Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰიპოთერმია

ადამიანის ორგანიზმზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისას ვითარდება გადაციება ანუ ჰიპოთერმია.
ჰიპოთერმიაზე მიუთითებენ მაშინ, როდესაც სხეულიხ ტემპერატურა ქვეითდება 350C-მდე და უფრო მეტად. ჰიპოთერმია წყალში ვითარდება 25-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჰაერზე ყოფნისას. ჰიპოთერმია უფრო სწრაფად უვითარდებათ ბავშვებსა და მოხუცებს.

ჰიპოთერმიის დამახასიათებელი ნიშნებია:
·კანკალი (გახსოვდეთ კანკალი არ არის მუდმივი/მყარი ნიშანი);
·შეხებით ცივი, მკრთალი ფერის, მშრალი კანი;
·ძილიანობა, საერთო სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, მძიმე შემთხვევაში უგონო მდგომარეობა;
·იშვიათი, ზერელე სუნთქვა;
·იშვიათი, სუსტი პულსი;
·მძიმე შემთხვევებში გულის გაჩერება.

პირველი დახმარება ჰიპოთერმიის დროს:
1.გადაიყვანეთ დაზარალებული ცივი გარემოდან. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;
2.თუ დაზარალებულის ტანსაცმელი სველია, ფრთხილად გახადეთ, გაამშრალეთ დაზარალებული და შეახვიეთ თბილ საბანში;
3.არ მისცეთ დაზარალებულს სიარულისა და მოძრაობის უფლება. მისი გადაყვანისას იმოქმედეთ ძალიან ნელა, რადგან მკვეთრი მოძრაობისას ჰიპოთერმიის დროს შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერება. დაათბუნეთ დაზარალებული;

94f0f83fe89e.jpg

4.არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები. აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი თანდათანობით გათბობა!!!
5.თუ დაზარალებელი გონზეა, მიეცით მას თბილი სასმელი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ჩაის, ყავის და ალკოჰოლის მიცემა;
6.თუ დაზარალებული უგონოდაა - გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. თუ ცირკულაციის ნიშნები და სუნთქვა არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. თუ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არ არის დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

გახსოვდეთ!
·მოხუცებსა და ბავშვებში ჰიპოთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება.
·ჰიპოთერმიის დროს აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი, თანდათანობითი გათბობა. ამისათვის არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები

თაზო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნუ ეხლა , აგვისტოში ეს ნაკლებად გვემუქრება :ara:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წალკაში აცივდა მაგრად ..... ასე რომ თუ ვინმე აპირებთ წასვლას .....ყურადღებით


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?