სალამი მეგობრებო!
ბევრი მიკიბულ მოკიბულის გარეშე დავიწყებ რომ წინა დღის გრანდიოზული ნადირობის და მერე კიდევ უფრო გრანდიოზული ნადიმობის შემდგომ , პირადათ მეც არ მეგონა თუ მეორე დღეს სანადიროთ გასვლას შევძლებდით , მაგრამ რომ ვამბობ არანორმალურების სასტავი ხართ მეთქი , თქვენ არ გჯერათ და ა ბატონო ეხლაც არ დაიჯერებთ?
წინა დღეს 50 ლიტრა ღვინო დაილია და ღამის 3 საათი იყო სახლში რომ მოვხვდი. ხო და 4 იყო და ატყდა მარა რა ატყდა ტელეფონების წივილკივილი. ხან ერთი , ხან მეორე . მოკლედ ყოველი მხრიდან ალიაქოთი და განგაში.
რის ვაივაგლახით გავიღვიძე, ძია და ფხოველა უკვე ჩემ სადარბაზოში იყვნენ , იქით გივიკო მაჩქარებდა.
ყველაზე უცნაური ის იყო რომ სინათლე რომ ავანთე უკვე ჩაცმულ გამოწყობილი ვიყავი , სრული ეკიპირებით. ვიფიქრე ან გავგიჟდი ან მელანდებამეთქი .
აღმოჩნდა რომ გავგიჟდი. ღამით რომ მოვსულვარ სახლში დიდის ამბით გამომიცხადებია რომ "ერთსაათში უნდა გავიღვიძო და ბიჭებს ვერ დავაღალატებ და ვაცდევინებთქო. ამიტომ ჩაცმული წამოვწვები მეთქი".....
ხო და ლოგინზე პირდაპირ ჩაცმულ დახურული და რაც უველაზე სასაცილოა -რაცია მხარზე ასხმული მივწოლილვარ.
ეხლა მე თქვენ გეკითხებით - ეს ნორმალური კაცის საქციელია? ასე უნდა იქცეოდეს ნორმალური ადამიანი? მაგრამ როგორი წრეც მყავს -არანორმალურებისა , ბუნებრივია რომ მეც იმათ ვემსგავსები.