Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

иж-12 იჟ-12;IJ-12



858f1b80c862.jpg


e0b4e8ca927d.jpg

ИЖ-12_ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტებიანი თოფი 12 და 16 ყალიბისა. ძველი მოდელია(1962-1974წ), მზადდებოდა დიდ პარტიებად(ოფიციალურად საბაზო მოდელია_ ,,სპუტნიკი”, ხოლო ფაქტიურად გადაღებულია ,,ბრაუნინგ" ბ-25-დან). ლულები შედუღებული აქვს, მათი სიგრძე დააპატარავეს 720-730მმ-მდე, არხის დიამეტრი დაიყვანეს სტანდარტულ 18,2მმ-მდე. დააყენეს ინტერსეპტორები.
ლულათა შევიწროება სტანდარტულია(0,5 და 1,0). სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულის არხი ქრომირებულია. 12 ყალიბიანის წონაა 3,3-3,5კგ, 16 ყალიბისა 3,1-3,2კგ. რესურსი 10 ათასი გასროლა.

სულ დამზადებულია დაახლოებით 300 ათასი ცალი.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთი ორი სიტყვა რომ არ ვთქვა იჟ-12-ზე არ შემიძლია,მე პირადად ვინადირე იჟ-12-ით 3-ი წელი და ამ 3-ი წლის მანძილზე ჩემთვის არც ერთხელ არ უღალატია ამ თოფს, შემდეგ ძმაკაცს მივეცი და ის 4-ი წელი ნადირობდა მაგ თოფით და არც მისთვის მიუცია ასტროჩკა(ანუ დაკრა)იჟ-12-ს.თოფი იყო 728მმ ლულის მქონე იყო რა ახლაც არის,იჟ-12-ი საუცხოოდ ისვრის ნებისმიერი ნომრის საფანტს და ასევე ჟაკანს, მიტანა აქვს შესაშური,ამ თოფში ვისროდით ჟაკანს პერიოდულად ნუ არვიცი რაღაც ენ რაოდენობით და მიუხედავად იმისა რომ ლულები ცუდ მდგომარეობაში ქონდა (გუუწმენდელობის გამო)ის მაინც ბევრ თოფს სჯობნიდა საფანტის მიტანაში მარა ამაზე ცოტა მერე დავწერ...ხო ერთი შემთხვევა მახსენდება როცა ძმაკაცმა დატენა ჟაკანი ესპანური წამლით რომელსაც გაძლიერებული დოზა მისცა და რომლის სროლის მერეც გამაყრუებელმა ხმამ სტეკლოს ნაფშვენები მიმოფანტა ირგვლივ,ხოლო მსროლელს კი თითები ისე დაუზიანა რომ სულ სისხლი სდიოდა, რადგან სასხლეტსა და სასხლეტს შუა მოყვა ხელი და დარტყმამც თავისი ქნა,წარმოგიდგენიათ რამხელა დოზით იყო დატენილი ის პატრონა რომ გავარდნისას ხმამ ფანჯრები ჩაამსხვრია!მაგრამ გასაკვირი სწორედ ის არის რომ მისი ლულები დღესაც იდეალურად მუშაობს და ისვრის სწორედ ისე როგორც ისროდა ადრე...რავიცი რამდენი ჟაკანი არ მაქვს მე პირადად ნასროლი მაგ იჟ-12-ში მარა ლულებს მაინც ვერაფერი დააკლო დღესაც მუხლჩაუხრელად აგრძელებს ის თავის სამსახურს...გასაკვირი არის კიდევ ის რომ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა როცა სროლის დროს თოფი გადახსნილიყოს (თოფის გადახსნა ხდება ძლიერი პატრონების სროლის დროს)და რაც მე მაგ თოფში უაზროდ დატენილი პატრონები მისვრია მაი თოფი ცოცხალიც არ უნდა იყოს მარა დღესაც აგრძელებს ის პირნათლად თავის საქმეს...ხო ისე ჩემი იჟ-27-E რომელიც საბჭოთა დროინდელია უაზროდ დატენილი პატრონების დროს ხშირად გადამხსნია სროლის დროს(იჟ-27-E მოგეხსენებათ არის იჟექტორიანი ვარიანტი, იჟექტორს გააჩნია საკმაოდ ძლიერი პრუჟინები რომელიც ლულას რაც შეუძლია აწვება მთელი ძალით დაბლა ანუ გადასახსნელად და როცა ხდება უაზროდ დატენილი პატრონის სროლა რათქმაუნდა წარმოიქმნება დიდი დარტყმა რა დროსაც თოფის გადასახსნელი ღილაკი ოდნავად გვერდზე გამოიწევა თუ არა, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის რომ იჟექტორის ანუ პატრონის ამომტანის პრუჟინებმა საკმარისი ბიძგი მისცეს ამ ყელაფერს და ლულაც ცოტაოდენად გადახსნას კიდეც)....იჟექტორის პრუჟინებს აქვს დადებითი მხარეც,,,თოფის უაზროდ დაკეტვისას როცა ხდება დიდი შეჯახება ლულის მექანიზმის კედელზე ასეთ მომენტში ეს პრუჟინები უზრუნველყოფენ გარკვეულწილად ლულის კედელთან შეჯახების შემცირებას, რაც მექანიზმზე ლულის მოყანყალების შანსს მკვეთრად ამცირებს........ხო კიდო იჟ-12-ზე გამახსენდა ----ერთხელ მიტანაში შევაჯიბრე ზიმსონს რომლის ლულის სიგრძე იყო 745მმ მაგრამ ჩოკური შევიწროება ზიმსონის ლულებისა იყო ორივე ლულის ერთნაირი,,,გადავზომე 45-ი მეტრი და ვისროლე(სროლა ხორციელდებოდა ტისკიდან ანუ ტისკში იყო ჩამაგრებული ორთავე თოფი ხელის არ გაქანების მიზნით)შედეგი რომელიც მე მივიღე იყო განმაცვიფრებელი,იჟ-12-მა დიდი უპირატესობით დაჩაგრა ზიმსონი, არადა იქამდის გაგონილი მქონდა რომ ზიმსონები მაგრად ხდება მაგრად ხდებაო,ვისროლეთ სულ 20 პატრონა და ოცივეჯერ აჯობა იჟ-12-მა მეც კი გამიკვირდა ეს ფაქტი...რაც შეეხება ზიმსონს რომლითაც ზოგი მონადირე აღფრთოვანებულია მინდა წარვუდგინო მათ ზიმსონის სუსტი მხარეები:პირველ რიგში კონდახი რომელიც იმდენად საცოდავად ზის ხეზე რომ 15-ი 20-ი ცალი მაღალი დოზით დატენილი პატრონების სროლის შემთხვევაში დიდი შანსია რომ გასკდეს არაერთი შემთხვევა ყოფილა ჩემს ირგვლივ მასეთი როდესაც ზიმსონის კონდახმა ძლიერი პატრონების სროლის შემდეგ განიცადა გაბზარვა გახეთქვა და მორყევა.რაც შეეხება ზიმსონის მშვილდებს დიდი კარგად რომ არა აქვს ეს მშვილდები მაგაზე ისიც მეტყველებს რომ ასევე არაერთხელ მინახავს ჩემს პრაქტიკაში ზიმსონის დამჯდარი მშვილდი რომელსაც არ ჰყოფნიდა ძალა გაეხეთქა კაფსულა(ანუ ჟივილო ან ეზალა),,,გადავიდეთ შემდეგზე მაგალითად ნემსებზე, ნემსები ზიმსონის ძველ მოდელებს(ახლანდელები არ ვიცი)აქვს ჩახმახთან გაერთიანებული რაც ძალიან ცუდია რადგან ნემსის დაზიანების შემთხვევაში(შეიძლება ნემსი დაზიანდეს ანუ თავები დაეწვას გაუწმენდელობით)ვერ შეძლებ ნემსის გამოცვლას უნდა გამოცვალო მთლიანი ჩახმახი, ეს კი ძაან ცუდია..ხო კიდო ზიმსონებს არ ეშვება ფეხები ანუ შეყენებული ფეხების დაშვება არ ხდება,თუ ფეხების დაშვებას გადაწყვეტ უნდა აიღო და ცარიელზე გამოჰკრა სასხლეტს რაც ნამდვილად თოფის მინუსად ითვლება...ასე რომ ზოგს რომ ჰგონია ზიმსონი რაღაც გასაოცარი თოფი მინდა ვუთხრა მათ რომ ერთი ჩვეულებრივი თოფია რომელიც რაღაც მომენტში ასრულებს თავის საქმეს და არის ისეთი მომენტებიც რომელშიაც საგრძნობლად მოიკოჭლებს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

96xlkP.jpg

 

0uNBVD.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

https://forum.guns.r...000012-311.html

 

eed50916d1e7.jpg

 

b223143a0dbf.jpg







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?