Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
E.J. Churcill group, Ltd

E.J. Churcill group, Ltd

789b9f23e0ee.jpg


ფირმა დარსებულია ედვინ ჯონ ჩერჩილის მიერ 1891 წელს ლონდონში. ამ პერიოდისათვის ედვინი უკვე მაღალი კლასის ოსტატად იყო აღიარებული. პირველი აღიარება მან ჯეფერთან და ბეიკერთან მუშაობისას მიიღო.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან ჩერჩილის თოფები წარმატებით კონკურირებდა ჰოლანდისა და პერდეს თოფებთან სპორტული შეჯიბრებების დროს. 

4556f21b8295.jpg

b42fe4505789.jpg

ჩერჩილის პირველი თოფები მხოლოდ ლულათა ჰორიზონტალური წყობით გამოდიოდა(უმეტესად შიდა ჩახმახებზე). ვერტიკალურები ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა. 
ჰარი ჩერჩილი(დამფუძნებლის შვილი) წარმატებით გამოდიოდა სპორტულ შეჯიბრებებზე და კარგად წარმოადგენდა ფირმის პროდუქციას, რითაც ხელს უწყობდა საოჯახო ბიზნესის განვითარებას.
1910 წელს ფირმაში მოდის დამფუძნებლის ძმისშვილი რობერტი(ამ დროისათვის ჰარი ჩერჩილი გარდაცვლილი იყო), რომლის მმართველობის დროსაც ფირმა უპირატესად სანადირო პროდუქციაზე აკეთებს აქცენტს(სპორტულების გამოშვება არ შეუწყვეტია).


02ef806ce82a.jpg

რობერტ ჩერჩილი ბრწყინვალე მსროლელი იყო და შესაბამისად თოფებისადმი მაღალ მოთხოვნებს აყენებდა. მას კარგად ესმოდა რა იყო საჭირო წარმატებული გასროლისათვის. ყველაფერმა ამან პროდუქციის ხარისხისადმი განსაკუთრებული ყურადღება განაპირობა. შედეგად ფირმამ ბაზრის საკმაოდ დიდი სეგმენტის მოპოვება შეძლო და ლონდონის 10 საუკეთესო მწარმოებელთა რიგში შევიდა.
ჩერჩილის თოფები შედარებით მცირე წონითა და მოკლე ლულებით გამოირჩეოდნენ. 1910-იანი წლების ბოლოსა და 1920-იანი წლების დასაწყისში ამ ფირმაში ბევრი ესქპერიმენტი ტარდებოდა ისეთი მოდელის შესაქმნელად, რომელიც მსუბუქი და მოკლელულიანი იქნებოდა. ექსპერიმენტები ძირითადად ვაზნების სხვადასხვა ტიპით ტარდებოდა.
1920 წელს გამოუშვეს ცნობილი მოდელი Churchill XXV GameGun, რომელსაც 25 დიუმის სიგრძის ლულები(635 მმ) და შედარებით მცირე მასა ჰქონდა. სწორედ ლულის სიგრძის პარამეტრით უწოდეს მათ XXV. ამ აღნიშვნას სამიზნე თამასაზე ასვამდნენ სავაზნის ზემოთ. ამ მოდელის ყალიბებია 12,16 და 20.
ლულებზე დააყენეს საკუარი კონსტრუქციის სამიზნე თამასა ChurchillRib, რომელიც განივ კვეთში ტრაპეციას წარმოადგენს(ვიწრო მხარე ზემოთ). ასეთი კონსტრუქციის სამიზნე თამასის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სინათლის დიფუზიის გამო თამასის ზედა ნაწილი მსროლელის თვალთახედვაში უფრო მკვეთრად ჩანს.
შემდეგში ასეთი კონსტრუქციის სამიზნე თამასა უფრო გრძელ ლლულებზეც გამოჩნდა, თუმცა მოკლეებზე ის აუცილებელია. აღნიშნული თამასა დროთა განმავლობაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ დიდი ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მისი გამოყენება აქტიურად დაიწყეს(მ.შ თანამედროვე მოდელებზეც). 

9f2d803c2391.jpg

მეოცე საუკუნის მიწურულს საწარმო მჭიდროდ იყო დაკავშირებული სხვა ლონდონურ ფირმებთან. 1971 წელს ის გაერთიანდა გრანტისა და ლანგის ტანდემთან, მაგრამ სავაჭრო მარკა შეინარჩუნა. გარკვეული წლების შემდეგ ჩერჩილი კვლავ დამოუკიდებელი მწარმოებელი ხდება.
მოკლედ მოგახსენებთ რამდენიმე თანამედროვე მოდელის შესახებ:


e3ebc7800fbc.jpg

ძალიან ელეგანტურია ჩერჩილის Premiere სერიის გლუვლულიანები, რომლებიც 12 და 20 ყალიბის გამოდის. შემკვეთის სურვილისამებრ შეიძლება დამზადდეს 16 ან 28 ყალიბიც. მათი საკეტები გვერდით დაფებზეა განლაგებული განურჩევლად იმისა ლულათა წყობა ვერტიკალურია თუ ჰორიზონტალური. საკეტებს ე.წ. შიფტები არ აქვს(მეორენაირად ,,ყრუ საიდლოკს" ეძახიან). გლუვლულიანების ლულათა სიგრძე შემკვეთის სურვილისამებრ 711მმ,762მმ ან 635მმ-ა; სავაზნის სიგრძე 70მმ ან 76მმ; 
აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ინგლისში ჯერ კიდევ პოპულარულია 65მმ-იანი სავაზნე. შემკვეთის სურვილისამებრ, ჩერჩილი ასეთი სავაზნითაც უშვებს თავის ნაწარმს. ყველა ლულა გამოცდილია მაღალ წნევებზე(1200კგ/სმ2).
12 ყალიბის Premiere-ის ჰორიზონტალურები 2,89კგ-ს იწონიან, 20 ყალიბისა_ 2,66კგ-ს. ვერტიკალურებს კი ცოტათი მეტი წონა აქვთ.



ჩერჩილის imperial-ის სერიის თოფების საკეტები დამოუკიდებელ საფუძველზეა და შესრულებულია სტილში Round Bodi, რაც გულისხმობს კალაპოტის მომრგვალებულ ფორმებს.


a0c9e8aeda8e.jpg

ჩერჩილის გლუვლულიანებს, კარაბინებსა და შტუცერებს გრავირებას უკეთებენ ცნობილი ოსტატები პეტერ კუსაკი და ფილიპ გრიფნი. 


c27a29985848.jpg

182835654af6.jpg 

სტატიის წყარო: monadire.ge ავტორი gurulo 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა მშვენიერი ინკრუსტირებაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო სურათსცაღარ ხსნის და ტეგებიც დაამატე რა


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორის მიშკას ცოლის ძმას კახას აქვს პრემიერის მოდელი. ერთს ვიტყვი მხოლოდ თითქმის 15 წუთი ვათვალიერებდი , ინკრუსტირებას და "შოვები ი" ისეა ინკრუსტირებით შენიღბული რომ , სანამ თოფს არ გადახსნი , მანამდე ვერ ამჩნევ. და ჟე ვინტის თავის ჭრილიც კი , სადაც ატვიორტკა უნდა დაადო- არ ჩანს. (თუ არ იცი)


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Premier №10044 ექსკლუზივი.


ed730b4a1959.jpg


ყალიბი 12, საერთო სიგრძე 1190მმ, ლულის სიგრძე 735მმ, სავაზნე 70მმ, წონა 2,81 კგ, ექსტრაქტორზე, ლულათა შეყენების მაჩვენებელი 


თოფის გრავირება შესრულებულია ფ.გრიფნის მიერ.




Premier №10148 ექსკლუზივი


28a556372425.jpg

ყალიბი 20, საერთო სიგრძე 1145მმ, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 70მმ, წონა 2,5 კგ, ექსტრაქტორზე, ლულათა შეყენების მაჩვენებელი 


თოფის გრავირება შესრულებულია ფ.გრიფნის მიერ. 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?