Jump to content

სურათი

E. Schmidt&Habermann

E. Schmidt&Habermann

პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

E. Schmidt&Habermann

02d13499a2bf.jpg

ფირმა დაფუძნებულია ზულში 1860 წელს ემილ შმიტის მიერ. ოფიციალური სახელწოდება E. Schmidt&Habermann რეგისტრირებული იქნა 1886 წელს, როცა ბიზნესში შევიდა ა.ი. ჰაბერმანი(რა ადგილი ეკავა წარმოების პროცესში ამ უკანასკნელს ცნობილი არაა). 1900-1914 წლებში ფირმას ხელმძღვანელობდნენ მისი ახალი მფლობელები რიჰარდ, ფრანც და პაულ შტადელმანები, რომლებიც ახლო ნათესავები გახლდნენ. 1920-1938 წლებში ფირმის საქმეებს განაგებდნენ ფრანცი და პაული, ხოლო 1939 წლიდან კი მხოლოდ პაულ შტადელმანი. ფირმამ თავისი არსებობა შეწყვიტა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე.
1920-1930 წლებში საწარმოს პროდუქციის ნაირსახეობა მოიცავდა სანადირო და სპორტული იარაღის ფართო სპექტრს სტანდარტულ თუ სპეციალურ შესრულებაში. სხვადასხვა ყალიბისა და სისტემის იარაღი მზადდებოდა როგორც სერიული ასევე საცალო-ძვირფასი კომპლექტაციითა და მხატვრული დამუშავებით.

 


ფირმა აგრეთვე ამზადებდა სხვადასხვა სისტემის ხრახნილლულიანებსაც, თუმცა საწარმოს ვიწრო სპეციალიზაცია გახლდათ კომბინირებული იარაღი. 1930-იანი წლების დასაწყისში ყოველწლიური წარმადობა
შეადგენდა 1000 ერთეულს, ხოლო ამავე ათწლეულის შუახანებში "შმიტმა და ჰაბერმანმა" დაამზადა სხვადასხვა ტიპის 44 ათასი თოფი. ეს გახლდათ უფრო მეტი, ვიდრე ამავე პერიოდის მთლიანი პროდუქცია ზიმსონისათვის(!!!). აქედან გამომდინარე "შმიტი და ჰაბერმანი" ვერანაირად ვერ ჩაითვლება მცირე საწარმოდ.
საფირმო იარაღის კალაპოტზე ისმებოდა წარწერა ESHA, რაც იშიფრება ფირმის სახელწოდებით E. Schmidt&Habermann
 

როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, ფირმის ვიწრო სპეციალიზაცია გახლდათ კომბინირებული იარაღი. 1927 წელს წარმოებაში ჩაეშვა დრილინგი Waldläufer("ტყის იარაღი"), რომლის განსხვავებული ნიშა გახლდათ მცირე წონა. ფირმის ოსტატებმა იარაღის დახვეწილი ფორმების პირობებში წონის შემცირების ხარჯზე გააუმჯობესეს ბალანსი. 72 სმ სიგრძის ლულებით 12 ყალიბიანი დრილინგი იწონიდა 3,2კგ-ს, 16 ყალიბისა კი 3,1კგ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი იმ დროში მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?