Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

FLODMAN

fa9a7df9d4cb.jpg


დღეს მინდა მოგითხროთ იარაღზე, რომელიც მსუბუქია, ზუსტია, ლამაზია, არ ფუჭდება, არ ჭირდება წმენდა და რაც მთავარია არ ცვდება!!! ამ პოსტის მკითხველს ნუ გაეღიმება ჩემი ფანტასტიკოსობის მიზეით, რამეთუ არსებობს შვედეთის პროვინციაში ფირმა Flodman Guns რომელიც სწორედ ასეთ თოფებს უშვებს nyam.gif
საწარმოს ამჟამინდელმა მფლობელმა სიკსტენ სკულმანმა, რომელიც სპეციალობით ავიაინჟინერია, ფირმა შეიძინა 1992 წელს რიუნე ფლოდმანისაგან. სკულმანი თავდაპირველად ფლოდმანთან მუშაობდა და კარგად იცნობდა მასალათა გამძლეობის თეორიას, გააჩნდა საუკეთესო ცოდნა ძლიერმდგრადი ლითონების თაობაზე.
შედგა მოლაპარაკება და საწარმო სკულმანის ხელში აღმოჩნდა(გარიგების ფასი ჩემთვის უცნობია). უკვე 1993 წელს სიკსტენ სკულმანმა გამოუშვა თავისი პირველი იარაღი, რომლის ლულა ტიტანისა გახლდათ, რასაც დაემატა უძვირფასესი კაკალი.

6e2bd3561f20.jpg

ფირმა იყენებს არა მარტო ტიტანს და უჟანგავ ფოლადს, არამედ იმ მასალებს, რომლებიც ექსკლუზიურად კოსმოსური ხომალდებისა და ბირთვული ინდუსტრიისა გვგონია: ტიტანი(grade 5), შენადნობი ss2377, Damascene, Stavax®, Cor-rax® - მასალები, რომლებიც ფაქტიურად არ ცვდება. ალბათ მკითხველისათვის ადვილი წარმოსადგენია ასეთი უცვეთი მასალების დამუშავების ტექნოლოგიის სირთულე!!!
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სკულმანის ნაკეთობამ აღიარება 2002 წლიდან მიიღო და საწარმომ ამის შემდეგ დაიწყო მოგების მიღება.
იარაღში ლულისა და კალაპოტის შეერთება ნაცვლად ტრადიციული სახსრის ჭანჭიკისა რკალებით ხდება. აღნიშნული დეტალი განაპირობებს მეორე მომენტსაც, კერძოდ, მდგარად მეტალებთან კონტექსტში აღნიშნული შეერთება განაპირობებს მის უცვეთობას.
სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ორიგინალურია და დასხლეტის სისწრაფე ყველაზე მაღალია მსოფლიოში_ ეს დრო შეადგენს წამის ორ მეათასედს.
მცველი ავტომატურია თუმცა ადვილად იცვლება სპორტულ რეჟიმზე. იარაღის დაცემის შემთხვევაში გამორიხცულია უნებლიე დასხლეტა.

61b65f56d2ab.jpg

იარაღი გამოცდილია 1200 ბარ წნევაზე და ლულები გათვლილია ფოლადის საფანზე(რატომღაც მხოლოდ ტყვიისას რომ ისვრიდეს haha.gif )
საწარმო ამზადებს წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეულ ეგზემპლიარს. წარმოება-მარკეტინგის პროცესში ჩართულია მხოლოდ 2 ადამიანი სიკსტენ სკულმანი და მისი მეუღლე ვირვე. სულ იწარმოება 3 მოდელი: ვერტიკალური გლუვლულიანი, კომბინირებული ვერტიკალი და ორლულიანი ხრახნილი ლულებით. მოდელები მზადდება სამ ვარიანტად: სპორტული, სანადირო და ლუქსი.
თითოეულ კლიენტზე მორგება და ტყავის ქეისი ყველა შემთხვევაში მიღებულია. ძვირფასი გრავირება უკეთდება მხოლოდ ლუქს კლასს. ყალიბები: 12/70, 12/76, 7х57R, 7,65R, 9.3х74R.
ცალკეული კლიენტებისათვის მზადდება ,,საფარის" ყალიბები .500 და .416.

Flodman Guns 100 პროცენტით შვედური წარმოებისაა, რომელსაც იცნობენ იაპონიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და აშშ-ში. სწორედ ამ ქვეყნებში იყიდება მთლიანი ასორტიმენტის 80%, ხოლო დანარჩენი კი შვედეთში. ფასი სამშობლოში 12 000 ევროდან იწყება


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მაგარია, ერთი "პეროც" მოყვება ამ თოფს ალბათ  :0024:  :0024:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პერო :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?