Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Fabrique Nationale (FN Herstal )
e93ab4bf84de.jpg


,,ერსტალის ნაციონალური ფაბრიკა" შედის Herstal Group-ის შემადგენლობაში, რომელიც აგრეთვე ფლობს Winchester Repeating Arms Company-ს და Browning Arms Company-ს.
კომპანია დაფუძნებულია 1889 წელს მეიარაღეთა გაერთიანების მიერ ლიეჟთან ახლოს ქალაქ ერსტალში. კომპანია თავიდანვე ორიენტირებული იყო საბრძოლო იარაღის წარმოებაზე. პირველივე შეკვეთა სახელმწიფომ გააკეთა_ 150 ათასი ერთეული მაუზერის წარმოებაზე(1889 წლის მოდელი).


Mauser 1889



1898 წლიდან კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობდა ბუმბერაზ მეიარაღე ბრაუნინგთან, რომელმაც უამრავი მოდელისა და ჩანაფიქრის განხორციელება შეძლო ამ საწარმოში. ამ თანამშრომლობის შესახებ ვწერდით შესაბამის განყოფილებაში, ამიტომ აქ აღარ განვმეორდებით.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბელგია ოკუპირებული იყო. FN-ის საწარმოო პოტენციალი და საშუალებანი ძალიან გამოადგა ვერმახტს. ,,ნაციონალურმა ფაბრიკამ" გერმანიის მთავრობისაგან დიდი შეკვეთები მიიღო: 1940-1944 წლებში კომპანიამ გერმანიისათვის 363, 2 ათასი პისტოლეტი დაამზადა. მათი უმრავლესობა ბრაუნინგის 1922 წლის მოდელი და Browning Hi-Power იყო.
70-იანი წლების მეორე ნახევრიდან კომპანია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისათვის(ნატო) ამზადებს იარაღს.
,,ნაციონალურ ფაბრიკას" აქვს განყოფილება აშშ-ში, რომელიც М16 ავტომატებს და M240 ტყვიამფრქვევებს აწარმოებს.
საწარმოში საკუთარი სანადირო თოფების გარდა სხვა ფირმებისათვის მზადდება კალაპოტები, ლულები და სხვა ნაწილები, რომლებიც უმაღლესი ხარისხით ხასიათდებიან(ამას განაპირობებს კომპანიის ხამხედრო სპეციალიზაცია).



746bf5bec067.jpg

2c7e21618fe8.jpg

c0850d81e09c.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?