Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე მადაგასკარის კუნძულზე არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებიც არა თუ აფრიკაში, არამედ მსგავსი სახეობა დედამიწის არც ერთ კუთხეში არ მოიპოვება. მათ შორის ყველაზე იშვიათი სახეობის ცხოველია მტაცებელი ძუძუმწოვარი ფოსა. 

მას ძალიან უცნაური გარეგნობა აქვს. მისი ვიზუალი დაახლოებით ცივეტასა და საშუალო ზომის პუმას წააგავს. ზოგჯერ ამ ცხოველს მადაგასკარის ლომსაც უწოდებენ, რადგან მისი წინაპრები დღევანდელ ფოსაზე ბევრად მოზრდილები იყვნენ.  

fosa2.jpg

ამ ცხოველს უკანა კიდურები წინა თათებზე გრძელი აქვს, ხოლო თათები საკმაოდ დიდი და ძლიერი. ზრდასრული ფოსას ტანის სიგრძე 80 სმ-მდე აღწევს (საშუალო 65-70 სმ), ხოლო კუდის სიგრძე დაახლოებით 65 სმ-ია.

fosa4.jpg

მისი სხეული დაფარულია ხშირი, მოკლე ბეწვით, ამასთანავე ბეწვი თავზე შედარებით ჟღალი ფერის აქვს, ხოლო ხერხემალი მუქი ფერის ბეწვით აქვს დაფარული (მუქი ყავისფერი).

ეს მტაცებელი ძირითადად ცხოვრობს მიწაზე, თუმცა, ხშირად დაძვრება ხეებზე, სადაც ნადირობს ლამურზე, რომელიც მისი საყვარელი საკვებია. ფოსა თავის მსხვერპლს კისერზე კბენითა და წინა თათების დახმარებით კლავს. ეს ცხოველი მცირე ზომის ძუძუმწოვრების გარდა, იკვებება ფრინველებით, რეპტილიებითა და მწერებით. ფოსა ნადირობს მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო დღე ბუნაგში იმალება. ხეზე ასვლისას იყენებს არა მარტო თათებს, არამედ კუდსაც. ცხოველს საკმაოდ თავისუფლად შეუძლია ერთი ხის ტოტიდან მეორეზე ხტომა.

fosa6.jpg

ფოსას ხმა შეიძლება მივამსგავსოთ გაღიზიანებული კატის კნავილს, ხოლო ახალშობილი ცხოველის ხმა კატის კრუტუნს მოგაგონებთ.

fosa7.jpg

ისინი მარტოხელა ცხოვრების წესით გამოირჩევიან. გამრავლების პერიოდი უწევს სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, ამ დროს ძუ ფოსა 3-4 ხვადის ყურადღებას იპყრობს. შეჯვარების პერიოდში ეს მტაცებელი კარგავს სიფრთხილის განცდას და ხდება მეტად აგრესიული. ფოსას ფეხმძიმობა გრძელდება 3 თვე, ის შობს 2-4 ნაშიერს. ძუ ფოსა მარტო უვლის თავის ახალშობილებს, ის 4 თვემდე კვებავს მათ რძით, იმისდა მიუხედავად, რომ პატარები ამ ასაკში უკვე ხორცითაც იკვებებიან. 20 თვის შემდეგ ფოსა ტოვებს თავისი მშობლის სამყოფელს და განაგრძობს მარტო ცხოვრებას, თუმცა,  ეს ცხოველი 4 წლიდან ითვლება ზრდასრულად.

fosa5.jpg

ფოსას სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წელია. ამ ცხოველს მადაგასკარის კუნძულზე ადამიანის გარდა, სხვა მტერი არ ჰყავს. ადამიანები ნადირობენ მასზე, ამიტომ ფოსას რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. 

ფოსა წითელ წიგნშია შეყვანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველი. ბოლო მონაცემებით, შემორჩენილია ფოსას 2500 ინდივიდი, ამიტომ მასზე ნადირობა და მისი მოკვლა სასტიკად აკრძალულია.

წყარო: https://zooclub.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ამ ცხოველის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი, სასარგებლო ინფორმაციაა.



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

სადღაც მქონდა ინტერნეტ სივრცეში ამაზე ინფო და ფოტოები ნანახი მაგრამ ასე დაზუსტებული ინფო არ იდო მადლობა პოსტის ავტორს  :good:  ;)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარი ვინმეა


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

კი კაი ტიპია ;)

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?