გასვლა კახეთში!
მინდა გითხრათ რომ ეს გასვლა აბსოლუტურად სპონტანურად დაიგეგმა. ნუ ყოველი შემთხვევისათვის მე ასე ვთვლი და ...
.
.
.
მოკლედ ეხლა ცოტა აზრზე მპოვედი და გავაკეთებ კომენტარებს.
პირველ რიგში არც მახსოვდა , ჩემდა სასირცხვილოდ უნდა ვთქვა რომ წინა დღით ისეთ არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი რომ , საერთოდ ამომივარდა თავიდან რომ თურმე ფხოველას და ძიას უსაუბრიათ და დილას გამთენიისას ხალხი ტრასაზე დაგველოდებოდა.
.
.
დილის 4 საათზე დარეკა ტელეფონმა და ძიამ არიქა არ დავაგვიანოთ თორემ შევრცხვებით ბიჭებთანო. ნუ ნიმ დილით ადგომას ყველაფერი მერჩივნა , მაგრამ ძმების ღალატი არავის ეპატიება. ააშენებს გვალიას ოჯახს ღმერთი , სირცხვილს გადამარჩინა. რის ვაივაგლახით ავდექი , მაგრამ ავტოპილოტზე ვიყავი გადაერთული. კიდევ კაი თოფი და ვალინკების მეტი არაფერი იყო წასაღები.
.
.
ასე იყო თუ ისე , გავარდით გოგოებთან , ვიკი და ჯოლი ჩავისვით და მარკეტში შევირბინეთ. უცებ ვიყიდეთ რაღაცეები . თან უკვე დამხეცებული გვაქვს ვის რა უყვარს. (ფხოველას მაგ. სნიკერსები უყვარს), ჩავხტით მასნქანაში და კიდეც მიაჭირა ძიამ გაზის პედაალს.
აქვე მინდა ავღნიშნო რომ ვერ დავაანონსე ერთი უბრალო ტრივიალური მიზეზის გამო. ბიჭებო უბრალოდ ჩამეძინა/.
რომ წამოვწექი ლოგინზე . კიდეც ავიღე ნოუთბუქი, კიდეც ავკრიფე ტექსტი , მაგრამ დასაპოსტი ღილაკისთვის ვეღარ დამიჭერია- ჩამძინებია. ასე რომ კიდევ ართხელ ვიხდი ბოდიშს.
.
მოკლედ იმას ვამბობდი რომ ძიამ მიაჭირათქო გაზის პედალს და ფეხი ლამის რადიატორთან გაყო. საქმე იმაშია რომ ,ძიას 8 ზე ახსოვდა ადგილზე შეკრების დრო. ამაზე კი მე გამიჩნდა კითხვა , ასე გვიან რატო ვიკრიბებით თქო. ხო და ჩემი ეჭვი რომ გადამემოწმებინა კიდეც დავურეკე ფხოველას . რა 8 რის 8 -ო. 7 ზე გელოდებითო.....