Jump to content

სურათი

უახლესი ისტორიის გმირები

პატრიოტი ერის შვილი გმირი

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა და ვფიქრობ სიმბოლურია ამ თემის გახსნაც, ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი და პატივსაცემი მამულიშვილია,

რომ არა მერაბის უდროო სიკვდილი დღეს ქართული საზოგადოება სხვა საფეხურზე იქნებოდა....

 

f8c4d06105eb.jpg

 

მერაბ კოსტავა (დ. 26 მაისი1939თბილისი ― გ. 13 ოქტომბერი1989) — ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი მშობლები ოლღა დემურია და ვანო კოსტავა კულტურული და განათლებული ოჯახებიდან იყვნენ. მერაბის წინაპრები მამის მხრიდან იმერეთიდან იყვნენ. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები კოსტავები ცნობილი მეღვინეები იყვნენ. მერაბის ბაბუა ქრისტეფორეც მეღვინეობას მისდევდა.

მერაბის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მისმა ოჯახის წევრებმა: ბებიამისმა კატო ნუცუბიძემ, ცნობილი ადამიანი იყო მერაბის ბაბუის ძმა იაკობ კოსტავა, რომელიც რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო და ღიად გამოხატავდა ანტიკომუნისტურ განწყობას. იაკობის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ: კონსტანტინე გამსახურდიაშალვა ნუცუბიძევახტანგ კოტეტიშვილი. იაკობის ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე მერაბიც, მერაბზე დიდი გავლენა იქონია იაკობმა, ისევე როგორც მერაბის მამის ძმამ გრიგოლმა. გრიგოლი ცნობილი მსახიობი და ყოფილი პოლიტპატიმარი იყო, იგი პირველად 1924 წლის აჯანყების დროს დააპატიმრეს, 1945 წელს კი დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მალევე განაჩენი შეუცვალეს 10 წლიანი პატიმრობით. 1955 წელს გრიგოლი სამშობლოში დაბრუნდა და გააგრძელა მსახიობობა, მას 90-მდე როლი აქვს განსახიერებული. 1965 წელს სახალხო არტისტის წოდებაც კი მიანიჭეს. ასევე გადასახლებაში იყო მერაბის მამა, ვანო კოსტავაც, იგი 1964 წელს სამშობლოში დაბრულებული ინსულტით გარდაიცვალა. დედა, ოლღა დემურია კი ჰიდროპროექტში დამპროექტებლად მუშაობდა 1967 წლამდე, იგი 2003 წელს გარდაიცვალა.

მერაბი ძირითადად ბებია-ბაბუასთან ვლადიმერ დემურიასთან და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა, ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პედაგოგიკასა და რუსულ ენას უკითხავდა.მერაბს და ან ძმა არ ჰყოლია. თავიდან თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლაში შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავა — მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა — სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილისსახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წელს და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია — დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მერაბ კოსტავას, როგორც ეროვნული მოღვაწის, გმირის, დისიდენტის და პოეტის მნიშვნელობა საქართველოში ჯერაც არ არის აზროვნების თვალით ყოველმხრივ დანახული. ამ გარემოებას ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი აქვს, რომლებზეც აღარ შევჩერდებით: არ ახალია, რომ ოფიციოზი ყოველთვის ხელს უშლიდა მის ობიექტურად წარმოჩენას. ხელისუფლებას, თუკი არჩევანზე დაუდგებოდა საქმე, ცხადია, ლოზუნგების და პლაკატების მერაბი ერჩია: მაღალფარდოვანი, ტრაფარეტული ეპითეტებით შემკული. მერაბ კოსტავა ათი წლის მანძილზე მოწყვეტილი იყო საქართველოს და როდესაც დაბრუნდა, ყოველივემ ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა, რომ ბევრმა რიგიანად თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო მისთვის. და ის, რაც დღეს ჩანს, კვალია ელვარე, მეტეორი რომ ტოვებს ხოლმე ღამეულ ცაზე.

მას იმთავითვე ჰქონდა წარმოსახული ხატი ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწისა და ცდილობდა მას მიმსგავსებოდა. ეს იყო მისი “ალტერ ეგო”, და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისივე უმაღლესი ინდივიდუალობა იმავდროულად. თუ დაკვირვებით წავიკითხავთ მის ნაწერებს, ცხადი გახდება, რაც განაპირობებდა მის შინაგან თავისუფლებას, აყვანილს ესოდენ მაღალ ხარისხში. მერაბი მისთვის სათაყვანებელ მეფეებს, გმირებს, მწერლებს შეიმეცნებდა არა გავრცელებული ისტორიული სტერეოტიპების მიხედვით, არამედ საკუთარი შინაგანი მიმართებიდან გამომდინარე გაიაზრებდა და არც ობიექტურობას უღალატნია მისთვის. რამდენადაც ცხოვრების ჩინებული დამკვირვებელი იყო, კარგად იცოდა, რა იყო მთავარი და არამთავარი, აგრეთვე ბევრი საგნის ანი და ჰოე. და არა მარტო შეიმეცნებდა, ცოცხლად შეიგრძნობდა კიდეც. ოდესღაც გოეთემ თქვა, რომ მსგავსი მხოლოდ მსგავსს შეიმეცნებსო. ასევე გახლდათ მერაბის შემთხვევაშიც, ის თვით გახლდათ ფარდი თავისი საყვარელი გმირებისა. იგი იდეალებს ბრძოლით მოიპოვებდა, გადაამუშავებდა თავისი სულის ქურაში. ისინი დიდი საქმეებისთვის შთააგონებდნენ. მერაბისთვის თავისუფლება საქმის, მოყვასის მსახურების სიყვარულია. მკითხველმა განსაჯოს, შეიძლება თუ არა სპარტის ფუძემდებლის, ლიკურგეს მერაბისეული დახასიათება თავად მასზევე იქნეს გადატანილი:

იგი სიკეთით გახლდათ საცნობი,
თემიდას სავეტი, მეკვლე დამდეგის,
საკუთარ ეგოს სულმთლად დამთმობი
და უდრტვინველად მსხვერპლად დამდები;
სიმდაბლით თვისით გასაოცარი
და ვაჟკაცობის დიდი მოძღვარი.

მერაბ კოსტავა ქრისტიანი იყო, მაგრამ მართლმადიდებლობას ალიბივით არ იყენებდა, ხოლო ზნეობა იდეოლოგიად არ უქცევია, რომელსაც “ზნეობის” მქადაგებლები (მეტწილად უზნეონი) ხელკეტივით ატრიალებენ ხოლმე. ზნეობა სრულიად რეალური ძალა იყო, რომელიც სჭვიოდა მისი მთელი არსებიდან. ქვეგამხედვარებს კიდევაც ამხელდა, მაგრამ მხილება ავტომატურში არ გადასვლია და არც საკუთარი ძალაუფლების მოხვეჭის იარაღად უქცევია. ამხელდა სიყვარულისა და სამართლიანობის სულიდან გამომდინარე და ამაში იყო რაღაც იოანე ნათლისმცემლისეული ეთოსისა: “შეინანეთ!...” მეგობრობის რუსთაველისეულ ხარისხში ამყვანს სხვათა დამორჩილება კი არ ახარებდა, არამედ ის, თავისი და ჭეშმარიტ ქართველთა სახელები ცხოვრების წიგნში ჩაწერილი რომ ეგულებოდა.

იგი საზოგადოების გამთლიანებისთვის დაშვრა, მაგრამ ადამიანურმა უგუნურებამ ვერ გაუგო, ვერ ჩასწვდა მის ჩანაფიქრს ბოლომდე. იმად კი არ იღწვოდა, რომ მიამიტური იდეალიზმის სენი სჭირდა. რამედ იმიტომ, რომ ადამიანური ბუნების საიდუმლოებანი საკმაოდ კარგად ესმოდა: ადამიანი შესაძლოა იყოს საკუთარი ცოდვიანი წარსულის მონა, მაგრამ პოტენციურად თავისი მომავლის ბატონია, თუკი სიმართლეს ვაჟკაცურად გაუსწორებს თვალს. 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთო. რამდენად ასრულდა მისი წინასწარმეტყველება, ამის განსჯაც მკითხველისთვის მიმინდია. (თუ რამდენად შეიძლება ებრძოდნენ მერაბის ფენომენს ამ მხრივ, ცხადყოფს პროლეტარულ მოშაირეთა ტრადიციების ერთი ამაღორძინებლის მაგალითი, რომელიც თავს მერაბის ახლობლადაც კი ასაღებდა. მას ეკუთვნის, სხვათა შორის, შემდეგი სტრიქონები: “არაკაცებთან სალაპარაკოდ მხოლოდ მახვილის არსებობს ენა”.)

სხვადასხვა ყაიდის ადამიანებს დრო არაერთგვაროვნად წარმოაჩენს. ჩვეულებრივი მოკვდავნი, რომელთაც მხოლოდ ინსტინქტების კარნახით იცხოვრეს და გარდაიცვალნენ, დროთა მანძილზე პატარავდებიან, ვიდრე სულ არ გაუჩინარდებიან დავიწყების ოკეანეში. ამაში სრულიად გარკვეული ლოგიკა ამოიცნობა, რომელიც ძალაშია ხილულ სამყაროში: საგანს რაც უფრო შორდები, მით უფრო პატარავდება. მერაბ კოსტავას და მისებრ კაცებთან მიმართებაში კი დრო ერთ უცნაურობას იჩენს: რაც უფრო შორდები მათ დროში, მით უფრო იზრდებიან. ისინი თითქოს უკუპერსპექტივაში მოსჩანან. ცნობილი რუსი ისტორიკოსის და მოაზროვნის, სერგეი სოლოვიოვის თქმით, ხალხებს უყვართ დიდკაცთათვის ძეგლების აღმართვა, ხოლო თავად ამ დიდკაცთა საქმეები ასევე ძეგლებია, რომლებიც ამ უკანასკნელებმა საკუთარ ხალხებს დაუდგეს. მერაბ კოსტავას მოღვაწეობაც სხვა რა არის, თუ არა ქართველი ერის სადიდებლად აღმართული ძეგლი?

ის, რაც გმირისგან ხალხის ხსოვნაში რჩება, სამაგალითოა, პარადიგმატულია და ხშირად ლეგენდარული ეფექტებით შეიმოსება. თანამედროვე სწავლულ ბიოგრაფებს კი სჩვევიათ მეტისმეტად ადამიანურ მხარეებზე ყურადღების გამახვილება და მათი დაფიქსირება. პირველ შემთხვევაში საფრთხე იმაშია, რომ გმირისგან თანდათან დარჩეს მითოლოგიზებულ-სქემატური ხატება, რომელიც აზროვნების გვერდის ავლით იმოქმედებს ადამიანებზე, რაც ფრიად სახიფათოა. მეორე შემთხვევაში კი საფრთხეა უმთავრესის დაკარგვა ყოფითისა და “ძალზე ადამიანური” მხარეების ჭარბად წარმოჩენისას.
მსურს გავიხსენო ზოგი რამ მერაბ კოსტავას მონაყოლიდან, ზოგიც ნანახი საკუთარი თვალით.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან ვაჟკაცური  და პირდაპირი ხასიათისზ   ხარიზმატული ადამიანი იყო. საქართველოზეუზომოდშეყვარებული. ჭეშმარიტი პატრიოტი....

 

 

 

 

რაჭველ თეგები დაგავიწყდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მაქვს ბაბუ ზემოთ რამდენიმე თეგი და ბირთვისზე ვეღარ ვამატებ...







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?