Jump to content

სურათი

საქართველო - ანტიკური ენების სამშობლო

* - - - - 1 პასუხები

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

 

ახალი კვლევებში საქართველო ანტიკური ენების სამშობლოდ სახელდება

 

ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 15 000 წლის წინ ევროპელ და აზიელ ხალხთა წინაპრები  შესაძლოა ერთ ენაზე საუბრობდნენ. ამის შესახებ სამეცნიერო ამბების პორტალი LiveScience წერს.  

 

სტატიის თანახმად, მკვლევარებმა ისეთი სიტყვების რეკონსტრუქცია მოახერხეს, როგორიცაა "mother," (დედა) "to poll" (გაწევა) და "man," (კაცი). 

"ამ სიტყვებს კი შესაძლოა, კავკასიის რეგიონში, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, მცხოვრები ანტიკური მონადირე-შემგროვებლები ხმარობდნენ", - ნათქვამია სტატიაში. 

 

აქვე ნათქვამია, რომ სიტყვათა ჩამონათვალი, რომელიც ჟურნალ "მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნაშრომებში" გამოქვეყნდა, შესაძლოა მკვლევარებს ანტიკური მიგრაციისა და პრეისტორიულ კულტურათა ურთიერთობების ისტორიის აღდგენაში დაეხმაროს.

 

უნივერსალური ენის არსებობის იდეა ბიბლიიდან მომდინარეობს, სადაც აღწერილია, რომ კაცობრიობა თავდაპირველად საერთო ენაზე საუბრობდა. 

 

გაერთიანებული სამეფოს რიდინგის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორმა, ახალი კვლევის თანაავტორმა მარკ პაგელმა განაცხადა, რომ მკვლევართა ჯგუფმა ენის 15 000 წლის წინანდელ ფესვებს მიაკვლია. იგი ასევე დაინტერესდა ენის ევოლუციის პროცესი ბიოლოგიური ევოლუციის მსგავსად თუ მიმდინარეობს. 

"თუ ეს ასეა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი  ხშირად გამოყენებადი სიტყვები, რომლებიც ჩვენს სოციალურ ურთიერთობებს აღნიშნავს, ნელი ტემპით უნდა იცვლებოდეს", - აღნიშნა მან.

 

პაგელმა და მისმა კოლეგებმა ანტიკური სიტყვების რეკონსტრუქცია მოახდინეს. მათ იმ 23 სიტყვის პროგნოზირება მოახერხეს, რომლებიც შესაძლოა  15 000 წლის წინ მცხოვრებ წინაპართა ენებშიც გაისმოდა. ამ სიტყვებს შორისაა "I" (მე), "ye " (შენ), "mother" (დედა), "male" (მამაკაცი), "fire" (ცეცხლი), "hand" (ხელი) და "to hear" (გაგონება).

 

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თანამედროვე ადამიანი ქვის ხანის წინაპარს რამენაირად შეხვდებოდა, მათ შეეძლოთ რამდენიმე მარტივი სიტყვა წარმოეთქვათ და ერთმანეთისთვის გაეგოთ", - აღნიშნა პაგელმა. 

 

მისივე თქმით, ამაზე შორს წასვლა ძნელია, მითუმეტეს, რომ ძნელად ცვალებადი სიტყვები "აორთქლებას იწყებენ".

 

მომზადებულია LiveScience-ის მიხედვით



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"ამ სიტყვებს კი შესაძლოა, კავკასიის რეგიონში, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, მცხოვრები ანტიკური მონადირე-შემგროვებლები ხმარობდნენ", - ნათქვამია სტატიაში.

 

პირველი ევროპელები

ვააა, ყურძენი

ღვინო

ხორბალი

თაფლი

რკინის დამუშავება

სელი

სელისგან მიღებული ნაჭერი

.........................

ეხლა საერთო ევროპული ენის წინაპრები


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
8ff8629782ab2a7639dd4a1404ff1fd5.jpg
"ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?" - რამ გააკვირვა ინდოელი გიდი?
14.04.2016
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას დედა ენის დღეს ულოცავს:

 

 

"გილოცავთ ქართული ენის დღეს! დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“- წერს გიგაური.

 

ასტროლოგი საკუთარი წიგნიდან ნაწყვეტსაც აქვეყნებს:

 

"ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი სუშანტი მანი შემეკითხა:

 

- ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!

- არა სუშანტ, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.

- რამდენი ხართ ქართველები?

- მოწკურა თვალები დამცინავად.

- საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი,- ვუპასუხე მე.

- და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი აქვთ? შეუძლებელია, - შეიცხადა.

- დაგუგლე სუშანტ, - ვუთხარი მე, რადგან სუშანტი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა. დაგუგლა. არის ჩუმად. ხმას არ იღებს. იყურება ფანჯარაში. კიდევ დაგუგლა. კითხულობს. ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.

- რაო, რა წერია? - ვერ მომითმინა გულმა.

 

უცბად მოტრიალდა გიჟივით: - თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?

 

უცებ ამიდუღდა სისხლი: - ჩვენ, ქართველები... - და აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე. თვალები ცრემლით ამევსო.

 

ახლა მე გავიხედე ფანჯარაში. მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: "ჩვენ ქართველები"... გილოცავთ ქართული ენის დღეს! სიყვარულით რამაზ გიგაური“- წერს გიგაური

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?