Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Christophe

e9c60e7aac6f.jpg


ბელგიური ფირმა Christophe-ის ტრადიციები თავისი ფესვებით საუკუნეებს ეყრდნობა. სახელოსნო დაფუძნებული იყო 1819 წელს, ცნობილი მეიარაღის მანჟოს მიერ. მას ამ პერიოდში ნიდერლანდების მეფის მეიარაღის წოდება ჰქონდა. პროინგლისურად განწყობილი მეფე ლეოპოლდ პირველის დროს კი მანჟოს საწარმოს გააჩნდა წოდება ,,ინგლისის დედოფლის კარის მეიარაღე". ორთავე წარწერა 1937 წლამდე ამშვენებდა ფირმის აბრევიატურას.
1861 წელს მანჟოს ფირმა შეერწყა ჟოზეფ მონტინის მაღაზია-საამქროს. მონტინი პარიზელი მეიარაღე გახლდათ, რომელიც რევოლუციას გაექცა ბელგიაში 1848 წელს. მან ბრიუსელში გახსნა მაღაზია სახელწოდებით ,,სამეფო მეიარაღე". ფრანგი მეიარაღის სიკვდილის შემდეგ მისი ქვრივი გათხოვდა ვინმე კრისტოფზე, რომელიც მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე მაღაზიისა და საწარმოს თანამფლობელი გახდა. მოგვიანებით ფირმა შთამომავლობით გადაეცა ლუი კრისტოფს, ვინაც შემდგომში ფირმას ,,კრისტოფი" დაარქვა. ამ საწარმოში ლუისთან ერთად მეიარაღე მარტენ ფრანსკე მუშაობდა, რომლის ნამუშევრებსაც მანჟოს ნაკეთობებს ადარებდნენ.


e506d86c8e6d.jpg


c6116e31b3e4.jpg

ამ ფირმის კლიენტები იყვნენ არა მარტო მდიდარი პერსონები, არამედ გვირგვინოსნებიც.
საწარმო აწყობდა(და დაყავდა) იარაღს_ ლულები შემოქონდა გერმანიიდან, საკეტები ინგლისიდან და ა.შ. ამიტომ კრისტოფის იარაღზე სხვადასხვა ქვეყნის დამღებია დასმული.
თითოეული თოფის განმასხვავებელ ნიშად სამართლიანად აღიარებულია შესრულების უმაღლესი ხარისხი და დაყვანა. გრავრებაში ჭარბობს ინგლისური სტილი.
აულილებლად აღსანიშნავია კრისტოფის თოფების ძალიან მაღალი  და სიმყარე. დღეისათვის საფირმო თოფები კოლექციონერთა ოცნებადაა ქცეული.

2c6a9d0affbe.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?