Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • ასაკი:N/A
    • მისამართი:..............
    • წარმოშობა:.................

    2124d1325d7b.jpg                                                                                   

        ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს.
    ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია. აქაური ნიადაგი ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან წყალუხვია. ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი და მაწიმისწყალი ის მთავარი მდინარეებია, რომლებიც სათავეს მაღალ მთაში იღებს, ისინი ქმნიან უამრავ წყალვარდნილსა და ჩანჩქერს, რომლებიც ტყის ქვედა სარტყელში შედარებით მდორედ მოედინება.
    ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს.

     

    1264541_472963622801426_635689642_o.jpg

    1264541_472963622801426_635689642_o.jpg

    ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სიმდიდრე ბუნებაა. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ვერტიკალური ზონირება და ჰაბიტატთა მონაცვლეობაა. ენდემიზმის მაღალი დონე აქ გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა - კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს. ლაგოდეხი განთქმულია თავის საუკეთესოდ შემონახული ხელუხლებელი წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებით.
    ნაკრძალში მცენარეულობის ყველაზე გავრცელებული ტიპი წიფლნარი ტყეა, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება მურყნარები, რცხილნარები, პატარა ნაკვეთებად ქართული მუხის ტყე და შერეული ფოთლოვანი ტყეები. ნეკერჩხლის კორომებს, შემდეგ კი მაღალმთის მუხის ტყე, სუბალპურ ზონაში არყნარია გავრცელებული, დეკის ბუჩქნარს უკავია.

     

     

     

    მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორის ადგილსამყოფელებში ასევე მდიდარი და თვალწარმტაცი ფაუნის წარმომადგენლებია გავრცელებული. აქ ხერხემლიანი ცხოველების 126 სახეობის ცხოველია აღწერილი, მათგან თევზების - 4 სახეობა, ამფიბიების 5 სახეობაა, ქვეწარმავლების 12, ფრინველების 150 სახეობაა და ძუძუმწოვრების 53 სახეობაა გავრცელებული. ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ასევე მდიდარია უხერხემლოების ფაუნა, იგი ბოლომდე არ არის შესწავლილი.
    ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს “წიტელ ნუსხაშია” შეტანილი, ასეთებია: არჩვი, კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის მხოლოდ რამოდენიმე პოპულაციაა შემორჩენილი საქართველოში, შველი, გარეული ღორი.
    მტაცებლებიდან აღსანიშნავია ფოცხვერი, მგელი, ასევე საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი.
    ფრინველებიდან ყურადღებას იქცევენ მტაცებელი ფრინველები, რომლის გარეშე ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი წარმოუდგენელია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი, ბექობის არწივი.
    კავკასიის ენდემები ფრინველებიდან ლაგოდეხში გავრცელებულია კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.
    ლაგოდეხის რაიონში მრავლადაა წინაქრისტიანული ნასახლარი და სამარხი. ბრინჯაოს ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები სოფ. ულიანოვკის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ძეგლები ლაგოდეხში და მის შემოგარენში ბევრია. ზოგიერთი მათგანი, მეთორმეტე საუკუნის მაჭის (ანუ თამარის) ციხის მსგავსად, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაცული ტერიტორიის მახლობლადაა XI-XII საუკუნის წმინდა თევდორეს ეკლესია, ლაკუასტას ციხე-სიმაგრის VIII საუკუნის ნანგრევები, ფონის, არეშფერანისა და ხოშტას ეკლესიები, ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ნაგებობების და ხიდების ნანგრევები.

     


    • 0

    #2 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30149 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ვერტმფრენის საშუალებით ცხოველები დაითვალეს

     

    1264541_472963622801426_635689642_o-300x

    ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საველე კვლევა განხორციელდა, რომელიც მსხვილი ძუძუმწოვრების რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის განსაზღვრას ითვალისწინებს. ამ სახის აღრიცხვა ვერტმფრენის საშუალებით ხორციელდება და აერო ფოტო და ვიდეო გადაღებაზეა დაფუძნებული. ძუძუმწოვართა პოპულაციების რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის დადგენა შესაძლებელია სპეციალური ტრანსექტებზე აღრიცხვის გზით, ხოლო მოპოვებული მონაცემები საგანგებო კამერალურ დამუშავებას საჭიროებს.

    აღნიშნული კვლევა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ილიას უნივერსიტეტის პროფესორების – ზურაბ გურიელიძის, ნათია კოპალიანისა და ლექსო გავაშელიშვილის მიერ ჩატარდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსი სოსო ქარცივაძე.

    აღრიცხვა ჩატარდა როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა და ლაგოდეხის აღკვეთილს პერიმეტრზე, ასევე მათ მომიჯნავე ბუფერულ ზონებშიც. აერო გადაღებების დროს ჯიხვის, ირმის, დათვის, შვლის და სხვათა ძუძუმწოვართა ფოტოები დაფიქსირდა. ხოლო ფრინველებიდან კი, შურთხის მოზრდილი პოპულაცია იქნა აღბეჭდილი. აღნიშნული მასალა ილიას უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე დამუშავდება და შედეგები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემდგომი გამოყენებისათვის გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა და მიზნად დაცულ ტერიტორიაზე სახეობათა რაოდენობის დადგენას ისახავს.

    ინფო 9


    • 0

    #3 Share
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19365 პოსტი
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    ულამაზესი ადგილებია მანდ...


    • 0

    #4 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30149 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    მიყვარს რა ეს დალოცვილი მხარე :0025: :0022:


    • 0

    #5 Share
    mirza

    mirza

      ლეგიონერი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPipPip
    • 949 პოსტი
  • ასაკი:39
    • მისამართი:ქუთაისი
    • წარმოშობა:იმერეთი

    კაბალის ხეობა განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია..........


    • 0

    #6 Share
    პანჩო

    პანჩო

      ტრიბუნი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPip
    • 618 პოსტი
  • ასაკი:36
    • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
    • წარმოშობა:xidari

    ნამდვილათ  კარგი  ადგილებია !!  ჰმუუ  ნეტა   როდისვნახავ  ?    :ki:


    • 0

    #7 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30149 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    კაბალის ხეობა განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია..........

     

    ნამყოფი ხარ მირზა-ხან? ეგ მხარეც ლამაზია არა?გამიგონია ძალიანო....
     


    • 0

    #8 Share
    mirza

    mirza

      ლეგიონერი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPipPip
    • 949 პოსტი
  • ასაკი:39
    • მისამართი:ქუთაისი
    • წარმოშობა:იმერეთი

    იმედია მალე დატკბებით მაგ სილამაზით...


    • 0

    #9 Share
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 30149 პოსტი
  • ასაკი:53
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტომახემ აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი გადაშენების საშიშროების წინაშე მდგარი სახეობაა. 2015 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის ნაკრძალში 560 ასეთი ინდივიდი ბინადრობს.

    ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, ნაკრძალში ჯიხვის პოპულაციის რიცხოვნობა სტაბილურად იზრდება.

    „გასული საუკუნის 90-იან წლებში ჯიხვის რიცხოვნობა კატასტროფულად შემცირდა. 2001 წლის აღრიცხვით, 117 ინდივიდი ფიქსირდებოდა, მაშინ, როდესაც 80-იან წლებში ჯიხვის რიცხოვნობა 2000 ინდივიდს აღემატებოდა. ბოლო წლებში დაცული ტერიტორიის მართვის გაუმჯობესებამ, დაცვის რეჟიმის გამკაცრებამ გამოიწვია ჯიხვის პოპულაციის რიცხოვნობის სტაბილიზაცია და დღეისათვის ფიქსირდება ჯიხვის პოპულაციის ზრდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემები არ იძლევა პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის ანალიზის საშუალებას. აღნიშნულ ეკოსისტემას ბევრად მეტი რაოდენობის ინდივიდის უზრუნველყოფა შეუძლია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯიხვის პოპულაცია ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში შესაძლებელია შეფასდეს როგორც საფრთხეში მყოფი“, - აცხადებს გიორგი სულამანიძე.

    მისივე თქმით, პოპულაციის შენარჩუნებისთვის ბრაკონიერობის კონტროლია აუცილებელი.

     

    „ბრაკონიერობის სრულიად აღმოფხვრის შემთხვევაში ჯიხვი ნაკლებად მგრძნობიარე გახდება ადამიანის მიმართ და ბევრად ადვილი სანახავი იქნება. აქედან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა ექნება დაცულ ტერიტორიაზე ტურისტების მოზიდვისთვის“, - აღნიშნავს გიორგი სულამანიძე.

    საქართველოში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი დიდ კავკასიონზე, მთა შხარადან აღმოსავლეთით ბინადრობს. ლაგოდეხის დაცულტერიტორიებზე ის ზღვის დონიდან 1000-3400 მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. მოზრდილი ხარჯიხვის სხეულის სიგრძე 160 სმ, სიმაღლე 100 სმ-მდეა, წონა 140-160 კგ. მდედრების ზომა და წონა 1/3-ით ნაკლებია, ვიდრე ხარჯიხვისა. 

    აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის გამრავლების სეზონი ნოემბრის მეორე ნახევარში იწყება და თითქმის იანვრამდე გრძელდება. ახალშობილი ციკანი რამდენი მეწუთის შემდეგ ფეხზე დგება, ხოლო ერთ-ორ საათში უკვე სირბილი შეუძლია. გამრავლების უნარი ხარჯიხვებს უნვითარდება 3-4 წლის, ხოლო მდედრებს 2 წლის ასაკში.

    გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, 20 აგვისტოდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად, თანამედროვე მეთოდებით ჯიხვის აღრიცხვას დაიწყებს. კვლევები 2017 წლის ივლისში დასრულდება. 

    წყ. caucasica
    • 0

    #10 Share
    mantis

    mantis

      დელეგატი

    • კლუბის წევრი
    • 3385 პოსტი
  • ასაკი:23
    • მისამართი:tbilistan axlos
    • წარმოშობა:tbilistan axlos

    მაგარია  :good:


    • 0

    #11 Share
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19365 პოსტი
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    ვააა

    რა მაგრა გადაუღია...

    თან ფონიც რა მაგარია.. რაღაც მისტიური არსებასავით არ გამოჩნდა და გაუჩინარდა? :)


    • 0





    საკვანძო სიტყვები: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, დიდი კავკასიონი, ქედი, ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, სუბტროპიკული კლიმატი, ალპურ სარტყელში, მყინვარული, შავი კლდის ტბა, ჰაბიტატთა მონაცვლეობა, ენდემიზმი, ქალწულებრივი ტყეები, მუხის ტყე, შერეული ფოთლოვანი ტყეები, სუბალპურ ზონა, ნეკერჩხლის კორომებ, არყნარი, დეკის ბუჩქნარი, წითელ ნუსხა, ექობის არწივი, კრავიჭამია, მთის არწივი, ველის არწივი, თევდორეს ეკლესია, ლაკუასტას ციხე-სიმაგრე, ადრექრისტიანული

    0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

    0 წევრი, 0 stumari,


    ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 4 წევრს:


      mamia suladze, გუგა, mantis, babu
    IPB skins by Skinbox