Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ყველაზე სულელური მიზეზები, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

 

ომი საშინელებაა და სხვადასხვა მიზეზების მიუხედავად, მას არანაირი გამართლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, კაცობრიობის ისტორიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სახელმწიფოებს შორის სამხედრო დაპირისპირების წამოწყებას სულელური და ზოგჯერ ბანალური მიზეზი ჰქონდა.

 

მაწანწალა ძაღლი

877745499d2f0e2d11501e3c45766492.jpg

1925 წელს ბულგარეთ-საბერძნეთის საზღვარზე, მაწანწალა ძაღლს დადევნებული ბერძენი კარისკაცი, საზღვის მეორე მხრიდან, ბულგარელი მესაზღვის ნასროლმა ტყვიამ შეიწირა. ამ უკანასკნელს ეგონა, რომ ბერძენს საზღვრის უკანონო გადმოკვეთა აქვს განზრახული. საპასუხოდ, მეორე დღეს ბერძნებმა ბულგარელების სასაზღვრო საგუშაგო ერთიანად ამოჟლიტეს. მოვლენათა შემდგომ ესკალაცია  ერთა ლიგის ჩარევამ შეაჩერა.

 

ვედრო

8f4660d74af411c956235e377676622a.jpg

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, 1325 წელს ბოლონიიდან მოდენაში გაქცეულმა ჯარისკაცმა, ხელს მუხის ვედრო გააყოლა, რომლითაც ის საკუთარ ცხენს წყალს ასმევდა. დეზერტირის მაგივრად, რომლის ბედიც არავის ანაღვლებდა, ბოლონიის ხელისუფლებამ ვედროს, როგორც ქალაქის საკუთრების დაბრუნება მოითხოვა. ვედროს დაბრუნების უარი ომის დაწყების მიზეზი გახდა, რომელიც 22 წელიწადს გაგრძელდა და ბოლონიელების დამარცხებით დასრულდა.

 

წვერი

c1e719a68bb0.jpg

1500 წელს ვენეციასა და თურქეთს შორის დაწყებული ომი, უფრო ხანმოკლე იყო. თუმცა მისი წამოწყების მიზეზი ბანალურია. თურქეთის სულთანმა ვენეციელ მოხელეს, აღმოსავლური ეტიკეტის პატივისცემა და საკუთარი წვერით დაფიცება მოსთხოვა. ვენეციელმა უპასუხა, რომ მის ქალაქში წვერს არ ატარებენ. "გამოდის რომ ვენეცია მაიმუნების ქვეყანაა!" - წამოიძახა სულთანმა. ეს ფრაზა ვენეციელებმა შეურაცხყოფად მიიღეს და თურქების წინააღმდეგ ომი წამოიწყეს.

 

 

ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

 

a476e84e4c2317c74175211bb4bb33ea.jpg

1653 წელს, პოლონეთთან საზავო ხელშეკრულების განხილვისას, შვედმა მეფემ შეამჩნია, რომ მისი ტიტულების ჩამოთვლისას ფრაზა - "და ასე შემდეგ" ორჯერ მეორდებოდა, პოლონელი მონარქის შემთხვევაში კი - სამჯერ. ეს საკმარისი აღმოჩნდა სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გასაწყვეტად და 5 -წლიანი ომის წამოსაწყებად (შვედეთმა გაიმარჯვა).

 

ფეხბურთი

 

a5ac4a4144a20d07b00d38cb8f0d12b0.jpg

 

ბანალურია, მაგრამ ომის წამოწყების მიზეზი ფეხბურთიც გამხდარა. 1960-იან წლებში ჰონდურასსა და სალვადორს შორის უკანონო მიგრაციით, საზღვრის დარღვევებით და ტერიტორიული პრეტენზიებით განპირობებული დაძაბულობა ომში გადაიზარდა. ომის მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის საფეხბურთო მატჩში სალვადორის წინააღმდეგ, ჰონდურასის ნაკრების დამარცხება გახდა. 1969 წლის 14 ივლისს დაწყებული "საფეხბურთო ომი" 6 დღე გაგრძელდა. ოფიციალური ცნობებით, მხარეებმა დაღუპულების სახით 3,000-მდე კაცი დაკარგეს.


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ვედროზე ლეგენდა მომეწონა :D


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

და გაპარსული რატომ ხარ და წვერი რატო გაქვსო? ან ფუტბოლის პრიჩინა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

დაი ის მისი ტიტულები 2 ჯერ რომ მეორდებოდა და პოლონელი მონარქის შემთხვევაშ სამჯერ  :0024:  :0024:  :0024:  :0024:

 

ამის გულისთვის ხალხი დაიხოცა :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:0024: :DDD :0034:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?