მოგესალმებით მეგობრებო!
მოკლედ მინდა მოგიყვეთ ჩვენი გუშინწინდელი შეკრების ამბავი! ასე იყო თუ ისე იყო , შევიკრიბეთ და ჩვენ საჭირბოროტო საქმეებზე ვისაუბრეთ. ცოტა სამონადირეო მეორნეობაზე, ცოტა რთველზე , ცოტა დასუფთავებაზე , მოკლედ ცოტა ცოტა ყველაფერზე. ხო და ბოლოს ჩვენმა ქიზიყელმა ძმამ ტრადიციული კითხვა დასვა"პური არ ვჭამოთ მამაძალი?". ნუ მუმლამ ეგრევე მხარი აუბა და "გინდა თუ არა შევაწუხოთ ქალაქიო". ამის გაგონებაზე დიდი მაგისტრი პირდაპირ ადგილის შერჩევაზე გადავიდა გინდა თუ არა "ოქროყანისკენ ჯობიაო". ის სიმღერა გამახსენდა ...."მაღრანის ტყეში ქეიფი სუყველაფერსა სჯობიაო".
ნუ ლეგიონის შემადგენლობაში მგონი მხოლოდ მე ვარ ერთადერთი , რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ვქადაგებ მგონი თუ იმ დღეს პირი შეკრა ყველამ არ ვიცი რა.
ოგორი იმედი მქონდა იმ დღეს მაინც მივალ დროულად სახლში მექი , მაგრამ.....
არა ცუდი წრე მყავს რა....