Jump to content


ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ქართველები სულ ღისებაზე ვსაუბრობთ. ნუ ლეგიონში ეს ერთერთი ყველაზე უპირველესი სადღეგრძელოა. ყველა ცდილობს რომ ასევე მოიქცეს კიდეც. ეს ამერიკელი შეჯიბრებიდან მოხსნის სანაცვლოდ(უფრო სწორად ცდა 0 ჩაეთვალა) მაინც გაჩერდა და პატივი მიაგო თავისი ქვეყნის ჰიმნს. თან აშკარად როგორ ეტყობა რომ ჯეროვანი სიწყნარე რომ არაა აქეთიქით როგორი უკმაყოფილო იყურება. ამ კაცის არც გვარი ვიცი და არც სახელი , მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ღირსეული კაცია. ალბათ როგორ ამაყობს თავუისი ქვეყნით და ამერიკელობით? ალბათ არანაკლებ , ვიდრე ჩვენ ქართველები.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    პრეფექტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1250 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

მართლა მაგარია. აი, ქვეყნის სიყარული.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buka

buka

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 57 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

რატომაც არა. ღირსეული და პატრიორი კაცი ყველა ქვეყანაშია. ნე ტოლკო მი გრუზინი მოჟემ კამნი გრიზტ:)

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა ესეც ნახეთ ბიჭებო. ბელორუსი როგორ ღირსეულად იქცევა

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

თავიანთი ქვეყნის  ღირსეული შვილები!!!   :bravo:  :bravo:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხოო ღირსება კაი რამეა...

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ღრუსული ტაქსი ? 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

გამოასწორესო რაღაც პოდლობას რო ქონდა ადგილი, ყანდექს ტაქსიზე თუ რაღაცაზე ხო ამბობ ბაბუ? მაგენი კახპები მაგენი



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Yandex-ის პასუხი ქართული საზოგადოების პროტესტზე: ჩვენი რუკა თქვენი საზღვრების შესაბამისია
 
ადმინისტრატორი
 
 

ტაქსის გამოძახების რუსული სერვისის, Yandex Taxi-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების უმეტესი ნაწილი იმან გაანაწყენა, რომ Yandex-ის რუკაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია. ამას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც. 

"ჯერ რუკები გაასწორეთ, მერე გამარჯობის სწორად, გრამატიკულად თქმა ისწავლეთ და მერე შეიძლება დავფიქრდეთ თქვენს მომსახურებაზე"; " აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, დაიმახსოვრეთ",- დაიწერა სოციალურ ქსელში. 

Yandex-ის რუკაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სხვა ქვეყნის ტერიტორიად მონიშვნასთან დაკავშირებით "აიპრესმა" კითხვით მიმართა Yandex-ს, სადაც განმარტავენ, რომ რუკა საქართველოს ოფიციალური საზღვრების შესაბამისია.

"Yandex-ი საერთაშორისო, ტრანსნაციონალური კომპანიაა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთსა და თურქეთში. გარკვეული ჩვენი სერვისი ყველა ამ ქვეყანაზე არ ვრცელდება, ზოგიერთი კი პირიქით, სხვა ქვეყნებში. ყველა ქვეყანაში Yandex-ი და მისი სერვისი მუშაობს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.  

Yandex Taxi -  Yandex-ის პირველი და ერთადერთი სერვისია საქართველოში. ის მთლიანად მორგებულია ქვეყნის ლოკაციას. საიტის ინტერფეისი, შეთავაზება, ტაქსომეტრი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე, რუკა საქართველოს ოფიციალური საზღვრების შესაბამისია," - ნათქვამია Yandex-ის "აიპრესისთვის" მოწერილ ოფიციალურ განმარტებაში.

შეგახსენებთ, რომ სერვისით სარგებლობა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი, სწორედ ამ რუკაზე, რომელსაც აპლიკაცია ეფუძნება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არის აღნიშნული. ამ საბაბით Yandex Taxi-ისთვის მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა იურიდიულმა კომპანია "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურმა". მათ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელეს და კოლეგებს მათთვის მომსახურების გაწევაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.

"ახლახანს დაგვიკავშირდა კომპანია Yandex-ი მათთვის იურიდიული მომსახურების გასაწევად. ბუნებრივია, ჩვენ ყოველ ასეთ ჯერზე მოხარული ვართ გავუწიოთ საჭირო დახმარება, მაგრამ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ Yandex-ის მიერ წარმოდგენილ რუქაზე საქართველოს საერთაშირისოდ აღიარებული საზღვრები დარღვეულია, რაც იძულებულს გვხდის უარი ვთქვათ კომპანიის მიმართ მომსახურებაზე. მოვუწოდებთ ყველა ქართველ კოლეგას შემოგვიერთდეს ამ პროტესტში", - ნათქვამია განცხადებაში.

Yandex Taxi ქართულ ბაზარზე ოპერირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

გუშინ ქართველ ჯიგიტს იანდექსის ტაქსის მძღოლი უცემია საკაიფოდოო )) არც მაია კა ამბავი ჩემო მეგობრებო ;)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არც გასაკიცხი არაა. რაჭველ ამას კოლაბორაციონიზმი ქვია. იტალიაში , საფრანგეთში ...ანუ ევროპის ქვეყნებშიც კი სიკვდილით სჯიდნენ საოკუპაციო ძალებთან თანამშროლობისთვის. კონკრეტულად გერმანელებთან. . ასე რომ .....

რაც შეეხება ღირსებას კი ნინო (ჩეთვის ნინჩო) სუხისვილისგან  , რომ სწავლობდნენ ჩვენი ვაჟკაცები , ურიგო არ იქნებოდა. 

 

 

ნინო სუხიშვილი: 2008 წლის შემდეგ არ წავსულვართ რუსეთში და დღესაც უარი განვაცხადეთ
 
ადმინისტრატორი
 
 

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ 2008 წლის შემდეგ არ წავსულვართ რუსეთში, უბრალოდ დღეს მივიღეთ ყირიმიდან შემოთავაზება და ისევ უარი განვაცხადეთ" - ამის შესახებ "აიპრესთან"  "სუხიშვილების" ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა განაცხადა.

"დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოტავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!" - წერენ სუხიშვილები თავიანთ "ფეისბუქზე".

აქვე, კომენტარებში გამართულ დებატებში, სადაც ერთ-ერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს პოლტიკაში ჩარევაა და კულტურა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, სუხიშვილები პასუხობენ"

"პოლიტიკაში გარევა? დიახ! კულტურა ყოველთვის დაკავშირებულია პოლიტიკასთან! ჩვენ მიგვაჩნია რომ რუსეთი ჩვენი მტერია! და ზოგადად რუსეთი ერთი დიდი ბოროტებაა! თუ თქვენ სხვანაირად თვლით, შეგიძლიათ თავად იცეკვოთ/იმღეროთ მოსკოვში. წარმატებებს გისურვებთ !"


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?