W.& C. Scott & Son
ამ კომპანიის ბედი მეცხრამეტე საუკუნიდან ,,უებლი და სკოტის" ბედთანაა გადაჯაჭვული, რაც შესაბამიდად Webley & Scott-ის თემაშია აღწერილი, აქ კი მისი დამოუკიდებელი მოღვაწეობის რამდენიმე შტრიხს შევეხებით.
კომპანია W & C Scott შეიქმნა ბირმინგემში 1834 წელს ძმების უილიამისა და ჩარლზ სკოტების მიერ. რამდენიმე წელიწადში ამ კომპანიამ უკვე წამყვანის რეპუტაცია მიიღო.
1850 წელს საწარმოში შემოდიან უილიამის შვილები, უილიამ მედიჩი და ჯეიმს ჩარლზი. უილიამ მედიჩი იყო ნიჭიერი ინჟინერი და გამომგონებელი, რომელმაც თავისი პირველი პატენტი მიიღო 1865 წელს, ხოლო 1878 წელს მიიღო პატენტი გლუვ თოფზე, რომელსაც ბევრი ფირმა უშვებდა მ.შ. ჰოლანდ-ჰოლანდიც.
1858 წელს დედოფალმა ვიქტორიამ და პრინცმა ბირმინგემში თავისი ვიზიტისას იხილეს სპეციალურად ამ დღისათვის ძმები სკოტების მიერ გაკეთებული იარაღის თაღი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ათასი პისტოლეტის, მუშკეტისა და დროშისაგან. დედოფალი აღფრთოვანებული დარჩა და ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ფირმის ბედი.
ფირმამ იმდენი შეკვეთა მიიღო, რომ გაკეთებას ვერ უთავდებოდა. საჭირო იყო შემდგომი გაფართოება. 1865 წელს ფირმა გადადის ლანკასტერ-სტრიტზე. ამავე დროს იხსნება წარმომადგენლობა ლონდონში. ამ პერიოდში ფირმამ შეისყიდა კომპანია Moore & Harris. 1869 წლიდან ფირმას ხელმძღვანელობს შვილი უილიამი. მასთან დაკავშირებულია წარმოების მასშტაბების კიდევ უფრო ზრდა_ ამერიკისა და ავსტრალიის ბაზარზე შესვლა.
ფირმა გლუვი ლულის ჩოკური შევიწროებების შემოტანის პიონერად ითვლება. შვილი უილიამი ჩოკებზე პატენტს 1875 წელს იღებს. ამავე წელს დაპატენტდა ზედა საკეტი Triplex. ზედა კვადრატული ფორმის ჭანჭიკით დაკეტვა, რომელიც ,,სკოტის კვადრატულ ჭანჭიკადაა" სახელდებული, შემოტანილი იყო საფირმო თოფებზე 1892 წელს. აღნიშნული საკეტი სავალდებულო ელემენტი გახდა საფირმო თოფებისათვის 1936 წლამდე. ფირმა უშვებდა ყველა ყალიბისა და სისტემის თოფს. მხოლოდ .410(36) ყალიბის თოფებია ძალიან ცოტა გამოშვებული(100-ზე ნაკლები). 4 ყალიბის თოფების გამოშვება პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღარ გაგრძელებულა. ფირმას მცირე რაოდენობით აქვს ნაწარმოები 14 და 24 ყალიბის თოფებიც.
1887 წელს ფირმის ხელმძღვანელი ჯეიმს ჩარლზ სკოტი ხდება.
1897 წელს სამი კომპანიის P. Webley & Son , W&C Scott and Sons და Richard Ellis and Son-ის გაერთიანებით და საერთო სახელით Webley and Scott Revolver and Arms Co Ltd, მოვლინებით სკოტის დამოუკიდებელი ბრენდის სახით წარმოდგენა დიდი ხნით შეწყდა.
1980 წელს კომპანია Harris & Sheldon Group-მა გადაწყვიტა ძველი W & C Scott ბრენდის აღდგენა და ახალ საწარმოში 250 ათასი ფუნტი სტერლინგის ინვესტირება მოახდინა. თუმცა 1985 წელს ,,სკოტი" კვლავ გაიყიდა... ამჯერად ჰოლანდ-ჰოლანდზე. ახალი მფლობელის ხელში ბრენდისათვის ახალი საწარმოო პერსპექტივების შანსები გაჩნდა, თუმცა ჰოლანდ-ჰოლანდის ერთ-ერთი ძირითადი აქციონერის მოთხოვნით 1989 წელს ბრენდი W.& C. Scott & Son კვლავ გააჩერეს და მხოლოდ თოფების რემონტისა და აღდგენის ფუნქცია დაუტოვეს.
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
- კლუბის შესახებ
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- ყველაზე აქტიურები
- ფორუმის სიახლეები
- კალენდარი
- სურათის ატვირთვა
- იუთუბზე ატვირთვა
- ონლაინში არიან
- საიტის რუკა
- მაღაზიები
- კატეგორიები
- მთავარი
- მონადირეთა ლეგიონი
- მსროლელთა ლიგა
- ნადირობა
- ბაზიერობა
- სამონადირეო იარაღი
- ძაღლები
- თევზაობა
- დასვენება, ლაშქრობა
- ფლორა და ფაუნა
- სხვადასხვა
- მედიცინა
- ისტორიის კუთხე
- ბუნება
- გალერეა
- გადმოწერა
- დაგვიმეგობრდით