Jump to content

როგორ გავუმკლავდეთ ძაღლის სპეციფიკურ სუნს


ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

როგორ გავუმკლავდეთ ძაღლის სპეციფიკურ სუნს

ძაღლის შეძენისას სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. როგორც ცნობილია, ძაღლი სახლში უფრო ჰიგიენურია, ვიდრე ეზოში. გარეთ მცხოვრებს ძაღლს შეხება აქვს მეტნაკლებად დაბინძურებულ გარემოსთან, მისი თათების თუ ცხვირის გასუფთავებაც ვერ მოხდება ინტენსიურად, რადგან მას ვერ აუხსნით, რომ არ გაიაროს ტალახში, არ დაწვეს ჭუჭყიან ადგილას. როცა ძაღლი ოთახის პირობებშია, მისი ჰიგიენის დაცვა უფრო მოსახერხებელია. ამიტომ ძაღლის სახლში ყოლა ჰიგიენურად უფრო გამართლებულია. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პარტონის დამოკიდებულება ძაღლის მიმართ, არის შემთხვევები, როდესაც პატრონი თავის ძაღლს უფლებას აძლევს თავისი თეფშიდან აჭამოს, ან ონკანიდან პირდაპირ დაალევინოს წყალი. ეს ჰიგიენური ნორმების დარღვევაა. ყველა ძაღლს თავისი საკუთრი ჭურჭელი და საწოლი უნდა ქონდეს, და მის გამოყენებას ლეკვობიდანვე უნდა მიეჩვიოს. რაც შეეხება პატრონის აბაზანით სარგებლობას, შესაძლებელია, თუ ძაღლის დაბანის შემდეგ აბაზანა კარგად გაიწმინდება. რაც შეეხება ძაღლის სუნს, არსებობს ჯიშები, რომლებსაც აქვთ დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი და ასევე ისეთი ჯიშები, რომლებსაც არ აქვთ სუნისკენ მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება. ნებისმიერ შემთხვევაში პატრონმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ძაღლის ჰიგიენა. დაბანა ძაღლისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნით უნდა მოხდეს, რადგან ადამიანის შამპუნი ისეთი შემადგენლობისაა, რომ მისი გამოყენება ცხოველებთან რეკომენდებული არ გახლავთ. ასევე მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში, არც უყურადღებოდ დატოვება ვარგა და არც გადამეტებული ყოველდღიური დაბანა, ორივე შემთხვევაში ძაღლის ბეწვის საფარი ზიანდება, რაც სუნის წარმოქმნას უწყობს ხელს. თუ ძაღლის პატრონი ჰიგიენის ყველა ნორმას დაიცავს, დროულად დაბანს ძაღლს, გარეცხავს საყელოს და საფენს, სადაც ძაღლი წევს, სახლში ძაღლის სუნი არ იქნება.წყარო:myzoo.ge 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვისი არ ვიცი , მაგრამ ვიძჟლას სუნი არ აქვს. ან მე ვერ ვგრძნობ?????


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რექსონას ხმარობს ალბათ..:)

მართლა ზოგ ძაღლს არ აქვს სუნი:)

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძირითადად მძაფრი სუნი ყურებში ჩარჩენილი გოგირდისა და მტვრის ბრალია. გამოუწმინდეთ ყურები დ შეუმცირდებათ სუნი ....საგრძნობლად.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მართალია ბაბუ

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ძმრიანი წყალიც შველის .....


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგი რჩევაა, გასაკუთრებით დიასახლისებისთვის.. :)

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბრატცი,ჩემ ცუგრიკებს , პასტაიანნად ვუწმინდავ ყურებს და დაჟე ჩემი ცოლიც კი აღნიშნავს რომ , სუნი აღარ აქვთ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Maxo13maxo

Maxo13maxo

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 310 პოსტი
  • მისამართი:Gaxokidzis 8
  • წარმოშობა:Imereti

ვისაც ძაღლი გარეთ ყავს ის უნდა იყოს დასაბანი, კიდევაც უნდა ქონდეს სუნი და უნდა იწვეს ზოგჯერ მიწაზე , გარეთ მყოფ ძაღლს თუ ჰიგიენის მაღალი  ნორმებით მოვუვლით, ის უფრო სუსტი იმუნინეტიტის იქნება და ადვილად შეხვდება ვირუსი და რაიმე სახის დაავადება . სახლში თუ გყავთ კი ბატონო . სუფთა უნდა იყოს და უსუნო მაგრამ გარეთ მყოფ ძაღლს და მითუმეტეს მონადირეს , არ სჭირდება შამპუნები და დაბანვა ყოველ 2 კვირაში  .. ის უნდა იყოს აი ქართულად რომ ვთქვა "გამოჯაგული" და ძლიერი იმუნიტეტის მატარებელი .. 
მე ესე ვფიქრობ და ერთი გამოცდილი ვეტერინარისგანაც მაქვს მოსმენილი .. 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ისე ძმრიანი წყალიც შველის .....

 

 

ბაბუ , ძმრიანი "ნასკები" სიცხიანზე ?  :good:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

ძალიან მაგარი კომენტარები წავიდა  :0024:  :goood: ..

ყველა ჯიშის ძაღლს აქვს სუნი ზოგს გამოკვეთილად, საგრძნობლად ზოგს კი შეუმჩნევლად, ცოტათი 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?