Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
თახვი - castor fiber linnaeus


castor-fiber-linnaeus_taxvi_monadire_com

 

597px-American_Beaver.jpg

144338.jpg
თახვი დიდი მღრღნელია. მისი წონა 18 – 20 კგ-ია. სხეულის სიგრძე 75 სმ-დან 120 სმ-მდე აღწევს, კუდისა კი - 25- 35 სმ-მდე. მდედრი უფრო დიდია მამრზე. სხეული ტლანქი და მოუქნელი აქვს, კისერი მოკლე და მსხვილი. მსხვილი და ღონიერი საჭრელი კბილები თახვს მომარჯვებული აქვს წყალში ხეების „საჭრელად“. ამავე დროს ორივე ტუჩი იკუმება საჭრელი კბლილების უკან ისე, რომ ხის მოჭრისას პირში წყალი ვერ იჭრება. წინა კიდურები სუსტია, მაგრამ მიწის სათხრელად აქვს მომარჯვებული. უკანა თათის მეორე თითის გაორკაპებული ბრჭყალით თახვი ექტოპარაზიტებს იშორებს, გარდა ამისა ბეწვს ანალური ჯირკვლების ცხიმოვანი გამონაყოფით იპოხავს. ნიჩბისებურ ღონიერ კუდს თახვი წყალზე ატყლაშუნებს და ამით გაფრთხილებას იძლევა. მუცლის მხარეზე კუდთან ახლოს ორივე სქესის თახვს მოეპოვება ცხიმოვანი ჯირკვალი, რომელიც გამოყოფს „თახვის ჭავდად“ წოდებულ მუსკუსს.
ბეწვის შეფერილობა მრავალნაირია, ღია წაბლისფერიდან თითქმის შავამდე, რაც დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა, ინდივიდზე და ასაკზე. სხეულის მუცლის მხარე უფრო ღია ფერისაა, თივთიკი სქელი. რბილია და კლაკნილი.

თახვი ცივ და სუბტროპიკულ ჰავასაც ეგუება, თუ მისთვის ხესაყრელი წყალსატევები არსებობს სანაპირო ფოთლოვანი ხეებით. ტბებშიც ცხოვრობს თუ საკვები ბლომად იპოვა. საკვებად არჩევს ხის უფრო რბილ ჯიშებს - ტირიფს, ლაფანს და სხვა. შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე ჭამს მწვანე ქერქს, წყლის ბალახების ფესვებს და ახალგაზრდა ტოტებს. გაზაფხულის მეორე ნახევარში და ზაფხულში ეტანება ახალგაზრდა მცენარეების ტოტებს, ფოთლებს, ნეკერს.
ზოგჯერ რამდენიმე თახვი ერთად ჭრის ხეს, რომლის დიამეტრი 1 მეტრია. მოჭრილ ხეს რამდენიმე ნაწილად „ხერხავს“. ნაწილებს და ტოტებს მიაცურებს თავის ბინისკენ. საკვებს იმარაგებს ზამთრისათვის.

თახვი აკეთებს სხვადასხვაგვარ ნაგებობას ქოხის, ჯებირის და არხების სახით. ქოხს იგი აკეთებს ხის წვრილი ნაჭრებისაგან, ტოტებისაგან შელესავს რა ტალახითა და შლამით. ქოხი მიაგავს ზვინს (ბულულს), სიმაღლე ზოგჯერ 2,5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3-დან 12 მეტრამდეც. ქოხის შიგნით რამდენიმე ოთახია მორთული ორ-სამ სართულად აგებული და წყალსატევს უერთდება სავალი გზებით. ზოგგან თახვი ცხოვრობს სოროში, რომელსაც გასასვლელი აქვს წყალში. სოროს შეიძლება 25 მეტრიც ჰქონდეს სიგრძე. სოროს აქვს გვერდის დახშული შტოები. ქოხს თახვი აკეთებს დაბალპირებიან წყალსატევში, თუ ნაპირი მაღალია, მაშინ გაყავს სორო.

თახვი ჯებირს აკეთებს საკვების დამზადების ადგილის ქვემოთ მიმდინარე, მაგრამ ამოსაშრობ წყალსატევში. ჯებირი წყლის სიმარლეს ამაღლებს და ხელს უწყობს ცხოველს საკვების მომზადებაში. ცნობილია 652მ სიგრძის ჯებირი, რომლის სიმაღლე 3, ხოლო სიგანე 7 მეტრია. ჯებირს იგი ზაფხულში აკეთებს, ხისგან და შლამისგან.

არხს აკეთებს, თუ საკვები სახლთან ახლოს არ ეშოვება. არხის სიგანე 40-50 სმ-ია, სიგრძე რამდენიმე ასეული მეტრი, სიმარლე კი 1 მეტრამდე. ასეთი არხით თახვი საკვებს მიაცურებს.

თახვი საკვებისათვის ღამე გამოდის, მაგრამ ზოგჯერ დღისითაც ნახულობენ, სახლში დილით მიდის. ერთ სახლში რამდენიმე ერთად ზამთრობს: ბეწვს იცვლის აპრილში. მაკეობა 105 – 107 დღე გრძელდება. შობს 3-4 თვალახილულ შვილს. ძუძუს 2 თვეს აწოვებს. ცოცხლობს 35 წელი.
თახვის მტრებია - მგელი, მელა, სამურავი, მაწანწალა ძაღლი და ჭოტი.

მისი ბეწვი ძვირად ფასობს. წინათ მისი ჭავდი ძვირად ფასობდა სამედიცინო მიზნით. ახლა იყენებენ სუნამოს დასამზადებლად.
თახვი გავრცელებული ყოფილა სამხრეთსა და დასავლეთ საქართველოშიც XVIII საუკუნემდე. ამას მოწმობს ლიტერატურული ძეგლები. იგი სხვა ქვეყნებშიც იყო გავრცელებული, მაგრამ არეალის რაიონები ძლიერ შეიკვეცა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბინადრობს ბელორუსიაში სმოლენსკის ოლქში, უკრაინასა და ვორონეჟის ოლქში. ციმბირში შემორჩენილია მხოლოდ ტიუმენსა და ტუვინში. ამჟამად დარჩენილია ძალზე მცირე რაოდენობა. მასზე ნადირობა აკრძალულია. ბელორუსიაში სპეციალური ნაკრძალია დაარსებულია. მისი რეაკლიმატიზაცია საქართველოშიც შესაძლებელია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ამერიკაში ამათი გაკეთებული დამბა მანახეს. გეუბნებით ენერგეტიკის სამინისტროში წამყვან სპეციასლისტად იმუშავებდა... ;)

არხებიც შეყავს , მოკლედ გპი -ს დიპლომს გაქაჩავს რა..


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?