Jump to content

სურათი

სალაშქრო ინვენტარი ,,კარავი''


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

ამ პოსტში ახსნილია თუ როგორ შევარჩიოთ სასურველი კარავი af658ecf4c70.gif



სწორი არჩევანი

დღეს ბაზარზე უამრავი კომპანიის უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მათში გარკვევა ადვილი საქმე არაა, მით უმტეს, გამოუცდელისათვის. თანაც, ერთი შეხედვით ერთნაირ საქონელზე ფასები იმდენად განსხვავებულია, რომ კაცი ადვილად შეიძლება დაიბნეს.
დავიწყოთ იმით, თუ რა იქნება ოპტიმალური არჩევნი?
ჩემი აზრით, კარავი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად არჩეულად, თუ კი ის სრულად აკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნას.
კარავი მარტივი ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე პარამეტრით ხასიათდება და ყველა ამ პარამეტრის მიხედვით უნდა იყოს წაყენებული გარკვეული მოთხოვნა. ამ დროს, ზოგი მოთხოვნა ერთმანეთის საწინააღმდეგო ან გამომრიცხავი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც საკმაოდ ართულებს მრავალუცნობიანი ამოცანის ამოხსნას.

 

b62bfb9d1668.jpg

c3e06b92bb07.jpg



კარვის სახეები

კარვები, რომლებიც მასიური მოხმარებისათვის იწარმოება, შეიძლება დაიყოს 4 მსხვილ, პირობით კატეგორიად:
• ტურისტული კარვები, რომლებიც გამოიყენება რეკრეაციისათვის (პიკნიკი, მსუბუქი ტრეკინგი, თევზაობა, დაბლობში ნადირობა და სხვა) გაზაფხულიდან ზამთრამდე;
• კემპინგის კარვები;
• სამთო ტურიზმის კარვები;
• კარვები, რომლებიც გათვლილია ექსტრემალური პირობებისათვის (ძირითადად ალპინისტური)
მონადირე/მეთევზეებში უფრო ხშირად გამოიყენება პირველი კატეგორიის კარვები, ამიტომ არჩევანის წრე საკმაოდ დავიწროვდა. ამ კატეგორიის კარვები, ზედა კატეგორიებთან შედარებით ან ნაკლებს იწონის, ან კომპაქტურია, ან უფრო მარტივი კონსტრუქციისა ან უფრო იაფია.
თან გასათვალისწინებელია, რომ მონადირეები/მეთევზეები, ძირითადად, ხვდებიან დაბლობ ან დაბალმთიან ზონაში (იშვიათი გამონაკლისის გარდა) სადაც ტემპერატურა ძალიან ქვემოთ არ ჩამოდის და ნალექებიც ზომიერია, თან ეს ხდება ან გაზაფხულზე, ან ზაფხულში, ან ადრეულ შემოდგომაზე.

 

55a4508bbf36.jpg

ძირითადი პარამეტრები

შევეცდები ჩამოვთვალო ის პარამეტრები, რომლებიც მეთევზემ უნდა გაითვალისწინოს კარვის შერჩევისას.
პირველ რიგში, ეს არის დაცვა წყლისგან, ქარისაგან, სიცივისა და მწერებისაგან. ასევე, კარვის წონა, კომფორტის დონე, გაშლისა და დაკეცვის სიმარტივე, გამძლეობა და, რა თქმა უნდა, ფასი. ეს პარამეტრები ერთმანეთთან ძლიერ კორელაციაშია, და ეს დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა პარამეტრში მიიღწეს მაქსიამლური ეფექტი. როგორც წესი, ერთის გაუმჯობესება იწვევს სხვა პარამეტრის გაუარესებას. მაგალითად, კარავი, რომელიც ადვილად იშლება – ძნელად იკეცება ან წონის შემცირება იწვევს ფასის მომატებას და ა. შ.
ამიტომ კარვის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირობების ცოდნა, რომლებშიც მოგიწევთ მისი ექსპლუატაცია. ასეთ შემთხვევაში, გაცილებით ადვილია იმ პარამეტრების განსაზღვრა, რომლებზე უარის თქმა ქვეყანას არ დააქცევს და რომელთა დათმობაც არ შეიძლება.
უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. მაგალითად, თუ თქვენ ფეხით უნდა იაროთ, მაშინ პირველ პლანზე გამოდის წონა, ხოლო თუ მანქანით მგზავრობთ, მაშინ კარვის კომფრტის დონე უფრო მნიშვნელოვანია.
ყველა ზამოჩამოთვლილი პარამეტრი დამოკიდებულია კარვის კონსტრუქციულ ელემენტებზე და გამოყენებულ მასალებზე. ქვემოთ განვიხილავთ ამ საკითხებს.

 

1393146480_79_1024x1024.jpg

კონსტრუქცია

კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახე შეიძლება გამოვყოთ, მაგრამ პრაქტიკულობის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესოა ტენტების მიხედვით – ერთტენტიანი და ორტენტიანი, ან სხვანაირად ერთ– ან ორშრიანსაც უწოდებენ.
ერთტენტიანი არის წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული კარავი, რომელსაც ზემოდან სხვა ტენტი გადაფარებული არ აქვს. ასეთი ტენტები, როგორც წესი, მსუბუქია, ადვილია მათი გაშლა და შედარებით იაფი ღირს. ნაკლოვანებებიდან უნდა აღინიშნოს სუსტი ვენტილაცია და აქედან გამომდიანრე, კარვის შიდა ზედაპირზე კონდენსატის წარმოქმნა.
ამ ტიპის კარვებიდან ჩვენს მაღზაიებში გვქონდა იტალიური კომპანია „ANDE“–ს კარავი, რომელიც იყო ძალიან კომპაქტური, მსუბუქი და ღირდა 54 ლარი. წყლისგან დაცვა ჰქონდა საკმაოდ დაბალი (500 მმ) და შესაბამისად, მისი გამოყენების არეალი იყო ძალიან შეზღუდული. ასეთ კარავს, პირადად მე, ალბათ არ ვიყიდი, ხოლო თუ ვინმე მაჩუქებდა, მაქსიმუმ გამომეყენებინა რამდენიმესაათიანი გასვლებისათვის (თუ ამ დროს წამოწვიმდა) და არა ღამისთევისათვის.
თანამედროვე ტექნლოგიების განვითარების პირობებში არსებობს მაღალი დაცვისა და „მსუნთქავი“ ერთტენტიანი კარვები, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია.
მეორე ტიპია ორტენტიანი კარვები. ეს არის ჩვეულებრივი კარავი, რომლებასც ზემოდან კიდევ ეფარება მეორე ტენტი (კონსტრუქციული გადაწყვეტა სხვადასხვანაირი შიძლება არსებობდეს), რომელიც იმეორებს ქვედას ფორმას და ამ ორ ტენტს შორის იქმნება ჰაერის საიზოლაციო შრე.
ამ კონსტრუქციაში, თითქოს, ერთი კარავი დგას მეორეს შიგნით. შიდა სათავსოს აქვს ძირი და კარგი ვენტილაცია, ხოლო გარეთა ტენტი წარმოადგენს „ფუტლიარს“, რომელიც შიდა კარავს იცავს წვიმისა და ქარისაგან.
ორტენტიანი კარვები სხვადასხვანაირად იშლება, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, იდგმება შიდა კარავი, რომელსაც ზემოდან ეფარება გარე ტენტი.
გარე და შიდა ტენტს შორის არსებული ჰაერი ქმნის თბოსაიზოლაციო შრეს. ამას გარდა, გარე ტენტი იძლევა საშუალებას გაკეთდეს ტამბურები, სადაც შეიძლება შეინახოთ ისეთი ნივთები, რომლებიც საძინებელ ზონაში არაფერში გჭირდებათ, მაგ.ზურგჩანთა ან რეზინის ბოტები.

 

Tamarack-Constellation-Rooftop-Tent.jpg

ფორმა

ფორმის მიხედვით არჩევენ სამ ტიპს: ნახევრადსფეროს („გუმბათი“), ნახევრადკასრს („ცილინდრი“, „ანგარი“) და ორმხრივად დახრილ ფორმას.
მესამე, ნაუ ორმხრივადდახრილი კარვები საკმაოდ იშვიათია, საქართველოში გაყიდვაში არც მინახავს.
თუ კი შევადარებთ მრგვალ და კასრის („ანგარის“) ფორმის კარვებს, ვნახავთ, რომ ეს უკანასკნელი უფრო მძიმეა, დაკეცილ მდგომარეობაში იკავებს მეტ ადგილს, უფრო ძნელად გასაშლელია და ქარისადმი მდგრადობაში აგებს მრგვალ კარავთან. თუმცა უფრო დიდი შიდა სივრცე და დიდი ტამბური აქვს, რაც განაპირობებს მის მეტ კომფორტულობას. ამიტომ ამ ფორმის კარვები, ძირითადად, გამოიყენება კემპინგებისათვის, ასევე მანქანაზე მისადგმელი კონსტრუქციების შემთხვევაში.
ყველაზე ხშირი კი ნახევრადსფერული, მრგვალი ფორმაა. ისინი მსუბუქია, კომპაქტური და ადვილად გასაშლელი. კომპაქტურობაში იგულისხმება არა მარტო დაკეცილ მდგომარეობაში პატარა ზომები, არამედ ისიც, რომ გასაშლელი ფართი მას ნაკლები სჭირდება. ეს ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება მცენარეებით დაფარულ ან ქვიან ნაპირებს, რომლებსაც ხშიარდ შეხვდებით მდინარის ან ტბის პირა.
ამ ტიპის კარვებში ტენტი მაგრდება ორ ან სამ დრეკად, რეზინაგაყრილ რკალზე, რომლებიც ერთმანეთზეა გადაჯვარედინებული.
ასეთი კონსტრუქციის გამო მათი დადგმა შესაძლებელია ნებისმიერი სიმყარის გრუნტზე და ამასთან, შესაძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ისე, რომ არ დაშალოს. მათი ხმარება ადვილი და მოსახერხებელია და, სხვა უპირატესობებთან ერთად, ამის გამო ყველაზე გაყიდვადი კარვებია დღეისათვის.
ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მრგვალ კარვებსაც ორი – წინა და უკანა შესასვლელი აქვს, რაც სიცხეში ორპირი ქარით განიავების შესაძლებლობას იძლევა და თან ორი ტამბურის არსებობაც საკამაოდ მოსახერხებელია.

 

karavi.jpg

მასალა

კარვის პასპორტში მწარმოებლები ყოველთვის უთითებენ გამოყენებული ქსოვილებისა და მასალების დასახელებებს. ამ სახელწოდებებში გარკვეული თანმიმდევრობით ჩამოწერილია რაღაც უცხოური სიტყვები, შემოკლებები და ციფრები, რომლებიც ხშირად ძნელად გასაგებია მყიდველისათვის.
შევეცადოთ გავშიფროთ ეს „აბრა–კადაბრა“.
თანამედროვე კარვების წარმოებაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ქსოვილები, რომლებიც დამზადებულია პოლიამიდისა და პოლიეთერის ბოჭკოებისაგან.
პირველს განეკუთვნება კაპრონი, ნეილონი (nylon), ხოლო მეორეს – ლავსანი, პოლიესტერი (polyester). ორივეს დადებით მხარედ მიიჩნევა დაბალი წონა, მაღალი სიმტკიცე და დაბალი ჰიგროსკოპიულობა (წყლით გაჟღენთვა). მაგრამ პოლიამიდური ქსოვილები დასველებისას იწელება, რაც, მაგალითად, წვიმის დროს იწვევს ტენტის ჩაზნექვას. სამაგიეროდ, პოლიეთერული ქსოვილები გაცილებით ძვირია.
არსებობს ამ ქსოვილების ქსოვის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც სავაჭრო მარკირებაში აღინიშნება შემდეგნაირად: Taffeta, Oxford, Rip Stop. Taffeta – ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ დროს ქსოვილი პატარა რომებების ფორმისაა და გამოდის თხელი, მაგრამ მტკიცე. მას ძირითადად იყენებენ კარვების გარე ტენტებში. Oxford უფრო სქელი და მტკიცე ქსოვილის წარმოებისათვის გამოიყენება, რომელსაც ხმარობენ ძირისათვის ან კარვის რკალების ქსოვილზე დასამაგრებელი ჯიბეებისათის. Rip Stop გულისხმობს ქსოვისას ჩვეულებრივ ბოჭკოებში უფრო სქელი და მტკიცე ძაფის ჩამატებას და გამოიყენება იმ დროს, როცა უნდათ გაზარდონ ქსოვილის მედეგობა გახეხვისადმი ან გახევისა და გამოძენძვისადმი. ასეთ გამაძლერებელი ქსოვა ადვილად შესამჩნევია, რადგან ამ დროს ქსოვილის ზედაპირი იძენს პატარა კუბოკრულ ამობურცულბებს, რომელიც ე.წ. „ვაფლის პირსახოცის“ ზედაპირს ჰგავს. ასეთი ზედაპირის შემჩნევისას შამოწმეთ, რომ იგი ძალიან ხორკლიანი არ იყოს. თუ ძაფები ძალიან ამობურცულია, არის საშიშროება, რომ წყალამრეკლი დაფარვა, რომელიც ამ ტიპის ქსოვილზე დააქვთ, კარგად არ არის შესრულებული და შეიძლება წყალი გააპაროს.
მასალის წყალგაუმტარობა ან წყალმედეგობა ფასდება წყლის სვეტის სიმაღლით, რომელსაც უძლებს ქსოვილი ისე, რომ არ სველდება. ეს პარამეტრი ითვლება მილიმეტრებში და აღწევს 10 000 მმ–ს. (ტანსაცმელზე მინახავს 25000 მმ–იც, მაგრამ კარავზე 10000–ზე მეტი არ შემხვედრია).
კარვის ძირს, შიდა და გარე ტენტებს სხვადასხვა მოთხოვნები წაეყენება, ამიტომ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

 

1bb1f01da32a.jpg

გარე ტენტი

კარვის ეს ნაწილი იღებს თავის თავზე მთელ დატვირთვას: წვიმას, სეტყვას, ქარს, ტემპარატურის ცვალებადობას, ულტრაიისფერ და ინფრაწითელ გამოსხივებას. შესაბამისად ტენტი აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად მტკიცე, გამძლე და არ უნდა სველდებოდეს. მაგრამ ამ თვისებების გაზრდა იწვევევს წონის მატებას, დაკეცვისა და გაშლის გაძნელებას, ან ფასის კატასტროფულ ზრდას და ა. შ. ამიტომ ყველა ეს მონაცემი უნდა შეირჩეს გონივრული საკმარისობის პრინციპით.
ლიტერატურაში თავს იზღვევენ და წერენ, რომ 3000 მმ წყლისმედეგობის ქსოვილი უძლებს პრაქტიკულად ყველანაირ წვიმას. ისე კი წყალს ატარებს < 600 მმ წყლისმედოგობის კარვები, კოკისპირული და გადაუღებელი თქეშის შემთხვევაში ოდნავ ატარებს წყალს 800 მმ–იანი ორტენტიანი კარავები. 1200 მმ და უფრო მაღალი წყალგაუმტარობის არც ერთ კარავი წყალს არ უშვებს პირველ ჯერზე თუმცა ექსპლუატაციაში წყალს ისიც გაატარებს. იდეაში რაც უფრო მაღალი მედეგობა აქვს კარვს მით უფრო დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს იგი წყლის შეკავების ფუნქციას.
კარვის დადგმის დროს აუცილებელია, რომ კარვის გარე ტენტი იყოს ძალიან კარგად დაჭიმული, რათა არ იყოს ჩაზნექილობები, საიდანაც შეიძლება წყალი გააპაროს.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილის ხარისხს. პირველ რიგში, ეს ეხება ქსოვის ტიპს და ძაფის სისქეს. კარგი მაჩვენებელია 185-190 ძაფი, მაღალია 210 ძაფი ერთ კვადრატულ დიუმზე, რაც აღინიშნება ასე: 185T ან 210T. ასო T წარმოდგება ინგლისური Texture Element, შემოკლებით T. სლენგეზე ე.წ. „ტექსებსაც“ უწოდებენ. როგორც აღვნიშნეთ, ეს არის გრძივი და განივი ძაფების საერთო რაოდენობა ერთ კვადრატულ დიუმზე. რაც უფრო მაღალია „T“–ს რიცხვი, მით უფრო მჭიდრო და მტკიცეა ქსოვილი.
ასევე მაღალ მაჩვენებლად ითვლება ძაფის სისქე 70-75D. Den წარმოდგება ფრანგული Denier–სგან. დენიე აღნიშნავს ძაფის სისქეს ქსოვილში და უდრის მასას გრამებში, რომელსაც იწონის 9 კმ. სიგრძის ძაფი. აბრეშუმის ჭიის ძაფის წონაა – 1 დენიე, ხოლო ადამიანის თმისა – 50 დენიე.
ქსოვის ტიპზე ზემოთ უკვე დავწერე, მაგრამ გავიმეორებ, რომ Rip Stop ითვლება ყეველაზე მაღალი ხარისხის ქსოვად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი ქსოვა ძალიან ზრდის ქსოვილის სიმტკიცეს, თან ისე, რომ არ იწვევს წონის შესამჩნევ მატებას.
ზოგიერთი კომპანია ტენტის დამცავი თვისებების გაუმჯობესების მიზნით მიმართავს ქსოვილის გაჯირჯვას წყალამრეკლი ნივთიერებით, ან ქსოვილის დაფარვას სპეციალური მასალით (პოლიურეთანული დაფარვა აღინიშნება ასოებით PU, ხოლო სილიკონური - Si ). შესაძლებელია იყოს გაჯირჯვაც და დაფარვაც. ორივე ეს ხერხი აუმჯობესებს ტენტის მდგრადობას გარე ფაქტორებისადმი და ზრდის მისი მუშაობის ხანგრძლივობას.
სერიოზული მწარმოებელი ნაწარმის პასპორტში ყოველთვის უთითებს მასალას, რომლისგანაცაა გაკეთებული კარავი. რა თქმა უნდა სხვადასხვა კომპანიის აღნიშვნები და ნაწარმის აღწერები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ ძირითადი დასკვნების გაკეთების საშუალებას ყოველთვის იძლევა.
ჰოლანდიური კომპანია ჰოლანდიური EUROTRAIL, კარავი CAMP 3.
FLY: 185T polyester PU coated 1500 mm.
INNERTENT: Breathable polyester, fire retardent
გავშიფროთ ეს ჩანაწერი:
გარე ტენტი არის პოლიესტერის, რომელის ქსოვის სიმჭიდროვე შეადგენს 185 ძაფს კვადრატულ დიუმზე, ტენტი დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 1500 მმ–ის ტოლია.
შიდა ტენტი: მსუნთქავი პოლიესტერი, რომელსაც ცეცხლი არ ეკიდება
ცოტა განსხვავებული წარწერა აქვს კანადურს COLEMAN–ს. მაგ. კარავი MONTANA 4:
Flysheet fabric: Polyester taffeta 75D, 450 mm PU coated
Inner tent fabric: Polyester 68D mesh and Polyester taffeta 75 D 450 mm PU coated.
გავშიფროთ ეს ჩანაწერი:
გარე ტენტი არის პოლიესტერის, რომელიც taffeta–ს მეთოდითაა ნაქსოვი და ამისთვის გამოყენებულია 75 დენიეს სისქის ძაფი, ტენტი დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 450 მმ–ის ტოლია.
შიდა ტენტი: ანტიმოსკიტური ბადეები ნაქსოვია 68 დენიეს, ხოლო ტენტი 75 დენიეს სისქის ძაფებით, დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 450 მმ–ის ტოლია.
ასევე განსხვავებულია THE NORTH FACE-ს წარწერა. მაგ. კარავი VE 25
Fabric: fly: 75D 185T nylon ripstop, 1500 mm PU coated, water-resistance finish.
ქსოვილი: გარე ტენტი ნაქსოვია ნეილონის 75 დენიეს სისიქის ძაფით, რიპსტოპის ტიპით, 185 ძაფის სიმჭიდროვით და წყალგაუმტარობა 1500 მმ–ია.

უნდა აღვნიშნო, რომ გარდა ამ მონაცემების გაცნობისა, გირჩევთ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ კომპანიების საიტებზე. ამის აუცილებლობაში დაგარწმუნებთ შემდეგი ფაქტი – მიუხედავად მონაცემების მსგავსებისა, EUROTRAIL-ის კარავი CAMP 3 ღირს 80 დოლარი, ხოლო THE NORTH FACE-ს კარავის VE 25 ფასი 600 დოლარია. საქმე ისაა, რომ VE 25 ალბათ, ყველაზე ცნობილი კარავია ალპინისტებში და იწარმოება უკვე 20 წელია. მისი ქსოვილის რეალური წყალმედეგობა 10000 მმ. უბრალოდ, ამერიკელი მწარმოებელი თავის კარავზე იძლევა გარანტიას მთელი სისცოცხლის განმავლობაში და ის, რაც წერია პასპორტში (1500 მმ), არის ყველზე პრობლემური ნაკერის წყალგაუმტარობა, რომელიც შენარჩუნებული ექნება კარავს 30–40 წლის შემდეგაც კი. რა თქმა უნდა, ამის გარდა ფასს განსაზღვრავს წონა, კარკასის ხარისხი, ძირის მახასიათებლები და სხვა.

 

7f8067429663.jpg

შიდა კარავი (შიდა ტენტი)

მისი ძირითადი დანიძნუელბაა იყოს კომფორტული და მშრალი საცხოვრებელი. ამისათვის იგი უნდა „სუნთქავდეს“, ჰქონდეს კარგი ვენტილაცია, დაცული იყოს კონდენსატის გაჩენისაგან და ამასთან იყოს მტკიცე და მსუბუქი.
როგორც წესი, შიდა ტენტის წყალგაუმტარობა უფრო დაბალია, ვიდრე გარე ტენტის. მისთვის უფრო ხშირად ხმარობენ ნეილონის ქსოვლს, რომლების კარგად იცავენ შიდა სივრცეს ქარისგან და გარეტ ადვილად გამოაქვთ ჰაერი და ორთქლი.

 

c98c432b5c4e.jpg

ძირი

წყალგაუმტარობის და სიმტკიცის მხრივ, კარვის ძირს ყველზე მეტი მოთხოვნა წაეყენება. ის შიგნიდან უნდა უძლებდეს ადამიანის მუხლებისა და იდაყვების ზეწოლას, ხოლო გარედან იცავდეს წყლის ნაკადისაგან, რომლის გზაზეც შეიძლება კარავი აღმოჩნდეს უამინდობის დროს. თუმცა, მეორეს მხრივ, ამის გამო არ შეიძლება უსაშველოდ გაიზარდოს კარვის წონა და მოცულობა.
სასურველია, რომ ძირის წყალგაუმტარობა იყოს მინიმუმ 3000 –50000 მმ, რადგან ძლიერი ზეწოლისას მან წყალი არ გააპაროს. ზოგადად ითვლება, რომ 3000 მმ კარგად უძლებს ტანის ზეწოლას, 5000 მმ მუხლებისას, ხოლო 10000 მმ იდაყვებისას. ეს, რა თქმა უნდა, მთლად ზუსტი არაა და იგი ბევრადაა დამოკიდებული ქსოვის ტიპზე, ძაფის სისქეზე და ნაწარმის ხარისხზე, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას https://legion.ge/in...05&p=5128&page=შეგიქმნით რატომ უნდა იყოს ძირი მომატებული წყალმედეგობის.
უფრო ხშირად ძირის მასალად გამოიყენება ან ნეილონი ან არმირებული პოლიეთილენი.
სასურველი მონაცემები ასე გამოიყურება: Nylon Oxford 210Т PU 5000 Rip Stop WR. აღნიშვნა WR ნიშნავს water resistant–ს. მაგალითად, THE NORTH FACE-ის VE 25 –ის ძირის მონაცემები ასეთია: 70 D 210T nylon taffeta, 10 000 mm PU coating, water resistant finish.

კარვის კარკასი

საკამოდ მნიშვნელოვანია, თუ რისგანაა გაკეთებული კარკასი. იგი უნდა იყოს მტკიცე, მსუბუქი და ადვილად იშლებოდეს და იწყობოდეს.
დღეს კარკასი კეთდება ან მინაქსოვილისაგან (ფიბერგლასი) ან ალუმინისაგან.
ფიბერგლასის კარკასს ალუმინთან შედარებით აქვს მხოლოდ ერთი უპირატესობა – დაბალი ფასი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტურისტულ კარვებში, რომლებასაც ძირითადად მეთევზეები იყენებენ, მინაქსოვილის ჯოხები სავსებით საკმარისია.
სხვა საქმეა სამთო ტურიზმისა და ალპინისტური კარვები. მათში აუცილებელია ალუმინის კარკასის გამოყენება არამარტო იმიტომ, რომ ისინი უფრო მტკიცეა, მსუბუქი და არ აქვთ ნარჩენი დეფორმაცია. ძირითადი აქ არის მკვეთრი ტემპერატურული გადახრებისადმი მდგრადობა. მაღალ მთაში ღამით ძალიან ცივა და ხშირად მინუსი ფიქსირდება, ხოლო დღისით, მზის გულზე ტემპერატურა 25–30 გრადუსსაც აღწევს. სწორედ ამ დროს ფიბერგლასის ჯოხები იბზარება, სკდება და იმტცრევა, ხოლო ალუმინისაზე ეს ფაქტორი არ მოქმედებს. თანაც მინაქსოვილის ჯოხები ვერ უძლებს დარტყმას და დაცემას, ალუმინისა კი ამის მიმართაც გამძლეა.
ყველაზე გავრცელებული მარკები, რომლებიც გამოიყენება კარვის კარკასებისათვის არის 7001, 7071, 7075, რომელთაც თითქმის თანაბარი სიმტკიცე აქთ. ზოგჯერ მარკირებისას შეიძლება მითითებული იყოს ჩამოსხმის სიმტკიცე, მაგ. 7075-
წყარო თბილისი ფორუმი ;))

2013081412283419782.jpg



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საჭირო ინფოა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კვაპა ისე სურათებსაც თუ დაურთავ უფრო შემეცნებითი გამოვა სტატია


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კარავი–ჰამაკი კომფორტული მოგზაურობისათვის  
bac4152897e9.jpg

უამრავ ადამიანს უყვარს შვებულების უჩვეულო პირობებში გატარება მაგალითად ჯუნგლებში ან თოვლით დაფარულ მთებში. თუმცა ტრადიციული კარავი, რომელშიც მოგზაური არც ისე მცირე დროს ატარებს, თანამედროვე მოთხოვნებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს. როგორც ვიცით ის მიწაზე თავსდება, სადაც უამრავი მწერი და მტაცებელი ბინადრობს, რაც საკმაოდ უსიამოვნო და საშიშია კარავში მობინადრეთათვის. ასეთ ადგილებში მოგზაურობის უფრო მეტ კომფორტულობასა და უსაფრთხოებას ჰამაკის სტილს მორგებული Tentsile Suspended Tent განაპირობებს, რომელიც გამართვის შემდეგ მიწიდან რამოდენიმე მეტრით იქნება დაშორებული.

f899d7b21b65.jpg

52a022dc3b99.jpg

f140ea176119.jpg

e30267f4f554.jpg

e646531311b1.jpg

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ტექნოლოგია ახალი კარავი
2012, 4 ივნისი, 12:29

48931338798434.jpgკარავი რომელიც უახლესი ტექნილით არის აღჭურვილი მასში არის კომპიუტერი, მონიტორი და ის მზის ენერგიით იკვებება .ასევე აქვს gps სისტემა და ტუ ტურისტმა ის დაკარგა მას ადვიკად მიაგნებს.კარავს გააჩნია ასევე გათბობა.ეს კარავი მომავლის ტექნოლოგიაა.მასში მონიტორები კი აჩვენებენ მოხმარებულ ენერგიას და დარჩენილს.

 

 

 

 

 

 

intermedia


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Stichoza

Stichoza

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი

საჭირო და კარგი ინფორმაციაა. ხეზე გასაკიდი კარვები განსაკუთრებით (აქამდე რატომ არ გამახსენდა).

 

აქვე ესეც გამოსადეგი ინფორმაციაა: https://www.metaoutd...a/gear/1/karavi

 

ჩემი საიტია და გამოგადგებათ წესით ყველას  :0036:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კარგი სტატიაა, 

 

მადლობა ინფორმაციისთვის :)  :good:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

საჭირო საიტია  :good:


legion.ge-82-1553250895.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საჭირო და კარგი ინფორმაციაა. ხეზე გასაკიდი კარვები განსაკუთრებით (აქამდე რატომ არ გამახსენდა).

 

აქვე ესეც გამოსადეგი ინფორმაციაა: https://www.metaoutd...a/gear/1/karavi

 

ჩემი საიტია და გამოგადგებათ წესით ყველას  :0036:

კარგია ნამდვილად . საჭირო და გამოსადეგი ...  :bravo: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

:good:


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?