Gastinne-Renette
პირველი დოკუმენტი, რომელიც მეიარაღე რენეტთანაა დაკავშირებული დათარიღებულია 1793 წლის 8 მაისით. 1809 წელს კი სახელი ანრი რენეტი მოხსენიებულია "იარაღით მონადირეთა ტრაქტატში", სწორედ ამ პერიოდში ოსტატმა შეიმუშავა ლულების დამზადების მოწინავე მეთოდი.
1812 წელს რენეტი პარიზში ლუი გასტინთან(გადამდგარი სამხედრო ჩინოვნიკი) ერთად აფუძნებს საიარაღო საამქროს. 1834 წელს კომპანიონები დანათესავდნენ შვილების ქორწინებით. საწარმოს კომერციული წინსვლა დიდწილად დუელის პისტოლეტების წარმოებით იყო განპირობებული. წყვილი პისტოლეტების ქონა, რომელთა ღირებულება 300 ოქროს ფრანკს უდრიდა, ითვლებოდა ელიტარულ ტონად.
ქვეყნის სათავეში ნაპოლეონის მოსვლის შემდგომ კიდევ უფრო გაიზარდა ფირმის რეპუტაცია. ერთ მშვენიერ დღეს, ნაპოლეონს სამხედრო სასწავლებლისათვის ჯილდოდ გადასაცემად დაჭირდა 5 წყვილი პისტოლეტი და ისინი შეუკვეთა სწორედ გასტინ-რენეტს. 1852 წელს ლუი გასტინი ნაპოლეონისათვის იარაღის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. მას უფლება ჰქონდა იმპერატორთან შესულიყო იარაღით. ამავე დროს ევალებოდა ხლებოდა ნაპოლეონს ყველა ნადირობაზე და მისთვის იარაღი დაეტენა.
მე-19 საუკუნის დასაწყისი დუელების ნამდვილ ბუმს დაემთხვა... ამ პერიოდში ფირმამ არამარტო გაზარდა დუელის პისტოლეტების წარმოება, არამედ გახსნა სპეციალური გალერეა სადაც ვარჯიშობდნენ ადამიანის სილუეტებზე სროლაში.
1855 წელს პარიზში ჩატარდა პირველი მსოფლიო საიარაღო გამოფენა. ფირმა გასტინ-რენეტის სტენდებზე გამოფენილი იყო ორლულიანი შტუცერები, მსხვილყალიბიანი თოფები, სანადირო დანები, ხმლები და დუელის პისტოლეტები.
სანადირო იარაღთა შორის პირველ ადგილზე კონკურენციის გარეშე იდგა ორლულიანი, რომელიც უშუალოდ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტისათვის გახლდათ დამზადებული. მასთან ერთად წარმოდგენილი იყო ეგვიპტის პრინცისათვის დამზადებული სანადირო თოფი.
პირველ და მეორე მსოფლიო ომების შუალედში ფირმამ სახელი გაითქვა თავისი უმაღლესი კლასის შტუცერებით. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საწარმო იარაღით ამარაგებდა წინააღმდეგობის მოძრაობას. ამ პერიოდში წარმოების მასშტაბები მინიმუმამდე დაეცა(30 ერთეული წელიწადში). უკვე 1950 წლისათვის წარმოება 200 ერთეულამდე ავიდა. 1989 წელს საწარმო შეერწყა "გენეს" სავაჭრო ორგანიზაციას და წარმოება შეწყვიტა.
ამჟამად სავაჭრო ორგანიზაცია Gastinne-Renette-ის სახელით ყიდის იარღს, რომელსაც სენტ-ეტიენის საწარმო ამზადებს.
საწარმოო ფირმა "გასტინ-რენეტის" მიერ წარმოებული იარაღი თითქმის აღარ გვხვდება პრესტიჟულ აუქციონებზე, რადგან მათი მცირერიცხოვანი მფლობელები კარგად უწყიან, რომ მათ საკუთრებას ყოველდღუირად მხოლოდ და მხოლოდ ემატებათ ფასი.
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
- კლუბის შესახებ
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- ყველაზე აქტიურები
- ფორუმის სიახლეები
- კალენდარი
- სურათის ატვირთვა
- იუთუბზე ატვირთვა
- ონლაინში არიან
- საიტის რუკა
- მაღაზიები
- კატეგორიები
- მთავარი
- მონადირეთა ლეგიონი
- მსროლელთა ლიგა
- ნადირობა
- ბაზიერობა
- სამონადირეო იარაღი
- ძაღლები
- თევზაობა
- დასვენება, ლაშქრობა
- ფლორა და ფაუნა
- სხვადასხვა
- მედიცინა
- ისტორიის კუთხე
- ბუნება
- გალერეა
- გადმოწერა
- დაგვიმეგობრდით