Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არაავტომატური ჰორიზონტალურად მოძრავსაკეტიანი თოფი

МЦ20 - ერთლულიანი არაავტომატური ჰორიზონტალურად მოძრავსაკეტიანი(,,ზატვორიანი”)თოფი.

173080d14f4f.jpg

ესაა ტულის ქარხნის სამჯერადი გადატენვის თოფი 20, 28 და 32 ყალიბისა. ლულა კალაპოტში ფიქსირებულია. მასა შეადგენს 2,75კგ-ს 20 ყალიბისათვის და არაუმეტეს 2,6კგ-ს 28 და 32 ყალიბისათვის. კონდახი ხის ან პოლიეთილენისაა, პისტოლეტური ან ინგლისური ტიპის, სალოყით ან მის გარეშე. სიბურჯღლე აღწევს 60%-მდე. განკუთვნილია უმეტესად სარეწაოდ.
მოდელი შემუშავებულია 60-იანი წლების დასაწყისში ი. ბერეზინის მიერ. ამავე წლებში МЦ20-ის ბაზაზე გამოუშვეს კარაბინი МЦ20-09(ამჟამად ამ მარკით გამოდის გლუვლულიანი) 9х53 ვაზნაზე.
სერიულად ამ იარაღის გამოშვება გრძელდებოდა 1971 წლამდე, ხოლო 80-იანი წლების დასაწყისში საერთოდ მოიხსნა წარმოებიდან.


სანადირო მჭიდიანი თოფი МЦ20-01
37e8d8021f42.jpg


МЦ20-01– მჭიდიანი ერთლულიანი სამჯერადი გადატენვის 20 ყალიბის თოფია. თანამედროვე მოდელი შექმნილია 70-იანი წლების ბოლოს МЦ20-20-ის ბაზაზე. გამოდის 1979 წლიდან დღემდე. სავაზნის სიგრძეა 70მმ. ლულის სიგრძე 600-635მმ, საერთო სიგრძე 1150მმ, მასა არაუმეტეს 2,85კგ.
კონდახი პისტოლეტური ტიპის, სალოყით, უმეტესად არყის ხისა აქვს(ცალობითი ეგზემლიარები კაკლის კონდახით).
ჩაკეტვა ხდება საკეტის(,,ზატვორის”) გადმობრუნებით. МЦ20-ისაგან განსხვავებით აქვს ორი სიმეტრიულად განლაგებული საყრდენი, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ მდგრადობასა და ჩაკეტვის სიმყარეს. მექანიზმის კონსტრუქცია(საკეტი) იძლევა საშუალებას დაიშალოს ეს უკანასკნელი ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე. ლულა ფიქსირებულია. გარეგნულად თოფი ჰგავს ხრახნილ კარაბინს.


РОМ-28 და РОМ-32 Беркут
გლუვლულიანი მჭიდიანი თოფი
0427e86afd60.jpg




РОМ-28 და РОМ-32 Беркут ესაა გლუვლულიანი მჭიდიანი იარაღი, რომელიც გამოშვებულია იჟევსკის ქარხნის მიერ. განკუთვნილია სპორტული და სარეწაო მიზნებისათვის. ლულის სიგრძე შეადგენს 675მმ-ს, მასა არაუმეტეს 3,5კგ-ს, სიბურჯღლე არანაკლებ 48%-ისა. 28 ყალიბის თოფს გააჩნია მჭიდი 3 ვაზნაზე, ხოლო 32 ყალიბისას კი 4 ვაზნაზე. ეს თოფი გამოტანილი იყო საბჭოთა სმმ(ВДНХ) გამოფენაზე 1979 წელს, თუმცა სერიულ წარმოებაში არ ჩაუშვიათ დიდი მასისა და დაბალი ტექნიკური მაჩვენებლების გამო.

კლუბი-მონადირე


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგრად იპარავენ ეს ღორიშვილები...


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?