Jump to content

ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Webley & Scott

7e247d4f8816.jpg

ინგლისურ კომპანიებს შორის Webley & Scott ერთ-ერთი გამორჩეულია. მის დამაარსებლად ითვლება უილიამ დევისი, რომელმაც ბირმინგემში 1790 წელს გახსნა პატარა საამქრო. იმ დროს ეს ქალაქი იყო იარაღის წარმოებაში მსოფლიო ცენტრი(მაშინ აქ არ არსებობდა საცდელი სადგური. 1813 წელს ასეთი სადგური გაიხსნა ბირმინგემშიც).
1827 წელს ამ საამქროში 14 წლის ფილიპ უებლი შეგირდად დაუდგა ოსტატ ბენჯამინ უოტსონს, ვისი ხელმძღვანელობითაც ოსტატდებოდა საკეტების წარმოებაში. 1835 წლიდან უებლი ძმასთან ერთად თავად აკეთებს საამქროს და არქმევს ,, ძმები უებლები”, რომელიც უილიამ დევისის საწარმოს მეზობლად განლაგდა. ამ დროისათვის დევისის საწარმოს ხელმძღვანელობდა მისი ქალიშვილი. 1838 წელს უებლი და უილიამის ქალიშვილი შეუღლდნენ, საწარმოებიც გააერთიანეს ერთ ფირმად. ფილიპ უებლის პროდუქციაზე ამ პერიოდამდე რჩება დამღა WD(უილიამ დევისის ინიციალები).
მალე ფილიპ უებლის შვილები(თომასი და ჰენრი) გაიზარდნენ და თავად მოვიდნენ საოჯახო ბიზნესში. 1860 წლიდან ფირმას მიენიჭა P. Webley & Son სახელი. საწარმო ასეთი აბრით წარსდგა კლიენტების წინაშე:

baeb6d94b5ac.jpg

შვილების ფირმაში მოღვაწეობა აღინიშნა სანადირო თოფების წარმოების გაფართოებითა და ვაჭრობის მასშტაბების ზრდით.
1850 წლიდან ფირმამ დაიწყო პისტოლეტებისა და რევოლვერების გამოშვება. 1887 წელს ფირმამ ,,ჩაყლაპა” Tipping & Lawden, იმ დროისათვის ცნობილი კომპანია. იმავე წელს მიიღო თავისი პირველი სამთავრობო კონტრაქტი რევოლვერების წარმოებაზე.
ფირმა უშვებდა სხვადასხვა კეტეგორიისა და ღირებულების თოფებს და გააჩნდა ძალიან ორიგინალური სარეკლამო პოლიტიკა. უფრო ძვირადღირებულ ნაწარმზე თავის დამღას ასვამდა, ხოლო უფრო იაფფასიან ნაწარმს კი მის მიერვე მიერთებული ფირმების სახელს(მაგალითად Tipping & Lawden).
1888 წელს დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ ფირმის მმართველი ხდება უფროსი შვილი თომასი.
ფირმის საერთაშორისო აღიარება ძალიან დიდი გახდა. პროდუქციის 90% სხვა ფირმათა შეკვეთებზე მოდიოდა. ამ ფირმის თოფებს ბევრ საერთაშორისო გამოფენასა და შეჯიბრებებზე აქვთ აღებული უმაღლესი შეფასება.
1896 წელს შვილმა უებლიმ ააშენა თავისი ფაბრიკა, რომელიც უშვებდა ,,მარტინი-ჰენრის” თოფებს.
1897 წელს გაერთიანდა სამი კომპანია P. Webley & Son , W&C Scott and Sons და Richard Ellis and Son საერთო სახელით Webley and Scott Revolver and Arms Co Ltd, რომლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა თომას უებლი, ხოლო სხვებმა სახადასხვა განყოფილებები ჩაიბარეს. 1906 წელს ფირმა გადაარეგისტრირეს და უწოდეს Webley & Scott Ltd;
ფირმამ პირველი მსოფლიო ომის ქარტეხილები მეტნაკლებად გადალახა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ახალი მოდელები დანერგეს და სპორტული თოფების წარმოება დაიწყეს.
1950 წლისათვის ეს კომპანია იყო ლამის ერთადერთი, რომელიც აწარმოებდა ,,მასიურ” იარაღს. დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა ,,მოდელი 700”, რომელიც 1947-1979 წლებში გამოვიდა 28 ათას ცალზე მეტი.
რამდენჯერმე შეიცვალა კომპანიის მფლობელი, რომლებსაც თავისებური(ინდივიდუალური) დამოკიდებულება ჰქონდათ ამ სახის ბიზნესისადმი. აღსანიშნავია_ ვერტიკალურებზე მოთხოვნა იზრდებოდა და შესაბამისად კომპანიას რაღაც უნდა ეღონა, მაგრამ მეპატრონეებს ეს ნაკლებად აღელვებდათ, შესაბამისად ერთ დროს ძალიან ძლიერი კომპანია თავად გაიყიდა და მისი მფლობელი 1985 წელს გახდა Holland & Holland. ამის შედეგად სახელი Webley & Scott 20 წლით გაქრა.

07ba3f5b094a.jpg

2006 წელს კომპანია Air Gun Sport-მა იყიდა Webley & Scott, რომელიც ამ დროისათვის პნევმატური იარაღის წარმოებით იყო დაკავებული. მფლობელმა კომპანიამ გაითვალისწინა რა თავისი შენაძენის პოტენციალი და ტრადიციები, აღადგინა მისი სახელი. პირველი მოდელები აღდგენილი ბრენდისა იყო ვერტიკალური ,,მოდელი 910” და ნახევარავტომატი ,,მოდელი 810/20”
2007 წლისათვის ასორტიმენტი საგრძნობლად გაიზარდა: .410 Junior_ მოზარდებისათვის სროლის შესასწავლად; ჰორიზონტალურები ,, მოდელი 700”_ 12, 20 და 28 ყალიბისა; ნახევარავტომატები ,,მოდელი 800”_ 4 ვარიანტში, 12 და 20 ყალიბისა; ,,მოდელი 1000” და ,,მოდელი 2000”_ 12, 20 და 28 ყალიბისა.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია Webley & Scott-ის უახლესი(წარმოების მეთოდებითაც) მოდელი, რომელსაც შესაბამისად ამ კომპანიის სახელი(თარიღითურთ) დაარქვეს_ Webley & Scott 1790. ესაა ძალიან ძვირფასი სპორტული მოდელი, რომელსაც თავმოყრილი აქვს თავის თავში ამ ფირმის უდიდესი ტრადიციები და ისტორია.

სტატიის ავტ. გურული

legion.ge-82-1553250819.jpg

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

9442627235ba.jpg

გლუვლულიანი ბოკფლინდი, 20 ყალიბის Webley & Scott 3020 - ესაა გახსენება(ნოსტალგია) კლასიკური თოფისა. ამ მოდელში მთავარი მისი სახეა. კლასიკური ჭრელი შებოლვა თითქმის უხილავს ხდის კალაპოტსა და მექანიზმზე არსებულ ჭანჭიკებს.
მოოქროვება იმდენად სადად და მიგნებულადაა გაკეთებული, რომ საერთოდ არ ტვირთავს იარაღს ზედმეტი ბრწყინვალებით. წონის 3,1 კგ და ლულის სიგრძის 28 დიუმის პირობებში იარაღის ბალანსი მიყვანილია სრულყოფილებამდე.
სპეციალისტებმა, რომლებიც ახდენდნენ მოდელის ტესტირებას 20 ბალიანი შკალით, მიანიჭეს მას:
აწყობის ხარისხში 18 ქულა;
ერგონომიკა და მოქნილობა 17 ქულა;
გრავირება, მოხატვა 16 ქულა;
კონსტრუქცია 18 ქულა;
მიმართება ფასი_ხარისხი 16 ქულა.

legion.ge-82-1553250819.jpg

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კლასიკაა, ლამაზი ნამუშევარია.

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 637 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

მაგარი თოფია 

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

W.& C. Scott & Son

493917592960.jpg

ამ კომპანიის ბედი მეცხრამეტე საუკუნიდან ,,უებლი და სკოტის" ბედთანაა გადაჯაჭვული, რაც შესაბამიდად Webley & Scott-ის თემაშია აღწერილი, აქ კი მისი დამოუკიდებელი მოღვაწეობის რამდენიმე შტრიხს შევეხებით.

კომპანია W & C Scott შეიქმნა ბირმინგემში 1834 წელს ძმების უილიამისა და ჩარლზ სკოტების მიერ. რამდენიმე წელიწადში ამ კომპანიამ უკვე წამყვანის რეპუტაცია მიიღო.
1850 წელს საწარმოში შემოდიან უილიამის შვილები, უილიამ მედიჩი და ჯეიმს ჩარლზი. უილიამ მედიჩი იყო ნიჭიერი ინჟინერი და გამომგონებელი, რომელმაც თავისი პირველი პატენტი მიიღო 1865 წელს, ხოლო 1878 წელს მიიღო პატენტი გლუვ თოფზე, რომელსაც ბევრი ფირმა უშვებდა მ.შ. ჰოლანდ-ჰოლანდიც.
1858 წელს დედოფალმა ვიქტორიამ და პრინცმა ბირმინგემში თავისი ვიზიტისას იხილეს სპეციალურად ამ დღისათვის ძმები სკოტების მიერ გაკეთებული იარაღის თაღი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ათასი პისტოლეტის, მუშკეტისა და დროშისაგან. დედოფალი აღფრთოვანებული დარჩა და ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ფირმის ბედი.
ფირმამ იმდენი შეკვეთა მიიღო, რომ გაკეთებას ვერ უთავდებოდა. საჭირო იყო შემდგომი გაფართოება. 1865 წელს ფირმა გადადის ლანკასტერ-სტრიტზე. ამავე დროს იხსნება წარმომადგენლობა ლონდონში. ამ პერიოდში ფირმამ შეისყიდა კომპანია Moore & Harris. 1869 წლიდან ფირმას ხელმძღვანელობს შვილი უილიამი. მასთან დაკავშირებულია წარმოების მასშტაბების კიდევ უფრო ზრდა_ ამერიკისა და ავსტრალიის ბაზარზე შესვლა.

cc18b4b91979.jpg

ფირმა გლუვი ლულის ჩოკური შევიწროებების შემოტანის პიონერად ითვლება. შვილი უილიამი ჩოკებზე პატენტს 1875 წელს იღებს. ამავე წელს დაპატენტდა ზედა საკეტი Triplex. ზედა კვადრატული ფორმის ჭანჭიკით დაკეტვა, რომელიც ,,სკოტის კვადრატულ ჭანჭიკადაა" სახელდებული, შემოტანილი იყო საფირმო თოფებზე 1892 წელს. აღნიშნული საკეტი სავალდებულო ელემენტი გახდა საფირმო თოფებისათვის 1936 წლამდე. ფირმა უშვებდა ყველა ყალიბისა და სისტემის თოფს. მხოლოდ .410(36) ყალიბის თოფებია ძალიან ცოტა გამოშვებული(100-ზე ნაკლები). 4 ყალიბის თოფების გამოშვება პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღარ გაგრძელებულა. ფირმას მცირე რაოდენობით აქვს ნაწარმოები 14 და 24 ყალიბის თოფებიც.

3a0c7b702184.jpg

ba5047d3e553.jpg

1887 წელს ფირმის ხელმძღვანელი ჯეიმს ჩარლზ სკოტი ხდება.
1897 წელს სამი კომპანიის P. Webley & Son , W&C Scott and Sons და Richard Ellis and Son-ის გაერთიანებით და საერთო სახელით Webley and Scott Revolver and Arms Co Ltd, მოვლინებით სკოტის დამოუკიდებელი ბრენდის სახით წარმოდგენა დიდი ხნით შეწყდა.
1980 წელს კომპანია Harris & Sheldon Group-მა გადაწყვიტა ძველი W & C Scott ბრენდის აღდგენა და ახალ საწარმოში 250 ათასი ფუნტი სტერლინგის ინვესტირება მოახდინა. თუმცა 1985 წელს ,,სკოტი" კვლავ გაიყიდა... ამჯერად ჰოლანდ-ჰოლანდზე. ახალი მფლობელის ხელში ბრენდისათვის ახალი საწარმოო პერსპექტივების შანსები გაჩნდა, თუმცა ჰოლანდ-ჰოლანდის ერთ-ერთი ძირითადი აქციონერის მოთხოვნით 1989 წელს ბრენდი W.& C. Scott & Son კვლავ გააჩერეს და მხოლოდ თოფების რემონტისა და აღდგენის ფუნქცია დაუტოვეს.

b830c46af90f.jpg
ავტ.გურულო. კლუბი-მონადირე.

legion.ge-82-1553250819.jpg

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საინტერესო ფაქტები.

1961 წლის 2 ივლისს ერნესტ ჰემინგუეიმ საკუთარი სანადირო თოფით სიცოცხლე მოისწრაფა. საბედისწერო იარაღი დღეს აღარ არსებობს. საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო "სუვენირებზე მონადირეთა" გამოხდომები, ჰემინგუეის უახლოესმა მეგობარმა ჩარლზ ატკინსონმა ადგილობრივ რკინის საამქროში მიიტანა იარაღი და შემდუღებლის დახმარებით მცირე ნაწილებად დაჭრა, შემდეგ ნარჩენები მინდორ-ველად მიმოფანტეს კეტჩუმში.
ტრაგედიამ წარმოშვა უამრავი მოარული ხმები. იყო ვერსიები საბედისწერო ვინჩესტერის M21-ზე, იყო ხმები პერდეზე(რომელიც სინამდვილეში ერნესტს საერთოდ არ გააჩნდა), ტყუპისცალ ბოსზე. ყველაზე დამაჯერებლად ჟღერდა ვერსია ბერნარდელიზე(ვერსიას ამ ბოლო დრომდე თქვენი მონა-მორჩილიც იზიარებდა და შესაბამის თემაშიც არის კომენტარიhi.gif ).

სულ ახლახანს გადავაწყდი მასალას თავისი დოკუმენტური მტკიცებულებებით, რომელიც რადიკალურად ცვლის სურათს:

სწორედ იმ საამქროში, სადაც "დაფქვეს" იარღი, შემორჩა ჰემინგუეის საბედისწერო თოფის რამდენიმე ფრაგმენტი. ძალიან დიდი ალბათობით ეს ფრაგმენტები ეკუთვნის თოფს, რომელიც W.& C. Scott & Son-მა გამოუშვა და მოდელის სახელია Monte Carlo B

მარცხენა სურათზე მოცემულია ჰემინგუეის საბედისწერო იარაღის ფრაგმენტი, ხოლო მარჯვენაზე კი იგივე ფრაგმენტი შედარებულია W.& C. Scott & Son-ის მოდელ Monte Carlo B-ის გვერდით დაფას. ყურადღებას იპყრობს პირველი შტიფტის უკიდურესი მარცხენა განლაგება, რაც ძალიან იშვიათი პოზიციაა.

ახლა დავხედოთ გრავირებას:
 
მარხცენა სურათზე ჰემინგუეის თოფის ფრაგმენტი, ხოლო მარჯვენაზე კი W.& C. Scott & Son-ის მოდელ Monte Carlo B.

შემდეგი დოკუმენტური მასალა, რომელიც ცხადყოფს, რომ ჰემინგუეის სკოტის აღნიშნული თოფი გააჩნდა
 
ჰემინგუეის აღნიშნული თოფი შეუძენია 1948 წლის შემოდგომაზე იტალიაში და ამ იარღით ნადირობდა იტალიაში, კუბასა და აფრიკაში.
სურათზე ჩვენ ვხედავთ საიდლოკს, რომლის შტიფტების რაოდენობა და განლაგება ზუსტად ემთხვევა W.&C. Scott&Son-ის Monte Carlo B-ის შტიფტებს(ეს საკეტი 1894 წლიდან დგება შესაბამის მოდელზე).

და ბოლოს, ჰემინგუეის ერთ-ერთი მეგობარი ფორესტ მაკ მულენი იხსენებს, რომ 1960 წლის იანვარში ერნესტის თხოვნით სკოტის საიდლოკი მიიტანა ხელოსანთან სასხლეტების დასარეგულირებლად და ანტაბკების მოსახსნელად.
ტრაგედიიდან მალე ხანებში აღნიშნული თოფი მწერლის სახლში აღარ აღმოჩნდა...

legion.ge-82-1553250819.jpg

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იარაღის დაჭრა და დაქუცმაცება , მერე იმისი მინდორ ველად მიმოფანტვა , რაღაც უცნაური ჩვევაა....

legion.ge-82-1553250819.jpg

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Zaza

Zaza

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი ზარზმის ქ. N 9
  • წარმოშობა:ქიზიყი, სოფ არბოშიკი

მოგესალმებით ! თუ ვინმემ იცით დღეს Webley & Scott-ის თოფები სად მზადდება ?  როგორც ვიცი თურქეთში ფირმა AKDAS SIBERGUN - ი

ამზადებდა და თვითონ ამ ფირმის პროდუქციასაც მაგრად აქებენ . სხვათა შორის ეს იარაღის ფირმაც HUGLU -ში მდებარეობსო.

ქარავანში დევს Webley & Scott-ი 1900 ლარი ღირს. ამ AKDAS SIBERGUN - ის თოფები ვნახე ზუსტად იგივეა და 1000 დან 1200 ლარი ღირს.

თუ რამე დამატებითი ინფორმაცია გაქვთ დააკომენტარეთ . მირჩიეთ რამე !

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სწორი ინფორმაცია გაქვს. ინგლისელებმა უკვე კარგა ხანია წარმოება თურქეთში გადაიტანეს. რაც შეეხება ფასისა და ხარისხის თანაფარდობას...

 ჩვენ ლეგიონერებს აქვს  ბერეტაც, ატა არმსიც, ფენომაც, იჟიც და რემინგტონიც ...და ა.შ. ეხლახან იყიდეს 700 ლარად სარსილმაზის ნახევრად ავტომატი.

 რა გითხრა მეგობარო. ნათქვამია "ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს კი მღვდლის ცოლიო".

  თუ გაქვს შესაძლებლობა , მაშინ ბრენდი იყიდე , (ბერეტა , ბენელი, და ა.შ) ისე გეტყვი ერთს რომ 700 ლატიანი თოფითაც ხოშიანად ნადირობს ჩვენი მეგობარი. არც მიტანას, არც ჭრას და არც გაშლას არ უჩივის.

legion.ge-82-1553250819.jpg

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?