Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

pre_1427107180__eurasianwoodcock_1.jpghunters.ge                                                                                            ტყის ქათამი, ვალდშნეპი - ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე34-38 სმ, მასა - 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, მცირე რაოდენობით ბუდობს, აგრეთვე ზამთრობს. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია ანუ, ბუდეს დედალი აწყობს, მამლის მონაწილეობის გარეშე. ბუდე, როგორც წესი, მოთავსებული ხშირი ტბის მიყრუებულ უბნებში და ამოფენილია ხმელი ბარალით. 4 კვერცხს დებს აპრილის პირველ ნახევარში, კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 22-24 დღემდე გრძელდება. ტყის ქათმის მთავარი საკვებია ჭიაყელა. ჭამს აგრეთვე ზრდასრულ მწერებსაც, პატარა პეპლებს, ხოჭოებს და სხვა, იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და კენკრითაც.


საშემოდგომო მიგრაციას ეს ფრინველი სექტემბრიდან იწყებს. გადაფრენის დასაწყისი ჩრდილოეთში ყინვების დადგომასთანაა დაკავშჲრებული. ამ დროს ფრინველები გროვდებიან და გამოსაზამთრებელი ადგილებისაკენ იღებენ გეზს.

გაზაფხულზე ტყის ქათამი ჩვენში მასობრივად მარტის შუა რიცხვებში მოფრინავს. ინტენსიური გადაფრენა გარკვეული პაუზბით დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. აპრილის მეორე ნახევარში მისი რაოდენობა მკვეთრად კლებულობს და თვის ბოლოსათვის ერთეულების ნახვა შეიძლება.



შემოდგმით ვალდშნეპი ჩვენთან  ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩნდება. არის წლები როდესაც ჯერ ერთეულებს ვხვდებით, ხან მცირე ჯგუფების სახით, ხანაც თავიდანვე საკმაოდ მასობრივად. ეს ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და არა იმდენა ჩვენძე, რამდენადაც იმ ადგილებში ამინდის მდგომარეობაზე, საიდანაც ეს ფრინველი მოფრინავს. საქართველოს ფარლებში ტყის ქათამი საკმაო რაოდენობით ზამტრობს კიდეც, ძირითადად დასავლეთ საქართველოში. შედარებით თბილ ზამთარში აღმოსავლეთ საქართველოშიც შეინიშნება მოზამთრე ფრინველები - უფრო მდინარისპირა ჭალებში და ტყიანი ბორცვებისა და დაბალი მთების სამხრეთ კალთებზე.                                                                                                                                                                                                                                           pre_1427107453__tyis_qatami_monadirecom.                                                                                                                                  როგორც ვიცით ვალდშნეპი ტყის ფრინველია და ამიტომაც ის დამალული ცხოვრების სტილს ეწევა და მისი მონახვა საკმაო სირთულეს წარმოადგენს, სწორედ ამ მიზეზით მასზე ნადირობა ძალიან აზარტულია და ითვლება ერთ–ერთ ყველაზე რთულ ნადირობად ფრინველებში, ის ირჩევს გაუვალ ადგილებს და ბუჩქნარს (ე.წ. ჯაგებს) დაბურულ ტყის მასივებს, სადაც მთელი დღის მანძილზე იმალება, საღამო პერიოდისთვის აქტიურდება და იწყებს საკვების ძებნას, მოკლე გადარბენებით და გადაფრენებით ის ეძებს საკვებ ადგილებს, საღამოს ხშირად ტყიდან მინდვრისაკენ მოიწევს და დილით პირიქით ისევ ტყეში მიემართება.


ვალდშნეპზე სანადიროდ გამოცდილი ძაღლები დაჰყავთ, რადგან ფრინველი რთული მოსანახია და ასევე მოსაპოვებლადაც მონადირისგან განსაკუთრებულისროლის უნარს მოითხოვს.
როგორც წესი მასზე ნადირობა იწყება ძალიან ადრე, სისხამ დილით, კარგი იქნება თუ სანსადირო ადგილზე გათენებამდე მიხვალთ და საგულდაგულოდ მოემზადებით.

ყველაზე იოლია საღამოს და დილის გადაფრენის დროს ჩასაფრებით(უძაღლოდ) ნადირობა და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადგილის შერჩევას ენიჭება. როგორც წესი საღამოს გადმოფრენაზე დგებიან მინდორში, ტყიდან მაქსიმუმ 50 მეტრის მოშორებით, ასევე ტყის ზოლებში, იგულისხმება ადგილები ორ ტყის ზოლს შორის, შუაში პატარა მინდორით.


დილის გადმოფრენა ხდება პირიქით, ფრინველი მინდვრიდან მიიწევს ტყისკენ, ჩვენც შესაბამისად პოზიციას ვიკავებთ ტყის პირზე ან თუ გაშლილი ტყეა ოდნავ შეიძლება შიგნითაც შევიწიოთ.                                                                                                                                                                                                         pre_1427107665__getimage.jpg       უძაღლო მონადირეები გაფაციცებით ელოდებიან გაზაფხულს, რადგანტიხტიხის პერიოდში მაინც შეძლონ მეტ-ნაკლებად შედეგიანი ნადირობა. 

რაც შეეხება ტიხტიხს(დამახასიათებელი სტვენაა) მამალი ფრინველი დილით ადრესრულ და გვიან საღამოს-მზის ჩასვლის შემდეგ დედალთან შესახვედრად ტყის თავზე დაფრინავს დაბალ (20-25 მეტრი) სიმაღლეზე და თავისებური სტვენით ეხმიანება მას. სატიხტიხო ადგილები, როგორც ჩანს, რაღაცით გამორჩეულია, რადგან ფრინველები თითქმის ყოველთვის ერთი იიგივე მარშრუტით სარგებლობენ. მათი საყვარელი ადგილებია: ბალახით ან დაბალი ბუჩქნარით დაფარული ტყეში გაკაფული მცირე ფართობები, უმნიშვნელოდ, ხევებით დაღარული მონაკვეთები, არყის ხის ვიწრო კორომები...
სწორედ ასეთი ადგილები წინასწარ აქვთ ხოლმე შერჩეული მონადირეებს და განაკაფი (გზების) განაპირას ხესთან ან ბუჩქთან დგებიან. მართალია, ამ დროს საგულდაგულო შენიღბვა საჭირო არ არის, მაგრამ მაინ სასურველია, რომ მონადირე ბევრს არ მოძრაობდეს და არ დარბოდეს ერთი ადგილიდან მეორეზე.მშვიდად ცდა სჯობს.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?