Jump to content

სურათი

მაცკა

მაცკა მასლოვი გონო

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაცკა



ფორუმში ხშირად გვაქვს მსჯელობა იმაზე, რომ საბჭოთაა(რუსი) მეიარაღეები მეასლეები არიან, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა ითქვას_ რუსეთშიც მოღვაწეობდა რამდენიმე დიდი მეიარაღე. ერთ-ერთი ასეთი ოსტატია ფარანც ოსიპის ძე მაცკა(ეროვნებით ჩეხი ).


მაცკა(ოსტატ გონოს მოსწავლე) თავის იარაღს 1883-1907 წლებში პეტერბურგში ქმნიდა. მუშაობდა მხოლოდ კერძო შეკვეთებზე. აგრეთვე ახდენდა თოფების რემონტსა და გადაკეთებას. თავისი ნაკეთობის სინატიფისა და მაღალი ხარისხის გამო მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.
ოსტატი ლულას თვითონ არ აწარმოებდა. თავის თოფებში სხვადასხვა წლებში გამოყენებული აქვს ვიტვორტის, სიმენსის, კრუპის მარკის ფოლადის ლულები, რომლებიც სხვა საწარმოებიდან შემოჰქონდა(ზოგჯერ წლობით ელოდა შეკვეთილი ლულის ჩამოსვლას). თავისი მუშაობის პერიოდში(23 წელი) გაკეთებული აქვს 450-დან 500 ცალამდე თოფი.
უმეტესად აკეთებდა 12 ყალიბის თოფებს, შიდა ან გარე ჩახმახებზე. ამ თოფების საკეტები მრავალი სახისაა. აგრეთვე გაკეთებული აქვს ორლულიანი პარადოქსები და შტუცერები.
ამ ოსტატის რამდენიმე ნახელავი რუსეთის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. აქვე მოკლედ მოგახსენებთ ორი მათგანის ტექნიკურ მახასიათებლებს.
ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია 24 ყალიბიანი პარადოქსი. დამზადებულია ს. ბუტურლინის შეკვეთით

7d44f611f437.jpg


წონა3,38კგ; ლულების წონა 1,64კგ; ლულის სიგრძე 651მმ; სავაზნის სიგრძე 65მმ; ხრახნილი ჩოკის სიგრძე 2,5 სმ; ხრახნების რაოდენობა 7.
ამ თოფით ს. ბუტურლინი მოიპოვებდა ხარირემს 300(!!!) მეტრში. თოფს გააჩნია საცვლელი გლუვი წყვილი ლულა.

მუზეუმის საკუთრებაა მაცკას გაკეთებული 12 ყალიბის გლუვლულიანიც, რომლის ლულებიც დამზადებულია ბელგიური ფოლადისაგან. მარჯვენა ლულა ცილინდრია, მარცხენა კი 0,8მმ-იანი ჩოკი. მცველი არაავტომატური, კონდახი ინგლისური; უმაღლესი ხარისხის გრავირებით




8fb765fdefd4.jpg

5fb196af0369.jpg




თვით მაცკას განცხადებით(1885წ), ოსტატი გლუვლულიან თოფს 250-600 მანეთად ამზადებდა, ხოლო შტუცერებს 400 მანეთად(გაითვალისწინეთ რომ მაშინ სერიულები 20-50 მანეთი ღირდა).




ასეთ ,,კეფას" უკეთებდა მაცკა თავის თოფების კონდახებს:



5e8fe395c043.jpg



f74bed5d97b7.jpg




ესეც რესტავრირებული მაცკა.



ad0f9f1c9e4e.jpg


58e95e340efa.jpg


20 და 12 ყალიბის 2 წყვილი ლულით, 70მმ-იანი სავაზნით.



მაცკა გარდაიცვალა 1907 წელს. მისი საამქრო, რამდენიმე დაუმთავრებელ თოფთან ერთად, მისი მოსწავლის მასლოვის ხელში გადავიდა.

წყარო:კლუბი მონადირე.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მასლოვი

კონსტანტინე პეტრეს ძე მასლოვი დაიბადა 1880 წელს. ის ადრეულ ასკში მაცკასთან ეუფლება მეიარაღის პროფესიას, რომელმაც პირველად მოსწავლეს ხელფასის სახით დღიურად 1 მანეთი დაუნიშნა. სწავლების მეოთხე წელს მასლოვის დღიური გამომუშავება უკვე 3 მანეთს შეადგენდა.
შემდგომში მასლოვი აღნიშნავდა, რომ ის მასწავლებლის მსგავსად დღეში 10-12 საათს მუშაობდა. სწავლების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლე საკუთარ საამქოში დატოვა დამხმარე ოსტატად. მოგვიანებით კი მას უკვე ყველა საპასუხისმგებლო სამუშაოს ანდობდა.
1907 წელს მაცკა გარდაიცვალა და მასლოვი მისი მემკვიდრე ხდება. ამავე პერიოდში ის თავისი მასწავლებლის ბინაში გადმოდის საცხოვრებლად და აქვე ამთავრებს მაცკას რამდენიმე თოფის დამუშავებას. ამასთან დასრულებულ ნაკეთობებზე საკუთარ დამღას ასვამს. ზოგჯერ წარწერას ,,მაცკა" წინ უწერდა ,,ყოფილი" ან ,,მემკვიდრე".

2761c5203edb.jpg

თავისი სიცოცხლის ბოლომდე მასლოვის ბინას 2 აბრა ჰქონდა_ ერთი მაცკას გვარით, ხოლო მეორე მასლოვის.
მასლოვმა ნაკეთობებზე მაცკას ნომერაცია გააგრძელა. ამასთან გააგრძელა ჩანაწერები შეკვეთების ჟურნალში, რომლიდანაც ყოველთვის ხდება ცნობილი ვის დაუმზადეს შეკვეთა და რა ფასად.
მასლოვმა იარაღის მოდერნიზირება გააგრძელა და გვერდით დაფებზე ბროლის მრგვალი ფანჯრების ჩასმა დაიწყო. მაცკას სტილი შენარჩუნებული იყო(მაგალითად, კონდახის კეფა არა პლასტიკატის, არამედ ლითონის ფირფიტებზე). ამასთან 20 ყალიბის მოდელებმა იმატა.


19941c613156.jpg

7fab24244f7f.jpg


საბჭოთა პერიოდში ოსტატი წითელი ვარსკვლავის ორდენითა და ხუთი მედალით იყო დაჯილდოებული.
მასლოვი გარდაიცვალა 1975 წელს 95 წლის ასაკში


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეიარაღეების პეტერბურგის სკოლა




სკოლა საწყისებს დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს და მოიცავს ბერტრან-ლარდერე-გონო-მაცკა-მასლოვს(მასლოვის გარდა რომელიმე თუა გვარით რუსი, მაგის განსჯა თქვენთვის მომინდვია Viannen_loungelizard.gif ).

ბერტრანის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, თუმცა მისი ნახელავიდან რამდენიმე ეგზემპლიარიც კი ცალსახად მეტყველებს ოსტატის კლასზე(ერმიტაჟის საკუთრება).
ბერტრანის ფირმას ერქვა Bertrand & Javalet და ყავდა პარტნიორი ჟავალიე... ფაქტუირად ამაზე მეტი ისტორიულ წყაროებში არაფერია დარჩენილი.



კაფსულის საკეტიანი წყვილი პისტოლეტი ბერტრანის შესრულებით(ზედა: საკეტი გახსნილია; ქვედა: დაშვებული)
1fa1d4b50667.jpg


სკოლის შემდეგი წარმომადგენელია ლარდერე, რომელიც თთავდაპირველად თავის ნაკეთობებზე აკეთებდა წარწერას შინაარსით, რაც ცხადყოფდა მის მემკვიდრეობას ბერტრანთან მიმართებაში.
ამ გვარის ოსტატები ყველაზე სოლიდური კლიენტებისათვის, მოწინავე ევროპულ ფირმებს უკვეთავდნენ თოფებს და მცირე(ან მეტი) ,,კორექტირების" მერე აწვდიდნენ შემკვეთს.

ლარდერეს მიერ ლებოსათვის შეკვეთილი თოფი(მიეყიდა თავად გორჩაკოვს 1900 წელს)
c5732a97e5d0.jpg


ლარდერეების გვარის პირველმა წარმომადგენელმა მიიღო(იყიდა ან შთამომავლობით უბოძეს), ბერტრანის საქმე...
სარეკლამო დეკლარაციებში პირველი ლარდერე თავისი საქმის საწყისად 1830 მიუთითებდა, აღნიშნული სწორედ ის თარიღია, როცა ბერტრანმა დაიწყო მოღვაწეობა როგორც მეიარაღემ. 1830 წელს უფროსი ლარდერე მხოლოდ 8 წლის იყო. აქედან ისტორიკოსები ასკვნიან, რომ გვარი ლარდერე ბერტრანის საქმის გამგრძელებელია.
ამ გვარის წარმომადგენლები ფრანგული წარმოშობის ვაჭრები იყვნენ, ხოლო მეიარაღეები იყვნენ ძმები, ჟან მარი და ჟან ადოლფი(ცალ-ცალკე მუშაობდნენ).
ჟან ადოლფი გარდაიცვალა 1911 წელს და მისმა ვაჟმა, ჟან მორიცმა გააგრძელა მამის საქმე. 1915 წელს ბიძის, ჟან მარის გარდაცვალების შემდეგ, მანვე შეიერთა ბიძამისის საამქრო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გვარის მეიარაღეთა საქმე შთამომავლებმა გააგრძელეს, მაინც უნდა ითქვას, რომ ყველაზე ღირებული არის ძმები ჟან მარისა და ჟან ადოლფის ნაკეთობანი.

ისტორიკოს-მკვლევართა აზრით, ნიკოლოზ გონო ვერანაირად ვერ იქნებოდა ლარდერეების მოსწავლე, თუნდაც მას მოღვაწეობა დაეწყო ფრანგული წარმოშობის მეიარაღეებთან(ამის შესახებ ცნობები არ არსებობს), რადგან მათი ნაკეთობები კლასით, ხარისხითა და ეპოქით იმდენად განსხვავებულია, რომ მათი შედარება არაკორექტული იქნებოდა...


რაც შეეხება გონო-მაცკა-მასლოვს, მათ შესახებ ზემოთ გვაქვს ნაწერი.

Gurulo-


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?