Jump to content

სურათი

CXP შეფასების სისტემა სანადირო ვაზნებისათვის

ნადირობა სროლა ტყვია ვაზნა ნადირი ცხოველი კარაბინი შაშხანა ტრალივალი cxp

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

სხვადასხვა ვაზნების მწარმოებელი კომპანიები იყენებენ ვაზნების შეფასების გზამკვლევს. ვინჩესტერი, ფედერალი, ჰორნადი და სხვები  ვაზნებს აღნიშნავენ ზოგადად 1 დან 4 მდე ციფრებით. ვინჩესტერი იყენებს CXP კატეგორიებს. ეს აღნიშნავს იმ ცხოველების კლასს რომლისთვისაც შეიძლება ამა თუ იმ ვაზნის გამოყენება. 

 

CXP არის აბრევიატურა და ნიშნავს Controlled eXpansion Performance, რაც ქართულად იქნება კონტროლირებადი ექპნასიის ანუ გაფართოების ეფექტურობას.

 

2a3b398a43e3.jpg

 

 

CXP1 კლასის ნადირი წარმოადგენს მცირე ზომის ცხოველებს, მღრღნელებს ( ვარმინტი) მცირე მტაცებლები რომელთა წონა არ აღემატება 20-25 კილოგრამს. ტიპიური წარმომადგენლებია სხვადასხვა ვირთხები, ზაზუნები, ციყვები, წავი, ტურა, მელა და მაგვარი. ამ კატეგორიაში ტყვიები ფართოვდება ძალიან სწრაფად ან სულაც ფრაგმენტირდება მოხვედრისას. Hornady V-Max, Remington Power-Lokt, Sierra Varminter, Sierra BlitzKing არის რამოდენიმე მაგალითი ამ ტყვიებისა. 

 

CXP2 კლასის ნადირი ძირითადად მსუბუქი ჩონჩხითა და შედარებით თხელი კანითა და მსუბუქი ძვლებითა და კუნთებით  ხასიათდება. ესენია ირმები, შველი, ანტილოპები, ცხვარი, თხა და შავი დათვი. მათი წონა მერყეობს 25 დან 150 კილომდე. ვინჩესტერის გზამკვლევის თანახმად ამ ცხოველების მოსანადირებლად საჭიროა კონტროლირებადი ეხპანსიურობის მქონეტყვიები. 

ადეკვატური კალიბრის არჩევისას შემდეგი ტყვიიის მოდელები არის ამის მაგალითები და კარგ შედეგს იძლევიან : Federal Hi-Shok, Hornady Interlock, Nosler Ballistic Tip, Remington Core-Lokt, Sierra Pro-Hunter and GameKing, Speer Hot-Cor, Swift Sirocco, and Winchester Power Point. 

 

 

CXP3 კლასს წარმოადგენს დიდი ზომის ცხოველები, რომელთაც აქვს დიდი წონა, მყარი ტყავი, მძიმე და მყარი კუნთოვანი ქსოვილები და დიდი ძვლები. სავარაუდოდ ამ ცხოველების წონა მერყეობს 150 დან 500 კილომდე. ესენია ლოსი, ზებრა, კუდუ, სხვა დიდი ზომის ანტილოპები და ყავისფერი დათვი. ამ კლასისს ნადირისათვის აუცილებელია დაგვიანებული კონტროლირებადი ეხპანსიის ტყვიები რომელნიც ღრმა და გამჭოლ ნატყვიარს დატოვებენ სხეულში.  Barnes X-Bullet, Nosler Partition, Hornady InterBond, Remington Core-Lokt Ultra, Swift A-Frame, Federal Trophy Bonded Bear Claw, Speer Grand Slam, Winchester Fail Safe და Partition Gold, და Woodleigh Weldcore არის მოდელები რომელსაც რეკომენდაციას უწევენ ამგვარი ნადირობისათვის. რა თმა უნდა შესაბამისი ზომის კალიბრი უნდა იქნეს გამოყენებული. 

 

 

CXP4 კლასის ნადირი წარმოადგენს ძალიან დიდი ზომის, ხშირად სქელკანიანი ცხოველების სახელით მოიხსენება. ესენია ძირითადად აფრიკული ცხოველები როგორიცაა კამეჩი, ბეჰემოტი, მარტორქა, და სპილო და აგრეთვე აზიური და ავსტრალიური წყლის კამეჩი და ამერიკული ბიზონი.  ამ ტიპის ნადირი იწონის 500 კილოდან როგორიცაა კამეჩი, 6 ტონამდე აფრიკული სპილოს შემთხვევაში. რეკომენდირებული კალიბრებია 9.3 მმ და .375 დე მეტი.როგორც წესი ტყვიის კონსტრუქცია უნდა იყოს მყარი მცირე ექსპანსიის ან საერთოდ არაექსპანსიური, რათა სქელტყავში ღრმად შეიჭრას.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

აბდულა კარგია ძალან...

მშვენიერი ინფორმაციაა.... 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?