Jump to content

სურათი

მეიარაღეთა შოტლანდიური სკოლა

შოტლანდია მეიარაღე ლულა ჯოზეფ მენტონი Hammermen Minute Book Wallace Innes & Wallace Gunmaker to A. Sanders Ltd

ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეიარაღეთა შოტლანდიური სკოლა


ae58e996c40f.jpg


როცა ამ სკოლაზე საუბრობენ, ზოგჯერ მის ფუძემდებლად ფორსაიტს მოიხსენიებენ. თუმცა ეს მოსაზრება მცდარია.
ფორსაიტი მართლაც შოტლანდიელი გახლდათ, თუმცა მისი წვლილი საიარაღო საქმის განვითარებაში სხვაგვარი გახლდათ.
ფორსაიტის შესახებ პირველად ალაპარაკდნენ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, როცა მან საკეტის ახალი სისტემა წარმოადგინა(აღნიშნულზე ფორუმის მასშტაბით უკვე გვქონდა საუბარი თემებში ,,დიდი მეიარაღენი"_ ჯოზეფ მენტონი და ,,იარაღის ევოლუცია"). თუმცა ცნება ,,სკოლა" ტექნიკურ გამოგონებებზე უფრო დიდ რეგალიებს მოიცავს. ამ ცნებაში უპირველეს ყოვლისა იარაღის სტილი მოიაზრება და მასში ფორსაიტის გავლენაზე საუბარი ზედმეტია... 
შოტლანდიელი მეიარაღეები იარაღს ყოველთვის ამზადებდნენ განსაკუთრებული, უნიკალური კონსტრუქციული გადაწყვეტითა და დიზაინით, და ეს განსაზღვრავდა ცნება ,,სკოლას".
ცეცხლსასროლ იარაღს ედინბურგში XV საუკუნის ბოლოდან ამზადებდნენ. მეიარაღეები გაერთიანებულნი იყვნენ კორპორაციაში, რომელსაც სახელად Hammermen ერქვა. გაერთიანება მონოპოლიას ფლობდა და გააჩნდა საკუთარი თვითმმართველობა. კორპორაციის წევრები დარეგისტრირებული იყვნენ სპეციალურ წიგნებში(Minute Book), რომელშიც პირველი ჩანაწერები 1494 წლით თარიღდება. 
შოტლანდიელი ოსტატები იმ დროისათვის საუკეთესო მაჩვენებლების მქონე იარაღს აწარმოებდნენ და შესაბამისი ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
XIX საუკუნის შოტლანდიური სკოლის ცნობილი წარმომადგენელი გახლდათ ფრანც ინსი(Fracis Innes), რომლის მეიარაღე წინაპართა სახელები Minute Book-ში ჯერ კიდევ 1683 წლიდან ხვდებიან. აგრეთვე ცნობილია უოლესების(Wallace) საგვარეულო დინასტია. ამ გვარის წარმომადგენლები 1795 წელს სათავეში ჩაუდგნენ კომპანია Innes & Wallace, Gunmaker to His Majesty-ს. 1803 წლიდან ინსმა და უოლესმა დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე დაიწყეს მუშაობა. აღნიშნული 2 გვარის მეიარაღეები გამოირჩეოდნენ იმითაც, რომ ისინი ამზადებდნენ თოფებს ფორსაიტის საკეტებზე.
1806 წელს უოლესთან მუშაობა დაიწყო შემდგომში ყველაზე ცნობილმა შოტლანდიელმა მეიარაღემ ჯონ დიქსონმა. დღემდე არსებობს დოკუმენტი, რომელიც მეტყველებს კონტრაქტზე(დათარიღებულია 1806 წლის 13 ოქტომბრით) ჯეიმს უოლესსა და ჯონ დიქსონს შორის.
წლების განმავლობაში დიქსონის ნაკეთობები უოლესის სახელით გამოდიოდა, თუმცა უკვე 1836 წელს უოლესის ფირმაში შეხვდებოდით თოფებს, რომლებსაც სახელი დიქსონი ამშვენებდა(დიქსონებზე აქ მეტად არ განვევრცობი, რადგან არსებობს შესაბამისი თემა ფორუმში). უოლესი 1841 წელს საქმიდან გადის...
1840 წლისათვის შოტლანდიაში ყველაზე მეტად ცნობილი მეიარაღეები იყვნენ: თომას ბრაისი, ჯონ დიქსონი, ჯოზეფ ჰარკომი, უილიამ ლეინგი, ალექს ტომსონი და უოლესი. ექსპერტთა მოსაზრებით ამ პერიოდის შოტლანდიური იარაღი ძალიან მაღალი დონისაა!
თომას ბრაისი აწარმოებდა თოფებს 1833-1837 წლებში.
ჯოზეფ ჰარკომი დაბადებულია ლონდონში და საცხოვრებლად ედინბურგში გადავიდა 1835 წელს. 1837 წელს საკუთარი საქმე წამოიწყო. ამ ოსტატის ნაკეთობებს ექსპერტები აფასებენ ეპითეტით_სრულყოფილება!!! და ძალიან ძვირსაც ფასობდა(განსაკუთრებით ცნობილი იყო მისი თოფები ენსონ-დილის საკეტებზე). ამ გვარის ბოლო მეიარაღე 1938 წელს გარდაიცვალა. წარმოება სხვა პირების საკუთრება გახდა და საბოლოოდ შთანთქა კომპანიამ Mortimer & Son. თუმცა ტრადიციები ამ კომპანიის ხელშიც შენარჩუნებულ იქნა.
უილიამ ლეინგმა წარმოება დაიწყო 1818 წელს და მუშაობდა 1853 წლამდე. დღევანდელობას შემორჩა ამ ოსტატის მხოლოდ და მხოლოდ ერთი იარაღი.
თომას მორტიმერი დაბადებულია ლონდონში. 1807 წელს ის მუშაობდა ლონდონში. შემდგეგ ის გადავიდა ედინბურგში და 1834 წელს აქ გახსნა მაღაზია-საწარმო სადაც ამზადებდა თოფებსა და პისტოლეტებს(შემდგომში ეს საწარმო ,,ჩაყლაპა" დიქსონის კომპანიამ).
გვარ ტომსონს ბევრი მეიარაღე ატარებდა. ისინი Minute Book-ში მოხვდნენ ჯერ კიდევ 1606 წლის დასაწყისიდან, ხოლო ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი მეიარაღეებში ირიცხებოდა 1881 წელს.
შოტლანდიელი ოსტატების პლიადაში დამსახურებული ადგილი უკავია დენიელ ფრეიზერს(Daniel Fraser), რომელიც 1845 წელს დაიბადა. მან ა. ჰენრის საწარმოში დაიწყო მუშაობა ლულების წარმოებით და აქ დაჰყო 7 წელი. 1873 წელს საკუთარი საწარმო დააფუძნა, რომელსაც 1878 წლიდან D & J Fraser დაერქვა. ცნობილი იყო მისი შტუცერები, რომელშიც დაპატენტებული საკეტები დგებოდა(1880 წლის პატენტი). დამფუძნებელი გარდაიცვალა 1902 წელს, თუმცა საწარმო აგრძელებდა მუშაობას მისი ვაჟების ხელმძღვანელობით. 1918 წელს ფირმა შეერწყა კორპორაცია A. Sanders Ltd.-ს
ედინბურგის ოსტატთა შორის ჰენრი ერთ-ერთი გამორჩეულია(არის ვახოს შესაბამისი პოსტი ,,დიდ მეიარაღეებში"). დაიბადა 1828 წელს და გარკვეული პერიოდი მუშაობდა მორტიმერთან. 1853 წელს ჰენრიმ დააფუძნა საკუთარი საწარმო, სადაც მრავალი სახის იარაღს ამზადებდა, მათ შორის გლუვლულიანებსაც. 1865 წლიდან დაწყებული ჰენრიმ საკეტების მთელი სისტემა დააპატენტა. 1871 წელს ინგლისის ჯარის შეიარაღებაში აიღეს კარაბინები, რომლებიც მარტინ-ჰენრის სახელითაა ცნობილი. შემდეგ ეს იარაღი თავიანთ ჯარში შეიტანეს თურქეთმა, რუმინეთმა, ეგვიპტემ და ჩინეთმა.
ჰენრი გარდაიცვალა 1894 წელს. მისმა საწარმომ არსებობა გააგრძელა, შემდეგ შეისყიდა ა.მარტინის კომპანიამ გლაზგოში, ხოლო ბოლოს შეუერთდა დიქსონის კომპანიას.
კიდევ ერთი ცნობილი შოტლანდიური ფირმა უკავშირდება ჯეიმს მაკ-ნოტონის სახელს. პირველად ამ სახელით მეიარაღე ფიქსირდება 1864 წელს. 1872 და 1879 წელს ა.დუნკანთან ერთად დააპატენტა სასხლეტების შეყენების სისტემა. შემდეგში ამ სისტემას ეწოდა Edinburg Action.
ძველი შოტლანდიური ფირმებისა და ოსტატების გრძელი რიგიდან კონკუტენციასა და ისტორიულ კატაკლიზმებს გაუმკლავდა მხოლოდ დიქსონების ფირმა(აკი ჩაყლაპა და შეიერთა სხვები). 
როგორც ვხედავთ შოტლანდიურ სკოლას აქვს ძალიან სასახელო ტრადიციები, რომელსაც დიდი საწარმო Dickson & MacNaughton-ის გარდა, რამდენიმე ოსტატი აგრძელებს მცირე მასშტაბის წარმოებით.


b15a8108d580.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მააგრი სტატიაა  :good:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს დიქსონი მტაცებელი იყო ეტყობა. ყველა შეიერთა და ფაქტიურად მონოპოლისტი გახდა

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Alex

Alex

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 103 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერეთი

თემამ დამაინტერესა და მაშინვე დავგუგლე შოტლანდიელები. თურმე მართლაც საუკეთესო თოფებს აკეთებენ! განსაკუთრებით Dickson & MacNaughton-ის "Bar in Wood"-ის მოდელის გრავირებამ მომხიბლა :) ნაღდად ღვინის მოყვარული კაცის დაკვეთითაა დამზადებული... 

 

17061147_1.jpg

 

17061147_2.jpg

 

17061147_4.jpg

17061147_6.jpg



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 673 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

ლა თოფია ბიჭო ლა თოფი  :0024:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?