Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Arrieta

428a45d81c02.jpg 1cb8519bccb2.jpg






ესპანური ფირმა არიეტა დაფუძნებული იყო ქალაქ ეიბარში 1916 წელს 19 წლის აველინო არიეტას მიერ. თავიდანვე წარმოება ხელით შრომაზე იყო გათვლილი. არიეტა თავის გლუვლულიანებს გვერდით დაფებზე განლაგებული საკეტებით აკეთებდა. წარმატება საკმაოდ ჩქარა მოვიდა. ოსტატი ესპანეთის მეფე ალფონსო მეცამეტესათვისაც აკეთებდა თოფებს. ამ თოფებს დღემდე ამზადებენ მოდელი 600 იმპერიალის სახელით.
1940 წელს აველინო არიეტამ არეალი გააფართოვა და თავის ვაჟებთან ხოსესთან და ვიქტორთან ერთად ბასკების ქალაქ ელგოიბარში საიარაღო ფაბრიკა დააფუძნა და Arrieta Manufactures დაერქვა. მას 1981 წლიდან Arrieta & Co ქვია.
დღეისათვის ეს არის საოჯახო საწარმო, რომელშიც 20 მაღალი კლასის ოსტატია დასაქმებული. აწარმოებს მხოლოდ უმაღლესი კლასის გლუვლულიანებს ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით. საკეტები მხოლოდ საიდლოქებია.


15d1e9693b25.jpg

კომპანია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახდენს თავისი პროდუქციის ექსპორტს, მათ შორის, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში.
ფირმას დღეისათვის დამფუძნებლის შვილიშვილები ხელმძღვანელობენ. ფირმაში წარმოებული თითოეული იარაღი მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით კეთდება. შემკვეთის სურვილისამებრ მრავალფეროვანია კონდახისა(კეთდება ხელით) და ლულის სიგრძე, ჩოკები, გრავირება(კეთდება ოქროს ინკუსტაციაც).

f4103c833d3b.jpg


922c0a957d35.jpg




ფოლადი მაღალი ხარისხის ,,ბელოტის" მარკაა.



b506e7238392.jpg



მოდელი 600 იმპერიალი

5ca02a5d6fd2.jpg

ჰოლანდის საიდლოქები; ყალიბი 12, 16, 20, 28 და .410(36); სავაზნის სიგრძე 70-76მმ; ინგლისური ტიპის კონდახი; სელექტორული ტიპის ჰოლანდის ეჟექტორებზე; თოფის გადახსნას აადვილებს ზამბარის ზემოქმედება; მცველი განლაგებულია კონახის ყელზე; თოფს გააჩნია დაცვის დამატებითი ელემენტი, ესაა გაზების გამშვები სარქველი, რომელიც ლულათა ბლოკის სავაზნის ნაწილის ძირშია დაყენებული(იხილეთ სურათზე).
აქვე განვმარტავ, თუ რას ნიშნავს დაცვის დამატებითი ელემენტი_ გაზების გამშვები სარქველი. თუ ლულაში რაიმე გაჭედილია და განხორციელდა გასროლა, ასეთ დროს ლულა როგორც წესი სკდება და საფრთხე ექმნება მსროლელს. სარქველის არსებობის შემთხვევაში ის იხსნება(სახიფათო წნევის შექმნისას) და გაატარებს წნევას. ამით გადარჩება მსროლელიცა და ლულაც.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?