Jump to content

სურათი

რა უნდა ვიცოდეთ შხამიან სოკოებზე

რეკომენდაცია სოკო შხამიანი ჯანმრთელობა ტოქსინები კერძი საკვები

ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

amanita_muscaria3-fly-agaric.jpg

რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ

1. სოკოების შეგროვება აქტიური დასვენების საუკეთესო საშუალებაა, ხშირად მას "მესამე ნადირობას" უწოდებენ
2. ახალბედა სოკოსმოყვარულებს სოკოზე "ნადირობისას" გვერდში აუცილებლად უნდა ჰყავდეთ გამოცდილი სოკოსმოყვარული
3. სოკოს შესაგროვებლად უნდა გამოვიყენოთ მოწნული კალათები, თან ვიქონიოთ მჭრელი დანა, სოკოები უნდა მოვჭრათ ძირში, გავასუფთავოთ ტყის ნარჩენებისაგან და მხოლოდ შემდეგ მოვათავსოთ კალათაში.
4. არ შეიძლება სოკოს შეგროვება ქუჩებთან და ტრასებთან ახლოს, სოკოში მძიმე მეტალების აკუმულირების გამო.
5. თავიდან აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ რამდენიმე სოკოს და შევაგროვოთ მხოლოდ ისინი. უცნობი სოკო კალათაში არ უნდა მოხვდეს!
6. უნდა ვერიდოთ გადაბერებული საჭმელი სოკოების შეგროვებას.
7. სოკო სასურველია მომზადდეს იმავე დღეს, ანდა შეიძლება 1-2 დღით მაცივარში შენახვა.
8. არ შეიძლება უცნობი ან შხამიანი სოკოების ფეხით გასრესა-განადგურება
9. ხალხში გავრცელებული შეხედულებები სოკოს შხამიანობის გამორკვევისა (ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის ხარშვისას გაშავება და ა.შ.) მცდარია!
10. 5 წლამდე ბავშებისათვის სოკოს ჭამა არ შეიძლება, 5-10 წლამდე კი ძალიან მცირე რაოდენობით.
11. სოკოები ძირითადად იზრდება, მაშინ როცა ამისათვის იქმნება გარკვეული პირობები; საკმაო ტენიანობა და უქარო ამინდი. ასეთი პერიოდია ხანგრძლივი წვიმებისა და თბილი ღრუბლიანობის დროს
12. სოკოები შეიძლება დაიყოს 4 ჯგუფად: ა) საჭმელი სოკოები - საკვებად გამოიყენება, როგორც მოხარშული, ასევე შემწვარი, ზოგიერთი მათგანი უმადაც იჭმება. ბ) პირობითად საჭმელი სოკოები - საჭმელად ვარგისია წინასწარი თერმული დამუშავების შემდეგ. გ) საჭმელად უვარგისი სოკოები - მათი საკვებად გამოყენება შეუძლებელია, ზოგი ძალიან უგემურია, ზოგი უხეში-კორპისებური და ა.შ. დ) შხამიანი სოკოები - საკვებად მათი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია! (შხამები არ იშლება თერმული დამუშავებით, გახმობით და ა.შ.)
13. კარგად მომზადებული სოკო ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იგი ხსნის მადას, იწვევს კუჭის წვენის ინტენსიურ გამოყოფას და აუმჯობესებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას.
14. სოკოსაგან დამზადებული კერძის მცირე რაოდენობით ჭამის დროსაც კი ადამიანს დანაყრების გრძნობა ეუფლება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის განტვირთვისთვის.
15. თუ ადამიანს დაავადებული აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, თირკმელები , სოკოს ჭამა რეკომენდირებული არ არის.





შხამიანი სოკოები და მათ მიერ გამოწვეული მოწამვლა

შხამიანად ითვლება ყველა ის სოკო, რომელიც შეიცავს შხამიან ნივთიერებას და იწვევს მოწამვლას. არსებობს პირობითად საჭმელი სოკოები, რომლებიც აგრეთვე შეიცავენ შხამიან ნივთიერებებს, მაგრამ მათი ტერმული დამუშავების შემდეგ (წყალში წამოდურება 10-20 წუთს, ნახარშის გადაღვრა) შეიძლება მათი გამოყენება.
შხამები რომელთაც შეიცავენ სოკოები, თავიანთი მოქმედების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფს განეკუთვნება ის შხამები, რომლებიც მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვეენ. მათი მოქმედება ჭამიდან, ჩვეულებრივ, 1-2 საათის შემდეგ ვლინდება და გამოიხატება გულისრევასა და ღებინებაში, მუცლის ტკივილში, ოფლიანობაში, დასუსტებასა და ფაღარათში. ამ სახის მოწამვლას იწვევს შხამიანი ქამა, ჭრელი ქამა, მოუხარშავი მანჭკვალა, გაუთუთქავი ბღავანა, არყა და ზოგიერთი სხვა.
მეორე ჯგუფის შხამები მოქმედებენ ნერვულ ცენტრებზე. მოწამვლის ნიშნები ვლინდება 0,5-4 საათის შემდეგ და გამოიხატება ძლიერი გულისრევასა და ღებინებასი, ფაღარათში, თავბრუსხვევაში, გონების დაკარგვაში, ძლიერ ოფლიანობაში, ისტერიულ სიცილსა და ტირილში, ჰალუცინაციაში. ამ სახისმოწამვლას იწვევს ძირითადად ცადამყვანა და თავჭედილა, რომლებიც შეიცავენ შხამებს- მუსკარინსა და მუსკარიტონს. ასეთსავე მოწამვლას იწვევს პატუირას ბოჭკოვანა, თეთრი კოლტოციბე, მოთეთრო კოლტოციბე და ზოგიერთი სხვა.
მესამე ჯგუფის შხამებით მოწამვლის ნიშნები სოკოს ჭამიდან 8-70 საათის შემდეგ ვლინდება, ხოლო თვით მოწამვლა 15 დღემდე გრძელდება და თითქმის მუდამ სიკვდილით მთავრდება. კუჭში მოხვედრილი შხამები პირველ ხანებში არ იწვევს შესამჩნევ მოწამვლას; მოწამვლის ნიშნები შეიმჩნევა მხოლოდ მაშინ, როდესაც შხამი მიაღწევს ტვინამდე და მოქმედებს ნერვულ ცენტრებზე, რომლებიც არეგულირებენ შინაგან ორგანოთა ფუნქციებს. ამის სემდეგ იწყბა კუჭის წვენის და ლორწოს ინტენსიური გაოყოფა, რასაც მოსდევს გულისრევა და ფაღარათი. ორგანიზმი განიცდის წყლის ნაკლებობასა და დაუოკებელ წყურვილის გრძნობას, სქედება სისხლი, ავადმყოფს ულურჯდება ტუჩები და ფრჩხილები, უცივდება ხელფეხი, ეწყება კრუჩხვები. შემდგომში შხამი ადამბლავებს ნერვებს, რომლებიც აწესრიგებენ სისხლძარღვთა მუსაობას, რის შედეგადაც ძარღვებში ხდება სისხლის შეკავება, ეცემა წნევა. ამ დროს ხდება ღვიძლის თირკმელის და გულის ცხიმოვანი გადაგვარება. ავადმყოფის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება და თითქმის მუდამ სიკვდილით თავდება. ასეთ მოწამვლას იწვევს შხამა, მანჭკვალას მატყუარა, ცრუმანჭკვალა, აბლაბუდა (კორტინარიუსი) და ინობეს გვარების ზოგიერთი წარმომადგენელი, აღნიშნული შხამიანი სოკოები შეიცავენ ძირითადად ფალოტოქსინებისა დაამოტოქსინების შხამების ჯგუფის, როგორიცაა ფალოდინი, ფალოინი, ფალინი, ფალისინი, ფალიცინი ფალიზინი და სხვ.
საჭმელი სოკოები - სილიო, მუხისძირა, მგლის სოკო და ზოგიერთი სხვა, სპირტიან სასმელებთან ერთად იწვევს მოწამვლას, რაც გამოიხატება შემდეგში: 0,5-2 საათის შემდეგ იწყება სახის გაწითლება, შემდეგ სხეულის უმეტესი ნაწილი იისფერი ხდება, ცხვირის წვერი და ყურის ბიბილოებიუფერულდება, სხეულის ტემპერატურა მატულობს, ჩნდება წყურვილის ძლიერი გრძნობა, გულისრევა და ფაღარათი, მაჯისცემა ჩქარდება, ავადმყოფს უჭირს ლაპარაკი, მხედველობა აკლდება. გარკვეული ხნის შემდეგ ყველა ეს მოვლენა გაივლის, მაგრამ, თუ მოწამლული მეორე დღეს სპირტიანი სასმელი კიდევ დალია, მოწამვლის აღწერილი ნიშნები განმეორდება.
სოკოთი მოწამვლის ინტენსივობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საჭმლად მიღებული შხამიანი სოკოს რაოდენიბას, ადამიანის ჯანმრთელობას (განსაკუთრებით, საჭმლის მომნელებელი აპარატის, ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობას), რა სახით შეჭამა სოკო (ახალი, ნედლი სოკო ყოველთვის ტოქსიკურია, ვიდრე მოხარშული ან სხვაგვარად დამზადებული). მძიმე შედეგები მოსდევს შხამიანი სოკოთი ბავშვების და მოხუცების მოწამვლას.
სოკოთი მოწამვლის თავიდან ასაცილებლად უეჭველად უნდა გვახსოვდეს, რომ საჭმელად უნდა შეგროვდეს მხოლოდ ის სოკოები, რომლებიც ჩვენთვის არის კარგად ცნობილი, როგორც საჭმელი სახეობები; მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი თავი უნდა შევიკავოთ მათი საჭმელად გამოყენებისაგან.




სოკოთი მოშხამვა

სოკოს გამოყენებას საკვებად დიდი ხიფათი ახლავს. სოკოს მოყვარულებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვან შემდეგი წესები:
შეაგროვეთ ტყეში მხოლოდ ის სოკო, რომელთა შესახებ ზუსტად იცით, რომ ის ვარგისია საჭმელად;
სოკოს, რომელსაც არ იცნობთ ან ეჭვს იწვევს, ნუ გამოიყენებთ საკვებად და ნუ გაუსინჯავთ გემოს;
არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად სოკო, რომელსაც ფეხის ძირში აქვს ბოლქვის მსგავსი გასქელება (როგორიცაა, მაგ: თეთრი შხამა სოკო და წითელი შხამა სოკო);
სოკოს, განსაკუთრებით ხრაშუნას მოგროვებისას, ამოიღეთ იგი მთელი ფეხით;
თუ ტყეში აპირებთ ქამა სოკოს მოგროვებას, ყურადღება მიაქციეთ ქუდის გარსის ფერს. არასდროს შეაგროვოთ და ჭამოთ ქამა სოკო, რომელსაც აქვს თეთრი ფერის გარსი. საკვებად ვარგის ქამა სოკოს გარსი სწრაფად იღებს ვარდისფერს, შემდეგ კი მუქდება. შხამიან თეთრ შხამა სოკოს, რომელიც გარეგნულად ქამა სოკოს ჰგავს, გარსი ყოველთვის თეთრი ფერის აქვს;
თუ მარინადის დასამზადებლად აგროვებთ ნაბადას, სოინჯს, ნოშიოს, არყას, პაჭიჭას ან სხვა სოკოს, რომელიც შეიცავს რძისებრ წვენს, აუცილებელია წინასწარ მოხარშოთ ან დაალბოთ, რათა მათგან გამოიყოს მწარე, კუჭისთვის გამაღიზიანებელი ნივთიერებები;
არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;
ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს;
მცდარია წარმოდგენა, იმის შესახებ, რომ შხამიან სოკოსთან ხარშვისას ხახვი და მოვერცხლილი საგნები მუქდება;
· საკვებად ვარგის სოკოს ნუ შეაგროვებთ ქალაქის პარკებში, სკვერებში, ეზოებში, აგრეთვე საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების გასწვრივ. აღნიშნულ ადგილებში სოკოები შთანთქავენ მომწამლავ ნივთიერებებს და საკვებად უვარგისი ხდებიან.
სოკოები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: საკვებად ვარგის, პირობითად ვარგის (რომელთაც სჭირდებათ სპეციალური კულინარული დამუშავება საკვებში გამოყენებამდე) და შხამიანად, რომლებიც შეიცავენ სპეციფიკურ ტოქსინებს (შხამებს). მოშხამვებს ძირითადად შხამიანი ან პირობითად შხამიანი სოკოები იწვევს, იშვიათად საკვებად ვარგისი სოკოებიც, განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ.
პირობითად ვარგისი სოკოებიც იწვევს სასიკვდილო მოშხამვას. ასეთ სოკოებს უვნებელს ხდის 10-20 წუთი ხარშვა (ნახარში უნდა გადაიღვაროს) ან 2-3 კვირა შრობა. დუღილის დროს შხამი ნახარშში გადადის, ხოლო შრობისას _ იშლება. სოკოების ზოგი სახეობის დამუშავება კი ხდება მათი დამარილებით, დამწნილებით, დამუჟუჟებით. ამგვარი დამუშავების დროსაც შხამი იშლება.
პირობითად საკვებად ვარგისი სოკოთი მოშხამვის ნიშნები _ გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი _ თავს იჩენს რამდენიმე საათის შემდეგ მათი გამოყენებიდან. ადამიანის გამოჯანმრთელება ხდება 1-2 დღეში.
შხამიანი სოკო იწვევს ერითროციტების დაშლას (ჰემოლიზს). მოშხამვის Pპირველი ნიშნები თავს იჩენს საკამაოდ სწრაფად, რამდენიმე საათის შემდეგ, რასაც თან სდევს ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი. მძიმე მოშხამვისას მე-2-3 დღეს ვითარდება სიყვითლეც. მოშხამვის გამოსავალი ხშირად სავალალოა.

გახსოვდეთ!

ნებისმიერი, ძალიან მსუბუქი, მოშხამვისას ან მოშხამვაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაშიც კი აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ან მოშხამულის საავადმყოფოში მოთავსება. მკურნალობის დაგვიანებით დაწყება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს!
ექიმის მოსვლამდე ავადმყოფს უნდა გაეწმინდოს კუჭი და ნაწლავები. კუჭის გაწმენდა შეიძლება თბილი წყლით, სოდიანი ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარებით. ნაწლავების გამწმენდად გამოიყენება საფაღარათო საშუალებები, ოყნა.
აუცილებელია პირღებინებითა და ფაღარათით გამოწვეული სითხის დანაკარგის შევსება. ავადმყოფს უნდა მიეცეს მცირე ულუფებით მარილის სუსტი წყალხსნარი ან მაგარი ჩაი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს სოკოს შხამის ორგანიზმში უფრო სწრაფ შეწოვას.



როგორ გგონია რა სარგებლობა აქვს სოკოს ადამიანისთვის?

სოკო ადამიანის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ქუდიანი სოკოების უმეტესობას ადამიანი საკვებად გამოიყენებს. საჭმელი სოკოების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს.
ერთუჯრედიანი საფუარი სოკოები ეფექტურად გამოიყენება კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში. საფუარი სოკოები საპროფიტი ორგანიზმებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკვებისა და ენერგიის წყაროდ არაცოცხალი ბუნების ორგანულ ნარჩენებს იყენებენ.
ღვინის წარმოება ეფუძნება ყურძნის კანზე არსებული ველური საფუარი სოკოების მოქმედებას. იგი ნახშირწყლებს სპირტად გარდაქმნის. როდესაც გამოყოფილი სპირიტს კონცენტრაცია 10-15% აღწევს, იგი თავად ამ სოკოს ანადგურებს. ამის შემდეგ ღვინოს ფილტრავენ და ინახავენ. ღვინოში რჩება გამოუყენებელი შაქარი, რაც ღვინის გემოს განაპირობებს.
ასეთივე წესით მზადდება სიდრი _ ვაშლის წვენისგან, აიპონური საკე – ბრინჯისგან, ხორბლისგან არაყი და ა.შ.
პურის ცხობაში იყენებენ სპეციალურად გამოყვანილსაფუარის სოკოს, რომელიც ნახშირწყლების დაშლის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და იწვევს ცომის გაფუებას. ამ პროცესისას გამოყოფილი მცირე რაოდენობით სპირიტ ცხობისას ორთქლდება.
ყველის წარმოებაში სოკოები ბაქტერიებთან ერთად გამოიყენება. ზოგიერთი ცნობილი ყველის სახეობა _ როკფორი, კამამბერი, ლურჯი დანიური და იტალიური გორგონცელა ,,მწიფდება” სხვადასხვა ობის სოკოს ზემოქმედებით.
მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ობის სოკო – პენიცილიუმი. მას სპეციალურად ამრავლებენ, რომ ანტიბიოტიკი _ პენიცილინი.
არსებობს სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი პარაზიტი სოკოები. მცენარეებში სოკოთი დაავადების შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე ცხოველებში.
პარაზიტული სოკო – გუდაფშუტა იწვევს მარცვლოვანი კულტურების დაავადებას და მათ დაღუპვას. ზოგჯერ ისინი ანადგურებენ მთელ მოსავალს.
XIXსკ-ში ირლანდიაში დიდი შიმშილობის მიზეზი გახდა კარტოფილის შავი სიდამპლის გამომწვევი სოკო, რამაც გამოიწვია მოსახლეობის დიდი ნაწილის ემიგრაცია სხვა ქვეყნებში.
პარაზიტული სოკოების მიერ მიყენებული ზარალის თავიდან აცილების მიზნით, განვითარდა ქიმიური მრეწველობის დარგი, რომელიც ამ სოკოების საწინააღმდეგო ნივთიერებებს, ე.წ. ფუნგიციდებს ამზადებს.

საქართველოში შხამიანი სოკოებიდან გავრცელებულია თეთრი შხამა სოკო და წითელი შხამა სოკო. თეთრი შხამა სოკოთი მოწავლის ნიშნები გამოვლინდება სოკოს ჭამიდან 12-24 საათის შემდეგ.

მოწამლულს ეწყება თავის ტკივილი. იგი მოუსვენრადაა ან დეპრესიულია. აქვს პირღებინება, შეიძლება სისხლნარევი მასით. ეწყება ძლიერ თხელი, სისხლნარევი მასით, ფაღარათი.

ავადმყოფი დიდი რაოდენობით კარგავს სითხეს და მასთან ერთად, ორგანიზმისათვის აუცილებელ მარილებს. სახე ფერმკრთალია, დაფარულია ცივი ოფლით. ეწყება ბოდვები და ჰალუცინაციები. რამდენიმე დღეში ვითარდება ღვიძლის და თირკმელების დაზიანება და ავადმყოფი იღუპება.

წითელი შხამა სოკო ტოქსიკურ მოქმედებას იწყებს ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ. ავადმყოფი აღგზნებულია, აქვს ცრემლის და ნერწყვის გაძლიერებული დენა, წყურვილი, გულისრევა, კანკალი, ფაღარათი, ოფლიანობა. მაჯა გაიშვიათებულია.

ბრონქების შევიწროების გამო, სუნთქვა გაძნელებულია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა და სიკვდილი.

ექიმის მოსვლამდე, ავადმყოფს უნდა ამოვურეცხოთ კუჭი, სოდის სუსტი ხსნარით. გავუკეთოთ გამწმენდი ოყნა და მივცეთ საფაღარათო ზეთი ან მარილი. დაკარგული სითხის აღსადგენად.

მიუხედავად ხშირი პირღებინებისა, მცირე ყლუპებით უნდა ვასვათ მარილიანი წყალი (ნახევარი ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა წყალზე), ჩაი. შემდეგ ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ძალიან კარგი ინფორმაციაა სოკოს მოყვარულთათვის..



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა მარტო მათთვის


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa
https://www.allgrib.ru

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აგი კაია  აბდულშაჰილ, მარა  რომელი მოდის  საქართველოში -ნამდვილად არ ვიცი და აქტუალური  საქართველოში არსებული შხამიანი სოკოებია , თანავ დღესდღეისოპბით რუსული ყველამ არ იცის და .... იქნებ შენი აზრით საინტერესო , სტატია გადმოგექართულებინა? დიდად მადლობელი დაგრჩებოდი.

ჯიგარი ხარ გიო .

:good:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

აი ბაბუ ქართულად, ფილოლოგიაში დისერტაციას ნუ დამაცვევინებ, ისე მხოლოდ ქართულად ძალიან მწირი ინფორმირებაა შესაძლებელი :(

 

 

დარწმუნებული ვარ რომ ტექსტის წამკითხავების შერჩევა მოხდა ტრანსპარანტულად, უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ნიჭისა და შრომისმოყვარეობის ხარისხის მიხედვით :)

 

 

აი სად მოდის სოკო საქართველოში :)

 

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?