Jump to content

სურათი

ცოტა რამ ლაშქრობაზე ;)


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

როგორ მოვემზადოთ ხანგრძლივი ლაშქრობისთვის

ორზე მეტ დღიანი ლაშქრობისთვის პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ.უნდა დავფიქრდეთ შევძლებთ თუ არა კონკრეტული მარშუტის გავლას,ეს იმისთვისაა საჭირო რო სხვა მოლაშქრებისთვის მუხრუჭი არ გავხდეთ,ეს როგორც თქვენ ნერვებზე ასევე სხვის ნერვებზეც იმოქმედებს, მაგრამ როგორც წესი სურვილი ყოველთვის ბევრს ახდენს ანუ თქვენ თუ გექნებათ სურვილი რაღაცის გაკეთებისა ამას აუცილებლად გააკეთებთ.უნდა ვიცოდეთ რომ ლაშქრობისას როგორც წესი მოკლებული იქნებით “ევროპულ” საპირფარეშოს ასევე აბაზანას მათ შემცვლელად ბუჩქები და მდინარები იქნება.ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე წინასწარ უნდა დაფიქრდეს ყველა დამწყები მოლაშქრე.ეხლა უფრო კონკრეტულად:
ორზე მეტ დღიანი ლაშქრობისთვის აუცილებელია:
1) ჩანთა.აუცილებლად კარგად მორგებული ზურგზე სასურველია ცნობილი ფილმის ძვირადღირებული,მაგრამ თუ არის იაფასიანი ჯობია ნაკერები ხელახლა გადავაკერებინოთ ლაშქრობისას ჩანთის დაზიანებამ შეიძლება დიდი პრობლემები გაგვიჩინოს.
2) ფეხსაცმეილი არ არის სასურველი ახალი ფეხსაცმლით წასვლა ლაშქრობაში დიდი ალბათობა ფეხის დაზიანების ანუ გადაყვლეფის.ლაშქრობამდე რამოდენიმე დღით ადრე ჯობია ფეხსაცმელი მოვთელოთ და გარკვეული მანძილი გავიაროთ.
3) დანა სასურველია საშუალო ზომის ნაკლებად მძიმე.
4) საწვიმარი გამოდგება როგორც წვიმისგან დასაცავი ასევე კარვის გასაკეთებლად.
5) პირადი ჰიგიენის ნივთები
6) ასანთი სასურველია რამოდენიმე ცალი.შევინახოთ სხვადასხვა ადგილას წყალგამძლე პარკში.
7) პირადი აფთიაქი.
8) თანსაცმელი სასურველია რამოდენიმე წყვილი.
9) წინდები რაც მეთი მით უკეთესი
10) მზისგან დამცავი საშუალებები გამოდგება როგორც კეპი ასევე პანამა.
ასევე ბენდენა შემაგი და სპეციალური მზისგან დამცავი კრემები.(მთაში მზე განსაკუთრებით მცხუნვარეა)
11) პარალონი სასურველია მაგარი. რბილი ადვილად იხევა და არაკომფორტულიც არის.
12) ფანარი. სასურველია თავზე გასაკეთებელი ძალიან მოსახერხებელია და საჭირო რიგ შემთხვევებში.

ცალკე განვიხილოთ მხოლოდ რამოდენიმე პუნქტი ამ ჩამონათვალიდან.
პირადი აფთიაქი:
1)სასურველია შევინახოთ პლასტმასის წყალგაუმტარ კონტეინერში.
2)სტერირული ბინტი 1ან ორი ცალი
3)ელასტიური ბინტი ერთი ცალი ნახევარმეტრიანი
4)იოდი
5)ე.წ “სველი სალფეტკი”
6)სანტავიკი სასურველია რამოდენიმე ცალი
7) ანტიბიოტიკი (ციპროფლოქსაცინი ან ციპრობაი ან ციპრინოლი 500მგ) 10-12 ტაბლეტი

8) ტკივილგამაყუჩებელი (ტორადოლი 6 აბი)

9) რეჰიდრონის პაკეტი (ფაღარათის დროს მიიღება, იხსნება 1 პაკეტი 1 ლიტრ წყალში) 2 პაკეტი

10) წყალბადის ზეჟანგი (პლასტმასის ბოთლში!!!!) ჭრილობების დასამუშავებლად
1) თუ ადამიანი ალერგიულია - ტელფასტი ან სუპრასტინი ან ტავეგილი უნდა ატაროს, ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერის კბენის შემთხვევაში.
12)გაციების საწინაღმდეგო სპეციალური ჩაის ფხვნილები.
13) ვალერიანი ან ვალიდოლი

პ.ს ეს არის სასურველი წამლების ჩამონათვალი არ არის აუცილებელი ყველაფერი თან ატაროთ აირჩიეთ შეხედულებისამებრ.
ეს ნივთები არ დაიკავებს დიდ ადგილს თქვენს ჩანტაში სამაგიეროდ შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ ლაშქრობისას.
პირადი ნივთები:
1) ჭიქა.სასურველია ალუმინის ან პლასტმასის.
2) თეფში სასურველია არა ერთჯერადი.
3) კოვზი დანა ჩანგალი სასურველია სპეციალური დასაკეცი
4) ტუალეტის ქაღალდი 1 ც. ხელსახოცები ე.წ ნოვა,სელპაკი.
5) კბილის ჯაგრისი


კვება ლაშქრობაში 

კვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორზე მეტ დღიანი ლაშქრობის დროს.ვინაიდან უჭმელობა იწვევს ენერგიეს სწრაფ კარგვას.ლაშქრობაში დღეში იხარჯება 3500-4000 კალორიამდე გააჩნია რელიეფს.უ მჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ მაღალკაროლურ საჭმელს.
რომელი საკვები რას შეიცავს მომეტებით 


ცილა: ყველი, ხორცი, კვერცხი, ხაჭო, ლობიო, სოიო, არახისი, სოკო, თხილი.

ცხიმი: კარაქი, მარგარინი, ცხოველური ცხიმები, რძის ნაწარმი

ნახშირწყალი: თაფლი, ხილი, ბოსტნეული, შაქარი, თეთრი პური, მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი
თან ვატაროთ:
1) პური.
2) შუხარი
3) სუპის კონცენტრატები -
4) პიურეს კონცენტრატები 
5) ხორცის და თევზის 
6) ძეხვი და პაშტეტი
7) ყველი ჩვეულებრივი ან მდნარი საუკეთესოა შებოლილი ასევე დაწნული.
8) შედედებული რძე (მალაკო)
9) შაქარი, მარილი, ჩაი, ყავა
10) მიწის თხილი, ქიშმიში, ხალვა, ჩურჩხელა
11) შოკოლადი - სიცხეში მალე კარგავს ფორმას, ამიტომ ჩალაგებისას სად დებთ მიაქციეთ ყურადღება. სნიკერსი იდეალურია.
12) პეჩენია-სუხარი
13) კანფეტი სასურველია საწუწნი
ეს ჩამონათვალი არის რეკომენდაცია და არა აქსიამო საჭმელი საკუთარი შეხედულებისამებრ აარჩიეთ.


როგორ ჩავალაგოთ ჩანთა
ხანგრძლივი ლაშქრობისას გასათვალიწინებელია ის თუ როგორ ჩავალაგებთ ჩანთას.როდესაც ყველა ნივთს ერთად მოკრიბავთ შეეცადეთ გადარჩიოთ აუცილებელი და ნაკლებად აუცილებელი ნივთები.ხანგრძლივი ლაშქრობისას არაფერში გჭირდებათ ზედმეტად მძიმე გამოუსადეგარი ნივთები მაგალითად წიგნები ან ზონტიკი.
ყველა ნივთი მოათავსეთ ერთად და კიდევ გადახედეთ გაქვთ თუ არა ყველა ის ნივთი რომელიც გჭირდებათ. უმნიშვნელო მაგრამ საჭირო ნივთის დავიწყების შემთხვევაში შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ.სასურველია თუ გექნებათ სია საჭირო ნივთების და აღნიშნავთ ყველა ნივთს. 
ჩანთის ჩალაგებისას გავითვალისწინოთ მოლაშქრის ოქროს წესი ყველა მძიმე ნივთი მოვათავსოთ ჩანთის ძირში ან ზურგთან ახლოს,ჩანთის ბოლოში ასევე ჩაალაგეთ ნივთები რომელიც სიარულის დროს არ დაგჭირდებათ,მაგალითად ტუშონკები ან საძილე ტომარა,ნივთები რომელიც შეიძლება გზაში დაგჭირდეთ უმჯობესია ან ზემოთ მოათავსოთ ან გარეთა ჯიბებში იქონიოთ მაგალითად საწვიმარი ან პატარა აფთიაქი.წონის სწორად გადანაწილების შემთხვევაში ჩანთის როგორც მოკიდება ასევე ტარება სასიამოვნო იქნება.
ყველა ნივთის ჩანთაში მოთავსების მერე მოიკიდეთ ჩანთა შეამოწმეთ ზურგზე რამე ხო არ გერჭობათ ან ცალ მხარეს უფრო მეტი წონა ხო არ არის.შეამოწმეთ ყველა რემენი რომელიც ჩანთას აქვს,ასევე ყველა შესაკვრელი რაიმე გაფუჭებული ხო მარ არ არის.კარავს,პარალონს და სხვა ისეთ ნივთებს რომელსაც წვიმის არ ეშინია შეგვიძლია გარედან დავკიდოთ.
მაგრამ არ შეიძლება ჩანთის როგორც სწრაფად მოხსნა ისე მოკიდება.შეეცადეთ ორივე ქმედების დროს ჩანთა რაიმეზე დადოთ და ისე მოიხსნათ ან მოიკიდოთ თუ ასეთი ახლო-მახლო არაფერია მაშინ მეორე მოლაშქრის მუხლის გამოყენება შეიძლება.
შეძლებისდაგვარად შევეცადე ერთად მომეგროვებინა ყველა ის ინფორმაცია რომელიც საჭიროა ლაშქრობისას.ბედნიერ ლაშქრობებს გისურვებთ და გახსოვდეთ რომ ლაშქრობაში თუ სხვასთან ერთად ხართ ყოველთვის იფიქროთ მასზე და არა მარტო საკუთარ თავზე ასე უფრო სასიამოვნო ლაშქრობა გამოვა.

წყარო :მოგზაურთა კლუბი იეტი 
გ. მეგრელიშვილი (კვაპა)
 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოგზაურთა კლუბს გვერდიც მიგეთითებინა ..... ;) .

სტატია :good:  სერიოზულ


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?