Jump to content

სურათი

иж-59 спутник

иж-59 спутник

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

иж-59 спутник


6dadaa1fcb3b.jpg


ИЖ-59 ,, спутник”
ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტებიანი თოფი 12 ყალიბისა(კლიმოვის კონსტრუქცია). ძველი მოდელია. სერიულად გამოდიოდა 1960-1964 წლებში. განკუთვნილი იყო ძირითადად სამოყვარულო ნადირობისათვის, აგრეთვე სპორტული სროლისათვის ტრანშეულ სტენდზე.
ლულის სიგრძე 750მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ(ორთავე ქრომირებული). ლულები ერთმანეთთან არაა შედუღებული. ლულის არხის დიამეტრი შეადგენს 18,5მმ, სავაზნისა კი 20,6მმ. შევიწროებები სტანდარტული. სიბურჯღლე შეადგენს ქვედა ლულისათვის არანალკებ 50%-ს, ზედასთვის კი 60%.
შესაძლებელია ბოლიანი და უბოლო დენთის გამოყენება როგორც მუყაოს ისე მეტალის ვაზნაში. წონა შეადგენს 3,3-დან 3,5-მდე კილოგრამს.
ექსპლოატაციაში გამოამჟღავნა შემდეგი სახის ნაკლი: ცუდი ბალანსი(გრძელი ლულების გამო) და სროლისას ე.წ. ჯვარედინი მიტანა ანუ ზედა ლულას მიაქვს ცოტა ქვემოთ და ქვედა ლულას ცოტა ზემოთ. ამ მიზეზთა გამო ,, спутник” ბაზაზე დამზადებულ ИЖ-12-ში ლულები(ზედა და ქვედა) შეადუღეს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორც მოგეხსენებათ სპუტნიკს არ გააჩნია შემაერთებელი თამასები, ამიტომ გასროლის მომენტში ლულის რეზონანსული რხევა უფრო მეტია ვიდრე შემაერთებელი თამასით აღჭურვილი თოფისა(მაგალითად იჟ-12).
საზოგადოდ ლულების ბლოკად შეკვრის დროს მათ ისე აფიქსირებენ, რომ წარმოსახვითი ღერძები(ზე და და ქვედა ლულებისა) ერთმანეთს კვეთდეს ლულის ტუჩიდან 35 მეტრში.
გასროლისას წარმოშობილი მომეტებული რხევა ჭურვს უბიძგებს მეტად გადაიხაროს ზედა წარმოსახვითი ღერძიდან ქვემოთ, ხოლო ქვედა ლულის შემთხვევაში კი ზემოთ. აღნიშნული ნაკლი თითქმის შეუმჩნეველია საფანტის გასროლისას, მაგრამ საკმაოდ თვალნათელია ერთიანი ტყვიის გამოყენებისას.

"სპუტნიკს" აქვს ერთი უპირატესობა შემაერთებელი თამასით აღჭურვილი სხვა საბჭოთა ვერტიკალების მიმართ და ეს გახლავთ შემდეგში:

როგორც მოგეხსენებათ ვერტიკალური ლულების ბლოკს მიჩრჩილვა მთელ სიგრძეზე უწევს სამჯერ: 1) მარჯვენა შემაერთებელი თამასის დამაგრებისას 2) მარცხენა შემაერთებელი თამასის დამაგრებისას და 3)სამიზნე თამასის დამაგრებისას.
თუ ლულის მასალა შესაბამისი ხარისხის არაა ან(და) ოსტატიც ვერ დგას სათანადო სიმაღლეზე, მაშინ მაღალია ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მიჩრჩილვა-გახურებისას ლულა "გაიქცევა" და ასეთ შემთხვევებში გამოდის წუნიანი, გურულად რომ ვთქვათ "დაფრანგულ" ლულებიანი ნაკეთობა. აღნიშნული არც თუ იშვიათია საბჭოთა წარმოების თოფებში და საკმაოდ ხშირია ტანამედროვე რუსულ ნაკეთობებში.

სპუტნიკის ლულას(ისიც მხოლოდ ზედას) გახურება უწევს მხოლოდ ერთჯერ_ სამიზნე თამასის დამაგრებისას, ამიტომ 3-ჯერ ნაკლებია შანსი იმისა, რომ ლულები "გაქცეული" იყოს...


ახლა გაიხსენეთ თუ გაგიგიათ, რომ სპუტნიკზე ეთქვას ვინმეს "კრივოი" ლულები აქვსო... ხოლო იჟ-12-ზე, იჟ-27-ზე და ჰორიზონტალურებზე ხომ არც თუ იშვიათად საუბრობენ ამ პრობლემის თაობაზე


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?