Jump to content

სურათი

ბრაუნინგ იქს ბოლტი .375 ჰოლანდ ჰოლანდ

375 ჰოლანდ ჰოლანდ ბრაუნინგ

ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa
375 H&H Magnum

დაპოსტილი სურათი
375 ჰოლანდ ენდ ჰოლანდ მაგნუმი - არის საშუალო კალიბრის შაშხანის ვაზნა. ( მცირე კალიბრი : .22-.32, საშუალო კალიბრი: .33-39, მსხვილი კალიბრი: .40 და მეტი)

აღნიშნული ვაზნა უკვე ას წელზე მეტია რაც არსებობს. ის შემუშავებულ იქნა 1912 წელს ბრიტანული კომპანია ჰოლანდ ენდ ჰოლანდის მიერ როგორც სანადირო ვაზნა აფრიკულ და აზიურ კოლონიებში მოგზაურტათვის. მოგვიანებით მისი გილზის მიხედვით შემუშავდა წარმატებული მაგნუმ ვაზნები როგორიცაა .300 ვინჩესტერ მაგნუმი, 7მმ რემინგტონ მაგნუმი და სხვები.
375 ჰოლანდ ენდ ჰოლანდ გილზა განსხვავდება სხვა გილზებისგან იმით რომ მას აქვს მნიშვნელოვნად კონუსური ფორმა და ეგრეთწოდებული ქამარი.
დაპოსტილი სურათი


გილზის ეს ფორმა უზრუნველყოფს ვაზნის შეუფერხებლად მიწოდებას ლულაში და შემდგომ ამოღებას. ქამარი კი აუცილებელია გილზის დაფიქსირებისათვის. შემდგომში ქამრიანი გილზა გახდა მაგნუმ ვაზნების განმასხვავებელ ატრიბუტად. ვაზნის გრძელი ფორმა აგრეთვე ხელს უქყობს დენთის შედარებით ნელ წვას რაც ამცირებს უკუცემის შეგრძნებას თუმცა ის მაინც მნიშვნელოვანია და გამოუცდელ მსროლელებს ყურადღებით ყოფნა სჭირდებათ.

ვაზნა შექმინსთანავე პოპულარული გახდა მტელს მსოფლიოში და კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ევროპული 9-62 და ამერიკაში .338 ვინჩესტერ მაგნუმი, თუმცა უმეტეს აფრიკულ ქვეყნებში მინიმლურ ლეგლურ კალიბრად ითვლება .375.

ვაზნას შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს:

ტყვიის დიამეტრი 9.5 მმ
გილზის სიგრძე: 72.4 მმ
მთლიანი სიგრძე: 91 მმ
მაქსიმალური წნევა: 62’000 ფუნტი კვადრატულ დუიმზე ან 430 მეგაპასკალი
300 გრანიანი ანუ 19 გრამიანი ტყვიის ენერგია 6319 ჯოული

300 გრანიანი ტყვიის სიჩქარე ლულიდან გამოსვლისას არის 770 მეტრი წამში და ტრაექტორია მსგავსია .308 წინჩესტერის 180 გრანიანი ტყვიისა. ამგვარი ტრაექტორია საშუალებას იძლევა პირდაპირ დამიზნებას მანძილის კორექტირების გარეშე დაახლოებით 230 მეტრზე.

375 ჰოლანდ ენდ ჰოლანდი არის ერთერთი ყველაზე უნივერსალური ვაზნა რომელიც გამოიყენება როგორც სქელტყავიანი სახიფათო ცხოველების როგორიცაა სპილო და მარტორქა და აფრიკული დიდი ხუთეულის, ასევე 500 კგ-მდე წონის ანტილოპების და ირმისებრთა მოსანადირებლად ყველა კონტინენტზე. ევრაზიაში ეს ვაზნა ეფექტურია ლოსების, დიდი ტახებისა და დათვების მოსანადირებლად.
ვაზნა აგრეთვე გამოიყენება შედარებით მცირე ცხოველზეც რადგან მისი ტყვია მინიმალურ დაზიანებას აყენებს ცხოველს კალიბრის გათალისწინებით.











დაპოსტილი სურათი

ბრაუნინგ იქს ბოლტი



კალიბრი 375 ჰოლანდ ჰოლანდ მაგნუმი
ლულის სიგრძე: 24 დუიმი / 61 სანტიმეტრი
წონა: 3.5 კგ
მჭიდი: 3 ცალზე მოხსნადი
ხრახნის ბიჯი: 1-12
სასხლეტი: მოოქროვილი
სამიზნე მოწყობილობა: ღია სამიზნე და ნახვრეტები ოპტიკური სამიზნისთვის

ბრაუნინგის შაშხანა იქს ბოლტი იწარმოება იაპონიაში კომპანია მიროკუს მიერ. სახელი გამომდინარეობს ოპტიკური სამიზნის სამაგრის ოთხი ჭანჭიკის განლაგების მიხედვით.


გარდა იმისა, რომ ოთხი ჭანჭიკი უფრო საიმედოდ ამაგრებს ოპტიკის კრონშტეინებს, ეს განლაგება უზრუნველყოფს ლულის უფრო სქელ ნაწილში ანუ ცენტრიდან გვერდებში დამაგრებას, რაც ლულას არ ასუსტებს ნახვრეტების გაკეთებით.

სიზუსტის ასამაღლებლად ლულა თავისულფად არის განლაგებული ანუ არ ეხება თოფის ხის ნაწილებს მის მთელ სიგრძეზე.

სასხლეტის ახალი კონსტრუქცია რომელსაც “ბუმბულის სასხლეტი” დაარქვეს არის რეგულირებადი, სასხლეტი მოოქროვილია და უზრუნველყოფს მკვეთრ ასხლეტვას რაც აუმჯობესებს სროლის სიზუზსტეს.
დაპოსტილი სურათი


ოპტიკური სამიზნე განლაგდება ლულასთან ახლოს რაც აახლოებს ლულისა და ოპტიკური სამიზნის ღერძებს. აქვე აღსანიშნავია რომ საკეთის სახელური მხოლოდ 60 გრადუსით ბრუნავს. ეს უზრუნველყოფს უფრო სწრაფ გადატენვას და ოპტიკური სამიზნის არსებობის შემთხვევაში არ უახლოვდება მას რაც სტანდარტული 90 გრადისიანი საკეტების შემთხვევაში ხშირად თითების სოპტიკურ სამიზნესა და საკეტის სახელურს შორის მოყოლას იწვევს. საკეტს სამი ჩამკეტი აქვს.

უსაფრთხოების ჩამკეტი ღილაკი მოსახერხებლად არის განთავსებული და ინტუიტურად არის განლაგებული სანადირო თოფების ტრადიციის მიხედვით. საკეტის სახელურზე ღილაკი საშუალებას იძლევა ვაზნა ამოვიღოთ დამცავის მოხსნის გარეშე და რა თქმა უნდა არის თოფის საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნის ინდიკატორი.

უსაფრთხოების ღილაკის ამგვარი განლაგება საუკეთესოა რადგან შეიძლება ჩვრთოთ და გამოვრთოთ ხელის მოშორების გარეშე, და სამიზნის თვალთახედვიდან გაშვების გარეშე, შევამოწმოთ თითის მეშვეობით დაუხედავად, და დახედვის შემთხვევაში ყველაფერი თვალის წინ არის.

დაპოსტილი სურათი

მჭიდი იქს ბოლტს აქვს როტარული. დამზადებულია დარტყმა გამძლე პოლიმერისგან და იტევს 3 ვაზნას. როტარული მჭიდი ყოველ ვაზნას ათავსებს ცენტრში საკეტის პარალელურად რაც აუმჯობესებს გადატენვის საიმედოობას.

ჩამსწორებელი Abdula, 17 October 2015 - 07:27 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა აბდულ გილოცავ , შენი პირველი პოსტია. :bravo: ისა და სურათი არ გიდევს თუ მე არ მიხსნის?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

;)  ;)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

375 h&H Magnum

11291809_1.jpg?v=8CE5D7CD7BF8780



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ბრაუნინგ იქს ბოლტი

60m.jpg

 

ესეც სურათები....



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

სურათები მქონდა ტექსტში  და რატომღაც არ ჩანს :( აბა შევეცდები დავამატო .

აფლოუდს არ აკეთებს, სასწრაფოდ ბუნებაში გასვლა არის საჭირო გამოცდილ ლეგიონერებთან ერთად და გამოცდილების გაზიარება :)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

ვაა აბდულ გილოცავ , შენი პირველი პოსტია. :bravo: ისა და სურათი არ გიდევს თუ მე არ მიხსნის?

აჰა ბაბუ სურათებიც ჩავსვი :)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

სასწრაფოდ ბუნებაში გასვლა არის საჭირო გამოცდილ ლეგიონერებთან ერთად და გამოცდილების გაზიარება :)

აბდულ რაღაც სურათებზე მელაპარაკებოდი და რომელი თემს გაქვს ? ბრაუნინგის თუ სხვისი?ბარემ დადე რა


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 673 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

კარგია აბდულ  :bravo:  :good:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

43a0ebe6c8af.jpg



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სურათები მქონდა ტექსტში  და რატომღაც არ ჩანს :( აბა შევეცდები დავამატო .

აფლოუდს არ აკეთებს, სასწრაფოდ ბუნებაში გასვლა არის საჭირო გამოცდილ ლეგიონერებთან ერთად და გამოცდილების გაზიარება :)

დაგეგმე ბაბუ და გავიდეთ, მე სულ მცალია და კსტაწი გადმომირეკე რა ,.... რაღაც მაქვს სათქმელი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa


ჩამსწორებელი Abdula, 13 February 2016 - 11:01 PM.


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ჩუბინ აბდულ ჯაბარ იბნ ჰასან ელ ლასადდინი



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩუბინ აბდულ ჯაბარ იბნ ჰასან ელ ლასადდინი

ვერ დავიმახსოვრე მარა მაგარია . :good:  :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?