Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ილუმინატები

 

 

ილუმინატები (ლათ. illuminati — „განათლებულნი“, გერმ. Illuminatenorden) — სახელწოდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა სხვადასხვა ოკულტურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობათა წარმომადგენლებს[1]. ტერმინი „ილუმინატები“ გამოიყენებოდა გერმანული ფარული ორგანიზაციის მიმართ, რომელიც 1776 წელს დააარსაგანმანათლებლური ხანის გერმანელმა პროფესორმა ადამ ვაისჰაუპტმა [2]. დღესდღეობით, აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება „შეთქმულების თეორიაში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს არსებული მსოფლიო წყობის შეცვლა და ახალი მსოფლიო წესრიგის (ლათ. Novus Ordo Seclorum) დამყარება.

Adam_Weishaupt01.jpg

ადამ ვაისჰაუპტი — „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის დამფუძნებელი

 

ადამ ვაისჰაუპტისა და ადოლფ ნიგეს „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი

 

ისტორია

 

„ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ ინგოლშტადტის უნივერსიტეტი 1776 წლისს 1 მაისს და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ვაისჰაუპტს სურდა, რომ ფარულ ორგანიზაციას ეტარებინა სახელწოდება „პერფექტებილისტები“ (ინგლ. Perfectibilists). პროფესორი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მასონური ტრადიციების საფუძველზე ჩამოეყალიბებინა საკუთარი ფარული ორგანიზაცია, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა, რადგან მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნია.

პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო, იგი მიზნად ისახავდა საკუთარი ორდენის გამოყენებას აღნიშნულ მოძღვრებათა გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის. ვაისჰაუპტს მიაჩნდა, რომ ადამიანი თავისი ბუნებით არ წარმოადგენდა ბოროტებას — უარყოფითად მასზე მოქმედებდა გარესამყარო, კერძოდ კი სახელმწიფო და რელიგია. შესაბამისად, თუკი ადამიანი შეძლებს აღნიშნულ სოციალურ ინსტიტუტთა ზემოქმედებისაგან გათავისუფლებასა და საკუთარი ცხოვრების საღი გონებით წარმართვას, ზნეობრივი პრობლემები აღარ იარსებებენ. ილუმინატების მთავარ მიზნად გამოცხადებული იყო კაცობრიობის ცნობიერების ამაღლება და მისი სრულყოფა „ახალი იერუსალიმის მშენებლობის“ გზით.

„წიგნის ჭია“ — ასე მოიხსენიებდნენ ვაისჰაუპტს. მისი ძირითადი კონცეფცია იყო შეექმნა და ჩამოეყალიბებინა ელიტარული ჯგუფი, რომელიც შეძლებდა ბავარიის მართვას. არსებობის პირველ ხანებში „ბავარიელი ილუმინატები“ წევრებად იწვევდნენ ინგოლშტადტის უნივერსიტეტის პროფესორებს, მაგრამ ორდენის რიგები ნელა ივსებოდა — მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გარკვეული ნაწილი ადვილად გაეხვია ვაისჰაუპტის ინტრიგულ კონცეფციაში და შემოქმედებითი კარიერის გაფართოების მიზნით გაწევრიანდნენ ორდენში, თუმცა მალევე დატოვეს მისი რიგები. ამ პრობლემის გადასაჭრელად 1777 წელს ვაისჰაუპტი გაწევრიანდა მიუნხენის მასონურ ლოჟაში[5], თუმცა ვაისჰაუპტის ორდენის პოპულარიზაციაში მთავარი წვლილი მიუძღვოდა ბარონ ადოლფ ნიგეს, რომელიც პროფესორის თანამოაზრე გახდა[3]. თავდაპირველად ნიგეც ამაოდ ცდილობდა ახალი თაობის გერმანელი განმანათლებლების ისეთი წევრების გადმობირებას, როგორებიც არიან — ფრიდრიხ შილერიგოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგიიმანუელ კანტიფრიდრიხ ჰეგელი, თუმცა 1782სწლის აგვისტოში შედგა ვილჰელმსბადის მასონური კონვენტი, რომლის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ფარულ ორგანიზაციათა პოზიციების დაახლოება. მრავალი მასონი გაწევრიანდა ილუმინატების გაერთიანებაში იმ აქტიური პროპაგანდის შედეგად, რომელსაც ეწეოდნენ ადამ ვაისჰაუპტი და ადოლფ ნიგე[5].

1777 წელს ჰერცოგი კარლ IV თეოდორი გახდა ბავარიის მმართველი, მან აქტიური ბრძოლა დაიწყო განმანათლებლური აბსოლუტიზმისა და ფარული ორგანიზაციებისგავრცელების წინააღმდეგ ბავარიის საგრაფოში. სწორედ ამ მიზნით 1785 წელს მან გაანადგურა ილუმინატთა ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაცია და ლიტერატურა. ორდენის სტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებლობის გამო, ნიგე და ვაისჰაუპტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მათი მეტოქეობა ორდენის ხელში ჩაგდებისათვის საბოლოოდ დასრულდა განხეთქილებით 1784 წლის 1 ივლისს — ნიგემ და მისმა თანამოაზრეებმა ორდენი დატოვეს. „ბავარიელი ილუმინატების“ მოღვაწობას 1784-1787 წლებში შედეგად მოჰყვა 4 ბრძანება მათი საქმიანობის აღკვეთის შესახებ — 1784 წელს კარლ თეოდორმა კატეგორიულად აკრძალა ფარულ საზოგადოებათა და ორგანიზაციათა საქმიანობა. 1785 წელს სასამართლომ მასონებსა და ილუმინატებს ბრალი დასდო სახელმწიფო ღალატსა და მწვალებლობაში. 1786 წელს ხელისუფლებამ გაჩხრიკა ორდენის ერთ-ერთი გავლენიანი წევრის — ფრანც ხავიერ ფონ ცვაკის სახლი, აღმოჩენილ იქნა დიდი რაოდენობით წიგნები და დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდნენ ორდენის წევრებსა და მათ საქმიანობას[3]. ამის შემდგომ ფარული ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოექცა ბავარიის მთავრობის ყურადღების ცენტრში —1787 წელს „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის წევრობა დანაშაულად გამოცხადდა და სიკვდილით ისჯებოდა. რომის პაპმა პიუს VI-მ დაგმო საიდუმლო ორდენის მოძრაობა, ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და გაასამართლა კიდეც ორდენის წევრები[5].საბოლოოდ, ორდენი დაიშალა, ადამ ვაისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა და მთელი სიცოცხლე (გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს) დევნილობაში გაატარა.

 

ორდენის სტრუქტურა

თავდაპირველად ილუმინატთა ორდენის სტრუქტურა მოიცავდა 3 საფეხურს — „მორჩილი“, „მინერვალი“, „განათლებული მინერვალი“[3]. ორდენის ყოველი ახალი წევრი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ხელმძღვანელთა ნებას, ამასთან, ისინი ვალდებულნი იყვნენ ორდენისათვის მიეწოდებინათ სრული ინფორმაცია პირადი ცხოვრების შესახებ[3]. „მორჩილება“ გრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში, ამის შემდეგ ორდენის წევრები მომდევნო საფეხურზე ინაცვლებდნენ.

მოგვიანებით, როდესაც ორდენის წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მისი სტრუქტურა შეიცვალა, მიემსგავსა იეზუიტთა ორდენისა და მასონთა ლოჟის სტრუქტურას[6]. ილუმინატები მკაცრად იცავდნენ „იერარქიულ პირამიდას“. საზოგადოების ბირთვს წარმოადგენდა არეოპაგი (ძვ. ბერძნ. Ἄρειος Πάγος), რომელიც შედგებოდა 12 ყველაზე მეტად დამსახურებული წევრისაგან.

„ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის განახლებული სტრუქტურა მოიცავდა შემდეგ საფეხურებს:

  • Areopagites
  • Illuminatus dirigens
  • Illuminatus major
  • Illuminatus minor
  • Insinuat
  • Minervals

ილუმინატები არ ინტერესდებოდნენ ნებისმიერი მსურველით, ისინი თავად ირჩევდნენ ორდენის წევრებს — ეს ხანგრძლივი პროცესი მოიცავდა დაკვირვებას სასურველ კანდიდატზე, მის მომზადებას ორდენში გაწევრიანებისათვის, სპეციალური რიტუალის ჩატარებას (ნაწილობრივ ნასესხებია მასონთაგან)[3], საზეიმო ფიცის დადებასა და ფარული ფსევდონიმის მინიჭებას. თავად ადამ ვაისჰაუპტის ფსევდონიმი იყო „სპარტაკი“[6].

ინიციაციის შემდეგ ორდენის ახალი წევრები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნებოდა განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსთა ნაშრომების შესწავლას. იმ შემთხვევაში თუ ახალწვეული უფრო დიდ ინტერესს გამოიჩენდა ორდენის საქმიანობისადმი, ის გადაინაცვლებდა ინიციაციის მომდევნო საფეხურზე.

ორდენს ჰყავდა წარმომადგენლები ევროპის მრავალ ქვეყანაში. მოღვაწეობის ზენიტში მყოფი „ბავარიელი ილუმინატები“ ითვლიდნენ 2 ათას წევრს[6]. ფონ ნიგეს გამოჩენის შემდგომ კი შესაძლებელი გახდა წევრთა შერჩევა უფრო მაღალი წრიდან, ორდენს შეუერთდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები — იოჰან გოტფრიდ ჰერდერი და იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე[3][5][6].

ბავარიელ ილუმინატებთან“ და ზოგადად, ფარულ ორგანიზაციებთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობის მთავარ მოტივად სახელდება მსოფლიოზე გაბატონების, ადამიანურ, სამეცნიერო და ფინანსურ რესურსთა ტოტალური კონტროლის სურვილი.

Augustin_Barruel.jpg
 
აუგუსტინ დე ბარუელი — ფრანგი იეზუიტი მღვდელი

1797 წელს აუგუსტინ დე ბარუელმა გამოაქვეყნა წიგნი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“ (ფრანგ. Mémoires pour servir à l’Histoire du Jacobinisme)[7], სადაც ის აღწერს ილუმინატთა ხელმძღვანელობით განხორციელებულ გლობალურ შეთქმულებას, რის შედეგსაც წარმოადგენდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ილუმინატების შემდეგ სამიზნედ ავტორი მიიჩნევდა სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის განადგურებას. შეთქმულებაში მონაწილე ფარულ ორგანიზაციათა შორის დასახელებულნი არიან როზენკრეიცერები(იგივე, „ვარდისა და ჯვრის საძმო“), ტამპლიერები და იაკობინელები. დე ბარუელმა ადამ ვაისჰაუპტი დაახასიათა როგორც „ბუნების ამაზრზენი ახირება“ და ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობისათვის სრული პასუხისმებლობაც მას დააკისრა.

220px-John_Robison.png
 

 

ჯონ რიბისონი

 

თითქმის იმავე პერიოდში, დე ბარუელისაგან დამოუკიდებლად, შოტლანდიელი მასონი დაედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი ჯონ რობისონიმუშაობდა საკუთარ წიგნზე „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“ (ინგლ.Proofs of a Conspiracy Against all the Religions and Governments of Europe)[8] . მას შემდეგ, რაც რობისონი გაეცნო დე ბარუელის ნაშრომს, შეუდგა მის ციტირებას საკუთარ წიგნში. შოტლანდიელ პროფესორს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფარული შეთქმულების მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს ყველა რელიგიის შეცვლა ჰუმანიზმით და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება.

ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი ჯეიმზ ბილინგტონი საკუთარ წიგნში „ცეცხლი ადამიანთა გონებაში“ (ინგლ. „Fire in the Minds of Men“) გამოთქვამს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ბავარიელი ილუმინატების“ საქმიანობამ არაპირდაპირი ზეგავლენა მოახდინა XIX საუკუნის ევროპაში რევოლუციური განწყობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე[4].

220px-USA_Great_Seal_Reverse.png
 

 

აშშ-ის სახელმწიფო ბეჭედი

 

არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამაარსებლები ასევე წარმოადგენდნენ ილუმინატებს, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე ისტორიული საბუთი არ მოიპოვება. აშშ-ის სახელმწიფო ბეჭდის უკანა მხარეს გამოსახულია დაუსრულებელი პირამიდაყოველისმხედველი თვალით, რომელიც ილუმინატთა სიმბოლოს წარმოადგენს. პირამიდის ირგვლის არის წარწერები — ლათ.  Annuit Coeptis („ის ჩვენ გვმფარველობს“ ასევე „დროა დაიწყოს“) და Novus Ordo Seclorum („ახალი მსოფლიო წესრიგი“). წარწერა გვხვდება თავად პირამიდის საფუძველშიც — MDCCLXXVI, რაც რომაული ნუმეროლოგიის გამოყენების შემთხვევაში ნიშნავს 1776 წელს, თარიღი, როდესაც მიღებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ანალოგიური გამოსახულება გვხვდება ამერიკულ ერთდოლარიანზე. კონსპიროლოგების ვერსიით, სინამდვილეში პირამიდაზე მითითებული „1776“ აღნიშნავს არა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღს, არამედ „ბავარიელი ილუმინატების“ საზოგადოების დაარსებას (1776 წლის 1 მაისი). ამასთან, ცნობილია, რომ აშშ-ის რიგით მესამე პრეზიდენტი, ტომას ჯეფერსონისიმპათიას გამოხატავდა ადამ ვაისჰაუპტის ილუმინატთა ორდენისადმი, რამაც მასობრივ „კონსპირაციულ ისტერიას“ დაუდო საფუძველი[6].

 

 

ილუმინატები მასობრივ კულტურაში

 

მხატვრული ლიტერატურა

  • ალექსანდრე ჩაიანოვის ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებში „გრაფ ბუტურლინის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (1924) ილუმინატები აღწერილნი არიან როგორც რუსეთის იმპერიაში არსებული მოქმედი ფარული ორდენი.
  • XXI საუკუნის დასაწყისში ილუმინატებისადმი ინტერესების ახალი ტალღა წარმოშვა დენ ბრაუნის ბესტსელერმა ანგელოზები და დემონები. წიგნში არსებული სიუჟეტის მიხედვით, ფარულ ორგანიზაციათა თანამედროვე შთამომავლები უპირისპირდებიან რომის კათოლიკურ ეკლესიას, რათა შური იძიონ დაღუპულ თანამოაზრეთა გამო.

კინოინდუსტრია და კომპიუტერული თამაშები[რედაქტირება]

  • გამოგონილი ფარული ორგანიზაცია სახელწოდებით „ილუმინატები“ ასრულებს გადამწყვეტ როლს კომპიუტერულ თამაშში „Deus Ex“. მოქმედება მიმდინარეობს XXI საუკუნის შუა ხანებში.
  • 2009 წელს გამოვიდა ფილმი „ანგელოზები და დემონები“ — დენ ბრაუნის ნაწარმოების ეკრანიზაცია. მასში ასევე ფიგურირებენ ვინმე „ილუმინატები“, ამ ტერმინის კონსიპრაციული გაგებით.
  • ფილმ „23“-ის მთავარ პერსონაჟს, კარლ კოჰს სჯერა ილუმინატების მონაწილეობით არსებული საყოველთაო ფარული შეთქმულებისა.
  • კომპიუტერულ თამაშში „Resident Evil 4“ მოთამაშის მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ „Los Illuminados“ სექტის წევრები, რომლებიც გეგმავენ „ახალი მსოფლიო წესრიგის“დამყარებას.
  • ონლაინ თამაშში „The Secret World“ მოთამაშეს შეუძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგ განყოფილებათაგან — „დრაკონები“, „ტამპლიერები“ და „ილუმინატები“.

მუსიკა

  • გერმანულმა როკ-ჯგუფმა „Gamma Ray“ 2001 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით „No World Order“, რომელიც მიმართულია ილუმინატების წინააღმდეგ. 

ო: https://ka.wikipedia.org/


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"
ილუმინატები

 

ქრისტიანობის საწყის პერიოდში ტერმინით „ნათელმოსილნი“, „მონათლულნი“, „ნათელღებულნი“ აღნიშნავდნენ ახალმონათლულებს, რადგანაც ისინი ქრისტეს ნათელს იღებდნენ ნათლობით (ბერძ. photisménoi). შემდგომში ასე ეწოდებოდათ ეზოტერიკულ გაერთიანებებს პირებისა, რომლებიც ღმერთთან მათი მისტიკური კავშირიდან გამომდინარე გასხივოსნებით მოცულებად მიიჩნევდნენ თავს. ასეთები იყვნენ თავისუფალი სულის დები და ძმები პროტესტანტებთან და ესპანელი „alumbrados“ კათოლიკეთა შორის. ინკვიზიცია დევნიდა როგორც ამ უკანასკნელთ, ისე იტალიელ კვიეტისტებს, რადგანაც ისინი საკუთარი შეუცდომლობის აღიარების პრეტენზიას აცხადებდნენ და განმარტავდნენ, რომ მათი ზნეობრივად უმართებულო საქციელი ღმრთის მიერ იყო ნებადართული, როგორც ეშმაკის არსებობის დამადასტურებელი საბუთი. 1776 წელს ვაისჰაუპტის მიერ (1748-1830) ინგოლშტადტში დაარსებული ბავარიელი ილუმინატები კი რელიგიის ბუნებრივ კონცეფციას ეყრდნობოდნენ და პოლიტიკურ მისწრაფებათა მქონე მასონური ტიპის საიდუმლო ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ვაისჰაუპტის მიზანი იყო, რომ „პრინციპები და ერები მშვიდობიანად გამქრალიყვნენ დედამიწის ზურგიდან და კაცთა მოდგმა ერთ დღეს ერთ ოჯახად, ხოლო სამყარო – რაციონალურ ადამიანთა სამყოფელად ქცეულიყო“. ამ სექტის წევრი იყო მრავალი გამოჩენილი პიროვნება, მაგალითად, გოეთე, მოცარტი, ჰერდერი.


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

”თვალი რომელიც ყველაფერს ხედავს”

 

– ეს არის ლოგო , რომელიც სამკუთხედშია მოქცეული , არსებობს ორი ძირითადი ვერსია , პირველი ეს არის ,რომ თვალი არის ილუმინატების სიმბოლო , რომელიც აღნიშნავს იმას , რომ ისინი ჩვენ ყველგან გვაკონტროლებენ და მეორე ვერსია არის ეგვიპტურ მითოლოგიაში არსებული თვალი რომელსაც ჰორუსის თვალი ეწოდება.

”თვალი რომელიც ყველაფერს ხედავს” გინახავთ ამერიკული დოლარის უკანა მხარეს, უნდა აღინიშნოს , რომ თვალი არის 13 საფეხურიანი პირამიდის თავზე , რაც ნიშნავს თავიდან დაარსებულ 13 შტატს , ხოლო მის თავზე არსებული თვალი კი იმის სიმბოლოა რომ განვითარება ჯერ არ დამთავრებულა. პირამიდის ზედა მხარეს წერია Annuit Coeptis რაც შეიძლება ნიშნავდეს ”ის ჩვენ გვმფარველობს”, ”დროა დაიწყოს” ან ”ის ამტკიცებს ვალდებულებებს”. ქვემოთა წარწერა Novus Ordo Seclorum ნიშნავს ”ახალ მსოფლიო წესრიგს”

თვალში საღებია ისიც რომ პირამიდის საფუძველზე გამოსახულია რიცხვი MDCCLXXVI , რაც რომაული ნუმეროლოგიით აღნიშნავს 1776 წელს. ამ წელს

ამერიკამ მიიღო დამოუკიდებლობის დაკლარაცია , თუმცა ამავე წელს შეიქმნა ”ბავარიელი ილუმინატების” საზოგადოება , რომელზეც აუცილებლად გესაუბრებით. ეს ალბათ უკვე პირველ დათმხვევად მიიჩნიეთ. არსებობს მეორეც , რომელსაც მე სურათით განახებთ.

 

f36bcba27cdc.jpg

თუ ჩვენ შევეცდებით პირამიდის გარშემო ექვს კუთხიანი ვარსკვლავი შემოვხაზოთ ან სულაც ორი სამკუთხედი დავხაზოთ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები , ჩვენ დავინახავთ , რომ სამკუთხედის თითო წვერო ასოებისკენ მიგვანიშნებს , ხოლო ერთი კუთხე თვალზეა მორგებული. ხუთი ასოსგან რათქმაუნდა უამრავი სიტყვა შედგება სხვადასხვა კომბინაციით , მაგრამ პირველ რიგში როცა დავინახავთ ასოებს ASNOM მაშინვე დავუკავშირებთ მას ილუმინატებს(მითუმეტეს ასეთ ლოგოზე) , რომლებსაც მეორენაირად ”MASON” – ები ეწოდებათ.

 

ახლა კი ვნახოთ რა ხდება ეგვიპტურ მითოლოგიაში

 

როგორც დასაწყისში ავღნიშნე ეს არის ჰორუსის თვალი. ვინ იყო ჰორუსი? ჰორუსი იყო ერთ-ერთი ღმერთი , მზის ღვთაება. მისი მარჯვენა თვალი იყო მზე , ხოლო მარცხენა მთვარე, რომელსაც მეორე ნაირად ეწოდებოდა ტეჰუტი. ტეჰური ასევე ცნობილია როგორც ტჰოტი , ხოლო ბერძნულ მითოლოგიაში მას ჰერმესი ჰქვია.ეს თვალი იცავდა ალქიმიკოსებს და ასტროლოგებს , ასევე მას უკავშირებნენ ენით მეტყველებას და მათემატიკას.

ჰორუსის მარცხენა თვალი მოხვდა დედამიწაზე , მითოლოგიის მიხედვით კი ამის მიზეზი ისაა ,რომ ჰორუსმა ერთ-ერთ ღმერთთან სეტთან ბრძოლისას მარცხენა თვალი დაკარგა , რომელიც შემდეგ აქ მოხვდა.

02d4681cb0d1.jpg6f070ad31b2e.jpg

 

ეგვიპტელები ამის შემდეგ თვალს აიგივებდნენ დამცველობასთან , ანუ ჰორუსის მარცხენა თვალი მათ იცავდა უბედურებისგან , მისგან აკეთებდნენ სამკაულებს რომლებსაც ხშირად თან ატარებდნენ. როგორ კედელზე ამოტვიფრული ნახატიდან ვხედავთ ნავზე ოთხი თვალია , მიუხედევად იმისა რომ ორი ადამიანი მონაა თვალი მათაც დაქონდათ.

ეგვიპტელების აზრით ამ თვალს ჰქონდა ძალა ეკონტროლებინა ყველაფერი , ალბათ ამ სიმბოლიკის გამო აირჩიეს მასონებმა სიმბოლოდ თვალი.

 

დამცველობის და ყველაფრის კონტროლის ფუნქციის გარდა თვალს კიდევ რამოდენიმე უნარი ჰქონდა და ესენია :

59e8ea970dd6.jpg

 

1-ყნოსვა 2- მხედველობა 3- ფიქრი,აზროვნება 4-სმენა 5-გემოს შეგრძნება 6- შეხება

ხოლო Wadjet ნიშნავს ”ერთ მთლიანს” ანუ ამ ნაწილების შეერთებით მიიღებოდა ერთი მთლიანი თვალი , რომელსაც ასევე ამ ქმედებების კონტროლი შეეძლო

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი სტატიაა კაუ :bravo:

თანამედროვე ავტორებიდან ამერიკელი  დენ ბრაუნი ითვლება ერთერთ წამყვან  სპეციალისტად და ამ ორდენის მცოდნედ.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

მადლობა ბაბუ.

 

ეხლა მაგარ სტატიას გავაშვანშვალებ ანარქიზმზე და ქართველ ანარქისტებზე. 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სადაა დაპირებული სტატია? ვერ ვნახე კაუ. ლინკი დააგდე რა...


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?