Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ჰაუდას პისტოლეტი

 

 

S_358.jpg

სპილოებით ნადრიობა418qr7.jpg

იარაღის ეს ტიპი პირველად გამოჩნდა ინდოეთში XIX საუკუნის მიწურულს, დიდი ბრიტანეთის კოლონიალური მართვის დროს.

ჰაუდა ერქვა დიდ სავარძელს ან პატარა პლატფორმას, რომელიც მაგრდებოდა სპილოს ზურგზე და რომელზეც იჯდა ერთი ან რამოდენიმე მონადირე. ასეთი სპილოების კოლონა იკავებდა პოზიციას ჯუნგლებში და შემდგე სარეკის საშუალებით მსახურები აფრთხობდნენ ცხოველებს (ძირითადად მტაცებლებს, ვეფხვი, პუმა და ასე შემდეგ). როდესაც ცხოველი გამოჩნდებოდა სპილოზე ამხედრებული მონადირე ცდილობდა ნადირის მოკვლას. ნადირობის ასეთი მეთოდი განაპირობებდა შესაბამის იარაღს და აღჭურვილობას. საქმე იმაშია, რომ ხშირად ვეფხვი მოქცეული ასეთ “ზასადაში” თავს ესხმოდა სპილოს და მონადირეს, ცდილობდა ზურგიდან სპილოზე შეხტომას, ყველა გამომდინარე ნეგატიური შედეგებით, როროგც სპილოსთვის ასევე მონადირისთვის. ასე დაღუპული მონადიების რიცხვი არც თუ ისე პატარაა. ამან განაპირობა ისეთი იარაღის შექმნა რომელიც შეასრულებდა იგივე როლს, რაც აფრიკაში პოპულარული “ანტი სპილოები” (elephunt gun), ძალინ მსხვილკალიბრიანი ერთ ან ორ ლულიანი თოფები. განსხვავებით აფრიკისა ასეთი ბოლო შანსის იარაღი უნდა ყოფილიყო მოკლე და კონდახის გარეშე, ოპერირება უნდა მომხდარიყო ერთი ხელით, რაც ნიშნავდა მსუბუქ მასას და არ საჭიროებდა კონდახის არსებობას. კალიბრი უნდა ყოფილიყო ადეკვატური, რათა დაეცვა პატრონი ნადირისგან, რომელიც იქნებოდა დაშორებული მისგან რამოდენიმე მეტრით.
პირველი ასეთი პისტოლეტები იყო კუსტარული წესით გადაკეთებული მარტინი-ჰენრის ან სნაიდერის სისტენის შაშხანები და გლუვლულიანი თოფები. ხდებოდა ლულების და კონდახის გადაჭრა.

IMG_1908.jpg

თანამედროვე კუსტარულად დამზადებული 12 კალიბრის “ჰოუდა”

 

მას მერე რაც მოთხოვნილება ასეთ იარაღზე გაიზარდა, და თქვენ მოგეხსენაბთ სპილოდან ვეფხვზე ნადირობა იყო მაგარაჯების და მათი მაღალჩინოსანი ან მდიდარი სტუმრების პრივილეგია, ასეთი ტიპის ბოლო შანსის იარაღი დამზადებული შესაბამის დონეზე გახდა სასურველი აქსესუარი. სულ მალე ბრიტანელმა მეიარაღეებმა დაიწყეს ასეთი ტიპის პისტოლეტების ქარხნული წესით წარმოება. ჰაუდაჰებს უშვებდა ვილკინსონი, ლანკასტერი, პერდე ვესტლეი რიჩარდსი და ასე შემდეგ. ტულას ქარხანაც თავის დროზე უშვებდა ასეთი ტიპის პისტოლეტებს. შაშხანის კალიბრებს მოყვა ასევე პისტოლეტის კალიბრებიც. ასეთი ტიპის ჰოუდაჰ პისტოლეტები უფრო მოსახერხებელი იყო პრაქტიკული სროლისთვის და ამიტომაც ხშირად კოლონიალური ჯარების ოფიცრები ამჯობინებდნენ მას რევოლვერეს, რომლებიც იმ დროს არც თუ ისე სწრაფად იტენებოდნენ. შემდგომში რევოლვერების კონსტრუქციის დახვეწამ გამოდევნა ამ ტიპის იარაღი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თანამედროვე .457 და .500 კალიბრის რევოლვერები არიან ჰოუდაჰ პისტოლეტების შვილიშვილები. ისინი დღეს იგივე ფუნქციას ასრულებენ რაც ადრე ჰოუდაჰის პისტოლეტები. იცავენ მფლობელს საშიში ნადირისგან. რამოდენიმეჯერ ასეთი პისტოლეტი გამოჩნდა კინოში, ანტონიო ბანდერასის გმირი დამანგრეველი ეფექტით იყენებს ასეთ პისტოლეტს ბოროტი ბიჭების წინააღმდეგ. უფრო ტრადიციულ როლში ის გამოჩნდა კინოში The Ghost and the Darkness. მაიკლ დუგლასის გმირი იყო ასეთი იარაღით შეიარღებული.

 

დღეს დღეისობით დიქსი გან ვორკს-ი აშშ-დან და ასევე რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს იჯევსკის ქარხანა უშვებენ ჰაუდას ტიპის პისტოლეტებს. რუსებმა უბრალოდ გადააკეთეს იჟ-43 და მირეს მრ-341 “ჰაუდა”, კიდევ კაი ამის შექმანაც არ დაიბრალელ. ერთია, რომ ასეთი მრ-ი არ არის განკუთვნილი სტანდარტული 12 კალიბრის ვაზნების სასროლად. ის არის კიდევ ერთი რუსული ტრავმატული სიგიჟე, ანუ იჟ-43 “აბრეზი” განკუთვნილია 12 კალიბრის რეზინის უბედურების სასროლად. მოლედ ნამდვილი ღამის კოშმარია ნებისმიერი იარაღის მოყვარულისათვის. ხელოვნურად გაფუჭებული თოფი და რაც მთავარია იდეა. რომელი ავადმყოფი იყიდის მას გაურკვეველია.

 

ruger_sup_redhawk_alaskan.jpg

ოუდას პისტოლეტის შვილიშვილი რუგერ ალასკან 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

საინტერესოა  :good:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

მადლობა ჟორჟიკ :)


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: VAA

საინტერესო სტატიაა ნამდვილად.

 

(
ტეგები დაამატე. რაც მეტი იქნება , მეტი მკითხველი გაეცნობა)


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ეს ჰაუდა აბრეზივითაა რა


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?