Jump to content


ამ თემას აქვს 37 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

                                          სამწყერე ვაზნები

 

 

           ალბათ გქონით შემთხვევა,როცა მონადირე ნადირობისას თავის წარუმატებლობას ხან თოფსაბრალებს ხან ვაზნებს.

გამორიცხული არაა,რომ ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელიშედეგი მართლაც თოფის ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყოს ,მაგრამ ასეთი შემთხვევა უიშვიათესი გამონაკლისია.

 

           ვაზნების შემთხვევაში საქმე იმაშია რომ.ქარხნული ვაზნები ყოველვის საშუალო 

გათვლებით არის დამზადებული და, საშუალო თოფით საშუალო შედეგს იძლევა ,რომელიც ხშირ შემთხვევაში მონადირეს არ აკმაყოფილებს.

რა არის ამისი მიზეზი? მაგ  კითხვას რომ ვუპასუხოთ უნდა გავიხსენოთ ,რომ ერთნაირ ლულებიანი თოფები არ არსებობს.

 

          ამისი გამოსწერება კი ძალიან ადვილია როცა მონადირე თავად დატენის და რამდენიმე ცდის შემდეგ საკუთარ თოფზე "მორგებულ" ვაზნებს მიიღებს.

ვაზნების გაწყობა ძნელი არ არის,თუმცა ,გარკვეულ ცოდნასა და აკურატულობას მოითხოვს.

 

          პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ დენთი,თუმცა არჩევანი დიდი არ არის.სოკოლი ბაზარზე არ არის გაყიდვაში .დაგვრჩა ორი ვარიანტი  უნგრული(REX-2) და ესპანური წარმოების.მათი ბალისტუკირი მახასიტებლები  იდენტურია და შემდეგ მაქსიმალურ დოზებზეა გათვლილი:დენთი -1.6გრ, საფანტი-32გრ.

 

          რომელი ნომერი საფანტი ვიხმაროთ?მწყრის ჩამოგდება  12 და 11 ნომერითაც შეიძლება,10 კარგია.მაგრამ ყველას მაინც 9 ნომერი საფანტი ჯობია,რადგან ფრინველს ნაკლები რაოდენობის მარცვალი ხვდება,სამაგიეროდ გამჭოლად გადის და ნაკლებად აზიანებს ნადავლს.თან, მოულოდნელად გადმოფრენილ მტრედზე გვიწევს გასროლა.და კიდევ ერთი,მწყრის სეზონზე შემორჩენილი ვაზნებიტ ტყის ქათამზე ინადიროდ შეგიძლიათ.

 

          განვიხილოთ ყველაზე მასობრივი 12 ყალიბის ვაზნების დენთით დატენვის რამოდენიმე ვარიანტი.

ყველაზე ნაკლები წვალება ცილინდრულ ლულებიანი თოფებისთვის გამოსადეგი ვაზნების დატენვას სჭირდება.

რადგან დენთისა და საფანტის მაქსიმალური დოზების თანაფარდობა ვიცით,ჩვენთვის საჭირო ე.წ. ნახევარმუხტიანი ვაზნების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევა მოგვიწევს: 

 

 

                                                           ა.

         დენთი-1.3გრ;  საფანტი-26გრ შედარებით ახლო მანძილზე სასროლად;

 

 

                                                           ბ.

         დენთი-1.4გრ; საფანტი-28გრ საშუალო მანძილზე სასროლად.

 

         ვისაც მხოლოდ ერთი,სასტენდო სრულჩოკებიანი თოფი აქვს,მისთვის ყველაზე მოსახერხებელი დისპერსიული ვაზნებია.

შემოგთავაზებთ რამოდენიმე დატენვის ვარიანტს:

 

                                                                                                     ა.

         დენთი-1.4გრ; 30გრ საფანტი მუყაოს ორი საფენით გაყაბით სამ ტოლ (10გრ) ნაწილად,თავზე ც თხელი საფენი დააფარეთ და თავი მუუხვიეთ.

 

 

 

                                                                                                     ბ.

        ეს ვარიანტი პირველის  (ა) ანალოგიურად მზადდება.განსხვავება მხოლოდ ინაშია ,რომ აქ საფანტი სამი საფენით ოთხ       (7.5გრ) თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი.

 

 

                                                                                                     გ.

        ამ შემთხვევაში 1.4გრ - დენთი და 30გრ- საფანტია საჭირო.ჯერ ჩაყარეთ საფანტის 4/5 ანუ 24 გრსაფანტს დააფარეთ  4-5 მმ -ანი ქეჩის საცობი,და ბოლოს ჩაუმატეთ დარჩენილი 6 გრ საფანტი.დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ.

 

                                                                                                                              

                                                                                                    დ.

        საფანტის ჭურვის 4 ნაწილად გაყოფა შეიძლება მუყაოს ორი თხელი ფირფიტითაც.ფირფიტების სიგანე ზუსტად 

მასრის შიდა დიამეტრის ტოლი უნდა იყოს,ხოლო მისი სიგრძე უნდა შეარჩიოთ საფანტის ჭურვის სვეტის სიმაღლის მიხედვით.ფირფიტები ცენტრში შუამდე ჩაჭერით და ერთმანეთში ჩასვით.მიიღებთ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ორ ფირფიტას,რომელიც მასრაში მოთავსებიშ შემდეგ ოთხ კამერიან ბუდეს ქმნის.ჩაყარეთ მასში საფანტი დაადეთ საფენი და ტავი მოუხვიეთ.

 

                                                                                                     ე.

        ეს ვარიანტი  დ ვარიანტის მსგავსია ,ოღონდ ამ ასემთხვევაში 5 ნაწილად არის გაყოფილი .ჯვარედინ ფირფიტებში ჩაყარეთ საფანტის 2/3(20გრ) დააფარეთ საფენი,ზემოდან დააყარეთ დარჩენილი 10გრ -საფანტი დაადეთ საფენი   და თავი მოუხვიეთ.

 

           

 

        ასეთი ვაზნების გაწყობა შეგიძლიათ თითბერის მასრებშიც.

 

 

 

        როცა შინ დამზადებულივაზნები გაამართლებს და ნადირობას სასიამოვნო პროცესად აქცევს ,მომავალში ვაზნების დატენვა

 სასიამოვნო და სახალისო პროცესი იქნება  თქვენთვის.გისურვებთ წარმატებულ ნადირობას!!!

 

 

სტატია მოამზადა: დ.ურუშაძემ

(სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით)

 წყარო :https://legion.ge

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მალადეც დევი,

ძალიან საჭირო და გამოსადეგისტატიაა...

ოქრო ხარ ოქრო...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გვიან მომიწია დადება ,,მაგრამ სამომავლოდ გამოგვადგება

 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს იყო დევო , რომ წაგეშალა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეს იყო დევო , რომ წაგეშალა?


ara babu.isini agsadgeni maqvs.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

კარგია დევუკა საღოლ შენა :bravo:  :bravo:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)

სალამი დევი, მადლობა ესეთი კარგი სტატიისთვის მართლა ძაან მაგარი მეთოდებია ზოგი ახალია ზოგიც ვიცოდი და ზოგიც ნაცადი მაქვს მაგრამ ყველაზე მეტად ამ მეთოდმა გამაკვირვა და დამაინტერესა >>
 

გ.

ამ შემთხვევაში 1.4გრ - დენთი და 30გრ- საფანტია საჭირო.ჯერ ჩაყარეთ საფანტის 4/5 ანუ 24 გრსაფანტს დააფარეთ 4-5 მმ -ანი ქეჩის საცობი,და ბოლოს ჩაუმატეთ დარჩენილი 6 გრ საფანტი.დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ.

 

ბოლოში 6 გრამი საფანტის დამატება რატო იძლევა ამხელა შედეგს? ნაცადი თუ გაქვს ეგ მეთოდი და ჯობია თუ არა მაგალითად სამ ნაწილად გაყოფილ საფანტს?



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სალამი დევი, მადლობა ესეთი კარგი სტატიისთვის მართლა ძაან მაგარი მეთოდებია ზოგი ახალია ზოგიც ვიცოდი და ზოგიც ნაცადი მაქვს მაგრამ ყველაზე მეტად ამ მეთოდმა გამაკვირვა და დამაინტერესა >>
 

გ.

ამ შემთხვევაში 1.4გრ - დენთი და 30გრ- საფანტია საჭირო.ჯერ ჩაყარეთ საფანტის 4/5 ანუ 24 გრსაფანტს დააფარეთ 4-5 მმ -ანი ქეჩის საცობი,და ბოლოს ჩაუმატეთ დარჩენილი 6 გრ საფანტი.დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ.

 

ბოლოში 6 გრამი საფანტის დამატება რატო იძლევა ამხელა შედეგს? ნაცადი თუ გაქვს ეგ მეთოდი და ჯობია თუ არა მაგალითად სამ ნაწილად გაყოფილ საფანტს

 

ის ექვსი გრამი რაშვება და და მის ქვემოთ არსებულ საფანტის კონას გასროლის დროს გარკვეული სიმძიმით აწვება და ახლო მანძილზე შლის  საფანტს

 

 

ქათამზე გავსინჯე ეს მეთოდი..პერელიოტის დროს და ცუდი შედეგი არ ქონდა მაგრამ 5 დან 4 პადრანკა იყო.და მწყერზე გაამარტლებს



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
ხო ალბათ ქვემოდან რო მძიმე მასა აევება ზედა ფენას ანუ 6 გრამს ახლო მანძილზე შლის...
და დანარჩენი მეთოდებიდან რომლებს ანიჭებ უპირატესობას?

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ხო ალბათ ქვემოდან რო მძიმე მასა აევება ზედა ფენას ანუ 6 გრამს ახლო მანძილზე შლის...
და დანარჩენი მეთოდებიდან რომლებს ანიჭებ უპირატესობას?

ქვედას შლის ახლოს თენგო

ზედა უფრო შორს გააქვს



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
როცა იჯ 58 მქონდა..
სულ პირველ ა და ბ მეთოდით ვტენიდი გილზებს..ახალ თოფს საცვლელი ჩოკები აქვს და იგივე მეთოდით დავტენე წელსაც...

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თუ ჩოკები აქვს , მაშინ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
დ. და. ე. ვარიანტები რადგან საფანტის გაშლა უფრო ახლოს ხდება ჩოკების შემთხვევაში..

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კარგიაა დევიი :bravo: მალადეც





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?