Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩვეულებრივი ზღარბი - Erinaceus europaeus linn

 

4197968070_323a01c0c6_z.jpg

ჩვეულებრივი ზღარბი გავრცელებულია ტრამალებში, ველებში, ტყეებში, ბუჩქრებში, ხეხილის ბაღებში, თხილნარსა და პურის ყანებში სუბალპურ ზონამდე. ნაპოვნია 2300 მეტრის სიმაღლეზე. უფრო ხშირია ტყის ზონასა და ველებში, მხოლოდ უდაბურ ტყეებს არ ეტანება. დღისით ისვენებს, სანადიროდ ღამე გამოდის. უმეტესად იკვებება ცხოველური საკვებით: მწერებითა და ჭია - მატლებით. არანაკლებ ეტანება მცენარეულ საკვებსაც - თხილს, ხილს და ხალხის გადმოცემით, ყურძენსაც.

დედალ-მამალი ზღარბი ზაფხულში ერთად ცხოვრობს. შვილების რიცხვი ზოგჯერ 8 - მდეც ადის. ისინი ბუდეს ჩირგვში ან ეკლის ბარდებში იკეთებენ; ოდნავ ამოთხრილ მიწაში ფოთლებს, მატყლსა და ბალახს აფენენ. ნოემბრის ბოლოდან ზამთრის ძილს ეძლევიან. გაზაფხულზე საქართველოში ადრე იღვიძებენ, ზოგჯერ მარტის დასაწყისშიც, რაც დაკავშირებულია თბილი ამინდების დაწყებასთან. ჩვეულებრივი ზღარბი სასარგებლო ცხოველია, მაგრამ ზოგან უმართებულოდ ჟლეტენ.

ცხოველს გარედან ჰყავს ექტოპარაზიტები, ტკიპები; მის კუჭში პოულობენ ჭიებსაც.

ეს ზღარბი ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ არეალი წყვეტილია: ევროპა, დასავლეთი ციმბირი და წინა აზია, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, შორეული აღმოსავლეთი - საზღვარი მიიმართება ლადოგის ტბის ჩრდილოეთიდან ვოლოგდის ჩრდილოეთით, პერმის სამხრეთით, გადაკვეთს ირტიშს და ობს; გაივლის ტომსკის ჩრდილოეთით, ვოლგასთან და ვოლგით მიიმართება კასპიის ზღვისკენ ირანის საზღვრამდე. დიდი შეწყვეტის შემდეგ ის ჩნდება შუა ამურსა და უსურეთში.

საქართველოში გავრცელებულია ჩვეულებრივი ზღარბის ორი ქვესახეობა: Erinaceus europeus concolor Satunin - დასავლეთ საქართველოში და Erinaceus europeus rumanicus Satunin აღმოსავლეთ საქართველოში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საყვარელი და სასარგებლო არსებაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

როგორც ვიცი ქვეწარმავალი ვერ ეკარება







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?