Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ანარქიზმი

440px-Anarchy-symbol.svg.png

ანარქიზმი ( ბერძნ. αναρχία - უხელისუფლეობა) — მსოფლმხედველობა, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველობის ყველა ფორმას და საშუალებას. კერძოდ, ანარქისტები უარყოფენ სახელმწიფოს, პოლიტიკური ხელისუფლების ან რაიმე სხვა იერარქიულიმმართველობის არსებობის საჭიროებას და მიისწრაფიან მათი ამოფხვრისკენ.

ანარქიზმს საფუძველი ჩაეყარა უილიამ გოდვინის (1756-1836) ნაწერებში. ის პრესვიტერიანული ეკლესიის მღვდელი იყო, მიატოვა ეკლესია და მწერალი გახდა, დაწერა "კალებ უილიამსი", სადაც ანარქისტული იდეოლოგია გადმოსცა, შექმნა ინტელექტუალთა წრე, რომელშიც შედიოდნენ მისი მეუღლე მერი უოლსთოუნქრაფთი, ახალგაზრდა მწერლები - უორდსუორთი, მისი სიძე - შელი. ისინი აკრიტიკებდნენ ავტორიტარიზმს, ამტკიცებდნენ განათლების აუცილებლობას ადამიანისათვის, მიაჩნდათ, რომ თანადგომა ადამიანის ჭეშმარიტი, თანდაყოლილი თვისებაა. ანარქიზმი მოიცავდა უტოპიზმსეკონომიკური თავისუფლების იდეას, რაც პრუდონის შრომებშია ასახული, ინდივიდუალისტურ ანარქიზმს, ლიბერტარიზმს, ეგოიზმს, ანარქო-კაპიტალიზმის თეორიებს, რევოლუციური ძალადობის კრიტიკას.

 

ანარქიიის წარმოშობა ბაკუნინის, პრუდონის და შმიდტის სახელებთნ არის დაკავშირებული. ბაკუნინი შეიძლება მივიჩნიოთ ანაარქიის ძირითად იდეოლოგად,ბაკუნინი მოსკოვში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა, სადაც იგი ჰეგელის და ფიხტეს ნაშრომებს აკტიურად იკვლევდა,1840 წელს იგი გერმანიაში იქნა ემიგრირებული სადაც შეუერთდა ახალგაზრდა ჰეგელიანელებს. 1848-49 წელს აქტიური მონაწილეობა მიირო პარაღსას და დრეზდენში განხორციელებულ რევოლუციაში.1851 წელს იგი დააპატიმრეს და ციმბირშიამოაყფინეს თავი საიდანაც მალევე გაიქცა დასავლეთ ევროპაში, სადაც აქტიური მოღვაწეობა დაიწყო ანარქისტული განხრით. იგი გერცენთნ და ოგაროვთან ერთდ აქტიურად მონაწილეობდა, ანარქისტული მოძრაობის ორგანიზებაში. 60 იანი წლების მიწურულს მან საბოოლოოდ ჩამოაყალიბა ანარქისტული თეორია: ”სახელმწიფობრიობა და ანარქია”, სადაც მან ეკლესია და საერთოდ რელიგია პოლიტიკურ იარაღად შერაცხა. ბაკუნინმა განაცხადა, რომ რელიგია ”კოლექტიური სიგიჟეა” ეკლესიას კი ”ზეციური სამიკიტნო” უწოდა, სადაც ხალხი ცდილობს გასაჭირი დაივიწყოს. იმისათვის, რომ კაცობრიობამ ”თავისუფკლების სამეფოს” მიაღწიოს, უნდა აფეთქდეს და ხალხის ცნობიერებიდან ამოძირკვოს ძლაუფლების პრინციპი. ბაკუნინი უარყოფდა საზოგადოების კლასობრივ დაყოფას და ხელისუფლების ბატონობას.

იგი იბრძოდა სრული თვისუფლების იდეისთვის. მისი მოძღვრება გავრცელდა როგორც რუსეთში ასევე ევროპულ და ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში. ბაკუნინის იდეების ერთერთ ყველზე დიდ მიმდევრად ითვლება პეტრე კროპოტკინი, რომელმაც საფუძველი ჩუყარა ანარქისტული კომუნიზმის თეორიას, თუმცა აქტიურად უპირისპირდებოდა ოქტობრის

 რევოლუციას და მარქსიზმს მისი იდეა იყო თვისუფალი კომუნების დაარსება.

 

 

ანარქიზმი საქართველოში

 

 

 

 

ქართველ ანარქისტებს, მიხაკო წერეთელს  და ვარლამ ჩერქეზიშვილს  უდიდესი როლი მიუძღვით მსოფლიოში ანარქისტული იდეების განვითრებაში, თუმცა ევროპელი და რუსი ანარქისტებისგან განსხვავებით, ქართველები აქტიურად იბრძოდნენ ეროვნული პრინციპებისათვის.

სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ იდეოლოგიას მიემხრნენ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ედგნენ სათავეში, ეროვნული თვითგადარჩენისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდნენ. ასეთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო მიხაკო წერეთელი. მასთან ერთად, ანარქისტულ პარტიაში შედიოდნენ: ვარლამ ჩერქეზიშვილი, შალვა და კომანდო გოგელიები და სხვები. ანარქისტულმა ორგანიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო 1895 წლიდან, გაძლიერდა I რევოლუციის წლებში და პირველი მსოფლიო ომის დროს შესუსტდა, რადგან მისი ქართველი მონაწილეები ამდროს საზღვარგარეთ მოღვაწეობდნენ, 1917 წლიდან კი ანარქიზმი აღარ წარმოადგენდა რეალურ პოლიტიკურ ძალას. ქართველი ანარქისტები უკომპრომისოდ ებრძოდნენ მარქსიზმს, გმობდნენ ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, მის გამოხატულებას სახელმწიფოს სახით. მათი აზრით, მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს. ისინი ებრძოდნენ პროლეტარიატის დიქტატურას.

რაც შეეხება სახელმწიფოს მოსპობის ანარქისტულ თეორიას, იგი გარკვეულწილად განუხორციელებელ იდეას მიეკუთვნება, თუმცა ცენტრალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, მმართველობის დეცენტრალიზაცია ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის იდეალი და ქვეყნის წარმატების საფუძველია. ქართველი ანარქისტების მიერ მარქსიზმის კრიტიკაც დრომ გაამართლა. ისინი იბრძოდნენ საქართველოს ავტონომიისათვის, უფრო შორსაც მიდიოდნენ: 10-იან წლებში ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, გამოდიოდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის ლოზუნგით და მათი რწმენით, მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ შეუძლია ერს იზრუნოს თავისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ქართველ ანარქისტთა შესახებ და ამ იდეოლოგიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან კავშირზე მასალები მოიპოვება ს. ხუნდაძის, პ. გუგუშვილის, პრ. რატიანის, ლ. გორგილაძის, გ. ჯანგველიძის, გ. მეგრელიშვილის, ნ. გვიანიშვილის და სხვათა გამოკვლევებში.


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

2 კითხვა მაქვს.

1 მეტროსადგური მოსკოვში ,  კრაპოტკინსკაია ამ ანარქისტის სახელს ატარებს?

2 ქართველი მწერლის ბაკუნინის ფსევდონიმი ამ ანარქისტთან რა იკავშირშია?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ანარქიზმის იდეოლოგიას, რომელსაც არასდროს გაუმარჯვია, მაგრამ მარად და ყველგან არსებობდა თავისი გარკვეული ფორმებითა და ჩარჩოებით ანარქიზმი ეწოდება. აღნიშნული იდეოლოგია იმით განსხვავდება სხვა ყველა იდეოლოგიისაგან, რომ ნაკლებ გააჩნია მყარად დადგენილი საზღვრები და უმეტესად ქაოსსა და თვითრეგულაციაზეა ორიენტირებული. სანამ უშუალოდ განვიხილავდეთ იდეოლოგიის შიდა სფეროს, უნდა აღინიშნოს, რომ ანარქიზმი არცერთ დროს, არცერთ სახელმწიფოში არ დამყარებულა და ასეც რომ მომხდარიყო, ამ უკანასკნელის სახელმწიფოებრიობა აღარ იარსებებდა რადგან ანარქიზმი უარყოფს სახელმწიფოს ცნებას.

ანარქიზმი როგორც ანტისახელმწიფოებრიობაანარქიზმისათვის დამახასიათებელია ყოველგვარი ბიუროკრატიულისა და მმართველი ხელისუფლების არსებობა. ანარქიზმის მიხედვით სახელმწიფო არის ერთიანი მმართველი და მჩაგვრელი მანქანა, რომელიც ინდივიდის კუთვნილ აბსოლუტურ თავისუფლებას ზღუდავს და თავს ახვევს თავის შეხედულებებსა და პრინციპებს, აიძულებს იყოს სოციალური არსება და წავიდეს საკუთარი სურვილების წინააღმდეგ. ანუ ანარქიზმისათვის მახასიათებელია ერთგვარი სრული თავისუფლების იდეაც.

შემდგომი პრინციპი ანარქიზმისა არის ანტირელიგიურობა: ანარქიზმი რელიგიას შეზღუდვისა და ბორკილების ფორმად მიიჩნევ, რომელიც ინდივიდს მთლიანად აზომბირებს და მანიულირებად არსებად აქცევს, უწესებს ყალბ შეხედულებებსა და ქმნის ტრადიციებს, რომელიც იძულებითი ფორმით რჩება უცვლელი და ინდივიდს აკარგვინებენ არჩევნის საშუალებას.

 

ანარქიული ეკონომიკა: ანარქიზმი და ეკონომიკის განსაზღვრული ფორმა ძალიან შორს დგას ერთმანეთისაგან. იქ არც საბაზრო ეკონომიკაა მისაღები და არც მბრძანებლური. ანარქიზმი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის, როგორ რაიმე მოგებაზე ორიენტირებული ფენომენის არსებობა დაუშვებელია და იგი უნდა იყოს თვითრეგულირებადი, იმიდენად, რადმენადაც ეს დასჭირდება ინდივიდს. მაგრამ ამის გასაგებად საჭიროა გავარკვიოთ ანარქიზმის უმთავრესი

 

პრინციპი:

თვითრეგულაციაანარქიზმის მიხედვით ადამიანი თავისთავად არაცხოველური, არმედ სოციალური და კეთილი არსებაა, რომელიც არა მხოლოდ ეგოისტური მოთხოვნილებებით იმართება. შესაბამისად მასში არსებობს დადებითი საწყისი, რომელსაც სახელმწიფო და რელიგია უცვლიან მიმართულებას და თესავენ კონკურენციას და მგლურ კანონებს, რის გამოც ადამიანში იღვიძებს ანტისოციალური ძალები და იმართებიან ყველას წინააღმდეგ. ანაქრიზმის თანახმად, თუ ინდივიდი არასახელმწიფოებრივ გარემოში მოხვდა ის თვითონ შექმნის იმას, რაც მისთვის და მისი მოყვასისათვის იქნება კარგი, რადგან იცის, რომ თუ დაზიანდება სხვა, შეიძლება დაზიანდეს ისიც და ამით დაიწყოს განხეთქილება და საბოლოოდ ომი ყველა ყველას წინააღმდეგ. შესაბამისად თუ სახელმწიფომ და რელიგიამ არ ჩადეს თავიანთი დოგმები და კანონები ადამიანი უკეთ შეძლებს თვითრეგულაციასა და რეალიზებას იმ პოზიტიური ძალებისა, რაც მასშია თავმოყრილი. ამის გამო ხშირად ანარქიზმის ერთ-ერთ მკვებავ საშუალებად აღმოსავლურ მოძღვრებებსაც მოიაზრებენ, რომელიც ადამიანის პოზიტივზე უსვამს ხაზს. თუმცაღა ანარქიზმის შეხედულებით, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოებივი მჩაგვრელი მანქანა ძალით უნდა დაემხოს.

ანარქიზმი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არასდროს არსად არ ყოფილა მმართველი იდეოლოგია. ერთადერთი იყო ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდი (განსაკუთრებით 1936-1937 წლები), როდესაც ისინი ყველაზე ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ საბოლოოდ 1939 წელს ყველაზე მეტად ანტიანარქისტულმა, პროფაშისტურმა ძალამ გაიმარჯვა და ანარქიზმის აღმასვლას სახელმწიფოებრივ დონეზე დაესვა კიდეც წერტილი.

პერსპექტივების თვალსაზრისით, ანარქიზმი ხშირად ანტიგლობალისტებადაც მოაზრებიან ხოლმე, ხან ანტიფაშისტებად, ანტიფუნდამენტალისტებად და სხვა. სხვა მხრივ, ანარქიზმის, როგორც იდეოლოგიის ლეგალური გზით ხელისუფლებაში მოსვლა ოდნავ წარმოუდგენელიც კია, რადგან არჩევნების საშუალებით ანარქისტული პარტიის გამარჯვება და ბიუროკრატიული ელემენტების გავლა ანტიანარქისტულიც კია. ასე რომ, მისი, როგორც გარკვეული იდეოლოგიური ჯგუფის არსებობა ლოგიკურია და მართლაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ სხვა მხრივ, ანარქიზმის პოლიტიკური ძნელად წარმოსადგენია.

 

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

2 კითხვა მაქვს.

1 მეტროსადგური მოსკოვში ,  კრაპოტკინსკაია ამ ანარქისტის სახელს ატარებს?

2 ქართველი მწერლის ბაკუნინის ფსევდონიმი ამ ანარქისტთან რა იკავშირშია?

 

1. მეტრო სადგურს ნამდვილად პეტრე კროპოტკინის სახელი ქვია.

2. ქართველ მწერალს გრიგოლ ჩხარტიშვილი ბაბუ,  აკუნინი აქვს ფსევდონიმად და ბაკუნინთან არანაირ კავშირში არ არის. 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაკუნინი-ბ.აკუნინი. ხომ იცი ჩხარტიშვილი ძალიან საინტერესო ავტორია. თან გურული , ხო და ვიფიქრე , რამე ხო არ არისთქო? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?