Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თავის გადარჩენა ველური ბუნების პირობებში

ბუნებრივია, რაც უნდა მომზადებული იყოს ფიზიკურად, შიშველი ხელებით მაინც ვერაფერს გააწყობს იმ განსაცდელთან, რასაც ველური (ერთი შეხედვით თუნდაც უსაფრთხო) ბუნება უმზადებს. ამიტომ, თუ კრიტიკული სიტუაციის შექმნის ერთი შანსი მაინც არსებობს, სჯობია, თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს ზედმეტი გამოცდა არ მოუწყოთ და აუცილებელი აღჭურვილობის მინიმალური პაკეტი მაინც იქონიეთ თან.
ველურ ბუნებაში გასვლისას თან იქონიეთ რამდენიმე დანა, რომლებიც სხვადასხვა ადგილას გექნებათ შენახული. როცა ბუნებასთან პირისპირ დარჩებით უპირველეს ყოვლისა, შეიარაღდით. გამოთალეთ კომბალი ან კეტი, რომელსაც მსხვილი თავი ექნება. კომბალი
კორძიანი ხისგან გააკეთეთ, რადგან მტკიცე წვეტიანი შვერილები მსხვერპლს უკეთ დააზიანებს; გამოთალეთ 2 მეტრიანი შუბი სწორი, მტკიცე ტოტისგან და მიაბით წვერზე ერთ-ერთი დანა.

საკვების მარაგი
როცა საკვებს იმარაგებთ, გაითვალისწინეთ:
თუ წყლის ნაკელბობა არ მოგელით, მოიმარაგეთ მხოლოდ მსრალი და კალორიული საკვები: შქარი, ლორი, ორცხობილა,ხორცისა და თევზის კონსერვები, ჩირი და კერკი. უარი თქვით ნახევარფაბრიკატებზე, რაც მზარეულის ფუნქციას აგაცილებთ თავიდან.
ნორმალური კვებისატვის ერთ დღე-ღამეში საკმარისია საშუალოდ 0,5 კილოგრამი მშრალი პროდუქტი და 2-8 ლიტრი წყალი. გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის სჯობია საკვნეტი შაქრის მომარაგება.

მცენარეული საკვები
კრიტიკულ სიტუაციაში საკვებად მრავალი მცენარის გამოყენება შეიზლება, მაგალითად: მაყვალი, ვარდკაჭკაჭა, მჟაუნა, წყალნაყენა, კვლიავი, თეთრი ჭინჭრის დედა.
საჭმელად გამოიყენება მრავალძარღვას, შვი მოცხარის, ასკილის, წვრილფოთლოვანი ცაცხვის, დიდი ოროვანდის, ბაბუაწვერას, მინდვრის სამყურას, მარიამსხალას, ვირისტერფას, დიყის, გაზაფხულის ფურისულას და ქუთქუთას ლორთქო ფოთლები.
უმად ჭამა შეიძლება: თხაწართხალას, ტბის ლეშქაშის, კოთხუჯის, თავსისხლას,ექვსფურცლოვანი ქაფურას, დიდი ოროვანდის, მხოხავი ჭანგასა და ორფერის ფესვებისა.
დაფქული სახით საკვებად გამოიყენება: ბაბუაწვერას, ტბის ლეშქაშის, მატიტელას, ჭინჭრის, ჭაობის დიდბაიას, ზღვის ლეშქაშის, ყვითელი დუმფარას, ბატისმარწყვას, ჭანგას, თეთრი დუმფარას, ფართოფოთლოვანი ლაქაშის, ქოლგისებრი ჩალაყვავილასა და თავსისხლას ძირები.
საკვებად გამოსაყენებელიესვებისგან ფქვილის დამზადება: დაჭერით წვრილად, გამოაშრეთ, დაფქვით, მოზილეთ ცომი და გამოაცხვეთ. ფესვების ფქვილში მარცვლეულის ფქვილის გარევაც შეიძლება. შეიძლება ცომის დამჟავებაც. თუკი მასში ცვეულებრივ პურს ან დაფხვნილ ორცხობილას გაურევთ და თბილ ადგილას მოათავსებთ, რამდენიმე ხნის სემდეგ ცომი აფუვდება.
ტბის ლეშქაშის დაფქული ძირებისაგან კარგი ფაფა იხარშება.
ზემოთჩამოთვლილი მცენარეებით ჩვეულებრივ პირობებში კვებას არ გირჩევთ. შეიძლება ამას ისეთი შედეგი მოჰყვეს, რომ დისკომფორტი შეგექმნათ. სხვა ამბავია თუ საკვებად მეტი არაფერი მოგეპოვებათ. მაშინ მსუბუქი დისკომფორტი ასატანია.

საკვებად ვარგისი ფოთლების შენახვის ხერხი.
1 გამოაშრეთ;
2. დაამჟავეთ როგორც კომბოსტო (მაგალითად, ბაბუაწვერას ლორთქო ფოთლები);
3. გააკეთეთ მჟავე, მარილიანი პიურე (დაუმატეთ ძმარი ) და შეინახეთ გრილ ადგილას; ყავის მომზადება შეგიძლიათ ბაბუაწვერასა და ვარდკაჭკაჭას გამხმარი ძირებისაგან ან მოხალული გამხმარი რკოს ნაყოფისაგან.
მჟაუნის ბევრი ჭამა საზიანოა, რადგან მის სიმჟავეს სისხლში კალციუმიარახსნად მდგომარეობაში გადაჰყავს.
ბალახეულის და მცენარეულისაგან დამზადებულიჩაი ვიტამინებისა და მრავალი სხვა სასარგებლო ნივთიერების წყაროა. ჩაისთვის გამოსადეგია:
1)ყვავილები და ფოთლები:
კრაზანა, მარწყვი, ჟოლო, მარუჭი, ხვეულფოთლიანი ქაფურა, კვლიავი, თეთრი ჭინჭარი.
2)ფოთლები:
ჭინჭარი, მრავალძარღვა, მოცხარი, ვირისტერფა, წყალნაყენა, ორფერი ფურისულა.
3) ნაყოფი:
ჭითელი მოცვი, ცირცელი, დიდგულა, შინდი, ფშატი, ძახველი, ზღმარტლი, კურკანტელი, კუნელი.
4) ყვავილები, ნაყოფი, ფოთლები:
ასკილი, კუნელი;
საკვებად ვარგის მცენარეებს ჰყავს ნათესავები, რომელთა საკვებად გამოყენება არ შეიძლება. თუ ბაბუაწვერა და მრავალძარღვა ყველასათვის ნაცნობი მცენარეებია, მოდი და განასხვავე ვირისტერფა ფურისულასაგან. ალბათ სქელტანიანი ცნობარი დაგჭირდებათ. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი მშვიდ გარემოსი საკვებად ვარგისი მცენარეების ჰერბარიუმის შედგენაა.
ღმერთმა ნუ ქნას ჰერბარიუმის ჭამამ მოგიწიოთ. ჩვენ დროში ხომ ყველაფერია მოსალოდნელი.

ცხოველური საკვების მოპოვება
თუ ხოხობი , იხვი ან კურდღელი მოინადირეთ, იმედია, ჩვენი ინსტრუქცია არ დაგჭირდებათ, ისედაც მოუხერხებთ რამეს. ჩვენ იმ ვარიანტზე შევჩერდეთ საქართველოს პირობებში უცხოდ რომ გვეჩვეება:
1. ბაყაყები, გომბეშოები (მათი ლორწო შეიძლება შხამიანი აღმოჩნდეს);
2. 2. გველები;
3. 3. ლოკოკინები, ლოქორიები (მოლუსკები, ხამანწკები).

ნადირობა
ყველაზე გავრცელებულია იარაღის გარეშე, მახეებით ნადირობა, მაგრამ მახის ან ხაფანგის დასაგებად მათი აგებულების ცოდნაა საჭირო; გარდა ამისა, მონადირემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ სხვის დაგებულ ხაფანგში თავად არ გაებას.
გახსოვდეთ, თუ ნადირობის ბილიკებით სიარული მოგიხდათ, არსებობს რისკი, სხვის დაგებულ მახეებს გადაეყაროთ. ასეთ დროს ხიფათი ნებისმიერი მხრიდანაა მოსალოდნელი, მათ შორის ზემოდანაც და ქვემოდანაც. ცნობილია მახეების შემდეგი ტიპები: შენიღბული ორმო, რომლის ფსკერზეც წვერგამახული მორებია ჩასობილი; ბადე, რომელიც უცებ იწევა ზემოთ ან ზემოდან ვარდება;
რკინის ხაფანგი;
რკინისბადიანი ხაფანგი, რომლის კარიც თვითონ იკეტება;
მოზიდული მშვილდი, რომელიც ისარს ისვრის.
მახეების გასაკეთებლად საჭიროა ნიჩაბი, ცული, დანა და დიდი თოკი. ზოგიერთ შემთხვევაში ხმელი ბალახისაგან დაგრეხილი თოკის გამოყენებაც შეიძლება.ხაფანგის ასამოქმედებელ ენერგიად შეიძლება გამოვიყენოთ:
დაკიდებული სიმძიმე, დედამიწაზე დადრეკილი ტოტი ან თვით ხე, დადრეკილი ტოტი (მშვილდი) დახვეული ჩალიჩი (ჟგუტი).
მახეების მსხვერპლზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები: მახვილით განგმიტვა, ტვირთის დაცემისაგან გამოწვეული ძვლების მოტეხილობა, რკინის ხაფანგში მოხვედრისას ძვლების მოტეხილობა; მოხრჩობა (მარყუჟით), მოძრაობის შეზღუდვა.

თევზაობა
თევზაობისთვის განკუთვნილი ინვენტარი მაინცდამაინც არ დაგამძიმებთ. ლაშქრობაში წასვლისას თან იქონიეთ სათევზაო დიდი და პატარა ნემსკავები, მსხვილი და წვრილი ძუა და ტყვიის საძირავები. ტივტივას დაგეთება კი ყოველთვის შეიძლება სხვადასხვა მასალით. თევზის დაჭერისას მსურველს უნდა ახსოვდეს:
თევზი ცუდად ეტანება სატყუარას ცხელ ამინდში, სათევზაოდ კარგი დროა სისხამი დილა; ღლავი ღრმა ადგილებში ბინადრობს, სადაც დინება მდორეა, ფსკერი კი ხავსიანი. თევზაობისას ხმამაღლა ნუ ილაპარაკებ: თევზს ხმაურის ეშინია. თევზს შეუძლია მეთევზის დანახვა, რის შედეგაც იმ ადგილს ერიდება. თევზი მგრძნობიარეა წყალში ჩაცვენილი ნივთების ხმაურზე.

შიმშილი
თუ ჩამოთვლილი საკვებიდან ვერაფერი მოიპოვეთ, ნუ დაღონდებით,- შიმშილი საშიში არ არის. თუ საშუალოდ განვითარებული ადამიანი ერთ ადგილას იქნება და არ გადაადგილდება, უჭმელად თავისუფლად შეუძლია 20 დღე-ღამე გაძლოს; ხოლო თუ ვაკეზე გადაადგილდება, ექვსი დღე გარანტირებული აქვს ( სხვა საკიტხია მთაში გადაადგილება). ზოგიერთი გამოცდილი მოგზაური იმის გამო, რომ არ სურს ზედმეტი ტვირთის თრევა და საჭმლის კეთება, ხშირად „მშიერ მარშს“ აწყობს.
მშიერთა ჰიგიენა შემდეგია: სრული შიმშილი უფრო ადვილი ასატანია, ვიდრე ნაწილობრივი. შიმშილის გრძნობა მხოლოდ 3 დღეს შეგაწუხებთ. მისი ჩახშობა დიდი რაოდენობის თბილი წყლით შეიძლება. შემდეგ ორგანიზმი მდგომარეობას ეჩვევა. 20 დღის შიმშილის მერე კვლავ უჩნდება შიმშილის გრძნობა. ეს უკვე დისტროფიის ნიშანია. შიმშილის შემდეგ საჭმელს ნუ დააცხრებით. საკვების პირველი ულუფები მიზერული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვდებით (!).
6 დღის შიმშილობის დროს ვაკეზე შეგიძლიათ 200 კილომეტრი გაიაროთ. შიმშილობას შეიძლება წინასწარ მიეჩვიოთ. დანიშნეთ განტვირთვის დღე,_ კვირაში ეეთხელ ნურაფერს მიირთმევთ.

აღჭურვილობა
ზურგჩანთის მისაღები წონა, რომელსაც ადამიანი ენერგიის დაძაბვის გარეშე მთელი დღის განმავლობაში ატარებს, 6 კილოგრამია. აღჭურვილობის მინიმუმად დანა და ასანთი ითვლება, ზოგჯერ ამ კომპლექტს მათარა და კომპასი ემატება. ასანთი გამდნარი პარაფინით უნდა იყოს გაჟღენთილი და წყალგაუმტარ ფლაკონში ინახებოდეს.
მათარა ლითონის სჯობია, რათა შესაძლებელი იყოს მასში წყლის ადუღება.
თან იქონიეთ ზონარი, რომელიც მშვილდის ლარად, ხოლო ლურსმნები ისრების ბუნიკად გამოგადგებათ.
მომცრო ნიჩაბი (მესანგრეთა ნიჩაბზე პატარა) სასიცოცხლო მნიშვნელობის საგანია. იგი მიწურისა და ჭის ამოსათხრელად გამოგადგებათ. გარდა ამისა თუ ნიჩაბს პირს წინასწარ გაულესავთ, ნაჯახადაც გამოდგება.
მომცრო შპრიცი (დაახლოებით 50 მილიგრამის მოცულობისა) -საავარიო სიტუაციებში გამოსადეგი საგანია.
1.შპრიცით შეიძლება ნამის შეგროვება;
2. სწორი ნაჭლავის გამორეცხვა იძუებითი შიმშილობის დროს. თუ სწორ ნაწლავს არ გამოირეცხავთ,ლპობადი ნარჩენებისაგან მოიწამლებით;
3. წყლის მიღება სწორი ნაწლავიდან. ორგანიზმი სითხის ეკონომიას აკეთებს, როცა ფეკალური მასებისაგან წყალს ისრუტავს. ამ პროცესის გამოყენება შეიძლება ბინძური წყლის მცირე ულუფებით გამოყენების შემთხვევაში.
4. ყაბზობის ლიკვიდაცია. ადამიანს კუჭი შეიძლება ფსიქიკური გადატვირთვის დროს შეეკრას.

ტექნოლოგიები
ბაწარი ხმელი ბალახისაგან იგრიხება. თუ დასაგრეხად მწვანე ბალახს გამოიყენებთ, ასეთი თოკი გაშრობისთანავე გარმონივით დაიშლება. თუ კოცონს ცალ მხარეს ყორეს ამოუშენებთ, გაცილებით ნაკლები შეშა დაგჭირდებათ.
მიწური ადამიანს სიცხისა და სიცივისაგან იცავს. მიწური წყალგაუმტარი რომ გახდეს, დააფარეთ მას ცელოფანი და ზემოდან მიწა დააყარეთ.
თხელი პოლიეთილენის ნაჭერი, 1-2 მეტრის მოცულობისა, ერთობ მოხერხებულად იკეცება, მისი გამოყენება კი მრავალნაირად შეიძლება: წვიმისაგან დასაცავად, მიწურის სახურავად, ქვეშ დასაფენად, მდინარეზე გადასასვლელი ტივის გასაკეთებლად. თუ კარავში მშრალი სპირტი გინთიათ, ნუ ჩააქრობთ მას, რადგან სივრცე არასასიამოვნო სუნის კვამლით გაივსება. სჯობია ბოლომდე დაიწვას ან კათხა დააფაროთ.
წყლის ასადუღებლად მშრალი სპირტის გამოყენების ეფექტიანობა ერთიორად გაიზრდება თუ კონსერვის ქილისაგან მინიღუმელს გააკეთებთ.

ადგილის შერჩევა
აირჩიეთ ქარისაგან დაფარული ადგილი. ტყეში ბუჩქები და ხეები კარგად გვიცავენ ქარისაგან. ღია ადგილებში კი საჭიროა ხელოვნურად მოვაწყოთ საფარი, ამოვაშენოთ ქვებისაგან კედელი. ამოვთხაროთ მიწური, ხის ტოტებისაგან და ბუჩქებისაგან მოვაწყოთ საფარი. ზამთარში დათოვლილი ხის ძირას ცეცხლის დანთება სახიფათოა.

ტანსაცმელი
მთაში გადარცენის მთავარი პრობლემა სითბოს შენარჩუნებაა. სიცივე არასოდეს იძლევა დროს ცდებისა და ექსპერიმენტებისათვის.
სიცივეში სხეულის სითბო გარემოს გადაეცემა, ამიტომ ამ დროს ტანსაცმელი ერთ მიზანს ემსახურება: შეინარჩუნოს სხეულის ტემპერატურა, არ მისცეს მას გარეთ გამოსვლის უფლება. როცა ტანსაცმელს იცმევთ და იხდით, თქვენი სხეულის ტემპერატურის რეგულირებას ახდენთ. შიგნითა ტანსაცმელი სითბოს გარეთ გამოსვლას უშლის ხელს, ქარგაუმტარი ზემოთა ტანსაცმელი კი ცივი ჰაერის სხეულთან მიახლოებას და სითბოს განქარებას აბრკოლებს.
რამდენიმე ყურადსაღები რჩევა: ვიწრო ტანსაცმელი სხეულსა და ქსოვილს შორის ჰაერის ფენას ამცირებს და სისხლის თავისუფალ ცირკულაციას არღვევს.
სახიფათოა გაოფლიანება; იგი ტანსაცმლის იზოლირებად თვისებებს ამცირებს, რადგან ჰაერს ტენით ცვლის, აორთქლებული ტენი კი სხეულს აცივებს. ეცადეთ არ გადახურდეთ; დროულად გაიხადეთ ზედმეტი ტანსაცმელი, გაიხსენით საკინძე, მოიფონეთ საყელო.
ხელები და ფეხები სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გაცილებით სწრაფად ითოშება და ამიტომ საგანგებო ყურადღება მიაქციეთ. თუ საშუალება გაქვთ ხელები ყოველთვის თბილად შეინარჩუნეთ. ხშირი ოფლიანობის გამო ფეხებისთბილად შენარჩუნება შედარებით ძნელია. თუმცა შესაძლებელია ისეთი მარალყელიანი ფეხსაცმელი იქონიოთ, რომელშიც ორი წყვილი წინდის ჩაცმა იქნება შესაძლებელი. ასეთ (სრულ) ფეხსაცმელში სიმშრალეს შეინარჩუნებთ და ფეხებიც აღარ გაგეთოშებათ. თუ თბილი ორმაგი წინდა გეცმევათ ან ერთ წინდაზე მეორეს ჩამოიცვამთ, მათ შორის კი მშრალ თივას, მატყლს, ხმელ ფოთლებს ან ცელოფანს ჩაიფენთ, ფეხები აღარ გაგეყინებათ.

ჯანმრთელობა
ავადმყოფობას ავრცელებენ მწერები, მცენარეები, ცხოველები. მათგან გამოწვეული დაავადებების ალბათობა იკლებს, რაც უფრო ვუახლოვდებით თოვლს, სიცივეს და იზრდება ფიზიკური წინააღმდეგობები. მაგალითად, მტაში, სადაც ერთ-ერთი საშიშროებაა სხეულის მოყინვა, თეთრი სიბრმავე, მზის დამწვრობა, ნახშირორჟანგით მოწამვლა მეორეხარისხოვან ხიფათად ითვლება.
სხეულის მოყინვის საშიშროება მაშინვე დგება, როგორც კი ადამიანი წყლის გაყინვის ტემპერატურის ზონაში მოხვდება. მოყინვას თან არ ახლავს განსაკუთრებული ტკივილი, ამიტომ ადამიანს სხეულის რომელიმე ნაწილი შესაძლოა, შეუმჩნევლად მოეყინოს. მოყინვის ნიშნებია კანის ელასტიკურობის, მგრძნობელობის დაკარგვა, მორუხო ან მოთეთრო ლაქები.
მოყინული ნაწილები გაითბეთ სხეულის ჯანმრთელი ნაწილებით. ნუ გადაიწმენდთ და ნუ დაიზელთ მათ, ნუ დაიდებთ თოვლს ან ყინულს. მოყინვას, ისევე როგორც მზით დამწრობას, თან ახლავს კანის აქერცვლა და სითხეჩამჯდარი ბურთულები. ყინვის დროს ხშირად შეიმოწმეთ სხეულის დაუფარავი ნაწილები. თუ გყავთ თანამგზავრი, დააკვირდით ერთიმეორეს, ხომ არ გაქვთ მოყინვის ნიშნები. მოყინვისადმი უყურადღებობა განგრენის დაავადების რისკს ზრდის. არასაკმარისი დასვენება და ცუდი კვებამნიშვნელოვნად ზრდის სასიკვდილო მოყინვის საშიშროებას. პროგრესირებადი სხეულის საერთო მოყინვის ნიშნებია კუნთების სისუსტე, დაღლა, სხეულის მოუქნელობა და ძილისკენ მიდრეკილება. ადამიანს მხედველობა ემღვრევა, წაიფორთხიალებს, დაეცემა და მისი გაყინვაც იწყება. ამ დროს უნდა წამოვაყენოთ, გამოვიყვანოთ შოკური მდგომარეობიდან, დაალევინოთ ცხელი სასმელი, გაუთბოთ მოყინული ადგილები (ნელთბილი წყლით0. როცა მოყინულ ადგილებს შეეხებით, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. მათ, ვისაც ტერფები აქვს მოყინული, როგორც მწოლიარე ავადმყოფს მოეპყარით.
თოვლის სიბრმავეს მასზე არეკლილი მზის სხივების სიმკვეთრე იწვევს. სიბრმავე ადამიანს შეიძლება დაემართოს ნისლლიან და ღრუბლიან დღეებშიც. ამ დაავადების თავიდან აცილება შავმინიანი სათვალით შეიზლება, საუკეთესო წამალი კი სრული სიბნელეა.
ნახშირორჟანგით მოწამვლის ალბათობა ერთობ მაღალია მთაში დიდი ყინვების დროს, როცა სითბოს აღსადგენად კარავში სპირტქურებს, ნავთქურებსა და გაზის ქურებს ანთებენ. როცა მთაში მიდიხართ, უფრო ტანსაცმლის იმედი გქონდეთ, ვიდრე გამათბობელი საშუალებებისა. დროებით თავშესაფრებში ცეცხლი მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენეთ. ნებისმიერი სახის საწვავს ნახევარი საათის წვის შემდეგ შეუძლია ისეთი ოდენობის მომწამვლელი უსუნო გაზი გმოყოს, რომ მომაკვდინებელი გამოდგეს.
თუ თავშესაფარში ხართ, სადაც ცეცხლი ანთია და გრძნობთ, რომძილი გერევათ, აუცილებლად გამოდით გარეთ, იმოძრავეთ აუჩქარებლად და ისუნთქეთ თანაბრად, გაანიავეთ სადგომი.
თუ სადგომში, სადაც ცეცხლი ანთია, რამდენიმე კაცი იმყოფება, ძილის დროს ერთ-ერთი მათგანი ნუდა ფხიზლობდეს და ყურადღებას აქცცევდეს ჰაერის სისუფთავეს. თუ საველე პირობებში ღია ჭრილობაზე მოჭერილი თასმა ან ქამარი ვერ აჩერებს სისხლდენას, ჭრილობაზე დაიდეთ ღვედი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მოყინული ფეხის ან ხელის დაკარგვა გამოიწვიოს, არ უნდა მოაშოროთ. კიდურების დაკარგვა სჯობია სიკვდილს. დაჭრილის სხეული და მოყინული ადგილები ამყოფეთ სითბოში, ოღონდ მეტისმეტი არ მოგივიდეთ და არ გადაახუროთ.
მთაში, ისევე, როგორც სხვა ადგილებში, აუცილებელია სხეულის მოვლა. ეცადეთ სისუფთავე დაიცვათ. თუ დაბანის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ დაიბანოთ ხელი, პირი, ფეხი, იღლიები. თუ წყლის ნაკლებობას განიცდით, იხმარეთ სველი ტილო. ყოველ საღმოს ძილის წინ, გაიხადეთ ფეხსაცმლები, გაისუფთავეთ ფეხები და დაიზილეთ. გააკეთეთ მოწყობილობა, რომელიც ფეხსაცმლების კოცონზე გაშრობაში მოგეხმარებათ. არ დაიძინოთ სხელი წინდებით, გაიხადეთ და გასაშრობად სხეულის თბილ ადგილას დაიდეთ. დაძინების წინ ფეხსაცმლები სწრაფად გასაშრობად ხმელი ბალახით გამოტენეთ.

თავის გადარჩენა ტყეში
არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გამოუცდელი ადამიანები ტყეში დაკარგულან. როგორ უნდა მოიქცეს ტყეში გზააბნეული ადამიანი?
გზის დაკარგვისთანავე მან მოძრაობა უნდა შეწყვიტოს და კომპასის ან სხვა ბუნებრივი ნიშნების მიხედვით გაარკვიოს ორიენტაცია. თუ მხარეების გაგნება ვეერ ოახერხა, სჯობია მშრალ ადგილას დროებითი თავშესაფრის მოწყობაზე იზრუნოს.
თთავშესაფრად გამოდგება ფანჩატური, ქოხი მიწური.
წელიწადის თბილ დროს უმჯობესია, გადაფარული ადგილების მოწყობა. ორი 1,5-მეტრიანი მაჯის სიმსხო სარი, რომლებსაც ორკაპი ბოლოები აქვს, ჩაასვეთ ერტმანეთისგან 2-2,5 მეტრის დაშორებით, ორკაპებში ჩდეთ შდარებით მსხვილი ლატანი. მასზე 45-60 გრადუსი კუთხით, ღვედით ან მცენარის ტყავით ამაგრებენ ხის 4-5 ღეროს, რომლებზედაც კრამიტისებურად, ქვემოდან ზემოთმაგრდება ხის ფოთლოვანი ტოტები. მშრალი ხავსისგან აგებენ იატაკს. შემდეგ სადგომს ვიწრო თხრილს შემოავლებენ, რათა წვიმის დროს მასი წყალი არ დადგეს. სანამ მშენებლობას შევუდგებოდეთ, საჭიროა მასალის მომარაგება.
როცა უღრან ტყეში ხართ., დაკარგული გზის გაგნება გაგიჭირდებათ, რადგან ირგვლივ ხეები, ბუჩქები, ყველაფერი ერთიმეორეს გავს. ასეთ დროს შეიძლება წრეზე იაროთ და ვერც შეამჩნიოთ, რომ ერთსა დაიმავე ადგილას რამდენჯერმე გაიარეთ.
თუ ბუნებრივი ნიშნების ამოცნობა შეგიძლიათ, საქმე გაგიადვილდებათ, მაგალითად ბებერ ხეებზე ხავსი ჩრდილოეთის მხრიდანაა ამოსული. წიწვოვან ხეებს ფისის წვეთები სამხრეთის მხარეს უფრო მეტი აქვს.
თუ გამიზნული მიმართულებით მიდიხართ, ყოვეს 100-150 მეტრის გავლის შემდეგ აირჩიეთ კარგად გამორჩეული ორიენტირი.
წყარო (ჟურნალი არსენალი)


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გადაავლეთ თვალი , სეზონის დაწყების წინ


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ღმერთმანუ ჩაგვაგდოს ამ მდგომარეობაში..მაგრამ ამისი ცოდნა კარგია დაზღვეული მაინც არავინ არ ვართ,,,ნადირობის ან ბუნებაში სიარულის დროს გზა აგვებნას რა დროსაც ეს ცონა გამოგვადგება,

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მარძთალი ხარ ბაყბაყ დევო/ რაღაც რაღაცეების მინიმალური ცოდნა აუცილებელია


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ძალიან საინტერესო და აუცილებელი ინფორმაციაა, თუმცა იმედია გამოცდაზე გასვლა არ მოგვიწევს  ;)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან საინტერესო და აუცილებელი ინფორმაციაა, თუმცა იმედია გამოცდაზე გასვლა არ მოგვიწევს  ;)

ბაბუკებო , თქვენ ტესტირება გავლილი გაქვთ. ფორუმელებისთვის კი , ზოგიერთისთვის , დამწყებებისთვის , ურიგო არ იქნებოდა თვალის გადავლება. გამოუცდელ მონადირესთვის შეიძლება -საინტერესო ინფორმაციები იყოს.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?