Jump to content

სურათი

მაჩვი, მაჩვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები

მაჩვი ნადირობის წესები უხერხემლო ტყავი ჯირკვალი ბუნება ლეგიონი წითელი წიგნი სორო გვირაბი

ამ თემას აქვს 18 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაჩვი, მაჩვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები

 
 
იანვარი 8th, 2014ნანახია : 4339

legion.ge_82L5cde517002280.jpg

კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა ამიერკავკასიური მაჩვი.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე აღწევს 1 მ-ს, კუდის 16-20სმ, ცოცხალი წონა 10-20 კგ, შემოდგომით ცხიმის დაგროვების გამო იწონის მეტს. სხეული უხეშია, წინა ნაწილში წავიწროებული და უკანა მიმართულებით გაფართოებული. თავი წაგრძელებული და ვიწრო, კისერი მოკლე და მოძრავი. თითები შეიარაღებულია გრძელი მახვილი ბრტყელი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. ბეწვი უხეში, ზურგზე ფაცახის სიგრძე 10სმ-მდეა, თივთიკი გააჩნია მხოლოდ ზამთარში. სხეულის შეფერილობა რუხია , ზურგზე და მკერდზე მურა-შავი. თავის ორივე მხარეს თითო შავი ზოლია, რომლებიც გრძელდება თვალზე გავლით ყურის მიმართულებით.


9c5e92b09502-300x278.jpg

81fcf50e464f.jpg


გავრცელელება: თითქმის მთელი ევროპა (მისი ჩრდილოეთი ნაწილის გარდა) და აზიის უმეტესი ნაწილი . საქართველოში ველისა და ტყის ზონებში, ზოგჯერ ალპურ მდელოებზე, ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლემდე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ტყეებში, ტყის პირებზე, ველზე, ბუჩქნარში, სოროს სწრაფად თხრის ბუჩქნარით დაფარულ ხევებში, ხეების ქვეშ, ეტანება უფრო სამხრეთ, მზიან ფერდობებს. სორო რთული აგებულებისაა. სიცოცხლის მეტ ნაწილს მაჩვი სოროში ატარებს და იქ თავისი შთამომავლობით რამდენიმე წელიწადი რჩება. თბილი და მზიანი ამინდის დროს ზამთრის ძილქუში ხშირად წყდება და მაჩვი გამოდის სოროდან და მზეზე თბება.
იკვებება ნაირგვარი ცხოველური და მცენარეული საკვებით: წვრილი ნადირით, ფრინველებითა და მათი კვერცხებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, მწერებით, მოლუსკებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით, ნაყოფებით, თესლებით, ბოლქვებით, ფესვურებითა და სოკოებით.


acdc07b4db75-300x199.jpg

მძუნაობა ხდება ივნის-ივლისში. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 1 წელიწადი და
მდედრი შობს ნაშიერს აპრილ-მაისში. იბადება 2-5 თვალებაუხელელი თეთრბეწვიანი ნაშიერი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის ასაკში. ისინი სწრაფად იზრდებიან და 2-3 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ კვებას. გამრავლების უნარს მდედრები იძენენ ორი წლის ასაკში, ხოლო მამრები 3 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგძლივობა 20 წლამდე.
სამეურნეო მნიშვნელობა: ჩვენში სარეწაო მნიშვნელობა არაა აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადგილას იყენებენ საკვებად ხორცს. ტყავი მდარე ხარისხისაა, მაგრამ გამოიყენება იატაკზე გასაშლელად, ის კარგია იმით , რომ მისგან ბეწვი არ სცვივა. ტყავი გამძლეა და მისგან კერავენ შალითებს თოფებისათვის. ფაცახი გამოიყენება ფუნჯების გასაკეთებლად, ხოლო ცხიმი საპნის დასამზადებლად. სამკურნალო თვისებების გამო ცხიმი გამოიყენება მედიცინაში. მღრღნელების და მწერების დიდი რაოდენობის მოსპობით მაჩვს სარგებლობა მოაქვს. ამიტომ საჭიროა მისი დაცვა და არ უნდა დავუშვათ მისი ხელაღებით მოსპობა.

გადმოტანიალია:https://nadiroba.uyure.com/-დან

huntingbirds.gif
სიახლის ავტორი: tengomengo


Read more https://khirimi.ge/?p=769

ჩამსწორებელი Qartvela™, 17 May 2019 - 10:15 AM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
machvi sasargebloc aris.magram zians azyenebs natesebsac..sul ar unda gadavasheno ratqmaunda .magram saqartveloshi arc ise mcirericxovnobaa mam saxeobis

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ძაან სამკურნალოა. მუს ქონს წამლად იყენებენ და ძვიირიც ღირს. ხორცი კი ძალიან გემრიელი აქვს და ასეთი სუფთა ცხოველი ბევრი არ გვყავს :)

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ტროსით ვიჭერდი კაარგად სანამ დრო მქონდა. მართალი ხარ თაზო გემრიელია საკმაოდ..



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო კუდთან აქვს 2 ჯირყვალი. ტუ ეგრევე არ ამოაჭერი ...რამოდენიმე ხანში(წუთში) ისე აყროლდება ხორცი , რომ ახლოს ვეღარ გაეკარები.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მართალია. ახლა იქნებაა ჩასუქებული

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რამდენი იყო გურიაში, მაშინ პატარა ვიყავი და აქტიურად არ ვნადირობდი ცხოველზე. მგლები რაც შემოვიდა მერე იკლო საგრძნობლად. მოსახლეობაში არის სოფელში ახლაც მარა ტყეებში სადაც ძაან ბევრი იყო შეცოტავდა ძაან

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ეხლაც არის მაჩვის მეტი რა არის.

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კაი ბიჭო გაჩერდი რა... ბევრად შემცირებულიაა ვიდრე იყოო

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ვაი შე ორკლასიანო.:)
ბაზარში სავაჭროდ არ დადის რომ ნახო..გეიარე პაწა ტყეში.

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
vaja15

vaja15

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 240 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი
ყველაზე ახლოს სად გეგულებათ რომ მოვიკითხოთ? :-)

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ვაი შე ორკლასიანო. :)
ბაზარში სავაჭროდ არ დადის რომ ნახო..გეიარე პაწა ტყეში.

 

შენთან არ ვიცი მარა ჩემთან ტყეში არ ჭირდებოდა სიარული და ტყეში მთელი დღე რო იარო შეიძლება 1 ცალი შეგხვდეს. შენ უნდა გენახა ჩემ სოფელში როგორ იყო და ტყეს არ ახსენებდი ვაბშე. 50 ზე მეტი სორო აქვთ ჩემს სახლს უკან ბამბუკების ტყეში. საღამოს შარაზე რო გავივლიდი, თხილის ეზოებში ტელეფონის ფანარს მივანათებდი ხმაურზე და 4-5 ცალს ვხედავდით ხოლმე. მგლები რო წამოვიდა საგრძნობლად იკლო. რავიცი, ჩემ სოფელში და მიმდებარეში ეგრეა და შენთან სხვანაირია რამე?



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ყველაზე ახლოს სად გეგულებათ რომ მოვიკითხოთ? :-)

 

ეგი პირადში ;)



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დასტურ წესრიგ , დასტურ ბაბულიკო


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ემზარ ჩემო კარგო საქმე იმასშია რომ, ქართული კანონმდებლობით ყველა იმ ცხოველზე რომელსაც 4 ფეხი აქვთ , ნადირობა არის აკრძალული. მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზეა ნება დართული. ასე რომ მაჩვზე და ტახზ , როგორც კითხულობ , ნადირობა , ისე რომ გარემომ არ დაგაჯარიმოს და იარაღი არ ჩამოგართვას შესაძლებელია , მხოლოდ სამონადირე მეურნეობაში გამოწერილი ლიცენზიის თანახმად. თოფაძესთან ყავთ ღორები და ჯდება დაახზლოებით 2500 ლ. სიმონიკას ყავდა გუნცაძეს მარა დაეხოცა. ტყემალაძესთან არ ანადირებენ . (ჯერჯერობით).....დასავლეთში გუნცაძეს ეცოდინრება ტახები თუ ყავს ვინმეს

 

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?