Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 29073 პოსტი
  • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria
    satyuara.jpg თევზჭერის მოყვარულებს, სახვადასხვაგვარი  ნანახია : 12337

    თევზჭერის მოყვარულებს
    ბევრი მოყვარული, განსაკუთრებით კი ახალბედები, ხშირად გვეკითხებიან, ამა თუ იმ თევზის დასაჭერად რა სატყუარა გამოვიყენოთო. ის, ვინც დაინტერესებულია ანკესით თევზის ჭერის წესებით, მას ლიტერატურაც ბევრი აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში ანკესით ჭერას უმაღლეს სასწავლებლებშიც კი ასწავლიან.
    დღეისათვის ქართულად გამოცემულია შემდეგი ლიტერატურა: მაქს პიპერის წიგნი „მრავალნაცადი მეტევზე“, რომელიც შოთა დოლიძემ თარგმნა, გამოცემულია „საბჭოთა საქართველოს“ მიერ 1977 წელს. ასევე დაგეხმარებათ კოტე საპიცკის „მოყვარული მეთევზის მეგზური“ და „მოყვარული მეთევზის კალეიდოსკოპი“ (საბჭოთა საქართველო 1977 წ.), შოთა დოლიძის „სპორტული თევზაობა“ (საბჭოთა საქართველო 1979 წ.), შ.კალანდაძის „საქართველოს თევზჭერის მოყვარულის ცნობარი“ 1980 წ.

    სხვადასხვაგვარი სატყუარა
    ანკესით თევზაობისას აუცილებელია სატყუარა. ჭიაყელა უნივერსალური სატყუარაა, რომელიც ყოველგვარი თევზის დასაჭერად გამოდგება. პატარა ჭიაყელებს ეტანება ციმორი. კობრს, კაპარჭინას, წვერას და სხვა თევზებს უფრო მსხვილი ჭიაყელები ურჩევნიათ. ქაშაყსა და ქორჭილას კი უფრო მოზრდილი სატყუარით იჭერენ.
    თუ ჭიაყელას თევზი არ მიეტანა, მაშინ შეიძლება ვიხმაროთ სხვაგვარი სატყუარები: მატლი და მუხლუხო ჭია. ქაშაყი, კაპარჭინა და სხვა თევზები ძალიან ეტანებიან ხის ქერქის მატლს, ბოსტნის და პეპლების მუხლუხოებს. ხორცის ბუზის თეთრი მატლი ძალიან კარგი სატყუარაა კობრის ჯიშის თევზებისათვის.
    იქ, სადაც გვხვდება მედღეურა, რეკომენდებულია მოვძებნოთ მისი მატლი. მედღეურას მატლი შეიძლება ვიპოვოთ ფსკერის შლამში. შლამს იღებენ ქილით ან პეპლის საჭერი ბადით, შემდეგ გადმოაპირქვავებენ ნაპირზე, სადაც ეძებენ ორი სანტიმეტის სიგრძის მცოცავ მატლებს. მატლს მთელი სიგრძეძე კი ატ წამოაგებენ ანკესზე, მის ორ ბოლოს რგოლს, რათა ფსკერზე ჩაშვებისას თავისუფლად მოძრაობდეს.
    მდინარის მცირე მოლუსკი ცხოვრობს მერქანზე. იგი ნაფოტას საყვარელი საკვებია.
    კიბის კისერი მარტო ჩვენთვის კი არ არის დელიკატესი, ბევრი თევზისათვის სასიამოვნო საკვებია. თევზი მთლიან კიბოს ეტანება, ზოგიერთს კი პატარ-პატარა ნაჭრები ურჩევნია.
    თითქმის ყველა მწერი წელიწადის დროის მიხედვით კარგი სატყუარაა. მაისის ხოჭო – ზაფხულში ცოცხლად, ხოლო მოგვიანებით დასპირტული შესანიშნავი სატყუარა იქნება. ყოველთვის ვარგისია ივნისის ხოჭო, კურტალია, ჭრიჭინა, ოთახის ბუზი.
    ზოგ შემთხვევში შეიძლება გავჭრათ თევზის კუჭი და ვნახოთ, რა არის მასში. ზოგ რამეს ისეთსაც ვიპოვით, რომ ელიც სატყუარად გამოდგება. ბაღის ლოკოკინებს და ლოქორიებს, პატარა და საშუალო ზომის ბაყაყებს, ცხენისა და ცვეულებრივ წურველას, დაკლული ცხოველების ფილტვებს, თირკმლებსა და სხვა შიგნეულს სხვადასხვა ტევზი ეტანება.
    საზღვარგარეთ, განსაკუთრებით საფრანგეთში, დიდ გასავალშია ხორცის მწვანე ბუზის ჭია. მას კარგად ეტანება კალმახი და ყველა სახის არამტაცებელი თევზი.
    მსხვილ და წვრილ არამტაცებელ თევზებს ძალიან უყვართ მოყვითალო და ოდნავ რბილი კარტოფილის სატყუარა. მთლიანი კანგაუცლელი კარტოფილი შესანიშნავად ჩერდება ანკესზე. მსხვილ კარტოფილს პატარა რგოლებად ჭრიან. ის კიდეებზე უფრო მაგარია, ვიდრე – შუაში. თუნუქის ბრტყელ კოლოფში ინახავენ წინასწარ დამზადებულ ნაწრებს, კოლოფის ფსკერსა და კედლებზე ქონს წაუსვავენ, მოაყრიან ცოტა შაქარსა და მარილს.
    კარტოფილის სატყუარას მსგავსია აგრეთვე მანანას ატრია. კანიანად მოხარშულ კარტოფილს, აგრეთვე ბურღულს, დავამატოთ ცოტა შაქარი, მოვაგუნდაოთ ნიგვზის ტოლა ატრია და ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ორი წუთის შემდეგ ისინი ამოტივტივდებიან და უნდა ამოვიღოთ. ატრია უნდა იყოს რბილი და ამავე დროს დრეკადი, როგორც რეზინი, მაშინ იგი კარგად მაგრდება ანკესზე.
    ცომს, რომელიც სატყუარას, ძირითადად იყენებენ არამტაცებელი თევზის დასაჭერად. იგი ასე მზადდება: ტეთრ პურს გააცლიან კანს, შეურევენ მოხარშულ კარტოფილს (5:1 პროპორციით) და აზელენ, სანამ კარგი ცომი არ მოვა. კარგია ქონის დამატებაც, რითაც მოქნილი ხდება, წყალში სწრაფად არ იხსნება და დროზე ადრე არ ხმება. გარდა ამისა, შეიძლება დავუმატოთ: შაქარი, მარილი, თაფლი, რბილი ყველი და სხვა ცოცხალი წარმოშობის დანამატებია: მატლები, წიების წვრილი ნაწრები, წიაყელას ან დფნის ფაფა, ეს დანამატი ძალიან სასარგებლოა, კარგი სატყუარაა აგრეთვე ანკესზე წამოგებული მაკარონი.
    სხვადასხვა ხარისხისა და სხვადასხვანაირად შემზადებულ ყველს ეტანებიან პატარა და დიდი თევზები: კაპარჭინა, გველტევზა და სხვა. წამოეგებიან ყველზე, მაგრამ სატყუარა შესაფერისი ზომის უნდა იყოს. 3-6 მმ. დიამეტრიამი ყველის რგოლები კარგია ზოგიერთი მსხვილი თევზისათვისაც. კარგია აგრეთვე შვეიცარიული და ჰოლანდიური მაგარი ყველი. მისგან ამოიჭრება პატარა ზომის ნაჭრები და გაკეთდება რგოლები, დასარბილებლად რამით ჩაყრიან ტკბილ რძეში. დარბილებული ყველი ადვილად წამოეგება ანკესს. კარგი სატყუარას მომზადება შეიძლება სხვადასხვა ხარისხის ყველის ნარჩენებისგანაც. ნარჩენებს დაფშვნიან, ყველი კარგად აირევა და გაიხსნება, შეურევენ ფქვილს; შეიძლება ყველს დავუმატოთ ცოტა თაფლი, ქონი და გადავხარშოთ. სატყუარა უნდა იყოს რბილი, მაგრამ კარგად ჩერდებოდეს ანკესზე. კარგი იქნება, თუ დავუმეტებთ დასრესილ ლოკოკინებს, კიბორჩხალებს, მატლებს, თევზებს და სხვა სატყუარას. ამ დანამატებს ერთმანეთს შეურევენ ანკესზე წამოგების წინ.
    ყველაზე უფრო გახშირებულია მარცვლეულით თევზაობა. მოხარშავენხორბალს 24 საათის განმავლობაშI დაალბობენ, შემდეგ გადასწურავენ, დაასხამენ ახალ წყალს და დახურული ქვაბით დადგამენცეცხლზე, უმჯობესია – გაზქურაზე, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე.ორი საათის შემდეგ ხორბალი დასკდება, გამოჩნდება თეთრი ბოლოები, მაგრამ მარცვლები ძალზე რბილი იქნება. მისგან წვენი ისე უნდა გამოვწუროთ, რომ მარცვლებს ტენი მთელი კვირის განმავლობაში ეყოს. ხარშვისას უნდა ჩავუმატოთ შაქარი ან მარილი. სატყუარასთვის არჩევენ მსხვილსა და კარგ მარცვლებს.
    ბარდა, როგორც კარგი სატყუარა, დიდი ხანია ცნობილია კობრის ჯიშის მსხვილი თევზის დასაჭერად. უფრო საიმედო იქნება, თუ დაკონსერვებულ მწვანე ბარდას ვიყიდით.
    მსხვილი ცერცვი კარგი სატყუარაა.
    სატყუარად განსაკუთრებით კარგია უმი ან დამარილებული ღორის ქონი.მას რძეში ალბობენ.
    თევზი ხშირად ძეხვის ნაჭრებსაც ეტანება. ნემსკავს შეიძლება წამოვაგოთ როგორც პატარა, ასევე დიდი ზომის ნაჭრებად დაჭრილი ძეხვი.

    შოთა კალანდაძე
    ჟურნალი მონადირე და მეთევზე

     

    0665664.png
    სიახლის ავტორი: TEDO

     


    • 0

    #2
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29073 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    სტატია გადმოტანილია

    0665664.png


    • 0

    #3
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29073 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    თედო  თვითონ თუ იყენებ ამეებს?


    • 0

    #4
    სტუმარი_მოჩვენება_*

    სტუმარი_მოჩვენება_*
    • სტუმარი
    • მადლობა
  • ასაკი:მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი
  • ამ სატყუარებით ხოლოდ კალმახზე ითევზავებ მარა კალმახზე თევზაობა აიკრზალა და  ეს სატყუარებსაც ვეგარ გამოიყენებ. 


    • 0

    #5
    ramazi

    ramazi

      სიგნიფერი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPip
    • 151 პოსტი
    • 0 მადლობა
  • ასაკი:50
    • მისამართი:sopeli digomi
    • წარმოშობა:guria

    https://www.facebook...25820511179329/  თევზაობის ახალი წესი კომენტარი მაინტერესებს


    • 0

    #6
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29073 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    და ეს მეთოდი იცოდით?


    • 0

    #7
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29073 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    არც  სპინინგი, არც კატუშკა....არაფერი.მიდი მოვდივაარ. აი თევზაობა ამას ქვია... :DDD 


    • 0

    #8
    გიორგი ლომთაძე (რაჭველა)

    გიორგი ლომთაძე (რაჭველა)

      დიდი მაგისტრი

    • კლუბის წევრი
    • 3046 პოსტი
    • 11 მადლობა
  • ასაკი:25
    • მისამართი:თბილისი, ტ.ტაბიძის 39
    • წარმოშობა:რაჭველი

    ამხელა თევზის გაშვება იქნებოდა? ))


    • 0

    #9
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19314 პოსტი
    • 16 მადლობა
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    ამხელა თევზის გაშვება იქნებოდა? ))

    არაფრით :)


    • 0





    საკვანძო სიტყვები: სატყუარა, თევზაობა, მდინარე, ტბები, ანკესი, კავი, ხელოვნური, ჭიაყელა, ციმორი, სპორტული, მატლი, მუხლუხო, საქართველო, ლეგიონი, საბჭოთა, ქაშაყი, ლიტერატურა

    0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

    0 წევრი, 0 stumari,


    ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 8 წევრს:


      Fly Fishing, goga_para, babu, გუგა, გიორგი ლომთაძე (რაჭველა), monadire95, mantis, ramazi
    IPB skins by Skinbox