Jump to content

სურათი

ორაგულისებრნი


  • Please log in to reply
1 reply to this topic

#1
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 3317 პოსტი
  • 10 მადლობა
  • ასაკი:23
    • მისამართი:tbilistan axlos
    • წარმოშობა:tbilistan axlos

    ორაგულისებრნი (Salmonidae) — თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზებია. მრავლდებიან მტკნარ წყალში. მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია სამხრეთ ნახევარსფეროს წყლებში. ოჯახში 9 გვარია: ორაგული (კეთილშობილი ორაგული), წყნაროკეანური ორაგულიგოჭალატაიმენებილენოკიპალიაოხრიდული ორაგულითევზთეთრა და სიგი; ამ გვარებიდან 7 ბინადრობს ყოფილ სსრკ წყლებში. წყნაროკეანური (შორეული აღმოსავლეთის) ორაგულის (Oncorhyncehus) გვარში 7 (ან 8) სახეობიდან ყოფილ სსრკ-ში 6 სახეობა გვხვდება: ჩავიჩაღურკანაკეტაკიჟუჩინერკა და სიმა. ბინადრობენ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში და მის მომიჯნავე ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის უბანში; ტბის პალიას (Cristivomer) ერთადერთი სახეობაა Cristivomer namaycush, რომელიც ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ტბებში; ოხრიდული ორაგულის (Salmothymus) 2 სახეობიდან Salmothymus ochridans ბინადრობს ოხრიდის ტბაში, Salmothymus obtusirostris — დალმაციის ტბებში. ორაგულისებრნი ძვირფასი სარეწაო თევზებია, თევზჭერისა და აკლიმატიზაციის კარგი ობიექტები. მათი მსოფლიო წლიური ჭერა 10 მლნ. ც აღწევს. განსაკუთრებით ძვირფასია წყნაროკეანური ორაგულების წითელი ხიზილალა.

    pre_1441126593__dedz2tu8zfpmcl3gbwf.png

    pre_1441126230__78ed537a7d03.jpg

    pre_1441126267__c5687957bd80.jpg

     

    კალმახები — თევზები ორაგულისებრთა ოჯახისა. გამსვლელ ორაგულთა გვარის (Salmo და Oncorhynchus) მტკნარი წყლის ფორმებია. ბინადრობენ მთის ტბებსა და მდინარეებში. უყვართ ცივი, ჟანგბადით მდიდარი, სუფთა წყალი. ტბებში უფრო დიდი კალმახებია (ზოგჯერ 34 კგ აღწევს), მდინარეებში პატარებია (0,8 კგ, იშვიათად 2 კგ-მდე). სხეულზე ემჩნევათ წითელი, შავი, ნარინჯისფერი და სხვა ფერის ხალები. ცნობილია ევროპული კალმახები და ჩრდილოამერიკული ანუ ცისარტყელოვანი კალმახები. ცისარტყელოვან კალმახებს სხეულის გვერდებზე გასდევს ცისარტყელასებრი ზოლები. მისი კვერცხი მსხვილია (დიამეტრი 5 მმ-მდე აღწევს), ნარინჯისფერი. სწრაფად იზრდება, კარგად უძლებს დაავადებებს და სითბოს. კალმახები საქართველოშიგავრცელებულია ფარავნისსაღამოსტაბაწყურისრიწის ტბებსა და მრავალ მდინარეში. იკვებებიან კიბოსნაირებით, მწერებით, თევზებით და სხვა. სარეწაო მნიშვნელობა აქვს დიდი ტბების, მდინარეებსი კალმახებს. აკლიმატიზაციისა და ტბორული მეთევზეობის ძვირფასი ობიექტია. საქართველოში ცისარტყელოვანი კალმახების მეურნეობაა აფხაზეთსა და რუისში (ქარელის რაიონი).

    pre_1441126520__cna6d.jpg

     

    pre_1441126551__347b02e305df.jpg

    ძალიან აზარტული სათევზაოა ორაგულისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე, კალმახზე როგორც წესი გაშოლტვით თევზაობენ, კალმაზე თევზაობა მსოფლიოს ნებისმიერ მეთევზეს იზიდავს.

    მეც მხვდა წილად კალმახის დაჭერა და ძალინა ვისიამოვნე კარგად მეჭიდავა :D

    pre_1441126826__11903871_763142520463479

     


    • 0

    #2
    mantis

    mantis

      დელეგატი

    • კლუბის წევრი
    • 3317 პოსტი
    • 10 მადლობა
  • ასაკი:23
    • მისამართი:tbilistan axlos
    • წარმოშობა:tbilistan axlos

    უგემრიელესია 


    • 0




    0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

    0 წევრი, 0 stumari,


    ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 2 წევრს:


      Mumla73, Maxo13maxo
    IPB skins by Skinbox