზვერვო სისტემებს ამოფარებულ ჯადოქრებისა და მათთან შეკრული კოჰორტა ეკლესიაში ჩაბუდებული მგლებისა, რომლებიც ცხვრის ნიღბებით წარიტაცებენ სულებს ქრისტეს საწყმოსაგან.

ბ) ახლავღა ვნახოთ იოანე რასა დაჰნიშნავს. იოანე – მადლიერი, მადლიანი, სახიერი, მოწყალე, გინა ნიჭი, გინა ნება, ანუ საქმე (სულხან-საბა). მადლით შემოსა ღმერთმა ელია წინასწარმეტყველი და თუ პირადად ერგო წილად მოწყალება, ღმერთისაგან სულიწმინდის მადლით მოენათლა უფალი იესო ქრისტე – ვინღა მონათლა იგი თავად?! ვინ და პირადად მამა ღმერთმა წარაგზავნა რა ანგელოზი თვისი იოანეს მშობლებთან: ზაქარიასთან და ელისაბედთან.

როგორც წერილიდან ვიცით, ზაქარია დამუნჯებული იყო იოანეს შობამდე. როგორც ძველი აღთქმიდან ახლისაკენ გადამყვანი და მომავალი ნათლისმცემელი თავად უნდა მონათლულიყო ახალი სახელითა და წყალში შთაფვლით. თუმცა, ზაქარიამ და ელისაბედმა იციან, ანგელოსის განცხადებით და ნებით ღმრთისა, რომ ელიას მშობლები არიან, ისე, როგორც წერილის მცოდნენი და სულიწმინდით აღვსილნი.

ელია-იოანეს მამა ზაქარია იყო მღუდელი, ე.ი. ბიბლიური წინასწარმეტყველების კარგი მცნობი და რა თქმა უნდა, მას გაცნობიერებული ჰქონდა მალაქიას წინასწარმეტყველება ელიას შესახებ. ქართველური ცნობიერებისათვის აუცილებელია პატარა გადახვევა გავაკეთო და გავშიფროთ რას ნიშნავს სახელი ზაქარია.

“ზაქარია – მოხსენება უფლისა, გინა მძლე უფალი, გინა მძლე ლომი, გინა სახსენებელი ღვთისა” (სულხან-საბა). ახლა დავაკვირდეთ ჩემებრ ახსნას: საქართველოს ერთერთ ულამაზეს კუთხეს კახეთის მთიანეთს ქიზიყი ჰქვია. ეს უძველესი კუთხე დასახლებული იყო წინასწარმეტყველთა ოჯახებით, რომლებიც არიან მთავარ ანგელოზის – მიქაელის მფარველობის ქვეშ მყოფი მეომარ ბერთა კასტა, მათ დროშას – ან მთავალანგელოსი ექარგა, ან ცხრათვალა მზე ოქროს ფერი, ან ლომი და მზე, ანდა მარტო ლომი ხმალით ხელში. ქიზიყელებს კამბეჩოვანელებს ეძახიან, კამეჩის შვილებად მოიხსენებიან. კამეჩი – იგივე ჭაობის გამძლე ხარი, შემთხვევით არ ჰქვია ამ კუთხეს ასეთი ძლიერი ტვირთის შემადგენელი სახელი, რადგან უძნელესი დრო ჭაობთან არის შედარებული მისტიკურ პოეზიაში უმძიმესი დროიდან სიკეთის დრომდე. მზე მეფეს ედემისას ქართველთას , ეს უბატონო ქვეყნის რაინდი და მებრძოლი წინასწარმეტყველთა ლაშქარი იხსნიდა ხილმე.

დღევანდელ დღემდე ქიზიყი, იგივე კამბეჩოვანი, უბატონო კუთხედ მოიხსენიება, რადგანაც ეს კასტა წინასწარმეტყველ-მეომართა, მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდნენ და რანგით თავად აზნაურებზე მაღალი სულის თანაზიარება ჰქონდათ მეფესთან და ღმერთთან. ესე იგი, მეომარ-მსაჯული-ბერი-წინასწარმეტყველების სამოსახლო იყო და არის ქიზიყი, იგივე კამბეჩოვანი, და ასე მივუყვეთ: კამეჩის შვილს ზაქი ჰქვია. ზაქე კი – სახელია კამბეჩოვანელისა და ჰნიშნავს წმინდას და მძლეს. ეს სახელი ედემის მცველთა სახელია, მათი დასაბანისეული მფარველი ანგელოსი კი – მთავარ ანგელოსი მიქაელია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გიორგი იონთა იბერიონი

d62326ebaa6a.jpg
* * *
ბიბლიური წინასწარმეტყველებანი და მათი აღმასრულებელნი

მეორე ნაწილი

ვაგრძელებ თხრობას: მამალ ზაქს – არია ჰქვია. აქედან შევკრიბოთ და ვამთლიანოთ ეს ორი სახელი, ზაქ-არია მივიღეთ. მაგრამ მეტყვით, რატომ მებრძოლი და წინასწარმეტყველიო? “არეა – იგივე არია, ვარსკვლავია – მარიხი. არს მეხუთესა ცასა ზედა, რომელსა ჭიმჭიმელი ეწოდების. ფილასოფოსთა უთქვამსთ იგავად: არიას სახე ჭაბუკის მსგავსი არს შეჭურვილი, ჴელთა აქვს ჴრმალიო” (სულხან-საბა, ლ.ქ.).

ახლა, როდესაც ილია-იოანეს მამის სახელს ჩავუკვირდით, განვიბრძნოთ წერილით და მისი წარმომავლობა ამოვიკითხოთ ბიბლიიდან.

ქიზიყელების, იგივე კამბეჩოვანელების, მფარველი ანგელოზი ბრძოლაში მართლმსაჯულებისა და ერის მშვიდობიანობის კანონთა და საზღვართა დაცვის დროს მფარველი და დამცველი იყო მთავარ ანგელოზი მიქაელი. ქრისტეს მოღვაწეობის დასაბამში მოღვაწეობდა და მის სახელში პირდაპირ ჩანს, რომ იგი ქართველია, კონკრეტულად სამღვდელო ჩინის მიხედვით ქალდეველი და ქალდეველთა ურიდან არის წარმომავლობა მისი. წარმართობის ქართველ მღვდელთავრებს ესავის მოდგმას ურიებს ეძახდნენ. ეს იმიტომ, რომ ქართველთა ძველი წინაპრის უმაღლესი ჩინის წარმომავლობა, ნოესა და იაფეტის შტოს წარმომავლობაა და მითოლოგიურად ეს შტო ურანოსისა და გეას შვილები არიან. დააკვირდით: პლანეტა ურანი, მითოლოგიური გმირი ურანუსი, ურია, ქალდეველთა ური, ურიასტანი, აქაური იქაური, ალბათ ადვილად მიხვდებით სადაურობის აღმნიშვნელია მარცვალი ური და თანაც შემოქმედებითი არსის მატარებელია.

მაგ: ა) კაცი თბილის-ელია, მაგრამ განათლება თბილის-ური აქვს მიღებული.

ბ) ბერი ზედაზნ-ელია, სიწმინდე და სიკეთე ზედაზნ-ურული აქუს.

ქალდეველი, ქალი დალის მოდგმის, ანუ ამირანის დედის, წარმართ ქართველთა დედაა – ისე ვითარცა ევა. ოღონდ, განსხვავებით იმითი, რომ დალი ნადირობის ქალღმერთია და მისი საცხოვრისი საკრალური გამოქვაბულია.

აბრაამი, რომლის შვილიშვილი იაკობი ისრაელიტელთა მამაა, წარმომავლობით იყო ქალდეველთა ურიდან, ანუ საქართველოდან. იმ ქვეყანას, სადაც განათლებული ბერების სამოსახლო იყო, ერთ დროს იბერიასაც ეძახდნენ, სწორედ აქედანაა მამა იოანე-ელიასი ზაქარია.

ახლა ვნახოთ დოკუმენტი სახარებიდან: “იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ. და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი.” (ლუკა 1; 5,6).

ელია-იოანეს მამის ქართველობას ისიც ადასტურებს, რომ იგი იყო აბია მღვდელთავრის შტოს, სამღვდელო მსახურებაში. და თვითონ აბია ნიშნავს მამა უფლისას სულხან საბას განმარტებით და თანაც სახელი, როგორაც გინდა ვშიფროთ ქართულია. მაგ. აბია – ხეს ნაყოფი აბია. თუ არაბულად ანუ მარჯვნიდან მარცხნივ წავიკითხავთ, მივიღებთ აიბა – ეს კი ნიშნავს, რომ მაგ. ტაძრის კურთხევის დღეს ზარი სამრეკლოზე აიბა. დააკვირდით სიტყვებს: აიბა, ჩაიბა, გაიბა, დაიბა და ა.შ. თვითონ აბია აჰარონის სამღვდელო წარმომავლობის სულიერი და გენეტიკური შთამომავალია.

ე.ი. ზაქარია უმაღლესი სამღუდელო კასტის წარმომადგენელია – იოანე ნათლისმცემელის მამაცა და ნათლიაც. ისე როგორც საიდუმლოს გამჟღავნების წინ ქართული ენა, ტოტემური სახელით ლაზარე სდუმდა, ასევე ზაქარია სდუმდა ელიას დაბადებამდე, თითქოს ზაქარიას სახელში შეფარვით დასდო უფალმა ღმერთმა ენისა და ქრისტეანობის მედროშის საიდუმლოება.

ზაქარიას ღმერთი ანგელოსის მეშვეობით ამცნობს ელიას დაბადებას და აუწყებს კიდევაც ქრისტეანობის პირველი სულიერი მისტერიისა და საიდუმლოს აღმასრულებელის დაბადებასა და ამასთან ერთად სახელით ახლით მონათვლის წეს, მასთან ერთად ელიას ახალ სახელს იოანეს.

ისევე, როგორც აბრაჰამი იყო გარდასრულ დღეთა, და მას და სარას მეუღლეს მისას, არ ეშუათ შვილი. თანაც იყუნენ ორნივე წინა ეპოქის პირველი ერის დედ-მამა. ასევე, ზაქარია და ელისაბედი, წარმოდგნენ ღვთის ნებით, ქრისტეანობის სულიერი საწყისის დედ-მამად და აი რატომ: იოანეს მისია იყო ქრისტეს ნათლობა და ამით იოანე წარმოადგენს ქრისტეანობის სულიერ მამას და ნათლობის სულის ამანთებლის რანგს.

დედ-მამა კი – საძირკველ-ძველიდან ახლისაკენ სვლისათვის განმზადებულს ნიადაგს ნაყოფიერს, რომელზედაც უნდა აღმოცენდეს ყველანაირი საიდუმლო უფალი იესო ქრისტეს მოღვაწეობისა: “და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.” (ლუკა 1;7)

ზაქარია გულმხურვალე მლოცველი წარსდგებოდა ღმერთის წინაშე ყოველდღე. “და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა. და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.” (ლუკა 1; 8-10)

ქრისტიანობამ თავისი სამღუდელოების რიტუალურ წიაღში შეინახა და აღასრულებს ძველი აღთქმის წმინდა სამსხვერპლო რიტუალს – საკმევლის კმევას. ეს რიტუალი წარღუნის შემდგომი რიტუალია, რომელიც დაფუძნებულია ნოეს მიერ, რომელმაც ღმერთს შესწირა საყნოსველი კეთილი, რაც კეთილსურნელების აღქმაზეა დაფუძნებული, რადგანაც სულიც თავისი გარემოსთან თანაზიარობით წარმოქმნის სურნელს, კეთილი-კეთილს და ბოროტი-ბოროტს. კეთილი სულის მიერ ეთერულ სამყაროში წარმოქმნილი სურნელება, განდევნის ბოროტ სულებს და განკურნავს სნეულთ.

ძველი აღთქმის მამათა მსახურების დროს, ისევე როგორც ქრისტიანული მსახურებისას, ღმერთი ანგელოსის შუამავლობით განუცხადებდა მამებს მომავალს და მისი აღსრულების საიდუმლოს.

ზაქარიაც, როგორც პატიოსანი მღუდელი, მდგარი ლოცვით ღმერთის წინაშე, რჩეულია მისი და ნებას მისას აღასრულებს. ღმერთმა ზაქარია ღირსყო გახდეს მამა მოძღვარი და ნათლია იოანესი. ამიტომაც, მსახურებისას ტაძარში ზაქარიას გამოეცხადა ანგელოსი: “და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთაჲსა. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა.” (ლუკა 1; 11,12)

მივყვეთ წმინდა წერილს და გავიგოთ, რა ამცნო ღმერთმა ანგელოსის მეშვეობით ზაქარიას: “ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.” (ლუკა 1; 13,14)

დაბადება იოანესი ზაქარიას ოჯახში ღმერთის ნება და მიზანია, კაცობრიობის მხსნელი მესია უფალი იესო ქრისტე რომ განბანოს და მონათლოს, მრავალთა განსახარებლად. ე.ი. ჩვენ ორი ხარება გვერგო გამჩენის მადლით – იოანე ნათლისმცემლის დაბადების ხარება და უფალი იესო ქრისტეს დაბადების ხარება. (ამ თემასაც განშლა ესაჭიროება).

ქრისტიანული მისტერიული რიტუალი და აქტი ნათლობისა ზეციური სისრულით სამების ნების გარეშე არ სრულდება. იოანეც ამ ნების ბედისწერით სულიწმინდით ინათლება. ეს არის წყლითა და სული წმიდით ნათლობა. წყალში და სულიერ ცეცხლში უნდა გაიაროს იოანემ დედის მუცელში. “რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა.” (ლუკა 1; 15,16)

მთავარანგელოსი ზაქარიას ამცნობს, რომ შვილი, რომელიც მათ გაუჩნდებათ, არის ელია წინასწარმეტყველი, იგივე ილია. და მომავალი სახელით იოანე. “და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.” ( ლუკა 1;17)

ამის შემდგომ ლუკა მახარობელი ერთ მთავარ საიდუმლოს გვამცნობს: საქმე იმაშია, რომ ბიბლიისა და სახარების გენიალურობის მთავარი ძარღვი მდგომარეობიდან გამოდის განსულიერებით იმისა, რაც მოკვდავთაგან ძნელად მისაღწევია აღსაქმელად და მხოლოდ უდიდებულესობით ღმერთისა მიიღწევა აღთქმათა და აღსაქმელობით ჩვენდა.

და აი ასე: - ახალი დაბადება, შემდგომი შობა, ის ხარება კვლავ დაბრუნებისა, ძეთა მრავალთა და შვილთა მრავალთა და თანამეინახეთა მრავალთა და თანამონაწილეთა ზიარებასა ზედა – შემოსვლა კვლავ აქაურებაში იქაურებიდან, ანუ სულეთიდან კვირის სძალით გარდმობადებად, აღდგომად ახალ გვამიერებად ტანიერებადში – სხეულით. და ეს სამგზის ჭეშმარიტად არსითა და აზრით, ჭეშმარიტებაა.

უნდა მოვიდეს ახალ შობაში დაბადებით უფალი იესო ქრისტე, უნდა მოვიდნენ ყველა მართალნი მასთან ერთად ახალი დროების ხანათა და ჟამთა ასაკინძველად დაბადებითა და ცხოვრებით ყოველთა განსანათლებლად. ამითარითით განივრცოს წერილი ჩუენი აღქმად დღეთა ამომკითხველთათვის წერილისა. ვითხრობურებ ამიერით ამაენით ამინით, ერთერთთაგანჱ აბრამ აბრაამადად ქებულზე და აბრაჰამად ხვთისაგან მრავალშვილთა მაკურთხეველზე. ვიცით ყე რაქმნადაცარუნდა ვეყუდნეთ ეჭვთა სიმართლე – დაჲა სინათლესი და ეს კი – პატარძალჲა მართლის მადიდებელი მართმადიდებლობისა. დავოკდეთ მითხრობით უნჯებადისა და ვთქვათ, რომეთარმედად – რომ ზაქარია და ელისაბედი ახალი აღქმის აბრაჰამი და სარაა.

წერილით ლუკასითი კი ასე: “და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე? რამეთუ მე მოხუცებულ-ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა.” (ლუკა 1;18)

იგივეს თექსტში ჩაწვენილი არსისა ამოვიკითხავთ დაბადების წიგნში აბრამ-ზე. ისაკიც აბრაამის მოხუცებულობის შვილია. ახლა განვავრცოთ იოანეს ნათლობის შესახებ აზრთა ამოკითხვა. ე.ი. ვნახოთ წყლითა და სულიწმინდით თუ როგორ ინათლება ელიას სულით მომავალი იოანე. იცით ყველამ და ზოგთ მოგეხსენებათ – ადამიანი დედის მუცელში იმყოფება “წყალში”. ეს ერთერთი “პირობაა”, ანუ აუცილებლობა ნათლობის მისტერიალურ რიტუალში; მეორე, მაგრამ უპირველესი აუცილებლობაა სულიწმიდით ნათლობა.

ახლაღა დავაკვირდეთ სახარებისეულ ტექსტს, როგორ ნათლავს ლოგოსისა და სულიწმინდის ძალით, ღმერთის ნებით ელისაბედის მუცელში მყოფ ყრმა იოანს (ილიას) მასთან მისული სულიწმიდით აღვსილი მარიამი, უფალი იესოს დედა.

აქედან იწყება ქრისტეანობის დასაბამი, რადგანაც დაიბადა პირველი ყრმა ქრისტეანი, იო-ანე, იოს-ებით-ანით.

მამა-მღუდელმთავარი ელია წინასწარმეტყველის მოსვლის, მხედველობაში მაქვს დღევანდელი დღეობა, მისტერია განსაკუთრებული გულისყურით არის ჩასაწვდომი და ამოსაკითხი წმინდა წერილებიდან. სანამ დავიწყებდეთ წვდომას, ჩავაკვირდეთ ჩემს მიერ შემოთავაზებულ შიფრულ სიტყვათა თანდაყოლიებას, რათა არ გაგვიჭირდეს წინსვლა შემდგომ კვლევაში.

ელია ქართვ-ელია, კაცი ძე კაცისა, რომელსაც ელიან, რომელსაც სიბრძნე სულისა არ გამო-ელია, ნოეს რანგისაა ელია და ამით კიდობან-ელია. მოგვთა გზის ფარდაგებით მისი სიმბოლო წყლის საქან-ელია.

ელიასთან ელიათ ცოდნის წყარო და ამით მასწავლებ-ელია, ძალზედ ძნ-ელია არ მიხვდეთ გზად შემოსწრებული რთვ-ელია.

ელიასთან ჭიდაობა ძალზედ ძნ-ელია. კაცთან კაცია, მგ-ელთან მგ-ელია.

დააკვირდით და მიხვდებით ამოუცნობი ელია ეროვნებით რომ-ელია.

ელიამ ზარა ლაზარება თქვენი, ლაზთა არეში, მძინარეში მღვიძარებით ნაზიარე, ნაზ არეში ნაზიარით ნაზავი და ნაზარი.

ვლო რათა ნაზარეთი ენაზარა, ნაზარეველთა ნაზათ ნაზარდი.

ელიან ელიას, მისი მოსვლა ჩენით ძნელია და ამიტომაც ვინც ამ სიტყვათა შემსმენ-ელია, დაფიქრებული და ნ-ელია.

ნ-ელია მჭვრეტელი და ამით დღეგრძ-ელია.

ელია წინასწარმჭვრეტ-ელია, პოლარულ ცოდნასა ფლობს მამა ჰიპერბორ-ელია.

მისი სამოსი ქართული ს-ელია.

მაკურთხეველი მისი ღმერთის ჴ-ელია.

სიცოცხლე მისი ბედად გრძ-ელია, მტრედივით უმანკო არის, და ბრძენია ვითარ გუ-ელია.

გ-ელი-ან ელია, მთა-და-ბარი და მინდორ-ვ-ელია.

გიორგი იონთა იბერიონი
28 აპრილი 2001 წ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ადმინებო ეს თემა აქ უნდა დამედო თუ მხარეებში?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?