მარცვლებს შორის სიცარიელის ამოსავსებად ბაბუ
9-იანის შემთხვევაში პირველ 3 ცალს რომ ჩავდებთ მერე დავაყრით კარტოფილის ფქვილს და დავტკეპნით კარგად, უნდა დაიფაროს მარცვლები მერე მეორე ფენას ჩავალაგებთ და იგივენაირად დავაყრით ფქვილს და კარგად დავტკეპნით, მესამე ფენის შემთხვევაშიც ეგრე მოვიქცევით...ასე დატენილი კარტეჩის მარცვლები არ ეხებიან ზემოთ ან ქვემოთ მდებარე მარცვლებს არ ეჭყლიტებიან ერთმანეთს და ნაკლებად დეფორმირდებიან(უმჯობესდება ლულის შიდა ბალისტიკა), ასევე ეს მეთოდი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მარცვლების ნაკლებად გაფანტვას და ერთმანეთთან ახლო-ახლო დალაგებას...(უმჯობესდება ლულის გარე ბალისტიკა)
დასატენად ყველაზე კარგია გამჭვირვალე პლასტმასის მასრა, უფრო კარგად ჩანს მარცვლების მდებარეობა და ზედა მარცვლების ჩალაგება ქვედა მარცვლებს შორის უფრო ადვილდება