პომპიანი იარაღი
პლიუსი: სიმარტივე, უსაფრთხოება, საიმედოობა.
მინუსი: სწრაფი სროლისას დამიზნების სიძნელე(გადატენვის შემდეგ) განვიხილოთ რამოდენიმე მოდელი
ვინჩესტერი М 12
ამ გლუვლულიანს სრულყოფილებამდე მიყვანილ კლასიკას უწოდებენ. მე-12 მოდელს პრივილეგირებული სამხედრო იარაღის რანგი მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე ეჭირა.
ყალიბი 16, საერთო სიგრძე 119სმ, წონა 2,8 კგ; ტევადობა 5.
რემინგტონ М 870
1950-იან წლებში გამოსული ეს თოფი, რომელიც საკმაოდ მისაღები ფასებით წარსდგა ბაზარზე, სწრაფად გახდა ამერიკელთათვის საყვარელი მოდელი. ასევე სწრაფად მოიპოვა ფავორიტის პოზიცია ამ ქვეყნის სამართალდამცავებსა და სამხედროებში.
ამჟამად შესადარი-ეტალონის ფუნქციაც დაემატა: რემინგტონის 870-ე მოდელს ადარებენ ყველა შემდგომ თოფსა და პომპას. მან სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ასეთი რეპუტაცია(დიდი რესურსი და საიმედოობა).
ყალიბი 12,20; სავაზნე 76მმ; ტევადობა 2+1, 5+1; წონა 3-3,6 კგ; სიგრძე 118-128,3 სმ; ლულის სიგრძე 66, 71, 76 სმ; სახსნელი ჩოკები; ვენტილირებადი სამიზნე თამასა.
ბენელი М 1/М 3
ეს ნახევარავტომატური თოფები(M3 უნივერსალია ანუ პომპაც და ავტომატიც) შექმნილია უახლესი ტექნოლოგიებით. მექანიკა ინერციაზეა. სროლის სისწრაფე ძალიან მაღალია...
საბაზო მოდელი M1 Super 90 ბევრ ვარიანტშია წარმოდგენილი: სხვადასხვა სიგრძის ლულით, სხვადასხვა სამიზნურით, სახვადასხვა ტევადობით, სხვადასხვა კონდახით.
M1 Super 90
ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით).
M3 Super 90
წარმოებულია M1 Super 90-ის ბაზაზე, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზეც და ხელითაც(უნივერსალი_,,ნახევარავტომატი"-,,პომპა"), ავტომატურ და პომპის რეჟიმებზე გადართვა ხორციელდება ტიბჟირის ბოლოში განლაგებული რგოლით; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 560 ან 660მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით), კალაპოტი ალუმინის შენადნობისა.
მოსბერგი М 500
გამოდის 1961 წლიდან. ეს მოდელი ამერიკის არმიამ 1987 წელს შეიარაღებაში აიღო. მისი სიახლე დიდ ტევადობასა, მცველის განლაგებაში გახლავთ. კალაპოტი მსუბუქი მეტალებისაა.
წყარო:კლუბი მონადირე. ავტ:გურული